მედიტაცია

 

 

     არსებობს მედიტაციის ორი სახე: მისტიკური და ოკულტური, რომლებიც განირჩევიან თავიანთი მედიტაციური ტექნიკით. მედიტაციის მისტიკური ფორმა ძირითადად დამოკიდებულია აქტიურ გრძნობით ბუნებაზე და ძლიერ სურვილზე მიღწეულ იქნას ძლიერი სულიერი კავშირი ანდა რაიმე პირადი სულიერი განცდა. მედიტაციის ეს სახე უფრო ინტროსპექციურია და საკუტარ თავზეა ცენტრირებული.

         ოკულტური მედიტაცია, მეორეს მხრივ, შენდება ნებისმიერ ადრე(მანამდე) მიღებულ მისტიკურ განცდაზე, წევს რა მედიტაციის იდეას ერთი ნაბიჯით წინ. მისი დანიშნულებაა - არა პირადი გასხივოსნება და ენთუზიაზმი, არამრდ მედიტაციის ტექნიკის სწორი გამოყენება მსახურებისათვის იმ ადამიანირი სამეფოსა და სამყაროს ტრანსფორმაციისა და ამაღლებისათვის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ოკულტური მედიტაცია არის მეთოდი პლანეტარული გამოსყიდვისა და თანამშრომლობისა  პლანეტარული ევოლუციის პროცესთან.

        დღეს როდესაც ათას სისულელე და უგუნურება ასოცირდება ტერმინთან "ოკულტური", სასარგებლოა გვქონდეს ერთი უბრალო განმარტება: ოკულტიზმი არის მეცნიერება ენერგიის დინებაზე და ენერგეტიკულ ურთიერთობებზე. ოკულტური მედიტაცია - ეს საშუალებაა ცნობიერი და მიზანმიმართული მიზიდვისათვის ენერგიებისა, შეცნობადი წყაროდან, გარკვეული ეფექტის მისაღებად....

        ყველაზე მძლავრ ენერგიას, რომელიც სადღეისოდა ხელმისაწვდომია, წარმოადგენს სიყვარულის ენერგია... თუ იმ ენერგიის ხარისხი, რომელსაც ვიღებთ მედიტაციისას, ნაწილობრივ მაინც არ ემთხვევა მედიტატორის ენერგიის ხარისხს, ასეთი ენერგიები არ შეიძლება გადაიცეს უსაფრთხოდ და ეფექტურად. ენერგეტიკულ არხებში წარმოიქმნება წინაღობა და საცობები, რომლებიც ხელს უშლიან ან გადახრიან ენერგიის დინებას, არ აძლევენ რა მას საშუალებას მოიტანოს ნამდვილი სარგებელი. ოკულტური მედიტაციის ქმედითობა დამოკიდებულია ხარისხზე, მოტივზე, ცნობიერების მდგომარეობაზე, სულიერ სტატუსზე და მედიტატორის განსაზღვრულ მიზანზე.

      ოკულტური მედიტაცია - ეს მენტალური ქმედებაა, რომელიც ითხოვს სწორებას, ანუ ერთობას გონების სამ ასპექტს შორის: დაბალ, ანუ კონკრეტული გონის, სამშვინველისა და უმაღლესი, ანუ აბსტრაქტული გონის. სწორებისას ინდივიდუუმის ყველა სამი ნაწილი - სული, სამშვინველი და სხეული ინტეგრირდება, - საშუალებას აზლევს რა მოსწავლეს მისაწვდომი იყოს მისთვის, სიცოცხლის, ცნობიერებისა და ფორმის სულიერი რესურსები.....

      სწორება ორსახოვანია: ვერტიკალური და ჰორიზონტალური. ეს ქმნის ყოველი ჭეშმარიტი ოკულტური მედიტაციის ბაზურ ფორმას. სადღეისოდ ოკულტური მედიტაციის ყველაზე ეფექტურ ფორმად  აღიარებულია რაჯა-იოგა, "სულის მეფური მეცნიერება ". იოგა - არის დისციპლინირებული გზა ერთობის მისაღწევად,  ანუ გათანაბრების, კონტროლი ცნობიერების რომელიმე პლანზე.  რაჯა - იოგა იყენებს შემოქმედებით  წარმოდგენას, ვიზუალიზაციის ხელოვნებას და საწყისი აზრის გამოყენებას ვარჯიშის და გონების გაფართოებისათის, შეყავს რა ის არსისა და მნიშვნელობის სამყაროში. მხოლოდ მაშინ, როდესაც ვხდებით გათვითცნობიერებული სიცოცხლის არსისა და მნიშვნელობის შესახებ, ჩვენ ვსწავლობთ ვიფუნქციონიროთ სრულად, როგორც სული სხეულში.

    რაჯა - იოგა, განკუთვნილია სულიერად გაღვიძებული ინდივიდუუნისათვის, რომელიც დაინტერესებულია ყველა მისაწვდომი ენეგიებთან და რესურსებთან სწორ მიერთებაში. ტიპიური რაჯა - იოგისებური ოკულტური მედიტაცია შეიძლება აღიწეროს შემდეგნაირად:

      პირველა უნდა შეირჩეს დრო და ადგილი, სადაც უნდა ჩატარდეს სამუშაო, ისე რომ არ შეწვიტოთ იგი და არ გაგეფანტოთ გონება.  საუკეთესო დროა - ადრიანი დილა, როდესაც გონება ჯერ კიდევ არ არის დაკავებული ყოველდღიური მიმდინარე საზრუნავით. მნიშვნელოვანია ყოველდღიური რეგულარობა.

      დაჯექით სკამზე სწორი ზუეგუთ; ხერხემალი უნდა იყოს ვერტიკალური, მაგრამ სხეული მოხერხებულ და მოდუნებულ მდგომარეობაში. ხელები მუხლებზე დაუშვით და ფეხები გადააჯვარედინეთ. რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ და გაანთავისუფლეთ გონება ყოველივე პირადულისაგან, რამაც შეიძლება გაფანტოს ყურადღება, ან გამოიწვიოს შეშფოთება.

      გამოიყენეთ შემოქმედებითი წარმოსახვა, აიყვანეთ ცნობიერება ფოკუსში კინკრიხოს თავზე. ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი უმდაბლესი, ანალიტიკური, კრიტიკული გონებაა, დამშვიდებული და გაუნძრეველი, - სინათლის ჩუმი ოაზისი. გააკეთეთ სინათლის სხივის პროეცირება ზემოთ, სულიერი ცენტრისაკენ, წარმოიდგინეთ სული როგორც მოელვარე მზე, ენერგიის სხივური წყარო. ეს რეალური სულიერი "მე" - ა.  ვიზუალიზაცია გაუკეთეთ სინათლის სხივის შემდგომ გაგრძელებას უფრო ზემოთ, უმაღლესი, ანუ აბსტრაქტული გონებისაკენ, ღვთიური "მე"-ს ყველაზე დაბალი ასპექტისაკენ. წარმოიდგინეთ და ვიზუალიზაცია გაუწიეთ ასეთ ნათელ გათანაბრებას. ამან უდა დაიკავოს მხოლოდ რამოდენიმე წუთი.

      გააკეთეთ წამიერი პაუზა, გახსოვდეთ სინათლე და სულის ენერგია, როგორც ცნობიერების ცენტრალური წერტილი. შემდეგ, მყარად დაიჭირეთ გონი სინათლეში, რამოდენიმე წუთი იმედიტირეთ საწყის აზრზე, მაგალითად: "დაე სული ფლობდეს გარე ფორმას, მიმართოს სიცოცხლე და მოვლენები. დაე გამეფდეს სიყვარული. დაე ყველამ განჭვრიტოს სიყვარული".

      ვლიეთ ეს სიტყვები ჯერ ანალიტიკური აზროვნებით, შემდეგ შეეცადეთ ჩაწვდეთ მათ რეალურ, შინა არსს. რას უნდა ნიშნავდეს, სული მართლაც რომ ფლობდეს მთაელ სიცოცხლეს დედამიწაზე, ხოლო სიყვარული იყოს ენერგია, რომელიც აერთიანებს ყველა ადამიანურ არსებას?

      შემდეგ ვიზუალიზაცია გაუკეთეთ ენერგიის დინებასა და დალექვას მთელს პლანეტაზე ღვთიური სიცოცხლის უმაღლესი წერტილიდან მისი ფიზიკური მანიფესტაციის  უმდაბლეს წერტილამდე.

      გააკეთეთ მცირე პაუზა, იფიქრეთ იმ მეთოდებზე და საშუალებებზე, რომლითაც სინათლისა და სიყვარულის ენერგიას მიიყვანთ ადამიანური სიცოცხლის ყველა სფეროში სამყაროს ყველა კუთხე კუნჭულში.

      და ბოლოს, იქცევით როგორც ენერგიის გადამცემი არხი და ანხორციელებთ რა კაცობრიობისადმი მსახურების აქტს, გამოიყენეთ მედიტაციისას მიღებული ეენერგიები.  გამოიყენეთ დიადი მოწოდება სინათლის, სიყვარულისა და ძლევამოსილების ვიზუალიზაციისათვის, რომლებიც აჯერებენ და შთააგონებენ ადამიანურ ცნობიერებას:

      სინათლის იმ წერტილიდან, რომელიც ძღმერთის გონშია,

                                    დაე სინათლემ იდინოს ადამიანთა გონებაში.

                                                  დაე დაეშვას სინათლე დედამიწაზე.

 

      სიყვარულის წერტილიდან, რომელიც ღმერთის გულშია,

                                 დაე სიყვარულმა იდინოს ადამიანთა გულებში.

                                          დაე დაბრუნდეს ქრისტე დედამიწაზე.

 

      ცენტრიდან, სადაც ღმერთის ნება ცნობილია,

                დაე მიზანმა მიმართოს ადამიანთა პატარა ნებები, -

      მიზანი, რომლის ცოდნითაც, მსახურობენ მასწავლებლები.

 

      ცენტრიდან, რომელსად ადამიანთა მოდგმას ვეძახით,

          დაე სიყვარულის და სინათლის გეგმა განხორციელდეს,

       და დაბეჭდილ იქნას კარი, რომლის მიღმაც ბოროტებაა.

 

      დაე აღადგინონ სინათლე სიყვარული და ძლევამოსილება -

                                                                                                           დედამიწაზე.

      ომ                ომ             ომ   

J.K

         

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება

 

 

      

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©