მე ვარ თანდასწრება

 

      ეგრეთწოდებული სიკვდილი წარმოადგენს მხოლოდ შესაძლებლობას, დასვენებისათვის და პირადი ცნობიერების შესაძლებლობების შეთანხმებისათვის. ის მოდის რათა გაანთავისუფლოს ცნობიერება ხანგრძლივი მიწიერი ქაოსისაგან და შეუთანხმებლობისაგან, და მიიღოს სინათლისა და ძალის ახალი შემონადენი, რომელიც საშუალებას მიისცემს ცნობიერების გარე აქტივობას ისევ იღვაწოს ფიზიკურ სხეულში. ფიზიკური განსხეულება განკუთვნილია მომზადებისათვის, სხეულის სრულყოფისა და გასხივოსნებისათვის, რომლის ვიბრაციული მოქმედება შეიძლება აწეულ იქნას იმ დონემდე, სადაც ის შეერწყმევა "ძლევამოსილ მე ვარ თანდასწრებას". ჩვენ უწოდებთ მას " მაგიურ თანდასწრებას", იესო კი საუბრობდა მასზე, როგორც "ხელთუქმნელ სამოსზე".

      ამ სხეულში, რომელიც შედგება სუფთა ელექტრონული სუბსტანციისაგან, ინდივიდუუმი იძენს მთლიან თავისუფლებას შეზღუდვებისაგან. "ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრებისადმი" განსაკუთრებული ერთგულების შედეგად თითოეულს შუძლია გამოანთავისუფლოს მისი ძალა იმ ოდენობით, რომ შეძლოს დაინახოს მისი სუბსტანციის ბრწყინავი სხეული იმდებად კაშკაშა, რომ თავიდან მისი ყურება შესაძლებელია მხოლოდ წამიერად, მისი სინათლის ინტენსივობის გამო. ასეთი ერთგულების გზით სიარულისას, ადამიანი უფრო დიდი ხარისხით იწყებს თავისი ინდივოდუალური ცნობიერი მეუფების გამოვლენას ყველაფერზე. ზუსტად ესაა დიადი საწყისი უფლება თითოეული ადამიანისა და მიზანი, რომლის მისაღწევადავ ყველა ადამიანმა გადაწყვიტა გაევლო ადამიანური გამოცდილების გზა.

     როდესაც მაძიებელი მიაღწევს დონეს, როდესაც მას შეუძლია გამოანთავისუფლოს თავისი ელექტრონული სხეულიდან სინათლის ნებისმიერი რაოდენობა, როგორსაც ისურვებს, წამიერად და ცნობიერად საკუთარი ბრძანებით, მაშინ ის შეძლებს მართოს ყველაფერი, რაც კი არის გამოვლინებაში, რომელ სფეროშიც არ უნდა მოინდომოს თავის გამოვლენა. ადამიანმა უფრო ფართოდ უნდა შეხედოს სამყაროს, რათა დაინახოს, თუ როგორ მოქმედებს უთანხმოება, მის აზრებსა და გრძნობებში, იმ მშვენიერ სხეულებზე, რომელსაც ბუნება გვაძლევს ჩვენ, სიცოცხლეში ჩვენი ფიზიკური გამოცდილებისათვის. ბავშბობაში და ახალგაზრდობაში ფიზიკური სხეულის აგებულება ლამაზი და ძლიერია, ის აკმაყოფილებს მისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. ხოლო როდესაც ადამიანი, ცხოვრების გზაზე სიარულისას, წლების მანძილზე უფლებას აძლევს თავის პერსონალურ "მე" - ს გამოავლინოს დისჰარმონიული აზრები და გრძნონები, მაშინ სხეული ხდება უვარგისი და ტაძარი იქცევა ნანგრევებად - იმიტომ რომ გარე, ფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ცნობიერება არ ემორჩილება სიცოცლის ერთიან კანონს - სიყვარულს, ჰარმონიას, სიმშვიდეს.

     როგორც გენებოთ ისე უწოდეთ ამას, მაგრამ მუდმივი ჭეშმარიტება ასეთია, რომ უთანხმოება - ეს კიდევ ერთი სახელია ნგრევისა, სიტყვა "სიკვდილის" სინონიმი. როდესაც ადამიანები ისწავლიან ცხოვრებას სიყვარულის ერთიან მუდმივ კანონთან შესაბამისობაში, მაშინ ისინი აღმოაჩენენ, რომ მისადმი მორჩილება გაანთავისუფლებს მათ გარდასხეულების კანონისაგან, და შესაბამისად გაქრებიან ადამიანური არსებობიის თანამდევი პრობლემები. მათ ადგილზე გამეფდება სიხარული მუდმივად გაფართოვებადი სრულყოფისა, რომელიც მუდმივად იმყოფება ღვთიურ სიყვარულში..... ყველა ეს სრულყოფილი აქტიობა და სიცოცხლის სიხარული მოთავსებულია სიყვარულის კანონის მორჩილებაში.

     უკანასკნელი მტერი - სიკვდილი - დამარცხებული იქნება, რადგან ეს სხვა არაფერია თუ არა, ტანსაცმლისაგან განთავისუფლების საშუალება, რომელსაც უკვე აღარ შეუძლიათ რაიმე ფასეულის მოცემა სიცოცხლის სრულყოფისათვის. როდესაც ფიზიკური სხეული იმდენად გამოუდეგარი ხდება, რომ პიროვნებას, რომელიც დაფუძვნებულია მასში, აღარ შეუძლია საკუთარ თავზე ცნობიერი ძალისხმევის განხორციელება, რათა გამოხატოს სრულყოფა, მაშინ თვითონ ბუნება ერევა და ფანტავს შეზღუდვას, რათა მისცეს ინდივიდუუმს კიდევ ერთი შანსი მოახდინოს ძალისხმევა, რომელიც სასარგებლო იქნება მისთვის.

    ჩემო ძვირფასებო, მე გიხსნით კანონებს, რომლებიც საშუალებას მოგცემთ გამოავლინოთ მეუფება ადამიანურ შეზღუდულობაზე, როდესაც თქვენ შეიმეცნებთ და მთლიანად განჭვრეტთ სასიცოცხლო პრინციპს, რომელიც თქვენი ადამიანური სხეულის შიგნით მდებარეობს. მაშინ თქვენ გაიგებთ და შეიგრძნობთ, რომ ის ჭეშმარიტად ბრძენი და ძლევამოსილია. გააცნობიერებთ რა ამას, თქვენ დაინახავთ, რომ აჯობო ყველაფერ გარეგანს - ყველა მის კანონსა და შეზღუდვას - თქვენთვის იქნება არა მარტო ბუნებრივი და შესაძლებელი, არამედ, საბოლოო ჯამში, აუცილებელიც!

     ისინი არსებობენ დედამიწაზე მხოლოდ უგუნურობის მიზეზით და ვლინდებიან გარე სამყაროში მხოლოდ იმიტომ, რომ გონებას ნება დართეს ემოქმედა, გულის სინათლით გასხივოსნების გარეშე. უთანხმოება და შეზღუდულობა გარე ქმედებაზე დადებულ იქნა მხოლდ და მხოლოდ ადამიანის მიერ; რამეთუ ყოვლადბრძენ ყოვლისშემძლე ყოვლადსრულყოფილ უზენაესს შემმოქმედს არ შეეძლო შეექმნა და არც შეუქმია შეზღუდვები, დანაკლისი ან უთანხმოება.

     იმის ფიქრი, რომ ყოვლადსრულყოფილებას შეეძლო შეექმნა არასრულყოფილება ან რაიმე საკუთარი თავისაგან განსხვავებული, - უაზრობაა, შეცდომაა და წარმოადგენს აბსოლიტურ ტყუილს. უბოძა რა ადამიანს თავისუფალი ნება, უზენაესმა შემმოქმედმა გადასცა მას განკარგულებაში შემოქმედის ატრიბუტები, რომელთა საშუალებითაც მას შეუძლია მართოს ნებისმიერი გამოვლინება სამყაროს იმ ნაწილში, სადაც იმყოფება....

     სრულყოფის ყველა მოდელი ინახება ყოვლისმცოდნე, უძლეველ, " ძლევამოსილ მე ვარ თანდასწრების" მანათობელ გონში და ვერასოდეს ვე შეძლებენ ადამიანების ფიზიკურ სამყაროში გამოვლენას, მანამ, სანამ  მათი გონების გარე აქტიურობა, ანუ ადამიანის გონებრივი ცნობიერება არ გასხივოსნდება გულიდან მომავალი ოქროს სხივით. ეს სხივი ყოველთვის მოდის მხოლოდ მისი ელექტრონული სხეულიდან. მისი "მაგიური თანდასწრებიდან" - "მე ვარ".

     ადამიანური არსის ეს "ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრება" არასოდეს არ აღიარებს და არ ქმნის გაუგებრობას, არეულობას, ქაოსს და ნგრევას, რომლებიც არსებობენ გარე გონში და ადამიანურ სამყაროში, - ისევე როგორც, მზეს არ შეუძლია შექმნას ღრუბლები. ამ დიდებული შინაგანი თანდასწრებისა და სრულყოფის ძალის გამოხატვა - ეს არის თითოეული ინდივიდის საწყისი უფლება და პრივილეგია. მაგრამ თუ ადამიანის პერსონალური "მე" არ აღიარებს უმაღლესი მენტალური გონის საშუალებით "თანდასწრების" მოქმედებას გარე გამოვლინებაში, მაშინ გარე სამყაროში ადამიანი  იცხოვრებს მუდმივი მორიგეობითობის მქონე პირობებში, ან მის გარემოცვაში მყოფი ადამიანების აზრებისა და გრძნობების მიაზმებში.

     "მაგიური მე ვარ თანდასწრება იყოფება თითოეული ინდივიდუუმის ელექტონულ სხეულში და განლაგებულია ფიზიკური სხეულის ზემოთ თორმერტი - თხუთმეტი ფუტის სიმაღლეზე(3-5 მეტრი), ან კიდევ  უფრო მაღლა. ის დაკავებულია მხოლოდ სრულყოფის შექმნით, გავრცელებითა და მუდმივი გადმოდინებით და იმყოფება მხოლოდ საკუთარ სფეროზე, ასრულებს რა შემოქმედებით სამუშაოს კოსმიურ დონეებზე.

     არასრულყოფილება შეიძლება დაიბადოს და განცდილ იქნეს მხოლოდ ადამიანის პიროვნების გარე მოქმედებისას, რომელიც სხვა არაფერია თუ არა, ფრაგმენტი მისი ინდივიდუალობისა.

     გონების განმასხვავებელი და არჩევითი უნარები მოქმედებენ უმაღლესი მენტალური სხეულის საშუალებით. ამ სხეულში ინდივიდუალიზირებულ გონებას შეუძლია უყუროს ადამიანური შემოქმედების უთანხმოებას და, ხედავს რა პირობებს, რომლითაც გარემოცულია და განიცდის ინდივიდუუმი, არ იღებს მათ თავის ცნობიერებაში და სამყაროში. ის ხედავს, რა არის საჭირო ფიზიკურ გამოცდილებაში სრულყოფის შესატანად და შეუძლია შევიდეს  - ადამიანის " ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრების" ელექტრონულ სხეულში და მოიზიდოს ის, რაც წარმოქმნის სრულყოფას გარე აქტიურობაში.

    ყველა მიწიერი კანონის დაძლევით ჩვენ ვაცხადებთ ღმერთის მიერ ბოძებულ უფლებას ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ " ძლევამოსილ მე ვარ თანდასწრებასთან" სრულყოფილ ჰარმონიაში, ადამიანში და უსასრულობაში. ეს "თანდასწრება" არის მუდმივი, უცვლელი სრულყოფილება, და ამავე დროს მუდმივად გაფართოვებადი ინდივიდუუმის საშუალებით......

    როდესაც გარეკანი - ანუ გარე "მე" - ს წინააღმდეგობრიობა იშლება, მაგრამ არა ცვლილების გამო რომელსაც სიკვდილი ქვია, არამეტ ცნობიერი ამაღლების და სხეულის გასხივოსნების და მისი თითოელი საქციელის " ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრების" სინათლით" გასხივოსნების გამო, მაშინ თანდასწების ძალა გამონთავისუფლდება ინდივიდუუმის საშუალებით გარე სამყაროში, და ის იწყებს სრული ოსტატობის - მეუფების გამოვლენას, რომლითაც მამამ დააჯილდოვა ის თავიდანვე.....

    ღვთიური მე მოიცავს თავის თავში ყველა ღვთიური საწყისის ყველა თვისების სრულყოფილ მოქმედებას. როდესაც ინდივიდუუმი ცნობიერად დგება თვითფლობის გზაზე, მან მთლიანად უნდა გააცნობიეროს და წარმოიდგინოს, რომ ამ დღიდან ის ვალდებულია განახორციელოს ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ღვთიური სიყვარულის ძალით მისი საკუთარი "მე ვარ თანდასწრებიდან"! მას უნდა შეუცდომლად ესმოდეს და ყოველთვის ახსოვდეს, რომ ღვთიური სიყვარული შეიცავს საკუთარ თავში "ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრების" სიბრძნის სისრულესა და ყოვლისშემძლე ძალას.

     როდესაც ინდივიდუუმი ასხივებს საკმარისი რაოდენობით ღვთიურ სიყვარულს  და აჯერებს მისით ყველა გარე მოქმედებას, მაშინ მას შეუძლია "ძლევამოსილი მე ვარ თანდასწრებდან" გამომდინარე ინებოს ყოველივე, რაც მოესურვება, და მისი თხოვნები ყოველთვის ასრულდება.

      შესაძლებელია იგი მიდიოდეს ჯუნგლებში გარეულ ცხოველთა შორის და ისინი მას ზიანს არ მიაყენებენ. როდესაც ადამიანი შეგნებულად გენერირებს ღვთიურ სიყვულს, მაშინ ის გვევლინება უხილავ, უძლეველ და შეუღწევად დაცვ ჯავშნად ყოველგვარი უთანხმოების წინაშე.

სენ - ჟერმენი

       

    

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©