მაიტრეა მომავალში დიდი ნათელი ვარსკვლავი გამოჩნდება მთელი მსოფლიოს დასანახად ცაზე. ეს იქნება მაიტრეას გამოჩენის ნიშანი. ამ მოვლენიდან ძალიან მალე მაიტრეა მისცემს თვის პირველ ინტერვიუს ერთერთ სატელევიზიო პროგრამას.
მაიტრეას პირველი ინტერვიუ მომავალში მთელში მსოფლიოში ხალხი გახდება მაიტრეას გამოჩენის ნიშნის მომსწრე. ასეთი რამე მხოლოდ ერთხელ მოხდა, იესოს დაბადებისას. როდესაც ხალხმა ძლიერი ნათების ვარსკვლავი იხილა და ამით მათ ეცნობათ რომ დაიბადა იესო. მალე ამ ვარსკვლავის მსგავს მნათობს იხილავს ხალხი მთელს მსოფლიოს მასშტაბით. ეს მოვლენა მინიშნებაა მთელი სამყაროსათვის რომ მაიტრეას მისიის გაიხსნა დაიწყო! ამ მოვლენიდან ძალიან მალე მაიტრეა მისცემს თავის პირველ ინტერვიუს ტელევიზიას. ამ ინტერვიუს დროს მსოფლიო მასწავლებელი გამოთქვამს საკუთარ შეხედულებებს ეკონომიკურ და ფინანსურ ქაოსზე, რომელმაც მოიცვა სამყარო. იგი ახსნის ამ ქაოსის წარმოშობას, და საით მიდის იგი, რაღაც ხარისხით მოხაზავს მისი დაძლევის რეცეპტს. აგრეთვე გამოთქვამს საკუთარ გეგმებს მთელს სამყაროში ღარიბთა მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად. ასე ის შეამზადებს ნიადაგს საკუთარი იდეების უფრო ფართო და კონკრეტული გამოცხადებისათვის. რა თქმა უნდა, მათ, ვინც შეძლო სწრაფად გამდიდრება, ჯერ არ დაუკარგავთ იმ ძველი გზების მიმართ ნდობა, რომელთაც ამდენი სიმდიდრე მოუტანა მათ და ფიქრობენ რომ ამ გზებზე დაბრუნება მხოლოდ დროის საკითხია. ამ ადამიანებს მაიტრეა შეახსენებს იმ აუცილებელობების შესახებ, რომელთა გარეშეც ადამიანებს არა აქვთ მომავალი: სამართლიანობა და მშვიდობა მთელს მსოფლიოში, და ერთადერთი გზა მათკენ მხოლოდ ხელგაშლილობაზე გადის – "გაუნაწილეთ ერთმანეთს სიმდიდრე და გადაარჩინეთ სამყარო". "როგორ შეიძლება კმაყოფილი იყოთ ცხოვრების იმ წესით, რომელსაც ეხლა ეწევით, როდესაც მილიონობით ადამიანი შიმშილობს და კვდება სიღარიბეში, როდესაც მდიდრები თავს იწონებენ საკუთარი სიმდიდრით ღარიბების წინაშე, როდესაც თითოეული ადამიანი საკუთარი ახლობელის მტერია, როდესაც არავინ ენდობა საკუთარ ძმას? რამდენ ხანს აპირებთ ასე ცხოვრებას, ჩემო მეგობრებო? როდემდე უნდა მიყვეთ ამ ხრწნას? " (მაიტრეა) "თვითკმაყოფილებას, საბოლოოდ თვითგანადგურებამდე მივყავართ, მას შეუძლია მთელი საზოგადოებრიობის დანგრევა". (მაიტრეა) "ძნელი ამოცანები დგას კაცობრიობის წინაშე, მაგრამ მათი გადაჭრა შესაძლებელია. მიიღეთ თქვენი ძმების საჭიროებანი საკუთარი მოქმედების საზომად და გადაჭერით მსოფლიო პრობლემები, სხვა გზა არ არის". (მაიტრეა) "საბაზრო ეკონომიკის ძალები, ეს გაბოროტების, ქაოსისა და დაბნეულობის ძალებია, ისინი ბადებენ სიხარბესა და კონკურენციას. მათ შექმნეს ქაოსი საზოგადოებასი და ბუნებაში. მოგების სახელით ადამიანებისათვის გამოაქვთ სიკვდილის განაჩენი, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით". (მაიტრეა) – ადამიანები იმდენად ხშირად იტყუებიან, რომ ვერც კი წარმოუდგენიათ რომ ვინმემ შეიძლება სიმართლე თქვას, ლაპარაკობდეს იმას რასაც ფიქრობს, ცხოვრობდეს იმ მრწამსის მიხედვით რომელსაც ქადაგებს. ამიტომ მათთვის სიტყვას ფასი არა აქვს. (გიორგი) – როდესაც პირს აღებთ და გინდათ თქვათ ტყუილი, მოყვეთ ის რაც არასოდეს მომხდარა, დაფიქრდით, ნუთუ ეს საქციელი სიყვარულის გამოხატულებაა? ნუთუ სიყვარულს განიცდით ამ დროს და მის გავრცელებას უწყობთ ხელს? (გიორგი) – სიყვარულის მდგომარეობას სიცოცხლე, ახალგაზრდობა, ჯანმრთელობა, სწორი ურთიერთობები და სიუხვე მოაქვს. ნუთუ ტყუილი, ან ის რაც მას მოაქვს, ღირს იმათ რომ სიცოცლე შეიმოკლოთ, დაბერდეთ, დაავადდეთ, გქონდეთ დაძაბული ურთიერთობები ან სიღარიბეში იცხოვროთ?(გიორგი) – რატომ ვერ აღითქვამთ საკუთარ თავს ღმერთის ნაწილად? იმიტომ რომ უარს ამბობთ სიყვარულის მდგომარეობასა და განცდაზე. ტყუილი, აგრესია, ნერვიულობა, შური, მიტაცება, წართმევა, ძალადობა – სიყვარულის მდგომარეობასა და განცდაზე უარის თქმაა!(გიორგი) – მე ვხედავ ადამიანებს რომლებიც ტრანსპორტში ყოველი ეკლესიის სიახლოვეს პირჯვარს იწერენ და ეკლესიაში დადინ ბეჯითად, მაგრამ დღის მანძილზე უამრამ ტყუილს ამბობენ. ბრაზობენ, განრისხებაში ვარდებიან, ძალადობენ, ქურდობენ, ართმევენ. ისინი მრავალგზის უარყოფენ ღმერთს ყოველ დღე. განა ასეთი ადამიანი მორწმუნეა? განა თქვენს შორის, ვინც ეხლა ამ სიყვებს კითხულობს, არის ისეთი ვინმე ვინც არ იტყუება? (გიორგი) – ხშირად მეკითხებიან, – კი მარა რა არის სიყვარული? – სიყვარული ისაა როცა ადამიანს თვალებში უყურებ და არ ატყუებ, არა იმიტიმ რომ ეს არ შეგიძლია, არ შეიძლება ან გეშინია, არამეტ იმიტომ რომ გიყვარს! როდესაც შეგიძლია მოიპარო მაგრამ არ აკეთებ ამას, წაართვა მაგრამ ამის ნაცვლად იქით ჩუქნი, გალანძღო და აგინო იმიტომ რომ მართალი ხარ, მაგრამ ინარჩუნებ სიმშვიდეს და სიყვარულს. (გიორგი) – გულგრილობა, ჩამქრალი, უსიყვარულო გულის სიმბოლოა. თანამედროვე ახალგაზრდებში გულგრილობა თავისუფლების სიმბოლოდ იქცა. – სიყვარულის გაქრობასთან ერთად მატულობს მკვლელობათა და თვითმკვლელობათა რაოდენობა. – იმისათვის რომ რაიმე მიიღო, ჯერ უნდა გასცე. ხშირად მეუბნებიან რომ ვერ იგებენ რა წერია. იმისათვის რომ ინფორმაცია, სიუხვე, ფული, ურთიერთობები, ჯანმრთელობა მიიღო – ჯერ უნდა გასცე. სიყვარული სუფთა ენერგიის გაცემის სრულყოფილი ფორმაა. ამიტომ სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნა – სასურველის მიღების გარანტიაა(მიშვნელობა არა აქვს ეს იქნება ინფორმაცია, ცოდნა, ჯანმრთელობა, ფული თუ რაიმე სხვა)!
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე მანტრა – სიტყვა – ბგერა – აზრი მხადრაჭერა აზროვნების პრაქტიკა მედიტაცია ცოდნის ადამიანი ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |