მამოძრავებელი ძალა
უთვალავია ადამიანთა სულის ინკარნაცია. უთვალავია ის ბროძოლები და ომები, რომელსაც ისინი უძლებენ. უთვალავია ის მწუხარება, კრიზისი და სიძნელეები, რომელსაც ისინი ლახავენ. იტანჯებიან ადამიანთა შვილები, იტანჯებიან და – სწავლობენ. ნელა მიმდინარეობს სწავლის ეს პროცესი, ნელა, ძალიან ნელა ბრუნავს ადამიანთა შვილების ტანჯვის ბორბალი. გამოცდილება გამოცდილებას ედება. ცოდნა იზრდება და ფართოვდება, ისევე როგორც სულისაკენ "ლტოლვა". იციან ადამიანთა შვილებმა, რომ მათ რაღაცა იზიდავს, მაგრამ ზუსტად არ იციან რა. ბოლოს მატერიით შებოჭილობა იმდენად აუტანელი და მძიმე ხდება, რომ ადამიანი ხდება – მაძიებელი სული. ნელა ძალიან ნელა იწყებს ის შემეცნებას, რომ არსებობს სხვა, უფრო დიადი, რეალობა და სხვა უფრო დიადი ჭეშმარიტება, ვიდრე ის რომელსაც შეეჩვია: არსებობს ღმერთის ნება და მმართველობა. თავიდან ამის შეგრძნება ძალიან სუსტია და ფაქიზი, მაგრამ რაც უფრო ყურადღებით უსმენს თავის ტანჯვას, რაც უფრო გულისყურით უდგება საკუთარ მოწყენილობას, მით უფრო ხვდება, რომ გრძნობა მას არ ატყუებს, რომ თვით მომავალი აკაკუნებს მისი სულის კარებზე და მოუწოდებს იაროს წინ და ზევით. დაურწმუნებლად და მორიდებით ის დგება ამ გზაზე, ცხოვრების ახალ ეტაპზე, ჯდება ახალ ბორბალზე, რომელიც გამოხატავს დიად გადასვლას ილუზიის აბსოლიტური ბატონობიდან სულ უფრო გამოვლენილ სულის ბატონობაზე – სინათლის გზაზე. ჯერ კიდევ ოდნავ არჩევს ასპირანტი(მაძიებელი) წინ მაღალ გორას, მაგრამ მან უკვე იცის, რომ ეს – მისი გზაა, ის სანუკვარი გზა საკუთარი თავისაკენ, რომელსაც იგი აუცილებლად უნდა გაყვეს რადაც არ უნდა დაუჯდეს, რა ცრემლების, ტანჯვისა და ტკივილის ფასიც არ უნდა დაუჯდეს. მან იცის რომ უკანდასაბრუნებელი გზა აღარაა. გზას ყოველთვის მიყავს იგი წინ და მაღლა, თუმცა ბევრჯერ უხვევს, წრეებს არტყავს, ჩამოდის ვიწრო ხეობაში და ღრმა დაბლობებში. მაგრამ ყოველთვის, როცა ის აღწევს ახალ სიმაღლეს, ის ხედავს, ან, უფრო გრძნობს, რომ ავიდა ცოტათ უფრო მაღლა და მიაღწია უფრო მაღალ წერტილს, ვიდრე ის, სადაც იყო წინა ჯერზე. მთის სილუეტი ძლივს მოჩანს მისი მზერის წინაშე. ჯერ კიდევ ძალიან შორსაა მისგან ეს მთა, მაგრამ მან იცის, რომ ოდესღაც აუცილებლად მიაღწევს. ის ვალდებულია მიაღწიოს მას, როგორი საშიშროება და გაჭირიც არ უნდა ელოდებოდეს ამ გზაზე. შინაგანი ძალა, გადაულახავი, ძლიერი ძალა, შეუსვენებლივ უბიძგებს მას წინ. ბევრჯერ კარგავს ის მთას თვალთახედვიდან. გრანდიოზულ წინააღმდეგობას აწყდება ის გზაზე. მირაჟები და სიცრუე ყოველი მხრიდან გარს ეკვრის მას მკვრივი სარტყელით. მართალია ჯერ არ ესმის, და ვერაფერს ნათლად ვერ ხედავს, მაგრამ მაინც დაუღლელად აგრძელებს სიარულს იმ დიადი და გასაკვირის შესახვედრად, რაც მას წინ ელოდება, იმის შესახვედრად, რისი არსიც ჯერ თვითონაც არ ესმის. ეს შინაგანი მისწრაფება მასში რაღაც საკვირველისა და არარსებულისაკენ უფრო ძლიერია ყველა დანარჩენ მისწრაფებაზე, ამიტომ ყოველთვის, როდესაც იგი ვარდება, ეს ლტოლვა იდუმლისაკენ ისევ აყენებს მას ფეხზე და ისევ იზიდავს მას ზემოთ მთისაკენ. ადამიანი დაუღალავად მიიწევს წინ და დაუღალავად აწარმოებს ბრძოლებსა და ომს – საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან, გარე და შიდა საშიშროებებთან. ის მარცხდება და იმარჯვებს, ის ლოცავს საკუთარ ბედს და წყევლის მას, მაგრამ მასში ეს შინაგანი მისწრაფება გადაულახავია, და იგი კვლავინდებურად იზიდავს მას უსასრულობისაკენ. ... დიდია, ოხ რა დიდია ადამიანური ცდუნება ამ ილუზიის ბორბალზე, და დიდხანს, ოხ რა დიდხანს დომინირებენ ისინი ადამიანებზე; და მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ირჩევს საპირისპირო მიმართულებას, როდესაც იწყებს სინათლის გზაზე სიარულს, და გადაჯდება სინათლისა და სიცოცხლის დიად ბორბალზე, მხოლოდ მაშინღა ბოლოსდაბოლოს ხვდება, რომ ეს სინათლე თვით მასშია, და რომ ღვთიური – ასევე მასშია. ბუნდოვნად აღითქვავს ის ამას, გზის დასაწყისში, მაგრამ მას შემდეგ რაც დრო მიდის და იცვლება ინკარნაციები, ეს ცოდნა განუწყვეტლივ იზრდება და ფართოვდება. ეხლა, როდესაც მას შეუძლია მოუსმინოს საკუთარ თავს და შეამჩნიოს შინაგანი პროცესები, ის ამჩნევს, როგორ იღვიძებს მის შიგნით რაღაც უფრო დიდი და ძლიერი, როგორი ნებელობით იზიდავს და იტყუებს მას – რაღაც წამყვანი, მიმმართველი, მამოძრავებელი შინაგანი ძალა, რომლის მოწედებას შეუძლებელია არ დაემორჩილო. რაც უფრო ძლიერია მასში ეს შინაგანი გრძნობა, მით უფრო მკაფიოდ მოჩანს მთის კონტურები. თავიდან ინსტიქტურად, ხოლო შემდეგ ინტუიტიურად ხვდება, რომ ეს მისი მთაა, მთა საკუთარი თავისაკენ, რომელიც მან უნდა დაიპყროს; უფრო ზუსტად კი, ეს მისი შინაგანი ღვთაებაა, რომელიც მან უნდა გაიაზროს და შეიცნოს. ამიტომ ის საკუთარ თავში ნახულობს ძალებს წინ აღუდგეს ყველა წინააღმდეგობას და საშიშროებას, რამეთუ იცის, რომ ერთხელაც მიაღწევს ამ გორას და – მიიღებს პასუხებს ყველა კითხვაზე. მაგრამ მიუხედავად ამისა ის ისევ იხევს უკან, ისევ ბრუნდება და ისევ ივიწყებს თავის საკუთარ გორას, და საკუთარ მამოძრავებელ ძალას. წინააღმდეგობა ძალზედ დიდია, ილუზიები ძალზედ ძლიერია და დამტვირთავი. ისევ ფიქრობს რომ ცხოვრება უაზროა, ხოლო თვითონ მხოლოდ ჭიაა აზრისა და მიზნის გარეშე, თუგინდ ეხლავე დაწექი და მოკვდი. მაგრამ როდესაც კვდება და ტოვებს ამ ფიზიკურ სამყაროს, მის წინაშე ისევ ჩნდება მისი საკუთარი ჯადოსნური მთის ხატება, საკუთარი თავის შეცნობის მთა, და ის ისევ წყვიტავს განსხეულდეს, რათა იქიდან, ქვემოდან, ისევ შეძლოს მოიპოვოს უფლება ავიდეს ამ შესანიშნავ მთის წვერზე, რომელიც ასე მბზინავად და ბრრწყინვალედ იზიდავს მას თავისკენ. ასე ერთი სიცოცხლე ცვლის მეორეს. ადამიანი თესავს და იმკის, ხვდება მეგობრობას და უხეშობას, და ასე ბრძოლობს, ვარდება და დგება, ის გამუდმებით მიილტვის წინ, შორს მისი შემბოჭავი ილუზიის ნისლისაგან, სანამ ბოლოსდაბოლოს მისი მზერა არ დაიწმინდება და ის დაინახავს საკუთარ მთას. ის სიხარულით და მიზანმიმართულად მიდის მისკენ, მაგრამ ისევ ვარდება ილოზიის ნისლში, ისევ იძირება მათში, პიროვნება ისევ იღებს მართვის სადავეებს და იწყებს მბრძანებლობას. რამდენ ხანს გრძელდება ეს ბრძოლა, თვითონ ადამიანს საერთოდ არ ახსოვს, რადგან დროის რეალური აღმისა და გზის ხანგრძლივობის ყველანაირ შეგრძნებას კარგავს. თანდათან მისი მოუთმენლობა იზრდება და ძლიერდება გამარჯვების სურილი, სურვილი ბოლოსდაბოლოს მიაღწიოს ამ ბრწყინავ მიზანს, რომელიც ასე დიდხანს იზიდავდა მას და რომელიც ასე შორსაა; .. მის შიგნით იზრდება პროტესტი: ვინ ვარ ბოლოსდაბოლოს: მონა თუ ბატონი? და ვინ მმართავს მე: მე თვითონ თუ ვინმე სხვა?... ადამიანი კარგავს ყოველგვარ ორიენტირს და მიმართულებას: სად არის ზემოთ? სად ქვემოთ? სად არის მარცხენა და მარჯვენა?... ყველაფერი შიგნით – ბნელია და ქაოსი: ყოველივე გარშემო – მწუხარებაა და მოწყენილობა... მოსწავლემ საკმარისად მიიღო. დრო დადგა. უნდა მოხდეს ის, რაც უნდა მოხდეს, ის, რისკენაც ასე დისხანს მიდიოდა. ეხლა ის მოინდომებს დადის ფსონზე ყველაფერი, რაც გააჩნია – მხოლოდ იმიტომ რომ მიზანს მიაღწიოს. მაშ რატომღა აბუნტდა პიროვნება ისევ და გავიდა კონტროლიდან? განა არ იყო მისი სიყვარული საკმარისად დიდი და ძლიერი? სამწუხაროდ, არა, რამეთუ ის არ ეყო თვით მოსწავლეს. და აი ჩვენ უბრუნდებით იმას საიდანაც დავიწყეთ. თუ მოსწავლეს არ უყვარს დიადი სიყვარულით საკუთარი თავი, საკუთარი ღვთიური არსება, თავისი საკუთარი მთა, მაშინ იგი ვერ შეძლებს შეიყვაროს სხვა. თუ მას არ უყვარს თავისი თავი, ის აუცილებლად ამოტრიალდება, დატყვევებულ იქნება ილუზიის ნისლით, და ისევ დაემორჩილება პიროვნების დიქტატს. ეხლა ის ხვდება, რომ მას არა აქვს სხვა არჩევანი, გარდა ერთისა: ისწავლოს საკუთარი თავის სიყვარული. და მაშინ მის ცხოვრებაში დაიწყება ახალი საკვირველი ფაზა. მოავლებს რა თვალს საკუთარ თავს, გადახედავს რა სამყაროს, ის ნათლად დაინახავს და გაიგებს, რომ ისიც პატარა სამყაროა, განუმეორებელი ღვთიური სამყარო თავის თავში, და ის მიხვდება ამ აღმოჩენით, რომ თვითონ სრულიად ზუსტი ასლია იმ დიადისა და საკვირველისა, რისკენაც ასე შეუპოვრად მიისწრაფოდა მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. მოულოდნელად ის მიხვდება, რომ მას საერთოდ არ სჭირდება ასე შორს იაროს რაღაც ფანტასტიურის საძებნელად, რომელიც ასე იზიდავდა მას, რადგანაც ის სადღაც კი არ არის, არამედ მის შიგნითაა, და ეს არაა ასლი, კოპიო, ანაბეჭდი, ეს თვითონ ისაა: რაღაც უნიკალური, განუმეორებელი, გამონაკლისი – თავის თავში. რა თქმა უნდა ის გავს სხვებს, ხანადახან ძალაინაც გავს, მაგრამ, ამ ყველაფერთან ერთად ის – რაღაც სრულიად განსაკუთრებულია, რაღაც უნიკალური... მოსწავლეს ავსებს სიხარული, ილუზია უკან იხევს, და პირველად ცხოვრების მანძილზე ის ხვდება, რომ არის სული. ის აცნობიერებს დიად და შეუქცევად გადაწყვეტილებას, რომ ის, სული, დაიწყებს ამიერიდან ამ საცოდავი პიროვნების მართვას, რომელიც ასე იოლად ემონება და ემორჩილება სულელურ ილუზიებს. ჯ.კ
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |