მეორედ მოსვლა

მეორედ მოსვლა იესო ქრისტე უფალი მაიტრეა კრიშნამურტი მოსე კალი ავატარი იმამ მახდი გუატამა ბუდა

  32.ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. 33. არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. 34. ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს. 35. იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ განთიად; 36. ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი. 37. ხოლო რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე იყვენით. (მარკოზი) 

თითოეული დიდი რელიგიის მოძღვრებაში ლაპარაკია იმაზე, რომ ბოლოსდაბოლოს მოვა უდიდესი მასწავლებელი. ქრისტიანები ელოდებიან ქრისტეს მეორედ მოსვლას, იუდეველები – მოსეს მოსვლას. ინდუისტებს სწამთ,  რომ მოვა კალი – ავატარი, ხოლო მუსულმანები ელოდებიან იმამ მახდის. ბუდისტები იძახიან, რომ ეს იქნება ბუდა მაიტრეა და რომ მისი მოსვლა იწინასწარმეტყველა გუატამა ბუდამ 2500 წლის წინ.

  ეს უდიდესი მასწავლებელი, რომელსაც ელოდება ყველა დიდი რელიგია,დედამიწაზეა, მისი სახელია უფალი მაიტრეა.  მეუფე მაიტრეა – სულიერი იერარქიის ხელმძღვანელია, მასწავლებელთა მასწავლებელია, ანგელოზებისა და ადამიანების მეუფე, ყველაზე უფროსი თეთრ საძმოში.

 თეთრი საძმოს თითეულმა წევრმა გაიარა განდობის მრავალსაფეხუროვანი გზა. თითოეულმა მათგანმა ისწავლა ის გაკვეთილები,  რომელსაც ეხლა სწავლობენ ადამიანები. მათი ერთგულება  ღმერთის მამობრიობისადმი და ადამიანთა ძმობისადმი, რომელიც თან დაჰყვებოდათ უამრავი ცხოვრების მანძილზე და იდეალისადმი მსახურებამ, გზა გაუხსნა მათ ამ საოცარ ჯგუფში.

   უფალი მაიტრეა იყო და დღესაც არის იესოს, კუტჰუმის, ელ მორიას, სენ – ჟერმენის, ჯუალ კჰულის და სხვა წმინდანებისა და ბრძენთა მასწავლებელი.

   უფალი მაიტრეა თავის წინა ცხოვრებაში იყო უდიდესი მასწავლებელი კრიშნა. შემდეგ ის შევიდა  იესო ქრისტეს ცხოვრებაში. სწორედ უფალმა მაიტრეამ გაასხივოსნა იესო, მდინარე იორდანეში ნათლობის დროს.

  გასხივოსნება ეწოდება სულიერი სამყაროდან უფალი მაიტრეას ცნობიერების შეღწევის პოცესს, იესოს ცნობიერებასა და ფიზიკურ სხეულში. შეიძლება ითქვას, რომ  ისინი ერთმანეთში იყოფდნენ ერთ ფიზიკურ სხეულს იესოს სიცოცხლის 3 უკანასკნელი წლის მანძილზე. ადამიანთა უმრავლესობას ეს ვერც კი წარმოუდგენია. უამრავი სასწაული და იგავი, რომელსაც იესოს მიაწერენ, სინამდვილეში უფალ მაიტრეას ეკუთვნოდა, მას სულიერ მთავრობაში უკავია თანამდებობა, რომელსაც ეწოდება "ქრისტე". იესო,  ქრისტეს ცნობიერების იმდენად სრულყოფილი განსხეულება იყო, რომ ამან საშუალება მისცა უფალ მაიტრეას, გამოევლინა საკუთარი ცნობიერება იესოს ცნობიერებასთან ერთად.

   თავისი უდიდესი მსხვერპლისათვის, ჯვარცმისათვის იესომ დაიმსახურა მეოთხე განდობა, რომელიც იძლევა რეინკარნაციის წრიდან განთავისუფლებას. სინამდვილეში უფალი მაიტრეა და არა იესო, იქნა ამაღლებული იმ ცხოვრებაში, და სწორედ მან აღადგინა იესოს ფიზიკური სხეული.

  ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ ქრისტეს მეორედ მოსვლას სინამდვილეში აქვს ორი მნიშვნელობა:

1 – უფალი მაიტრეას მეორედ მოსვლა.

2 – დედამიწაზე განსხეულებულ ყველა პიროვნებაში ქრისტეს ცნობიერების მეორედ მოსვლა.

  მას შემდეგ რაც უფალმა მაიტრეამ გაასხივოსნა იესო, ის ხელმძღვანელობდა დედამიწაზე კაცობრიობას, სულიერი იერარქიის თავკაცის თანამდებობიდან. უფალი მაიტრეა გეგმავდა გაესხივოსნებინა კიდევ ერთი განდობილი, როგორც ეს მან იესოსთან მიმართებაში გააკეთა, თევზების ეპოქის დასასრულსა და მერწყულის ეპოქის დასაწყისში და ეს განდობილი იყო ჯიდუ კრიშნამურტი. 

  ს.ვ. ლედბიტერი იყო გამოჩენილი სულიერი მოღვაწე, მასწავლებელი და ნათელმხილველი.ინდოეთში ცხოვრებისას, იგი შეხვდა ბიჭს, რომელსაც უწინასწარმეტყველა, რომ ის იქნებოდა მსოფლიო მასწავლებელი. ლედბიტერმა შეამჩნია, რომ ბიჭს ჰქონდა ყველაზე ლამაზი აურა, რომელის მას ოდესმე ენახა. კრიშნამურტის მშობლებსა და მასწავლებლებს ეს ძალიან გაუკვირდათ, რადგან ის საკმაოდ სუსტად სწავლობდა სკოლაში, იყო უსუფთაო და არც ისე  ლამაზი. მიუხედავად ყველაფრისა, ლედბიტერი დარწმუნებული იყო საკუთარ ხედვაში და ეს ბიჭი წარუდგინა ქალბატონ ბლავატსკაიას და ანნი ბეზანტს. მალე კრიშნამურტი შეიყვანეს თეოსოფიურ საზოგადოებაში, რათა ის გამხდარიყო მსოფლიო მასწავლებელი, დიადი განდობილი, რომელსაც უფალი მაიტრეა გაასხივოსნებდა, როგორც ოდესღაც იესო გაასხივოსნა. როდესაც კრიშნამურტი წამოიზარდა, მან გადაწყვიტა, რომ არ სურდა ყოფილიყო უფალი მაიტრეას გამტარი და ინსტრუმენტი. ასეთივე დასკვნამდე მივიდნენ შინაგან პლანზე მაიტრეა და სხვა ამაღლებული მასწავლებლები. კრიშნამურტიმ გადაწყვიტა დაეტოვებინა თეოსოფიური საზოგადოება და დამოუკიდებელი მასწავლებელი გამხდარიყო, არ ყოფილიყო დამოკიდებული არც ერთ მოძრაობასა და ჯგუფზე.

   ამასობაში გამოჩნდა კიდევ რამოდენიმე განდობილი, რომელთა მიმართაც იგულისხმებოდა იგივე საპატიო მისიის განხორციელება; მაგრამ 1945 წლის აღდგომა დღეს უფალმა მაიტრეამ გამოაცხადა, რომ ის აღარ გაასხივოსნებს განდობილს, არამედ საკუთარი სხეულითა და პერსონით მოვა, მაგრამ მანამდე უნდა შესრულდეს რამოდენიმე პირობა:

1 – პლანეტაზე უნდა დამყარდეს  შედარებითი მშვიდობა მაინც.

2 – ადამიანებმა და ორგანიზაციებმა, რომლებიც განკარგავენ ეკონომიკურ ურთიერთობებს, უნდა დაიწყონ  იმის მიხვედრა, რომ საჭიროა ყველაფრის გაყოფა.

3 – კეთილი ნება უნდა გამოვლინდეს მსოფლიოში და უნდა წაგვიყვანოს ადამიანებს შორის სწორი ურთიერთობებისაკენ.

4 – მთელი მსოფლიოს პოლიტიკურმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა უნდა გაანთავისუფლონ თავისი მიმდევარნი,  რწმენის და შეხედულებების ავტორიტეტული ზედამხედველობისაგან.

   "მსოფლიო მასწავლებელი" – ეს ტიტულია, რომელიც არ ეკუთვნის არცერთ რელიგიასა და ჯგუფს. ეს ის მასწავლებელია რომლის გამოჩენასაც ყველა რელიგია ელოდება. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ, როგორც იესოს დროს, კაცობრიობა შეიძლება მზად არ აღმოჩნდეს მის მისაღებად. იესო ქრისტე მართლაც ის მესია იყო, რომელსაც ებრაელი ერი ელოდა. პრობლემა იმაში იყო, რომ ებრაელებმა ეს ვერ გაიგეს. ისინი მყარად ებღაუჭებოდნენ ძველ ფორმას და ნებას არ აძლევდნენ თევზების ეპოქის ახალ სწავლებას გავრცელებულიყო. ჩვენს დროში უფალი მაიტრეა იგივე პრობლემის წინაშე დგას: უნდობლობა არა მარტო იუდეური რელიგიის მიმდევრებისა, არამედ მსოფლიოს ყველა რელიგიის, სულიერი ჯგუფების, მისტიური სკოლების, ათეისტების მხრიდანაც. ძირითადი კითხვა ასე ჟღერს: მზადაა თუ არა მსოფლიო მიიღოს ის ფაქტი, რომ ასეთი სულიერი სიმაღლისა და ბრწყინვალების არსება უკვე ჩვენს შორისაა? როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე ქრისტიანულ ფუნდამენტალისტებს? ებრაელებს? ბუდისტებს, მუსულმანებს? ამაზე დაფიქრებისას შეიძლება თქვენ მიხვდეთ, თუ რატომ აჭიანურებს უფალი მაიტრეა საკუთარი თავის გაცხადებას სამყაროსათვის. თუმცა დრო ახლოვდება. ის ელოდება, რომ  მსოფლიოში დამყარდეს ქრისტეს ცნობიერების გარკვეული ხარისხი(სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი სიყვარულის გავრცელება), რის შემდეგაც უფალი მაიტრეა მსოფლიოს გასაგონად გაამხელს საკუთარ თავს.  

   ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია      გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე    სიყვარულის გავრცელება    ა ღ დ გ ო მ ა      სიდჰების სწავლება    ღვთის სასუფეველი   რ ე ა ქ ც ი ა     ღმერთით შემოსილი    სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა სიყვარული  გრძნობები   ცეცხლის ადამიანი   ატომი "ნუს"– ი  პლუტონი  შემდეგი ნაბიჯი  კანონი  კანონის შესახებ  სტალკერი  მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები    სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა      ცნობიერება სხეული და სიყვარული

 

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©