კანონის შესახებ

   დედამიწის შვილნო! ეხლა, ამ დიდი კრიზისის დროს, მე მოგიტანეთ თქვენ გაფრთხილება. ერიდეთ გრძნობათა სატყუარას, რამეთუ ეს ხაფანგია თქვენთვის. სანამ გვიანი არაა დაყარეთ შებოჭილობანი. .... რამეთუ თქვენ ხდებით საკუთარი გაავებული უგუნურებისა და არეული გრძნობების მონები.

   ყოვლისშემვსები გავსებთ თქვენ სიცოცხლის  სუფთა, მშვენიერი, აუმღვრეველი, ენერგით, თქვენ კი, უშვებთ რა მას ცრუ კალაპოტში, თვითონ ქმნით პრობლემებს, იმდენად საშინელს, რომ მათი ატანა შეუძლებელია. ამისაგან თქვენში იბადება სასოწარკვეთილება, სურვილი ბუნტისა, და მაშინ თქვენ მიმართავთ ღმერთს საკუთარ უბედურებაში დახმარების თხოვნით. უგუნურნო! უარყოფთ რა უსაზღვრო სრულყოფის ძღვენს, თქვენ მხოლოდ გასაჭირში გახსენდებათ ყოვლადალოცვილი. თქვენ იხვეწებით დაგიბრუნოთ თქვენ ის უსაზღვრო სრულყოფა, რომელსაც ის შეუჩერებლივ დებს უმაღლეს სიყვარულში. ყოვლისშემძლეს ძღვენი აღიქმება მხოლოდ მათ მიერ, ვინც ისწავლა მათი სწორად მოხმარება....

   ხშირად თქვენ საკუთარი მწუხარების უფსკლურიდან ითხოვთ, ტანჯვის შემსუბუქების შესახებ, უმაღლესი საწყისის მიმართ, ანდა ტირით სასოწარკვეთით ტანჯვისას, ან, ბუნტის წამოვლისას, ადანაშაულებთ სიცოცხლისა და ყველა სიკეთის საწყისს იმისათვის, რომ დაშვებულია რაღაც უსამართლობა, რომ სინამდვილეში უკეთესის ღირსი ხართ.

   სინამდვილეში თქვენ, თქვენი პირადი "მე"– ა, უსამართლო სიცოცხლის წინაშე. ეს თქვენა ხართ უპასუხისმგებლო. ეს თქვენ ქმნით უბედურებას დედამიწაზე. რადგან ადამიანი, და მხოლოდ ადამიანია დაჯილდოვებული თავისუფალი ნებით, ესეიგი უფლებით, შექმნას საკუთარი შეხედულემისამებრ, უყურებს რა ყველაფერს საკუთარი აზრებისა და გრძნობების პრიზმაში. აი აქედან აღწევენ სამყაროში არეულობა, უბედურება, მანკიერება. აქედან იქმნება სხვადასხვახმოვანება მუდმივი სიცოცხლის უდიდეს კოსმიურ მელოდიაში, რომელიც ჩანაფიქრისამებრ უნდა იყოს სრულყოფილი.

  ზუსტად ადამიანები არიან დამნაშავე იმაში, რომ უთანხმოება აღწევს სფეროთა მელოდიაში.

  სიცოცხლისა და სინათლის ყველა დანარჩენი  რაიონები ვითარდებიან და ქმნიან ისე, როგორც მოუწოდებს კანონი, რომელსაც ეფუძვნება მთელი სრულყოფა. ეს კანონი – სიყვარულია. .... ამაღლებული მეუფეები რომ არ იყვნენ, .. კაცობრიობა დიდი ხნის წინ დაანგრევდა, საკუთარ თავსაც და იმ პლანეტასაც რომელზეც ცხოვრობს.

  ღმერთი ქმნის სიყვარულში და სინათლეში. ის ელოდება დედამიწაზე მცხოვრები თავისი შვილებისაგან, რომ ისინიც საკუთარ ქმედებებსა და გრძნობებში დამჯერნი იყნენ მისი მოწოდებისა – უყვარდეთ. სამყაროში არ არის არაფერი ისეთი, რასაც ზებუნებრივს დავარქმევდით. ყოველივე ტრანსცენდენტალური, მშვენიერი და სრულყოფილი ზუსტად ისაა, რაც ბუნებრივია და მთლიანად შეესაბამება სიყვარულის კანონს.  ხოლო ის, რაც ამ კანონს არ შეესაბამება, იმყოფება ბუნებრიობის ზღვარს ქვემოთ. ამაღლებულმა მეუფეებმა განჭვრიტეს ის სრულყოფა, რომელიც ღმერთის შვილებისთვისაც იყო მისაწვდომი წარსულში, რომელიც ოქროს ხანად იწოდება.

   უგუნურნი, ხარბები, არეულნი, თქვენ იწვევთ საკუთარ თავზე წყევლას, რომელიც გაიძულებთ კიდევ და კიდევ დაიბადოთ. ეს მოურჯულებელი ლტოლვა სიამოვნებებისაკენ თავისთავად მხოლოდ ენერგიის დაგროვებაა, რომელსაც ადამიანი საკუთარი აზრებისა და გრძნობების მეშვეობით მიმართავს ამა თუ იმ მიმართულებით. ენერგიის დინება ცრუ არხებში სულ უფრო მკაფიოდ გამოიხატება ადამიანის ქცევაში და შემდეგ გადადის თვისებებში. რამეთუ თვისება – ეს ენერგიაა, დაჯილდოებული გარკვეული ხარისხით და ფოკუსირებული რაღაც მიზანზე.

  დაუკმაყოფილებელი ჟინი გადაადგილდება წარსული ცხოვრებებიდან შემდეგ ცხოვრებებში თვისებებისა და მამოძრავებელი ძალების სახით, და თქვენ ხდებით მონები, მიჯაჭულნი არეულობის, გაჭირვების, საჭიროებების ბორბალზე. ეს ბორბალი ტრიალებს რა, გაიძულებთ დაიხრჩოთ სიძნელეების და განცდების მორევში, მაგრამ ამავე დროს გაიძულებთ ისწავლოთ ერთიანი კანონის – სიყვარულის მორჩილება.

  თქვენი საკუთარი უგუნური საქციელები გიბრუნდებათ თქვენ  ახალი და ახალი დაბადებებით, და ასე გაგრძელდება მანამდე, სანამ თქვენ არ დაემორჩილებით ერთიან კანონს – სიყვარულს.  თქვენ გამუდმებით გადაგათრევენ ერთი ცხოვრებიდან მეორეში, ქაოსიდან ქაოსში მანამ, სანამ თქვენ არ ისწავლით ცხოვრებას – სიყვარულის კანონით.

  მანამდე აქვს ადამიანს დაბედებული ამ გზით სიარული, სანამ მასში არ მომწიფდება კითვა მისი უბედურებების მიზეზის შესახებ, სანამ იგი არ მიხვდება, რომ ტანჯვისაგან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ერთი საშუალებით – დაემორჩილო სიყვარულის კანონს. ასეთი სახის მორჩილება იწყება საკუთარი გრძნობების მშიდობისუნარიანობით, სიმშვიდითა და სიკეთით.

   სიყვარული – ეს გონის მოქმედება არაა, არამეტ სუფთა და მბრწყინავი არსია, რომელსაც სწორედ გონება ქმნის. ეს ღვთიური ცეცხლის დიადი არსი იღვრება რა მატერიაში, მუდმივად სხეულდება სრულყოფილ ფორმებში და ქცევაში. სიყვარული არის სრულყოფის გამოხატულება. მასთან უსაზღვრო სიხარულია, ურღვევი სიმშვიდე ჩამოდის ყველა არსებაზე. სიყვარული არაფერს ითხოვს საკუთარი თავისათვის, იმიტომ რომ, არის რა უმაღლესის პულსაცია, სამუდამოდ ქმნის თვითონ. სიყვარული ფლობს ყველაფერს და მიილტვის მხოლოდ იქითკენ, რომ სრულყოფის ჩანაფიქრმა დაიწყოს მოქმედება და ყოველივე მოიცვას საკუთარი მოქმედებით. სიყვარული არის საკუთარი თავის მუდმივი გადმოდინება. ივიწყებს რა წარსულ ძღვენს, ის ამყარებს საკუთარ ჰარმონიას იმით, რომ შეუწყვეტლივ გადმოადენს საკუთარ თავს.

   სიყვარული, მხოლოდ ის – არის საფუძველი ჰარმონიისა და სიცოცხლის ენერგიის სწორი გამოყენებისა. თუ ადამიანი სწორად იყენებს სიცოცხლის ენერგიას, მაშინ მასში სულ უფრო სრულად ჟღერს მისწრაფება ჰარმონიისაკენ და შვიდობისაკენ არამარტო შიგნით, არამედ გარშემოც.

   ადამიანებო! ო ადამიანებო! მხოლოდ სიყვარულს, თუ იქნება საკმარისად ძლიერი, შეუძლია დაგიბრუნოთ თქვენ ზეცა, რომელიც თქვენ ოდესღაც შეიცანით, რომელშიც ოდესღაც იმყოფებოდით. იქ თქვენ ისევ შეუერთდებით დიდებულ სინათლეს, რომელსაც სიყვარული იძლევა.

  კოსმიური მეუფე

 

   ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია      გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია  სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე    სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა    სიყვარული   გრძნობები      ცეცხლის ადამიანი   ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი   თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები    ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული   მოქმედების პრაქტიკა      ცნობიერება სხეული და სიყვარული

    

Get your Ge Online System

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©