იესომ თქვა(4)(ის, ვინც აღიქვავს ამ სიტყვების არსს, აღარ დააგემოვნებს სიკვდილს)
"შეუძლებელია, რომ ვინმე შევიდეს ძლიერი ადამიანის სახლში და შეიპყროს იგი ძალით, თუ იგი არ შეუკრავს მას ხელებს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლება მას მისი სახლის გაძარცვა". აქ ლაპარაკია "შეპყრობაზე"! ანუ შეუძლებელია შემპყრობელი შევიდეს ძლიერი ადამიანის სხეულში და შეიპყროს იგი ძალით თუ ჯერ არ დააკარგვინებს მას სიყვარულს(შეუკრავს მას ხელებს), მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლება მას მისი შეპყრობა და სახლის(სხეულის ენერგიების) ძარცვა! წონასწორობის დაკარგვით, აღელვებით ადამიანი კარგავს ცეცხლს, სინათლეს, სითბოს ანუ იმას რაც მას იცავს! შედეგად მოდის შეპყრობა, ავადმყოფობა, უხასიეთობა, დეპრესია და ა.შ.
"ის, რასაც შენ მოისმენ საკუთარი ყურით, ამცნე ეს მეორე ყურს მაღალი(თქვენი) სახურავიდან. რამეთუ არავინ ანთებს ჩირაღდანს და არ დგავს მას ჭურჭლის ქვემოთ და არავინ დებს მას საიდუმლო ადგილას, არამედ, დებს მას ჩირაღდნის სადგამზე, რათა ყველამ, ვინც შედის და გამოდის, იხილონ მისი სინათლე". ჭეშმარიტება ანთებული ჩირაღდანია, ვინც ჩაწვდა ქრისტეს სწავლებას სიყვარულის შესახებ იგი ანათებს ირგვლივ ყველაფერს და "უფლება არა აქვს" ჩუმად იყოს და თავისთვის საიდუმლოდ შეინახოს იგი, ამას არავინ არ აკეთებს, ისევე როგორც ანთებულ ჩირაღდანს არავინ დგავს იქ სადაც ადამიანები არ არიან, რადგან ჩირაღდანი იმიტომ ინთება, რომ ადამიანებს გაუნათოს სამყოფელი და გზა. ანუ თუ ადამიანს ესმის სიყვარულის სწავლება იგი ვერ შეძლებს ამ სწავლების - არ გავრცელებას!
" მე წარვდექი სამყაროს ცენტრში, და მე მოვევლინე მათ განსხეულებული. მე ვიპოვე ისინი ყველანი მთვრალები, მე ვერ ვიპოვე ვერცერთი მათგანი მწყურვალი, და სულმა ჩემმა მოიწყინა ადამიანთა შვილების გამო. რამეთუ ისინი ბრმები არიან საკუთარ გულში და ისინი ვერ ხედავენ, რომ მოდიან სამყაროში ცარიელნი; ისინი ეძებენ ისევ წავიდნენ სამყაროდან ცარიელნი. მაგრამ ეხლა ისინი მთვრალები არიან. როდესაც ისინი უარყოფენ თავის ღვინოს, მაშინ მოინანიებენ". იესო წუხს იმის გამო, რომ მოვიდა ამქვეყნად ადამიანების გასანთავისუფლებლად, ისინი კი მთვრალები(გონებადაბინდულები) დახვდნენ მას. ადამიანებს შორის, მან ვერავინ იპოვა მწყურვალი(ჭეშმარტების მაძიებელი), სულიერებას, სიყვარულს მოწყურებული. სამწუხაროდ ადამიანები ცარიელნი მოდიან(სიყვარულის კანონის არმცოდნენი იბადებიან, რადგან არც წინა ცხოვრებებში შეიწუხეს თავი ჭეშმარიტების ძიებით) და ამ ცხოვრებიდანაც ცარიელნი(ისე რომ ვერაფერი ისწავლეს(ვერ დააგროვეს სიყვარული)) მიდიან იმქვეყნად. ადამიანების ღვინო, მიწიერი სიამოვნებების დაწაფებაა, მათგან თრობაა და თუ ამ თრობაზე უარს იტყვიან მაშინ გამოფხიზლდებიან და მოინანიებენ(შეინანებენ) უქმად დაკარგულ დროსა და უსიყვარულოდ გატარებულ თითოეულ წამს, დაინახავენ გზას და გაუყვებიან მას.
"მე აგირჩევთ თქვენ ერთს ათასიდან და ორს ათიათასიდან , და ისინი იდგებიან როგორც ერთნი". იესო გვეუბნება, რომ აირჩევს ერთს ათასიდან, ანუ ათასიდან მხოლოდ ერთს ესმის სინამდვილეში სიყვარულის ხმა, ხოლო ათიათასიდან მხოლოდ ორს, ანუ ძალიან მცირეა მაძიებელთა რაოდენობა. ჭეშმარიტება ერთია და ვინც ის იცის ისინიც ერთნი არიან, რადგან ყველა სიყვარულს ავრცელებს და გამოხატავს, დგას სიყვარულის მხარეს როგორც ერთი! მრავალ ადამიანს ესმის სულის ძახილი, მაგრამ ძალიან ცოტას გააჩნია მოწოდება გაჰყვეს ამ გზას!
" გიყვარდეს საკუთარი მოძმე, როგორც საკუთარი სული. გაუფრთხილდი მას როგორც შენს თვალის ჩინს" ნებისმიერი ცოცხალი არსების თვალებით ღმერთი გვიყურებს, ანუ ღმერთი იმყოფება ჩვენს გვერდით ნებისმიერი სიცოცხლის სახით, ამიტომ მოძმის სიყვარული ღმერთის სიყვარულის გამოხატულებაა, სიყვარულის გამოხატვა და პირადი მაგალითია. ნებისმიერ სიცოცხლეს უნდა მოვეპყრათ დიდი სიყვარულით და გაუფრთხილდეთ მას. გიყვარდეს ღმერთი ნიშნავს გიყვარდეს მისი ნებისმიერი ფორმა და არსი, თანდასწრება სიცოცხლის სახით!
"თუ სახლის პატრონმა იცის, რომ მოდის ქურდი, ის იფხიზლებს მანამდე, სანამ ქურდი არ მოვა, და ის არ მისცემს უფლებას ქურდს შეაღწიოს მისი მეუფების სახში(სასუფეველში, იქ, სადაც ის სუფევს), რათა წაიღოს მისი საგნები(ენერგია). თქვენ კი იფხიზლეთ სამყაროს წინაშე, ძლიერად დადექით, რათა ყაჩაღებმა არ მონახონ თქვენთან მოსასვლელი გზა. რამეთუ საჭირო, რასაც თქვენ ეძებთ, ნაპოვნი იქნება". ყაჩაღებში იგულისხმება აგრესიული ძალები და ენერგიები, რომლებსაც შეპყრობილი ყავთ ადამიანი უარყოფით მდგომარეობით და ეძებენ გზას რათა გაავრცელონ უარყოფითობა სხვა ადამიანებზეც! ანუ ერთმა უარყოფითმა, აგრესიულმა, ანერვიულებულმა ადამიანმა შეიძლება შინაგანი წონასწორობა დააკარგვინოს, აანერვიულოს, უარყოფით მდგომარეობაში და ემოციებში ჩააგდოს სხვა მრავალი ადამიანი. თუ სახლის(სხეულის) პატრონმა იცის, რომ მოდის ქურდი(ადამიანის შემპყრობელი ენერგიები და ძალები რომლებიც იწვევენ განსჯას, განკითხვას, უარყოფითობას ემოციებით, ნერვიულობით და ა.შ.) ის ფხიზლობს, რათა გარემოსთან(ასეთ ადამიანებთან) ურთიერთობისას არ დაუშვას საკუთარ თავში სიყვარულის შემცირება, და თუ მაინც მოხდა ეს, კვლავ აღადგინოს იგი. მოსწავლე იმოსება სიყვარულით, განიცდის სიყვარულს, პასუხობს სიყვარულით, გამოხატავს სიყვარულს და სიყვარულის პირადი მაგალითია(ავრცელებს მას), ამიტომ იგი ძლიერია(შემზადებულია) ქურდებისა და ყაჩაღების დასახვედრად. მაგრამ თუ ადამიანი ვარდება უარყოფით განცდებში, ნერვიულობს, ცუდად პასუხობს, ამჟღავნებს გაღიზიანებას, მაშინ ქურდები და ყაჩაღები ადვილად ნახავენ მასთან მისასვლელ გზას, ისინი უკვე მასში არიან და ძარცვავენ(მისი უარყოფითობით იკვებებიან). იმისათვის რომ გაძარცვო ადამიანი, ჯერ მას მეუფება(სიყვარული, წონასწორობა) უნდა დააკარგვინო. ამიტომ მომზადებული "სახლის პატრონი" ფხიზლადაა, თვალყურს ადევნებს საკუთარ შინაგან მდგომარეობას და ადვილად აფრთხობს ქურდებსა და ყაჩაღებს. იგი სიყვარულით, მშვიდად რეაგირებს ნებისმიერ უარყოფით, აგრესიულ მოქმედებასა და სიტყვაზე, რითაც იცავს საკუთარ სასუფეველს(სახლს, სხეულს). ასეთი ადამიანი იპოვის იმას, რასაც ეძებს(ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობით).
მოსწავლეებმა კითხეს იესოს: " რომელ დღეს მოდის ღვთის სასუფეველი(მეუფება, ზეციური სამეფო)?" იესომ უპასუხა: "ის არ მოდის, როცა ელოდებიან. არ იტყვიან: " აი, აქ!" - ან: "აი. იქ!" - მაგრამ მამის სასუფეველი(მეუფება, სამეფო) ვრცელდება დედამიწაზე, და ადამიანები ვერ ხედავენ მას". სასუფეველი არ მოდის როდესაც მას ელოდებიან, ანუ მეუფება, ღვთის სასუფეველი არ მიიღწევა ლოდინით, უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ყველაფერი თავისით მოხდება, ელოდება იმ დღეს როდესაც სასუფეველში მოხვდება ან მიწაზე დამკვიდრდება ღვთის სასუფეველი. იესო კი გვეუბნება, რომ ღვთის სასუფეველი ვრცელდება დედამიწაზე, მაგრამ მომლოდინე ადამიანები ვერ ხედავენ მას, რადგან არ ესმით ღვთის სასუფეველისა და ქრისტეს სწავლების არსი. უამრავი ადამიანი წაიკითხავს ამ სიტყვებს, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ იცნობს ღვთის სასუფევლისაკენ მიმავალ გზას, იმიტომ რომ "მთვრალები" არიან და გონება აქვთ დაბინდული. ვისაც ყურები აქვს ისმინოს და ვისაც თვალები აქვს დაინახოს, რათა შემდეგ არ თქვან, რომ არ ვიცოდით და არ გაგვიგიაო!
"ღვთის სასუფეველი(მეუფება, ზეციური სამეფო) გავს ადამიანს, რომელსაც გააჩნია საკუთარ მინდორში საიდუმლო განძი, ისე, რომ არ იცის მის შესახებ. და სანამ მოკვდებოდა ვერ იპოვა იგი, მან დაუტოვა მინდორი განძით საკუთარ შვილს. შვილმა არ იცოდა განძის შესახებ არაფერი და გაყიდა მინდორი. და მან, ვინც იყიდა მინდორი, მოვიდა, გათხარა, და იპოვა განძი. მან დაიწყო ფულის გაცემა პროცენტით იმ ადამიანებზე, ვიზეც სურდა". ღვთის სასუფეველი სიყვარულის სასუფეველია! ადამიანს გააჩნია საკუთარ თავში განძი(სიყვარული, მისი უდიდესი მარაგი სულის სახით), მაგრამ თუ ადამიანი მხოლოდ მიწიერი ცხოვრებით ცოცხლობს, მაშინ ის ვერ იპოვის სასუთარ სულს და შესაბამისად ვერ მიაგნებს განძს(სიყვარულს, სიყვარულის სასუფეველს). ასეთი ადამიანი ისე მოკვდება რომ განძის შესახებ არაფერი ეცოდინება. იგი ვერაფერს ეტყვის საკუთარ შვილს განძის შესახებ, რადგან თვითონ არაფერი იცის და შვილიც გაყიდის მინდორს(საკუთარ ცხოვრებას გალევს მცირედი სარგებელის მიღებაში) ისე რომ არაფერი ეცოდინება აუარებელი განძის შესახებ. მის მინდორს იყიდის სხვა ადამიანი(ის ვინც იცის განძის შესახებ), იგი ამოთხრის განძს და პროცენტებით გაასესხებს მას, ანუ სულიერი სწავლებებით გატაცებული ადამიანი, ის ვინც გაერკვა, გარკვეულ კანონებში, მანიპულირებს ამ ცოდნით(აპროცენტებს განძს) და ცდილობს მართოს იმ ადამიანების ცხოვრება ვინც არაფერი იცის განძის შესახებ, ცდილობს იყიდოს მათი მინდვრები და გააპროცენტოს მათი განძი. ანუ მიუხედავად იმისა რომ გარკვეული სულიერი კანონების მცოდნე ადამიანმა მიაგნო "სხვის"(განძს), იგი სინამდვილეში ისევე უცოდინარია, როგორც ყველა დანარჩენი, რადგან არ იცის იმის შესახებ, რომ მის საკუთარ მინდორშიც არის განძი, რომელიც არასოდეს ამოიწურება და საჭირო არაა სხვისი მინდვრის შეძენა, მათი განძის დაპატრონებისა და გაპროცენტების მიზნით. თუ ვინმე მიხვდება განძის ჭეშმარიტ არსს(მისი შესაძლებლობების უსაზღვრობას) იგი აზრადაც არ გაივლებს სხისი მიდვრების ყიდვას(ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას ეს უბრალოდ არ სჭირდება), ერთადერთი, რაც შეიძლება მოუვიდეს თავში, ეს აზრია იმის შესახებ რომ სხვებსაც გააგებინოს მათ მინდვრებში დამარხული განძის შესახებ, რათა ისინიც დატკბნენ სიმდიდრითა და ნეტარი ცხოვრებით! ვისაც ყურები აქვს ისმინოს! G.K ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული იერარქიის მეთოდიკა რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება მედიტაცია რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად იესომ თქვა(1) იესომ თქვა(2) სიზმრის იოგა(გაკვეთილი1) (გაკვეთილი 2)
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |