კანონი და ამაღლებული მეუფეები
დედამიწის მოსახლეობა ხშირად განსჯის, საკუთარი უმეცრებისა შეზღუდულობის უფსკლურიდან, იესოზე და სხვებზე, ამაღლებულ მეუფეებზე. და საკუთარი განსჯით ის უფრო მეტად იბოჭავს თავს, ბოროტების "მწარმოებელს" საკუთარი ბოროტება უკან უბრუნდება. კაცობრიობა არ მიდის წინ, ის ერთ ადგილს ტკეპნის, საკუთარი უგუნურობით შებოჭილი. ამაღლებულები, შეიცნობენ რა კანონს, ანთავისუფლებენ საკუთარ თავს ადამიანური არასრულყოფილებისაგან, ხდებიან რა სინათლის გასხივოსნებული თასები, რომლებშიც ვერცერთი ადამიანური ცრუმიმართული აზრი ვერ აღწევს. სინათლისას ყველა დამანგრეველი აზრი უბრუნდება მის გამგზავნს, და ის უფრო მჭიდროდ ეხვევა იმ ჯაჭვში რომელიც თვითონ შექმნა. ადამიანებს რომ შეეძლოთ დანახვა, მათი საკუთარი ბნელი აზრები, გრზნობები, სიტყვები როგორ ადიან ატმოსფეროში, როგორ სქელდებიან იქ და ბოლოს როგორ მოფრინავენ უკან! ადამიანები მაშინ არამარტო განცვიფრდებოდნენ, არამედ მთელი ძალისხმევით მოიტხოვდნენ დახმარბას, და ეს მიიყვანდა მათ ღვთაების შეცნობასთან, რომელიც მიიღებდა საკუთარ თავში – მონანიებულთ. აზრები და გრძბობები – ცოცხალია, პულსირებადი. ადამიანები, რომელთაც ესმით ეს, იყენებებ თავის სიბრძნეს და შესაბამისად საკუთარ თავს აკონტროლებენ. იესო გამოუგზავნეს კაცობრიობას, რომელიც გადის გამოცდის გზას ამ მიწაზე, როგორც დიადი ღვთიური "მე". მან გახსნა მეუფეთა ნაწერები გარე სამყაროსათვის. და ის სადღეისოდ არის ცოცხალი მტკიცებულება ადამიანის შესაძლებლობისა გაანთავისუფლოს საკუთარი თავი ყოველგვარი შეზღუდულობისაგან და გამოხატოს ღვთიური, როგორც იყო ჩაფიქრებული პირველსაწყისად. მაშინ, როცა ისინი ვინც უფრო სრულად შეიმეცნეს სიცოცხლე და სამყაროს კანონები, იგებენ, რომ არსებობენ ამაღლებული მეუფეები, მათში იზრდება მისწრაფება ყოველსაათში ისმინონ მათი დარიგებანი. როდესაც ადამიანი მიისწრაფის დიადი სინათლისაკენ არაცნობიერად, ამ შემთხვევაში მას თითქმის არ ესმის, რა დამოკიდებულებაშია მისი პირადი "მე" დიად არსებებთან. თუ ადამიანი განიმსჭვალება მათთან ერთიანობის მისწრაფებით, მაშინ ის შეძლებს მიაღწიოს ამ ერთიანობას სიყვარულს საშუალებითა და საკუთარ თავის მოწესრიგებით. მაგრამ თუ მოსწავლე ეცდება მიუახლოვდეს მასწავლებელს არა სიყვარულიდან, არამედ სხვა მიზეზების გამო, რომელთა შორისაც შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ინტერესი, ანდა მისწრაფება გაარკვიოს , არსებობენ თუ არა სინამდვილეში ამაღლებულიები, ანდა საჭიროება გახსნა რაიმე პიროვნული პრობლემა , – ამ შემთხვევაში მისი ძალისხმევა დამთავრდება დამარცხებით, რამეთუ ამაღლებულები არ არიან დაკავებულნი ადამიანური ქაოტური საქმების დალაგებით. ამაღებულებ მხოლოდ ერთი რამ ადარდებთ – შინაგანი ღვთიური "მე" – ს გამაგრება, მისი განთავისუფლება იმ მოცულობით, რომ ადამიანმა შეძლოს იმ ზღვარს მიღმა გასვლა, რომელიც მის შესაძლებლობებს ზღუდავს. თუმცა შეზღუდულობის მოხსნა ჯერ კიდევ არ იძლევა სრულყოფილ ინსტრუმენტს სასურველის განსხეულებისათვის მენტალურ, ემოციონალურ და ფიზიკურ სამყაროებში, ანუ აზრის, გრძნობისა და მოქმედების სფეროებში. ადამიანური სისუსტეები და შეზღუდულობანი უბრალოდ ანგრევენ იმ ინსტუმენტს, რომელიც საუკეთესოდ უნდა იქნას შენახული, რამეთუ ის ემსახურება დიად შინაგან ღვთიურ "მე" – ს. ადამიანის სხეული თავისი ყველა შესაძლებლობით – არის ენერგიის ღვთიური ტაძარი. დიადი ღვთიური თანდასწრება აგებს მას და ამ გარე "მე" – ს საშუალებით ცდილობს გამოხატოს სრულყოფილი ღვთიური გეგმა და ჩანაფიქრი. იმ შემთხვევაში, როცა უმართავი გრძნობები, სურვილები და მოთხოვნები იწყებენ ადამიანში დომინირებას, ანგრევენ რა ღვთიურ ენერგიას, მაშინ შინაგანი თანდასწრება წყვეტს ინსტრუმენტის ხელმძღვანელობას. მაშინ ღმერთი თანდათან მიდის და ადამიანს აღარ რჩება ძალები ცნობიერებისა და სხეულის სამართავად – ტაძარი მოუვლელია და ინგრევა. როდესაც ეს ხდება, ჩვენ ჩვეულებრივ წარმოვთქვამთ ერთ სიტყვას – სიკვდილი. ადამიანი, რომელსაც სურს მიუახლოვდეს ამაღლებულ მეუფეს ხილული, შეგრძნებადი, ცოცხალი, სუნთქვადი სხეულით და ამასთანავე საერთოდ არაა მომზადებული ასეთი შეხვედრისათვის, გავს ბავშვს, რომელმაც ჯერ ანი–ბანიც კი არ იცის, მაგრამ უკვე იკვეხნის რომ მას ხელი მიუწვდება უმაღლეს სიბრძნეზე. ამაღლებული მეუფეები – რეალურ გიგანტური ძალასა და ენერგიას იძლევიან. ის, ვისაც მისწვდა მათი გამოსხივება, თავის მხრივ კიდეებამდე ივსებიან სინათლის არსით, ისევე როგორც ნემსი, რომელიც ეხებამაგნიტს, თვითონაც ხდება მაგნიტი(მაგნიტდება). მათი დახმარება და გამოსხივბა – ეს ყოველთვის სიყვარულის კეთილი ნების ძღვენია. სიყვარული – აი ის ერთადერთი ძალა, რომლითაც ისინი სარგებლობენ. სიყვარულის კანონის, სამყაროს კანონის, ინივიდუალურობის კანონის მიყოლა – ნებას არ აძლევს ამაღლებულ მეუფეს დაარღვიოს პიროვნების თავისუფალი ნება, ეს შესაძლებელია კოსმიური აქტივობის მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კოსმიური ციკლი ხდება ინდივიდუალურზე მნიშვნელოვანი. ზუსტად ასეთ დროს ამაღლებულმა მეუფემ შეიძლება გააკეთოს ის, რაც მრავალჯერადად აღემატება დახმარების მცნებას. ზუსტად ეხლა დედამიწა შედის ასეთ ციკლში. დღემდე უნახავი სიმძლავრის, სინათლის ნაკადები, იღვრება და განაგრძობენ დენას კაცობრიობაზე, რათა განწმინდონ იგი და აღადგინონ სიყვარული და წესრიგი, რომელთა გარეშეც შეუძლებელია ჩვენი პლანეტისა და სამყაროთა სისტემის მომავალი. ხოლო ყველა ვინც, წესრიგს, წონასწორობასა და მშვოდობას მოწყდა, მუწევს სამყაროს რომელიმე სხვა კუთხეში განშორება. იქ მათ თავისუფლად როგორც სურთ ისე ექადაგებათ კანონი, რომლის ჭეშმარიტებაც მათ მომავალ ცხოვრებებში გაეხსნებათ, არა აქ, დედამიწაზე. არის მხოლოდ ერთი გზა, რომელიც აახლოვებს ამაღლებულების თანდასწრებას. და ეს გზა – სიყვარულის სისავსეა, რომელიც იღვრება მათზე და საკუთარ ღვთიურ არსზე, გაერთიანებული გადაწყვეტილი მისწრაფებით გაანადგუროს ადამიანში ყოველგვარი უწესრიგობა... ივსება რა რწმენით ემსახუროს მხოლოდ სიცოცხლის შემოქმედებით ჩანაფიქრს, ადამიანი ამით ზედმიწევნით დისციპლინებურს ხდის საკუთარ თავს, მიუხედავად ყველა სიძნელისა, რომელიც მას ამ გზაზე ელოდება. ასეთმა მისწრაფებამ არ შეიძლება არ მიიქციოს ამაღლებული მეუფის ყურადღება, რომელიც უყურებს მის ბრძოლას და ანიჭებს მას ძალას, სიყვარულს, გმირობას რომელებიც ეხმარებიან ადამიანს, სანამ ის არ განამტკიცებს საკუთარ თავში შინაგან ღვთიურ "მე" – სთან უწყვეტი დიალოგის გრძნობას. ამაღლებულმა მეუფემ იცის, რა სჭირდება მოსწავლეს რათა სწორედ წაიკითხოს ის ჩანაწერები, რომელებიც თვითონ გააკეთა საკუთარ აურაში. ასე ირკვევა, რაში მიაღწია მოსწავლემ წარმატებას და რაში ჯერ კიდევ ვერა. ამაღლებული მეუფე – ეს ყოვლისმცოდნე გონი და ყოვლისმხედველი თვალია ღმერთისა, რომლისგანაც არაფერი იმალება. ის, ვისაც უნდა დაინახოს და იგრძნოს ამაღლებულების თანდასწრება, ჯერ უნდა შეიგნოს – მანამდე არ იქნება მისგან სარგებელი და დარჩება ის მხოლოდ ცარიელ დანამატად ამაღლებულების სამყაროსა და საქმისათვის, სანამ ის არ გარდაიქცევა სიყვარულის, სინათლისა და სრულყოფის მზეთ, რომელიც ამაღლებულს შეუძლია გააფართოვოს და გამოიყენოს როგორც საკუთარი ნაწილი და მიმართოს ცნობიერად სადაც ისურვებს. თუ მოსწავლე არ ზდის გონებაში სიმშვიდეს, მშიდობასა და სიყვარულს გრძნობებში, არ ამაგრებს თავის სხეულს, მაშინ ის ვერასოდეს ვერ გახდება ის მასალა, რომელსაც ამაღლებული მეუფე გამოიყენებს საკუთარ ზეადამიანურ საქმეში. თუ ვინმე სრულყოფილთაგან მიიახლოვებდა თავისთან მოსწავლეს, რომელსაც არ ექნებოდა ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები, განა არ დაემსგავსებოდა ის მას, ვინც გადაწყვიტა ააშენოს სახლი ან შექმნას მანქანა წინასწარ არამყარი მასალით. თავისთავად ვერც ასეთი "სახლი" და ვერც ასეთი "მექანიზმი" ვერ გაუძლებს ზეგადატვირთვებს და მალე დაიშლება. არა ბრძნულია, არა კეთილშობილურია მძიმე გამოცდების ქვეშ დააყენო ის, ვინც ჯერ კიდევ არ განამტკიცა თავი, არ დააგროვა საკმარისი ძალა, რათა ამ გამოცდებს გაუძლოს. ამაღლებული მეუფეები, რომლებიც ავლენენ სრულყოფის უმაღლეს წერტილს, იქცევიან მხოლოდ ისე, როგორც მოუწოდებს სიყვარული და სიბრძნე. მან, ვისაც უნდა საუბარი ამაღლებულებთან, არ უნდა ამტკიცოს ჯიუტად, რომ სურს და აუცილებლად მიიღებს დარიგებებს მათგან. სწორი მსჯელობა ასე ჯღერს: თუ მე დაუღალავი მისწრაფება მექნება სისუფთავისაკენ, წესრიგისა და სრულყოფისაკენ, თუ მე ავავსებ საკუთარ თავს ღვთიური სიყვარულით, სიბრძნითა და ძალით, მაშინ შევძლებ ვიყო მათთვის სასარგებლო და ისინი ვერ შეძლებენ არ დამიახლოვონ მე საკუთარ თავთან. ჩემი სიყვარული იქნება მუდმივი, ჩაუქრობელი, ღვთიური, და აინთება ჩემში სინათლე, რომლითაც ისინი მიპოვიან მე და წამიყვანენ თავიანთთან. შვილო ჩემო, საკუთარ თავზე ბატონობა, ძალებზე ბატონობა, რომლებიც შიგნით დაეხეტებიან, წამიერად არ ხდება, არამედ მიიღწევა ყველდღიური, დაუღალავი შრომით – რამეთუ ვნებანი ჯანყობენ ადამიანში და მას არ უნდა მორჩილება. მაგრამ შენ იშრომე დაუღალავად, რამეთუ, საკუთარი თავისა და გრძნობების მორჩილებით, შენ ჭეშმარიტად შეიცნობ ღმერთს. ნათქვამია: " ბევრია მოწოდებული, მაგრამ ცოტაა რჩეული", და ეს სიმართლეა. ყველას დაუღალავად მოუწოდებენ, მაგრამ მხოლოდ მცირედნი იღვიძებენ იმდენად ჭეშმარიტად, რომ იგემონ არამიწიერი სიხარული და სრულყოფა ღვთიური "მე" – ს შიგნით, რათა სინათლის წიაღიდან ისმინონ მისი ხმა, რომელიც ისევ და ისევ მოუწოდებს ყველა ჩვენგანს დავბრუნდეთ უკან, მამის სახლში. ყველა მცხოვრებს ნებისმიერ დროს შეუძლია ადგეს და საკუთარი თავი მიმართოს მამისაკენ – საკუთარი ღვთიური "მე" – საკენ, თუ მას არ შეეწინააღმდეგება მისი საკუთარი გრძნობების სიბნელე, თუ არ მოაშორებს საკუთარ თვალებს სამყაროს ერთიან საწყისს, რომლიდანაც იზრდება სიმშვიდე, ბედნიერება, სიუხვე და სრულყოფა. ასეთია გზა რომელსაც ამაღლებული მეუუფეებისაკენ მივყავართ. იფიქრე მათზე, და ისინი გიპასუხებენ თითოეულ მოწოდებაზე თავისი სიყვარულის თანდასწრებით, მაგრამ ამისათვის შენი მოწოდებაც უნდა იყოს აღსავსე სიყვარულით ერთიანი საწყისისადმი, სიყვარულით სინათლისამი, სიყვარულით სრულყოფისადმი. განიმსჭვალე გადაწყვეტილებით, იყავი მუდმივი საკუთარ ძალისხმევაში – და სულ მეტი და მეტი სინათლე გადმოვა შენზე, დაუღალავად, ხელგაშლილად, ყოველსაათობრივ. ითხოვე – და მოგეცემა, დააკაკუნე და გაგიღებენ, ეძებე – და იპოვი, მოუწოდე სინათლეს – და ამაღლებულები გიპასუხებენ, რამეთუ ისინი სამყაროს სინათლეა. სენ – ჟერმენი
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული ![]() |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |