კანონის ატრიბუტები

   – მუდმივი ახალგაზრდობა, არის ღმერთის ალი, რომელიც ადამიანის სხეულში გიზგიზებს, მამის ძღვენი, რომელიც თავის თავს საკუთარ ქმნილებას უძღვნის. სხეულისა და ცნობიერების ახალგაზრდობა და სილამაზე სამუდამოდ ეძლევათ მხოლოდ მათ, ვინც საკმარისად ძლიერია, რათა შეეწინააღმდეგოს ქაოსს; და ყველა, ვისაც ეს შესწევს, შეძლებს გამოხატოს საკუთარი თავით სრულყოფა და მხარი დაუჭიროს მას.

    მას, ვისი გრძნობები და აზრები არ არის აღსავსე სიმშვიდით, სიყვარულით და სინათლით, ვერავითარი ფიზიკური ძალისხმევა ვერ დაეხმარება შეინარჩუნოს ახალგაზრდობა და სილამაზე. რამეთუ ახალგაზრდობა და სილამაზე მუდმივად იმყოფებიან ღვთიული ალის შიგნით, რომელიც თითოელი პიროვნების ღვთიური "მე"–ს იდენტურია. გაჟღერდება თუ არა დისონანსი აზრებსა და გრძნობებში, გარეგნობას მაშინვე დაეტყობა კვალი. მუდმივი ახალგაზრდობა და სილამაზე – ეს თვითშემოქმედებაა და მუდმივი თვითარსებობაა ღვთიური სიცოცხლის ალში, თითოეულ ადამიანურ არსებაში. ეს ღვთიური გეგმაა მისი სრულყოფისა ფორმების ამ სამყაროში, სრულყოფისა, რომელმაც მუდმივად უნდა იარსებოს.

    ახალგაზრდობა, სილამაზე და სრულყოფა – ეს სიყვარულის ატრიბუტებია, რომლებსაც ღვთიური "მე" მუდმივად ანიჭებს საკუთარ ქმნილებას. თითოეულ ადამიანს ეძლევა ძალა და საშუალება რათა განამტკიცოს და გაზარდოს ეს სრულყოფილი, აყვავებადი ქმნადობის საქმიანობა.

   ძალას იძლევა ღვთიური "მე" – ს ენერგია, იგი გააჩნია თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ამქვეყნად მოდის. ის დაუღალავად მოქმედებს თქვენს სხულში, ცნობიერებაში, მასში, რაც თქვენ გარშემო გაკრავთ. ამ ძლევამოსილი ენერგიის ნაკადი მუდმივად  მოედინება თითოეული ადამიანის შიგნით, და ადამიანებს აქვთ უფლება, აზრებისა და გრძნობების ცნობიერად მიმართვის საშუალებით, მიანიჭონ ამ ენერგიას ესა თუ ის მიმართულება.

   სამყაროში არის მხოლოდ ერთი საშუალება, რომელიც ქმნის ვიბრაციას, – აზრი; და ამ ვიბრაციის დახმარებით, თქვენ მიმართავთ მუდმივად დენად ენერგიას იქით, საითაც გსურთ მისი მიმართვა.  ეს უსაზღვრო, გონიერი, მბრწყინავი ენერგია დაუღალავად მოქმედებს თქვენს ნერვიულ სისტემაში. ზუსტად ესაა მუდმივი სიცოცხლე და სასიცოცხლო ძალა სისხლის ნაკადში, რომელიც თქვენს ვენებში მიედინება. ამ ყოვლიშემძლე, ყველგანმყოფ, გონიერ ენერგიას თქვენ გაძლევთ მამა – სიცოცხლის ღვთიური პირველსაწყისი, რათა თქვენ ცნობიერად მიმართოდ იგი თქვენი პირადი ნების მიხედვით. ჭეშმარითი გონი, რომელიც ყველაფერს ქმნადობისთვის მოიხმარს, წარმოიქმნება მხოლოდ ღვთიური პირველსაწყისის – სიცოცხლის ალის შიგნით, და ამ გონის მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ გონებით. ჭეშმარიტო გონი – ეს სიბრძნეა და ღვთიური ცოდნა, რომლიდანაც არასოდეს დაბადებულა და ვერვ დაიბადება ცრუ აზრები. ცრუ აზრები უჩნდება ადამიანს მხოლოდ როგორც შედეგი გარე ქაოსური ზეგავლენისა. თუ ადამიანს შეუძლია გაარჩიოს თავისი საკუთარი აზრები, წარმოშობილი ღვთიური ალიდან,  შეხედულებებისაგან, რომლებიც ჩაგდებულ იქნენ გარედან სხვა ადამიანების აზროვნების შედეგად, ზედაპირული გრძნობებისაგან, მაშინ მას ძალუძს დაძლიოს არეულობა, რომელიც განცდების რაიონისთვისაა დამახასიათებელი.

    სინათლე, რომელიც მოდის თქვენი საკუთი ღვთიური ალისაგან, – აი განსაწმენდელი, რომელსაც უნდა გადიოდეს ყველა აზრი და შეგრძნება, რომლებიც აღწევენ ჩვენს შიგნით ხუთი გრძნობის მეშვეობით. არავის არ ძალუძს დაიცვას საკუთარი აზრები და გრძნობები მანკიერებისაგან, თუ არ მიმართავს სრულყოფის წყაროს. რამეთუ სრულყოფა იმყოფება მხოლოდ ღვთიური ალის შიგნით.

   ადამიანისათვის აუცილებელია იფიქროს ღვთიურ სინათლეზე საკუთარ თავში, აუცილებელია მასთან საუბარი. სიცოცხლის სუფთა არსი არამარტო იძლევა და ზრუნავს სხეულის მუდმივ ახალგაზრდობასა და სილამაზეზე, არამედ გეხმარება შეინარჩუნო იდეალური წონასწორობა საკუთარ ღვთიურ "მე" –სა და გარე, ანუ პირად "მე" – ს შორის. ფაქტიურად სიცოცხლის სუფთა ენერგია – ეს ის ძალაა, რომელსაც გარე "მე"  იყენებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი კავშირი ღვთიურ წყაროსთან – ღვთიურ "მე" – ს თან. ეს ორი სფერო სინამდვილესი ერთი მთლიანია, იმ შემთხვევების გარდა, როცა გონება(ანუ გონიერი ცნობიერება) იხრება იმის მხარდაჭერისაკენ, რაც არასრულყოფილია, არაჰარმონიულია, დაუმთავრებელია, ანდა იწყებს საკუთარი თავის მოაზრებას ყოვლისშემვსები სიცოცხლის ერთიანი თანდასწრებისაგან განცალკევებით. თუ გონიერი ცნობიერება იწყებს საკუთარი თავის მოაზრებას ღმერთი–სრულყოფისაგან გამოცალკევებით, მაშინ გამოცალკევება აუცილებლად ხდება რეალობაში, რადგანაც ის, რასაც გონიერი ცნობიერება აგზავნის სამყაროში, სამყაროდანაც ზუსტად იგივე უბრუნდება.

   როგორც კი ადამიანი ნებას რთავს არასრულყოფილების იდეას ან  ღმერთისაგან განცალკევების აზრს დაეუფლონ მას, მის ცნობიერებას, მალე მისი სხეული და სამყარო მის გარშეო იწყებენ ამ განდგომის შედეგების შეგრძნებას.  ადამიანი გრზნობს, რომ წყარო სამუდამოდ გამოეყო მას.  საკმარისია ერთი წამით შეიგრძნორთ თავი ღმერთისაგან განცალკევებულად – და სიცოცხლე, გონება, ძალა ისე ჭკნება რომ ვერც კი ასწრებს აყვავებას.

   სიცოცხლე იყო, არის და ყოველთვის გაგრძელდება მუდმივად. საფუძვლებამდე სიცოცხლის დაშლა არავის ძალუძს. სხვადასხვა მოვლენების გამო, რომლებიც ხდება სულიერ და ფიზიკურ სამყაროში, ფორმა შეიძლება დროებით დაიშალოს, მაგრამ ადამიანის ცნობიერება მუდმივია. მთელი მატერია, ყველა მისი გამოვლინებით, შეიძლება დაჭერილ იქნეს კონტროლის ქვეშ მხოლოდ მაშინ, როდესაც შიდა ღვთიურ სიცოცხლეს აღიარებენ ყოვლისმჭრეტველად, მომცემად  ყოველივე სიკეთისა.

   მე სიმართლეს გეუბნებით, როდესაც ვამტკიცებ, რომ საყოველთაო კეთილდღეობის ერთადერთი წყარო არის – ღმერთი. ამ ჭეშმარიტების ცნობიერად მიღებისა და აღიარების შემთხვევაში, გონების აქტიურობით დამტკიცებისას ყოველდღე არა ერთხელ და ორჯერ, ყოველწუთიერად, იმისდა მიუხედავად, თუ რითია დაკავებული თქვენი გარე "მე",  თქვენ ამით სავსებით  გამოხატავთ თქვენს სრულყოფილ თავისუფლებასა და ნებას ყოველგვარ ადამიანურზე.

სენ – ჟერმენი

 

  ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია     გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე     სიყვარულის გავრცელება    ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები   ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა  კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა      ცნობიერება სხეული და სიყვარული

  

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©