ყველა უფლება დაცულია
მიზანი
"როდესაც მიზანი, რომელიც უნდა იქნას მიღწეული, აღიარებულია საკმარისად ფასოვნად და ძალისხმემა მის მისაღწევად ინტენსიურია, შესვენებების გარეშე, მაშინ გონების მდგრადობა(შეკავება) გარანტირებულია."
მაძიებლებს ხშირად დასახული აქვთ ესა თუ ის მიზანი რისი მიღწევაც სურთ, მაგრამ ეს მიზანი მათ თვალში იმდენად არ ფასობს, რომ საკმარისი ძალისხმევითა და ინტენსიობით იარონ მისკენ, მათი პრაქტიკა ხშირად წყდება დიდი ხნის მანძილზე, რაც იწვევს მიზნამდე სასიარულო გზის ძალზედ "გაგრძელებას". მაძიებელი ეძებს, მაგრამ მის სუსტ მხარეს წარმოადგენს არაინტენსიური და წყვეტილი პრაქტიკა, ამიტომ იგი ერთი მეთოდიდან მეორეზე გადადის გამუდმებით და ვერცერთში ვერ აღწევს დასახულ მიზანს. მაძიებლის გონება მუდმივად სვავს კითხვებს, მუდმივად ორჭოფობს, ვერ გადაწყვეტია ღირს კი ეს ყველაფერი ამდენად? მას ჯერ კიდევ იზიდავს გარე ცხოვრების ბრჭყვიალა ეფექტები, ეჩვენება, რომ მისდევს იმას რისი დაჭერაც შეუძლებელია. იგი მუდმივად უკან იყურება და სხვების ცხოვრებას ადარებს საკუთარს. იგი ხვდება რომ სულიერი გზა, ბევრ ისეთ რამეზე ითხივს მისგან უარის თქმას, რაც მას აქამდე ძალიან მოსწონდა. იგი მუდმივად ფიქრობს იმაზე - "აქ რომ არ გამოვიდეს არაფერი?" და ჩვეულებრივი ცხოვრებითაც რომ ვერ დატკბეს? მაშინ გამოვა რომ ეს ორივე შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან და სულ ისე დარჩა! ასე თუ ისე მაძიებელმა უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი, ან დარჩეს ასეთ გაურკვევლობაში კიდევ რამოდენიმე სიცოცხლე. თუ მან საკმარისად არ დააფასა სულიერი მიზანი, არ ირწმუნა მისი მიღწევის აუცილებლობა და გარდაუვალობა, მაშინ იგი ვერ შეძლებს საჭირო ძალისხმევის მობილიზებას რათა დაუღალავი, ინტენსიური პრაქტიკით მიაღწიოს მიზანს.
"ტანჯვა, მწუხარება, სასოწარკვეთა, სხულის არამართებული აქტიურობა და არასწორი მიმართულება(ან კონტროლი) სასიცოცხლო ნაკადებისა ვლინდება როგორც შედეგი - წინაღმდეგობების არსებობა მდაბალ ფსიქიურ ბუნებაში."
ტანჯვა, მწუხარება, სასოწარკვეთა - ერთი მხრივ შედეგია არასწორი მსოფლმხედველობისა, ხოლო მეორე მხრივ იზიდავს ასეთივე სახის მოვლენეს ადამიანებსა და სიტუაციებს. ისინი ამცირებენ სიყვარულის გრძნობასა და აღქმას რაც თავისთავად კანონის უხეში დარღვევაა და რასაც მივყავართ მდაბალი ფსიქიური ბუნების კიდევ უფრო მეტად უმართაობისაკენ. ანუ ასეთი ემოციები და გრძნობებო აძლიერებენ ადამიანის მდაბალ ბუნებას და ეწნააღმდეგებიან მაღალი სულიერი ბუნების გამოვლენას. ეს წინააღმდეგობაა სულისაკენ მიმავალ გზაზე! სხეულის არსწრი აქტიურობა(გადამეტება სექსში, კვებაში, სასმელში, უძილობაში და ა.შ.) და სასიცოცხლო ნაკადების არასწორი მიმართვა დიაფრაგმის ქვემოთ არსებული ცენტრებისაკენ და ორგანოებისაკენ აღვიძებენ ადამიანში ცხოველურ უხეშ ბუნებას, მტაცებლურ ჟინსა და გრძნობა ემოციებს, რაც დიდი წინააღმდეგობაა სულისაკენ მიმავალ გზაზე. არ არსებობს ჭეშმარიტი მოსწავლე - მდაბალი ბუნებითა და ცხოველური ხასიათიდა და ჟინით. მაძიებლიდან მოსწავლეობამდე ადამიანი ხვეწავს საკუთარ ხასიათსა და ბუნებას იქამდე მაინც რომ ელემენტარული ცხოველური ხასიათი და ბუნება დაიმორჩილოს სრულად და არ მისცეს მას საშუალება გამოვლინდეს ყველაზე ცუდ სიტუციაშიც კი. გარდა შინაგაბი "ტექნიკური აღჭურვისა", როდესაც მაძიებელი გარე ცხოვრებაში, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი უარს იტყვის ცხოველურ ბუნებაზე და შეინარჩუნებს სიყვარულს, მხოლოდ მაშინ ეძლევა მას პირველი განდობა! ყველა მიღებული მოსწავლე(პირველი და მეორე ხარისხის განდობილი) სრულად აკონტროლებს ფიზიკური სხეულის ცხოველურ მოთხოვნებს და ანაცვლებს მათ სულის მოთხოვნებითა და ღვთიური ბუნებით. ასეთი საქციელით მდაბალი ფსიქიური ბუნება სუფთავდება. G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |