იესომ თქვა(2) (ის, ვინც აღიქვავს ამ სიტყვების განმარტებას, არ დააგემოვნებს სიკვდილს)
იესომ თქვა: " ყველა არსება, ყველა ქმნილება არიან ერთმანეთში და ერთმანეთთან; და ისინი ისევ განხორციელდებიან თავის საკუთარ ფუძეში. მატერიის ბუნება ხორციელდება მასში, რაც წარმოადგენს მის ერთადერთ ბუნებას. ის, ვისაც აქვს ყურები, დაე ისმინოს!" ვისაც "თვალები აქვს" და ღრმად იკვლევს ადამიანის ენერგეტიკულ სხეულს ის აღმოაჩენს რომ თითოეული არსება შეიცავს ყველა სხვა არსებას, ანუ წარმოდგენილია ყველა სხვა არსებით საკუთარ თავში. ადამიანის აურას გააჩნია შრეები, სეგმენტები, სექტორები, ბლოკები. ბლოკი იყოფა სექტორებად, სეგმენტებად, შრეებად. აურა ფრაქტალური სტრუქტურაა და მასში მოძრაობს ყველა ცოცხალი არსების ენერგია, ასე რომ ნებისმიერი არსება შეიძლება ნაპოვნი იქნეს ნებისმიერი ადამიანის აურაში და "ჩაითესოს" მატერიაში ამ ადამიანის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ იგი მატერიის ბუნებას დაემორჩილა! ვისაც სულიერი ყურები აქვს - დაე ისმინოს!
"ცოდვა არ არსებობს, მაგრამ თქვენ ხართ ისინი, ვინც აკეთებთ ცოდვას, როდესაც თქვენ ჩადიხართ ისეთ საქციელს რომლის ბუნებაც ჰგავს გარყვნილებას, რომელსაც "ცოდვას" ეძახიან. .. აი თქვენ რატომ ავადმყოფობთ და კვდებით, რამეთუ თქვენ გიყვართ ის, რაც თქვენ გატყუებთ. ვინც განჭვრეტს, დაე განჭვრიტოს! მატერიამ დაბადა ვნება, რომელის მსგავსიც არ არსებობს, რომელიც წარმოიშვა გადამეტებისაგან. მაშინ წარმოიქმნება ქაოსი, არეულობა მთელ სხეულში. აი რატომ გითხარით მე თქვენ: გამაგრდით, და, თუ თქვენ დასუსტდით, გაამაგრეთ საკუთარი თავი სხვადასხვა ფორმების ბუნებისადმი. მან, ვისაც ყურები აქვს ისმინოს!" აქ ისევ საუბარია გადამეტებაზე. ნებისმიერი ადამიანი რომელიიც ემონება სიამოვნებათაგან ტკბობას, ვნებას, იგი გადადის გადამეტებაში, ზედმეტობაში ამა თუ იმ მიმართულებვით. როგორც წესი ეს გადამეტებები სექსუალური მიმართულებით ხდება, რაც იწვევს გადამეტებებს კვებისა და ალკოგოლის კუთხით, და პირიქით! ასეთი გადამეტებები ამცირებენ ადამიანის ენერგეტიკას და შესაბამისად დამცავი ცეცხლის(აურის) შრეს, ვარდება იმუნიტეტი, იზრდება შეპყრობის ხარისხი და ალბათობა, უარყოფითობისა და აგრესიის ხარისხი, შედეგად ირღვევა სიყვარულის კანონი რასაც მოაქვს ავადმყოფობა და სიბერე. მატერიის სხვადასხვა ფორმას გააჩნია თავისი ბუნება, რის მიმართაც ფიზიკურ სხეულს უჩნდება დაუოკებელი ვნება, რადგან ისიც მატერიალურია და მათი ბუნება, და აქედან გამომდინარე მსგავსება დიდია. თუ ადამიანი კონცენტრირებულია მხოლოდ მატერიაზე ის ჩაეფლობა მის ვნებებში და "დაკარგავს " სულს! მატერიის ბუნებას კია არ უნდა დაუმორჩილოთ სული, არამედ პირიქით, სულს უნდა ემორჩილებოდეს მატერიალური ბუნება და ვნებანი, რომლებსაც სული ჩაანაცვლებს სულიერი ბუნების მქონე სურვილებითა და მისწრაფებებით.
" მშვიდობა თქვენ! ჩემი მშვიდობა.. , შეიძინეთ ის თქვენში! გაფრთხილდით, რამეთუ ვინმემ არ შეგიყვანოთ შეცდომაში, როდესაც იტყვიან: " აი, აქეთ!" ანდა "აი, იქეთ!" რამეთუ ღმერთის შვილი თქვენს შიგნითაა. მიყევით მას! ისინი, ვინც ეძებენ მას, იპოვიან მას. წადით და იქადაგეთ მეუფების სახარება. ეს მეტად მნიშვნელოვანი სიტყვებია, ჩვენი თანამედროვეობისათვის, რადგან დღეს ხშირად მოისმენთ საწინააღმდეგო აზრს იმის შესახებ, რომ ღმერთს ერთადერთი შვილი ჰყავდა იესო, და ყველა სხვა ადამიანი ცოდვაშია შობილი და მიწიერია თავით ფეხებამდე. ვინც ამას ამბობს ის სრულ უმეცრებაშია ჩავარდნილი. ღვთის შვილის პოვნა მხოლოდ ჩვენს შიგნითაა შესაძლებელი, რადგან ის ჩვენშია. ვინც საკუთარ თავში აღმოაჩენს სიყვარულის უნარს, გაზრდის მას და გადასცემს მართვის სადავეებს - მან იპოვა ღმერთის შვილი, და მიხვდა რომ სინამდვილეში მას ყოველთვის ღვთიური ბუნება, სიყვარულის ძალა და უნარი გააჩნდა, იმიტომ რომ იგი ღმერთის შვილია და ჰგავს მამას! ამ წუთიდან ის სიმშვიდეშია, აღარ ეშინია, ნეტარებას განიცდის, რადგან იცის რომ უძლეველი ძალა(სიყვარული) ზრუნავს მასზე და აგვარებს ყველა პრობლებას. ამ დღიდან მისი ყველა სურვილი სრულდება! ამ დღიდან მისი ცხოვრება ზეიმია, რადგან ყველაფერი თავისით მიდის მასთან. იგი მხოლოდ იმაზე ზრუნავს რომ იყოს მამასთან(სიყვარულის მდგომარეობა), ხოლო ყოველივე დანარჩენს აგვარებს ყოვლისშემძლე მამა!
" დაე უნაყოფოებმა ქმნან ნაყოფი, ბრმებს აეხილოთ თვალები, კოჭლებმა გაასწორონ ფეხი და პირდაპირ იარონ, ღარიბებმა გაიხარონ და მკვდრები აღსდგნენ, და დაუბრუნდეს ყოველი საკუთარ საწყისს და იყოს მასში, ვინც არის სიცოცხლის ფუძე და მუდმივი სიტკბო" ეს ძლევამოსილი ფრაზა ეხება სიყვარულის შესაძლებლობებს და გვიცხადებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ამიერიდან ცოდნა სიყვარულის შესახებ გახსილია, შესაბამისად აღიჭურვეთ სიყვარულის მდგომარეობით და " დაე უნაყოფოებმა ქმნან ნაყოფი, ბრმებს აეხილოთ თვალები, კოჭლებმა გაასწორონ ფეხი და პირდაპირ იარონ, ღარიბებმა გაიხარონ და მკვდრები აღსდგნენ, და დაუბრუნდეს ყოველი საკუთარ საწყისს და იყოს მასში, ვინც არის სიცოცხლის ფუძე და მუდმივი სიტკბო", - ანუ ამიერიდან ვერაფერმა და ვეღარავინ შეაჩეროს თქვენი სიცოცხლე(რომელიც არის სიყვარულის გამოვლინება).
"მე იმისათვის გავჩნდი და იმისათვის მოვედი, რათა დავამოწმო ჭეშმარიტება, და ყოველი, ვინც ჭეშმარიტებისაგანაა - შეისმენს ჩემს ხმას" მაცხოვარი ამ ფრაზით იმას გვეუბნება, რომ იგი იმისთვისაა მოსული რომ დაამოწმოს ჭეშმარიტება(სიყვარულის შესაძლებლობები, მისი ძალა და პრაქტიკულობა), მთელი მისი ცხოვრება სიყვარულის გამოვლინებაა, და ყველა მისი სასწაული სიყვარულის მდგომარებით განპირობებული ღვთიური ბუნების გამოვლინებაა! სიყვარულს შეუძლია მკვდრეთით აღდგენა, დაავადებათა განკურნება, შემპყობელთა განდევნა და ა.შ. ანუ ქრისტე, სიყვარულის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის შესაძლებლობების ჭეშმარიტი მაგალითა. ყველას ვისაც გააჩნია რაღაც მინიმალური სიყვარულის რაოდენობა მაინც - შეისმენს მის სიტყვებს და გაჰყვება სიყვარულის სწავლებას, ხოლო აბსოლიტურ უარყოფაში მყოფ ადამიანამდე არ დადის მისი სიტყვების არსი.
მოსწავლეებმა უთხრეს იესოს: " ოცდაოთხმა წინასწარმეტყველმა ილაპარაკა ისრაელში, და ყველა მათგანმა თქვა შენს შესახებ" . იესომ უთხრა მათ: " თქვენ მიატოვეთ ის, ვინც ცოცხალია თქვენს წინაშე, და თქვენ თქვით მათ შესახებ ვინც მკვდარია". ამ სიტყვებით იესო ეუბნება მოსწავლეებს, რომ ის მათ წინაშე დგას და ცოცხალია(სიყვარულის მდგომარეობაშია), ხოლო მოსწავლეები ვერ აცნობიერებენ ამ მდგომარეობაში ყოფნის უდიდეს სასწაულს და ეკითხებიან იესოს სხვა რაღაცეების შესახებ. ანუ მათ, რომ მართლა ესმოდეთ იესოს სწავლება და ხედავდნენ სიყვარულში მყოფ და სიყვარულით სრულყოფილ ადამიანს მათ წინაშე, მაშინ ასეთ განყენებულ კითხვას არ დაუსვამდნენ, არამედ სიყვარულზე და ქრისტეს ცნობიერებაზე შეეკიტხებოდნენ. იესო ოცდაოთხ წინასწარმეტყველს მკვდარს ეძახის(და მნიშვნელობა არა აქვს, ისინი ფიზიკურად მკვდრები არიან თუ არა), რადგან ისინი ქადაგებდნენ იესოს შესახებ, მაგრამ თვითონ არ იყვნენ სიყვარულის განცდაში. ადამიანი მკვდარია(სულიერად, ზეციურად, ღვთიურად არაა ცოცხალი) როცა ის არ განიცდის სიყვარულს. რადგან სიყვარული არის გზა, სიცოცხლე და ჭეშმარიტება. ფრაზა "ის ვინც ცოცხალია თქვენს წინაშე" - აღნიშნავს. რომ იესო იქ დგას მათ წინაშე სიყვარულით აღსავსე, სიყვარლის გამომხატველი და გამავრცელებელი, იგი ცდილობს მათ აუხსნას სიყვარულის ძლევამოსილება, ისინი კი სხვა თემაზე გადადიან, სხვა ადამიანების შესახებ ეკითხებიან, რადგან ვერ აცნობიერებენ, ვერ ხედავენ, მათ წინ მდგომი - სიყვარულში მყოფი ადამიანის - უდიდეს სასწაულს! G.K ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული იერარქიის მეთოდიკა რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება მედიტაცია რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად იესომ თქვა(1)
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |