კ ა ნ ო ნ ი

 

  ჩვენ ვხდებით სიცოცხლის პატრონები, ჩვენ ვმართავთ მას, და ის სიამოვნებით ემორჩილება ჩვენს ნებას, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენში არის ძლიერი სიყვარული, რადგან ყველაფერი მთელს სამყაროში ემორჩილება სიყვარულის მოწოდებებს, რაც არ უნდა მოვინდომო მე – გაჩნდება, თუ მე გავცემ ბრძანებას სიყვარულით. მე გავიწვდი თასს და რასაც ვისურვებ, ის გაჩნდება. შეხედე! თუ მე დამჭირდება ოქრო  ... ის აქაა!(ამ დროს გაწვდილ ხელზე ოქროს მონეტა გამოჩნდა).

   სიცოცხლის ჭეშმარიტება ასეთია: შენ შეგიძლია ისურვო ის, რაც უკვე  დევს სამყაროს საცავში გამოუვლენელი სახით.  და რაც უფრო ინტენსიური გრძნობითაა განმსჭვალული ეს სურვილი, მით მოკლეა მისი ასრულების გზა. მაგრამ თუ შენ იქნები იმდენად უგუნური, რომ მოინდომებ რაიმეს სხვა ადამიანის ხარჯზე, რომელიმე ღვთის ქმნილების ხარჯზე, მაშინ უიღბლობა გეწვევა, და სწორედ ის იქნება ამის საფასური.

  გიყვარდეთ საკუთარი უმაღლესი "მე" და ილოცეთ მის მიმართ, დაუღალავად იფიქრეთ ჭეშმარიტებაზე, ჯანმრთელობაზე, თავისუფლებაზე, მშვიდობაზე, სიუხვეზე, ისურვეთ ისინი მთელი გულით – და ისინი მოვლენ თქვენთან, ეს ისევე უეჭველია, როგორც მაგიური მიზიდვის კანონის არსებობა სამყაროში.

  სამყაროს მუდმივი კანონი ასეთია: "ის, რაზეც შენ ფიქრობ, რასაც გრძნობ, იძენს ფორმას; იქ, სადაც შენი აზრია, შენც იქა ქარ, რამეთუ შენ შენი საკუთარი ცნობიერების თანასწორი ხარ; და რაზეც ფფიქრობ, მასში სხეულდები."

  როდესაც შენ საკუთარ ცნობიერებას აძლევ უფლებას იყოს აგრესიულ, აუტანლობის, სიხარბის, შურის, ეჭვიანობის, ცინიზმის  გრძნობაში, როდესაც შენ უფლებას აძლევ ყველაფერს, რაც უარყოფითია, გაიზარდოს შენს შიგნით, ამ ყველაფრით შენ საკუთარ სხეულს, სულსა და მთელს შენს სამყაროს ქაოსში აგდებ, და თითონაც ვერ ხვდები, როგორ იწვევ საკუთარ თავზე უიღბლობასა და უბედურებებს. შენი სხეული, ტვინი, და ქმედებანი ემსგავსებიან ამ აზრებს, როდესაც მათ ტყვეობაში იმყოფები. სინამდვილეში, შენ ძალით ნერგავ ამ უარყოფითობას შენს გამოცდილებაში.

  მთელი ეს უარყოფითი ენერგია შედის ადამიანში მისივე აზრებითა და გრძნობებით. ხშირად გრძნობა უფრო ადრე ინთება ვიდრე მისი მაკონტროლებელი აზრი, და ამან უნდა დაგანახოს შენ, თუ რამდენად გრანდიოზული ენერგიაა დაფარული შენს ბევრ განსხეულებაში, ენერგია, რომელიც შეუმჩნევლად გროვდება.

  გრძნობათა რაიონი – ადამიანის ცნობიერების ყველაზე დაუცველი პუნქტია. სწორედ გრძნობებით დამუხტული აზრები ხვდებიან ატომების სუბსტანციაში, რის შემდეგაც გადაიქცევიან მოქმედებებად. გეუბნები, არ არსებობს ადამიანისათვის უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა, ვიდრე დაიჭირო კონტროლის ქვეშ საკუთარი გრძნობები, რამეთუ მორჯულებული გრძნობებს მივყავართ ცნობიერების ძალის სიმტკიცისაკენ, მორჩილი გრძნობები აჯანმრთელებენ სხეულს, ეხმარებიან ინდივიდუმს მიაღწიოს იმ მიზანს, რომელიც მან საკუთარ თავს დაუსახა. სანამ სულში მეფობს ქაოსი, აზრები არ გადაიქცევა საქმედ.

  სულიწმინდა არის სიცოცხლის გრძნობითი ნაწილი – ღმერთის – ღვთიური სიყვარულის მოქმედების, ანუ ღვთაების ქალური ასპექტი.  საკუთარი გრძნობების მოურჯულებლობა არის ცოდვა სულიწმინდის წინაშე, დიდი ცოდვა, რადგან ირღვევა სიყვარულის კანონი, რომელიც ამავდროულად არის წონასწორობის, ჰარმონიისა და სრულყოფის კანონი.

  ადამიანებში შეუჩერებლივ დახეტიალობენ მოურჯულებელი ბოროტი და დამანგრეველი გრძნობები. მათთან არ ბრძოლა – ეს უდიდესი ცოდვაა სიყვარულის კანონის წინაშე.

    აზრები, მათ შორის დამანგრეველიც, პოულობენ საკუთარ გამოვლინებას საქმეებში, მოვლენებში, მატერიალურ საგნებში, იმაზე ადრე არა, ვიდრე გაივლიან გრძნობათა რაიონს; იმიტომ რომ მათი განსხეულების ზუსტად ამ ფაზაში ხდება აქტივაცია ამ აზრებით შეერთებული ატომებისა.

.... არაკეთილი გრძნობების ანთება არყევს, ანჯღრევს და ანგრევს ცნობიერებას, სხეულს და იმის სამყაროს, ვინც დაუშვა გაღიზიანება. და არა აქვს მნიშვნელობა, ეს მან როგორ გააკეთა – ცნობიერად თუ არაცნობიერად, განზრახ თუ უნებლიეთ.

   საკუთარი გრძნობების მართვის უუნარობას მივყავართ მდგომარეობამდე, რომელსაც დეზინტეგრაცია, სიბერე, მახსოვრობის დაკარგვა, უბედურება ეწოდება. ამ შემთხვევაში სხეულის სტრუქტურაზე ზემოქმედება ისეთივე, როგორც სახლის სტრუქტურაზე, რომელიც აგურებითაა აგებული. წარმოიდგინეთ, რომ კედელი ირყევა და ყოველ დღე დარტყმა სულ უფრო ძლიერდება. კედელი თავიდან დაიფარება ბზარებით, ხოლო შემდეგ დაიშლება და წარმოქმნის სამშენებლო ნაგვის უფორმო გროვას.

  ის, ვისაც არ შეუძლია ან არ უნდა აკონტროლოს საკუთარი  აზრები და გრძნობები, ყოველთვის საშიშროების ქვეშაა, რადგან მისი ცნობიერების ყველა კარი ღიაა და ყველას ვისაც კი არ ეზარება შეუძლია შესვლა, შეაქვთ რა უკვე თავისი საკუთარი არეული აზრები და გრძნობები. არაკეთილ და დამანგრეველ იმპულსებს რომ მისცე ნება, ამისათვის არაა საჭირო არც ძალა, არც სიბრძნე. თუ ზრდასრული ადამიანი ასე იქცევა, ესეიგი ის ჯერ კიდე ბავშვია, რომელმაც არ იცის რა არის თვითკონტროლი.

   ადამიანის უბედურება ისაა, რომ ადამიანები გადიან გზას აკვნიდან საფლავისაკენ ისე, რომ არ სწავლობენ საკუთარი თავის ფლობას.

   ადამიანმა უნდა გამოიყენოს საკუთარი გარე ცნობიერება, დაატანოს ძალა და სცადოს საკუთარ თავზე ამაღლება. ტყუილი იმედია, როდესაც ფიქრობთ, რომ შეძლებთ საკუთარი ცხოვრების გასუფთავებას უბედურებისაგან, უწესრიგობისა და გაკოტრებისაგან, მანამ, სანამ თქვენ თვითონ არ გახდებით საკუთარი აზრების და გრძნობების ბატონი.

  თავიდან ასეთი თვითდისციპლინის შენარჩუნება მოითხოვს  გადამწყვეტ და მუდმივ ძალისხმევას. კაცობრიობის 95% საკუთარ აზრებსა და მოქმედებებში მოძრაობს, შეიძლება ითქვას, საჭისა და მართვის გარეშე.

  მაგრამ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა, თვითკონტროლის ასათვისებლად. ამისათვის დასანანი არაა, არც დრო, არც ენერგია, არც მონდომება, რამეთუ ეს ყოველივე დაგეხმარებათ გახდეთ საკუთარი ცხოვრებისა და სიცოცხლის ჭეშმარიტი ბატონი.

სენ – ჟერმენი

 

   ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია      გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე   სიყვარულის გავრცელება     ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა    სიყვარული   გრძნობები      ცეცხლის ადამიანი   ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი  კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა      ცნობიერება სხეული და სიყვარული

 
 

Get your Ge Online System  

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©