ყველა უფლება დაცულია

კვების შესახებ

 

 

      ზოგადად მხედველი ხედავს რომ ენერგეტიკული ცენტრები განლაგებულია ჯირკვლებთან, ანუ ცენტრების ფიზიკური მანიფესტაცია არის ჯირჯვლები. ცენტრები ითვისებენ ენერგიას რომელიც გადაყავთ ინფორმაციაში და პირიქით. უხეშად რომ ვთქვათ ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი წარმოადგენს ენერგიისა და ინფორმაციის შედედებულ ფორმას. ნებისმიერ ფორმას ჭირდება განახლება თუ იგი იმდენად ჰარმონიული არაა რომ მუდმივი(ჭეშმარიტი) იყოს! ფორმის განახლება ხდება ენერგიითა და და მისი ტრანს-ფორმით ინ-ფორმაციით. ადამიანი ენერგიას მოიპოვებს სხვა ცოცხალი ორგანიზმების სხეულების დაშლით, რომელიც მის კუჭში ხორციელდება... კუჭი ცდილობს დაშალოს "სხვისი" სხეული ენეგიამდე და ინფორმაციამდე. ხშირად ჩვენი სხეული უბრალოდ ნაცვლდება(ახლდება) საკვები, ცხოველური ატომებით...... ჩვენი ორგანიზმის თითოელი ნაწილაკი ავლენს იმ შესაძლებლობებს რა სახის ინფორმაციისა და ენერგიის ნადედსაც წარმოადგენს თავად.... ცხოველური ნაწილაკები წარმოადგენენ სექსის ჟინის, ჭამის ჟინის, გამრავლებისადმი ლტოლვის, შიშის და სიამოვნებების ნადედს.... მაშასადამე ისინი ეხმაურებიან, ეხმარებიან საკუთარი არსით მხოლოდ შესაბამის მოქმედებებს, მხოლოდ მათ აღიქვავენ, მხოლოდ ასეთ ენერგიას ატარებენ საკუთარ თავში და მხოლოდ ამ ინფორმაციას ამუშავებენ.... მთლიანად ასეთი ნაწილაკებით დაკომპლექტებული სხეული "უვარგისია" ფაქიზი ენერგიებისა და საქმიანობისათვის... ასეთი სხეული მუდამ ითხოვსს სექსს, სიამოვნებას, ცხოველურ, უზომო რაოდენობის საკვებს, ის უცებ ეხმაურება შიშს და არ შეუძლია სიმშვიდე, კარგად ასრულებს და ემორჩილება უხეშ მოქმედებებსა და გაუაზრებელ იმპულსებს, მარამ საერთოდ ვერ აღიქვავს დისციპლინას და ფაქის ენერგიებს... ასეთი "ინსტრუმენტი" უვარგისია უმაღლესი ენერგიების გამოსახატად... სხეულის მთლიან შეცვლას ჭირდება შვიდი წელი ..... ეს ადვილი საქმე არ არის და ერთი ხელის მოსმით არ მიიღწევა.... ყველა ცხოველურ საკვებს, თითოეულ მის ნაწილაკს, უმცირესსაც კი თან მოჰყვება შესაბამისი შემპყრობელი....ეს არის ენერგიის ტიპი რომელიც ცდილობს საკუთარ ყაიდაზე გადააწყოს მისგან განსხვავებული არსის მქონე ნაწილაკები. კარგი მხედველი ხშირად ხედავს ადამიანის სხეულს დაყოფილს "სამთავროებათ", ხანდახან სამთავროები იყოფა კიდევ უფრო მცირე ზონებათ და ა.შ. თითოეულ ამ ზონას ცალკე "ბუნების" მქონე ენერგია აკონტროლებს, ეს "სამთავროები" ცდილობენ დაიკავონ უფრო მეტი "ტერიტორია" , აკონტროლონ სხეულის უფრო დიდი მასა.... მოკლეთ ასეთი ადამინის სხეულს ერთიანი "სამეფოს" სახე კი არა, არამეტ დანაწევრებული ფეოდალური სამთავროების სახე აქვს... აქ არ არსებობს ცენტრალური მმართველობა, სახეზეა გამუდმებული ომები ტერიტორიებისათვის... ოკულტური ენით რომ ვთქვათ - "ყაჩაღები უკვე სახლში არიან და მას ძარცვავენ"... ყოველთვის როდესაც ვსაუბრობთ ღვთიურ მმართველობაზე საქმე ეხება მთლიან, მძლავრ, გაერთიანებულ სამეფოს და სწორედ ამ კონტექსტში მოიხსენიება სიდჰების მიერ შემოტანილი ტერმინი - მეფე(მეუფე)... მეუფე არის მეფე იმისა, რასაც ფლობს, და ეს ფლობა ყოველთვის სრულია საკუთარ ერთიანობაში.. ნებისმიერი მეფე ეყრდნობა სამ პრინციპს: 1 - ნება, 2 - სიყვარული, 3 - სული წმინდა(სისიუფთავე, სწორი აქტიურობა, შემოქმედება...) ამ თემაზე უსასრულოდ შემიძლია ვწერო, თუმცა ამჯერად საკმარისია...
G.K.

 

 

            გარკვეული განმარტება მინდა გავაკეთო კვებასთან დაკავშირებით! თუ რომელიმე თქვენგანი საკვებიდან ამოიღებს ხორცეულს, მაშინ აუცილებლად უნდა დაამატოთ რაციონში სამჯერ მეტი ხილი! იგივე ეხება თევზეულისა და სხვა ცხოველური საკვების ამოღებას... აგრეთვე შაქარსა და ტკბილეულს..... თუ ხილს არ დაამატებთ მაშინ აუცილებლად მიიღებთ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას რაც გარკვეული დროის შემდეგ დაეტყობა ჯანმრთელობას..... სიყვარულის გამოწვევის უნარსაც კი, რადგან თუ შაქრის დონე მკვეთრად ეცემა სისხლში მაშინ სიყვარულის გამოწვევა ძნელდება, მითუმეტეს დამწყებთათვის.....

            G.K.

 

 

           "ნებისმიერი ცვლილება რისკია, მაგრამ მხოლოდ სიყვარულის მდგომარეობის გაზრდის ფონზე მომხდარი ცვლილება შეიძლება იყოს უსაფრთხო და შეთანხმებული."

              G.K.

        

            "მინდა მოვიყვანო ზოგიერთი მოკლე ოკულტური ფაქტი საკვების ზეგავლენის შესახებ რომელიც მე გამოვიკვლია ხედვის მეშვეობით და მასწავლებლებთან კონტაქტში:

 1 - ცხოველური საკვები ბინდავს გონებას და სული ჩამოყავს მხოლოდ ხორცის შესაძლებლობებამდე...

 2 - ნებისმიერი საკვები საკუთარი სიმკვრივით ზემოქმედებს სხეულზე რომელიც მას ეზიარება.....

 3 - საკვები მოქმედებს მეხსიერების ციკლებზე....

 4 - საკვები მოქმედებს იმაზე - თუ რას ვხედავთ.....

 5 - ჩვენ ვხდებით ის - რასაც ვჭამთ.....

 6 - სიამოვნება არის გრძნობის აქტიურობის შედეგი, გრძნობები "ამყარებენ" ილუზიას, კვება არის სიამოვნება .....

  7 - კვება არის ზიარების აქტი...

  8 - ჩვენ ვეზიარებით იმ სამყაროს რომლის შემადგენელ ნაწილებსაც მივირთმევთ....

   9 - კვება არის გაიგივების საშუალება ..

  10 - თავი უნდა გააიგივო მხოლოდ იმასთან -  რაც ხარ.... ყველა სხვა გაიგივება თვითდავიწყებაა და ძილი...."

G.K.

 

სტრესული კვება


      ადამინა უმრავლესობა იკვებება დღეში სამჯერ ან ორჯერ. ანუ ერთ მიღებაზე ხდება იმდენი რაოდენობის საკვების მირება რომ მერე რამოდენიმე საათი "გაძლოს" ადამიანმა მეორე დანაყრებამდე. ასეთი სახის კვება იწვევს ენერგეტკულ სტრესს ორგანიზმში, ცნობიერების "გადახრას" მატერიალურისაკენ, ენერგიის მკვეთრ ვარდნას, ზოგიერთი ორგანოს ჰიპერ აქტიურობას და გადამეტებულ ზრდას, თავის ცენტრების მიძინებას, სექსუალური და ემოციური ცენტრის გადამეტებულ აქტიურობას და ა.შ. ყველა ის ფუნქცია რაც ადამიანმა უკვე დაიმორჩილა და ქვეცნობიერ დონეზე ავტომატურად ფუნქციონირებს, მოქმედებს მუდმივობისა და პატარა "ულუფობის" რეჟიმში, მაგალითად: - გულის ცემა(ხდება მისი შეკუმშვა და გაფართოება მართალია "პატარა" დოზით მაგრამ მუდმივად, აგრეთვე სუნთქვა ხდება არა დღეში ორჯერ და დიდი რაოდენობის ჰაერის ჩასუთქვის ხარჯზე არამეტ მუდმივად და პატარა პორციებით, შედეგად ფილტვები არ აჩერებენ ენერგიის აღმავალ ნაკადს და ის უპრობლემოდ მიეწოდება თავის ცენტრებს .... მოკლეთ რომ ვთქვა სწორი კვება მოიცავს არა ორჯერ დანაყრებას დღეში და დიდი რაოდენობით საკვებით, არამეტ ხშირად და ცოტ ცოტათი. ჩვენს სოციალურ ყოფაში ეს ადვილი არ არის მაგრამ შესაძლებელია. საჭიროა მუდამ საკვების პატარა ულუფები გქონდეთ ხელთ რათა დრო და დრო ხშირად იკვებოთ. სამსახურში წასვლის წინ და სამსახურიდან მოსვლის შემდეგ სუფრასთან დაჯდომა და " ერთი კარგი დანაყრება" უნდა გაუქმებულ იქნას. ეს არ ნიშნავს რომ უფრო ნაკლებს ჭამთ ვიდრე ადრე, კვების რაციონი და რაოდენობა დაახლობით იგივეა(მითუმეტეს საწყის ეტაპზე) მაგრამ ის ნაწილდება დროში და რაოდენობით. ასეთი კვებას ღვიძლი, კუჭი, ტვინი და სხვა ორგანოები გამოჰყავს სტრესული რეჟიმიდან.....

       ასეთ კვებაზე გადასვლის მსურველნი როგორც ყოველთვის საკუთარ ყაიდაზე ცდილობენ მოირგონ ეს გეგმა, ისინი როგორც წესი უფრო ცოტას ჭამენ, ავიწყდებათ ხშირი კვება და უფრო "ხარახურა" რამეებზე გადადიან (მზესუმზირა, ქუჩის სამზარეულო, ხაჭაპური, პონჩიკები და ა.შ.) შედეგად სახლში დამშეულები ბრუნდებიან და სულ რამოდენიმე დღეში ისევ  კვების ძველ ფორმას უბრუნდებიან.  გადანაწილება არის მთავარი მცნება რაც უნდა გაითავისოს მოსწავლემ .......  ალბათ აქამდე უნდა მიმხვდარიყავით რომ იყო მოსწავლე და ამავე დროს იცხოვრო, იაზროვნო და იმოქმედო ძველებურად შეუძლებელია ......

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©