იესომ თქვა (2)                             იესომ თქვა (3)                             იესომ თქვა(4)                                  იესომ თქვა ( 5 )

 

ყველა უფლება დაცულია

იესომ თქვა(1)

(ის, ვინც აღიქვავს ამ სიტყვების არსს, აღარ დააგემოვნებს სიკვდილს)

 

       იესომ თქვა:  -  "ის, ვინც დაწყურდა(შესვა, დალია, წყურვილი მოიკლა) ჩემ ბაგეთაგან, გახდება როგორც მე. მე ასევე, მე გავხდები ის, და იდუმალი გაეხსნება მას".
აქ მინდა ეს მოლკე ნათქვამი განვიხილოთ, მისი აზრი და შინაარსი. იესო გვეუბნება, რომ ის, ვინც იპოვა თავისი სულიერი საზრდო მის მიერ ნათქვამ სიტყვებსა და ქადაგებებში და ამით მოიკლა სულიერი წყურვილი, ის შეიძენს ქრისტეს ცნობიერებას. შემდეგ ამბობს, რომ თვითონაც გახდება ის ადამიანი რომელიც დაწყურდა მისი ბაგეთაგან. ანუ მათ ქრისტეს(სიყვარულის) ცნობიერება აერთიანებთ და ისინი სიყვარულს უჭერენ მხარს ისევე როგორც ერთი, გარდა ამისა ადამიანს გაეხსნება საიდუმლო ცოდნა, ის ცოდნა რაც იესოს აქვს იმიტომ , რომ ქრიტე(სიყვარული) შევა მასში(სიყვარულის მდგომარეობასთან ერთად) და დაფარული ცოდნა გაიხსნება. სიტყვებში "მე გავხდები ის", "მე" - ში იესო გულისხმობს სიყვარულს, ქრისტეს! ანუ ერთიც ქრისტე იქნება და მეორეც და ამიტომ გვეუბნება იესო სიტყვებს: -"მე გავხდები ის"! გარდა ამისა არის გარკვეული სიყვარულის დონე როდესაც ადამიანი ცნობს საკუთარ თავს სხვა ადამიანში, ნუ ეს ეხლა ასახსნელად ძნელია, თუმცა განდობილებმა იციან რაზე ვლაპარაკიბ! იესო ყველა ადამიანში ცნობდა საკუთარ თავს უბრალოდ აქ იგი უფრო , ხაზს უსვავს ამ უნარის ორმხროვობას. იესოს რომ ეთქვა "ის გახდება მე" - ეს უკეთესად გასაგები იქნებოდა ადამიანისათვის, მაგრამ მან იმიტომ თქვა
"მე გავხდები ის", რომ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სიყვარულის ცნობიერება შედის და ამაღლებს ადამიანს ქრისტემდე და "მე" - სა და "მას" შორის სხვაობა აღარ არის.

 

      მინდა ძველი და ახალი აღთქმის ზოგიერთი ნაწილების მიმოხილვა, რათა ადამიანებმა დაინახონ რაოდენ დიდი და განსხვავებული აზრი დევს მათში. თუ ადამიანები შეძლებენ დაინახონ იესო ისეთი როგორიც ის იყო და მიიღონ მისგან ის რაც მან მოუტანა ადამიანებს - "მონობა" დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ!


      იესომ თქვა: - "დაე ის, ვინც ეძებს, ნუ შეწყვეტს ძებმას მანამდე, ვიდრე არ იპოვის, და, როდესაც ის იპოვის, ის განცვიფრდება, და, თუ ის განცვიფრებულია, ის იქნება გაკვირვებული, და ის იმეფებს ყოველივეზე".
თქვენ უნდა შეეჩვიოთ იმას, რომ ამ ნათქვამებში სიტყვები ცოტა უცნაურადაა განლაგებული, მაგრამ ამჯერად ასეა საჭირო!
ამ გამონათქვამში იესო გვეუბნება რომ ვინც ეძებს მან უდა გააგრძელოს ეს ძებნა მანამდე სანამ არ იპოვის, იმიტომ რომ როდესაც იპოვის, მხოლოდ მაშინღა მიხვდება, რომ ყველაფრის გასაღები იპოვა, იპოვა ის რაც შეუფასებელია, უდიდეს საიდუმლოს შეეხო, ჭეშმარიტება აღმოაჩინა - რომელიც ანთავისუფლებს. ნაპოვნი განაცვიფრებს მას იმიტომ, რომ აქამდე სულ სხვა რამ ეგონა, აქამდე სულ სხვაგან იყურებოდა და სხვანაირი წარმოედგინა სამყარო, ეხლა კი ხედავს, რომ სინამდვილეში ყველაფერი განცვიფრებამდე მარტივია, იმდენად რომ "ჰოი საკვირველებავო" აღმოხდება! ჰოდა ამიერიდან ის მეფეა(მეუფეა) ყველგან და ყოველთვის. სადაც არ უნდა მოხვდეს, შიდა და გარე სამყაროს ფარგლებში ის მეუფეა - "სამყაროსა ზედა".

 

      იესომ თქვა: - " როდესაც თქვენ შეიცნობთ საკუთარ თავს, მაშინ თქვენ იქნებით შეცნობილნი და თქვენ გაიგებთ, რომ თქვენ - ცოცხალი მამის შვილები ხართ. და თუ თქვენ არ შეიცნობთ საკუთარ თავს, მაშინ თქვენ სიღარიბეში ხართ და თქვენ ხართ - სიღარიბე".

      აქ იესო გვეუბნება იმის შესახებ, რომ ყველაფერი იწყება საკუთარი თავის შეცნობიდან. საკუთარი თავის შეცნობას მივყავართ ღმერთის(მამის) შეცნობისაკენ, რადგან ჩვენ მისი შვილები ვართ და როგორც კი ამას აღმოვაჩენთ, მაშინვე ვხვდებით მამის ბუნებასა და "რაობას"!   ფაქტიურად აქ იესო გვეუბნება, რომ საკუთარი თავის შეცნობით თქვენ " იწყებთ საკუთარი თავის ღვთიური ძლევამოსილებისა და ყოვლადმომცველობის  გაზიარებას".  პირდაპირი გაგებით ზიარი ხდებით მამის სიყვარულის, შემძლეობის, თანდასწრების, ქმედების, ძალისხმევის, საშუალების და ა.შ. ანუ გრძნობთ და გამოცდილებით იცით საკუთარი ღვთისშვილობა. განა ღმეთის შვილისათვის არის რაიმე შეუძლებელი? განა ყოვლისშემძლე მამა დაუშვებს რომ საკუთარი შვილის თუნდაც ყველაზე დიდი სურვილი დარჩეს აუსრულებელი? საკუთარ შვილებზე უზომოდ შეყვარებული ყოვლისსემძლე მამა(ღმერთი) დიდი სიხარულით ასრულებს საკუთარი შვილის ყველა "კაპრიზს". ჰოდა გამოდის, რომ ადამიანს იმდენი შეუძლია, რამდენადაც შეიცნო საკუთარი თავი.   ადამიანი, ვინც არ შეიცნო საკუთარი თავი, ღარიბია როგორც სულიერად(იგი ვერ ხედავს და არ ცნობს საკუთარ მამას და მაშასადამე ღვთიურ წარმომავლობასა და შესაძლებლობებს) ასევე მატერიალური თვალსაზრისით(რადგან არ შეუძლია ხორცი შეასხას საკუთარ სურვილებს იმიტომ, რომ საკუთარი თავი მხოლოდ "მაიმუნისაგან წარმოშობილი ადამიანი გონია"). ასეთი ადამიანი მარტოა(იმიტომ რომ მამა(ღმერთი) აღიარებს მის თავისუფალ ნებას და აძლევს მას საშუალებას იყოს მარტო, თუ ასეთია ამ ადამიანის სურვილი), მას არ ეხმარება ყოვლისგამჭოლო და ყოვლადმყოფელი - ყოვლისსემზლე ძალა. შედეგად იმისათვის, რომ ასეთი ადამიანი იყოს მდიდარი, მან მხოლოდ საკუთარი შრომით(ყოველგვარი იღბლიანობის, კარგი დამთხვევების, შემოთავაზებებისა და გამართლების გარეშე) უნდა მოიხვეჭოს მატერიალური სიმდიდრე,  ან უნდა წაართვას სხვას(რაც დაუშვებელია და რაზეც ერთი ათად მოეთხოვება). გამოდის, რომ ადამიანი რომელმაც არ შეიცნო საკუთარი თავი ღარიბი იქნება სულიერადაც და მატერიალურადაც.  ამიტომ იესო ასეთ ადამიანს თვით -  სიღარიბეს უწოდებს. სიტყვა სიღარიბე ოკულტურ ენაზე - შესაძლებლობების(საკუთარი სურვილების(როგორც სულიერი ასევე მატერიალური) ასრულების საშუალებათა) სიმწირეს აღნიშნავს.  უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთის შვილობის აღიარება, მამის აღიარება - სიყვარულის მდგომარეობით ხდება!!!

 

          მოსწავლეებმა კითხეს იესოს; " გინდა შენ, რომ ჩვენ ვიმარხულოთ, და როგორ ვილოცოთ? როგორ მივცეთ შესაწირი და ვიკვებოთ თავშეკავებულად ?"

          იესომ თქვა: - "არ მოიტყუოთ, და ის რაც გძულთ, აქ ქმნათ.  რადგან ყველაფერი ღიაა ცის წინაშე. რამეთუ არაფერია საიდუმლო, რაც არ გამჟღავნდება, და არაფერია დაფარული,  რაც დარჩებოდა გაუხსნელი."

           როგორც ხედავთ ამ სიტყვებით იესო პსუხად საკუთარ მოსწავლეებს კონკრეტულად კი არ ეუბნება ეს ჭამეთ, ან ის ჭამეთო, ესე ილოცეთ, ან ისეო, არამედ მთავარს ეუბნება, რომ არასოდეს გააკეთოთ ის, რაც  გძულთო, ანუ გარემოენათა გამო არ ჩაიდინოთ ისეთი საქციელი და არ თქვათ ისეთი სიტყვები რაც არასწორად მიგაჩნიათ და რაც არ გიყვართო. ისეომ იცის, რომ რაც არ უნდა რჩევა მისცეს ადამიანებს, ისინი გარკვეულ გარემოებათა გამო მაინც დაარღვევენ კონკრეტულ მითითებებს და წავლენ სიყვარულის წინააღმდეგ და ამავე დროს იმედი ექნებათ რომ ამას ვერავინ გაიგებს. სინადვილეში ვერცერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა სიყვარულის წინააღმდეგ ვერ დარჩება შეუმჩნეველი, იმიტომ რომ ეს ნაბიჯები დაუყოვნებლივ აისახება ადამიანის ბედზე, ურთიერთობებზე, ჯანმრთელობაზე, სიუხვეზე, ცხოვრების ხარისხზე და მის ხანგრძლივობაზე.

     

          მოსწავლეებმა კითხეს იესოს: " გვითხარი ჩვენ, როგორი იქნება ჩვენი ბოლო?"

          იესომ თქვა: " საწყისი აღმოაჩინეთ, რომ ბოლო ეძებოთ?  რამეთუ, იმ ადგილას სადაც საწყისია, იქ იქნება ბოლო. ნეტარ არს ის ვინც იდგება საწყისში: და ის შეიცნობს დასასრულს, და ის არ დააგემოვნებს სიკვდილს".

          ეს გამონათქვამი თითქოს ერთი მხრივ ადვილი გასაგებია, მაგრამ შესაბამისი განდობისა და ცოდნა-გამოცდილების მქონე ადამიანებს გაუჭირდებათ მისი აზრის წვდომა. მოსწავლეები ეკითხებიან იესოს იმის შესახებ თუ როგორი იქნება მათი ბოლო, მათი დასასრული, ანუ სინამდვილეში მათ აინტერესებთ სიკვდილთან დაკავშირებული საკითხები. ერთი შეხედვით იესო მათ არ პასუხობს კონკრეტულად, რადგან ეს ძალიან შეზღუდული პასუხი იქნებოდა და თანაც მხოლოდ მათთვის განკუთვნილი. მეორეს მხრივ მისი პასუხი საყოველთაოა და ამ კონტექსტსი მაქსიმარურად კონკრეტული. საქმე იმაშია, რომ ბოლო მოსდევს საწყისს, ანუ ნებისმიერი ქნედება არის საწყისი და მას მოყვება შესაბამისი ბოლო(დასასრული). მოსწავლეებს აინტერესებთ მათი ბოლო, მაგრამ არ ესმით სად იყო საწყისი, რა ან ვინ იყო საწყისი, ამიტომ მათი კითხვა არაადეკვატურია.   იესო ეუბნება მათ, რომ ჯერ უნდა გაიგოთ, აღმოაჩინოთო ვინა ხართ სინამდვილეში(საწყისში) იმისათვის, რომ მიხვდეთო თუ რა გელით ბოლოსო. თუ ადამიანი აღმოაჩენს თავის საწყისს, ის აღმოაჩენს ღმერთს, შეიცნობს დასასრულს(რადგან საძებნელი აღარაფერია, ძიება დასრულებულია)მაგრამ ეს დასასრული არ იქნება სიკვდილი, იმიტომ რომ აღმოაჩენს სიცოცხლის წყაროს, ღმერთი და მისი საყვარელი შვილი არ ექვემდებარებიან სიკვდილს, ისინი ყოვლისშემძლე ძალას წარმოადგენენ! ამიერიდან მისთვის შეუძლებელი აღარაფერია!

     

          იესომ დაინახა ახალშობილი ბავშვები რომლებიც ძუძუს წოვდნენ. მან უთხრა თავის მოსწავლეებს: " ეს ახალშობილნი, რომლებიც ძუძუს წოვენ, გვანან მათ, ვინც შედის ღვთის სამეფოში(ღვთის სასუფეველში, ღვთის საუფლოში)".  მათ უთხრეს იესოს: " ესეიგი, თუ ჩვენ - ახალშობილნი ვართ, ჩვენ შევალთ სამეფოში(საუფლოში)?" .  იესომ უპასუხა მათ: " როდესაც თქვენ გააკეთებთ ორისაგან ერთს,  და როდესაც თქვენ გაკეთებთ შინაგან მხარეს როგორც გარე მხარეს,  და გარე მხარეს როგორც შიდა მხარეს,  და ზედა მხარეს როგორც ქვედა მხარეს, და როდესაც თქვენ გახდით მამაკაცსა და ქალს ერთს, რათა მამაკაცი არ იყოს მამაკაცი, და ქალი არ იყოს ქალი, როდესაც გააკეთებთ თვალს თვალების ნაცვლად, და ხელს ხელის ნაცვლად, და ფეხს ფეხის ნაცვლად, წარმოდგენას წარმოდგენის ნაცვლად, - მაშინ შეხვალთ საუფლოში".

          

          იესო მაღალი ხარისხის განდობილი იყო ამიტომ ის არ ხმარობს შემთხვევით სიტყვებს. ამ გამონათქვამის ბოლომდე ასახსნელად ბევრი წიგნის დაწერა შეიძლება რადგან ამოუწურავია ის სიბრძნე რაც მასში დევს, შევეცდები მოკლედ ავხსნა და აზროვნების მიმართულება მოგცეთ. დავიწყოთ იქიდან, რომ ახალშობილი გავს მას ვინც შედის ღვთის სამეფოში. აქ უამრავ რაღაცას ესმევა ხაზი: ახალშობილი არის ადამიანი რომელიც ისეთი იქნება როგორსაც გაზრდი, ანუ ის ჯერ არ არის ჩამოყალიბებული საკუთარ პირად მსოფმხედველობაში და ამიტომ არ ეწინააღმდეგება სამყაროს საოცრებებს, ეს არის მდგომარეობა როდესაც მასზე ზრუნავენ, კვებავენ, უვლიან, ზრუნავენ. ეს მდგომარეობა მიიღწევა მას შემდეგ რაც ადამიანი ცდილობს მუდმივად იყოს სიყვარულის განცდაში, შესაბამისად ის არ განიკითხავს, არ ბრაზობს, მას არ წყინს არაფერი და ა.შ. გარდა ამისა პირველი ხარისხის განდობილს ეწოდება ახალშობილი, მეორედშობილი, ანუ ბავშვი რომელიც გაფართოვებული თვალებით უყურებს სამყაროს იმ საოცრებებს რომელსაც  დიდები(ჩვეულებრივი ადამიანები, ვერ ხედავენ და არც უნდათ დაინახონ).  

         შემდეგ მოსწავლეები ეკითხებიან იესოს, ჩვენ თუ ახალშობილები ვართ, შევალთ სამეფოშიო? ანუ სინამდვილეში მათ აინტერესებს ეს საკმარისიაო? იესო კი ეუბნება ბათ, რომ - "როდესაც თქვენ გააკეთებთ ორისაგან ერთს ......."   ანუ ამ გრძელი ჩამონათვალით იესო ისევ სიყვარულის შედეგზე ლაპარაკობს. ადამიანს აქვს ორი მხარე, ორი ხელი, ორი ფეხი ორი თვალი და ა.შ. მას აქვს თავის ტვინის ორი ნახევარსფერო, ორგვარი ხასიათი, მოქმედების ორი პრინციპი.  ერთ მხარეს ეწოდება კაცი მეორეს ქალი.  მაგალითად მარჯვენა ნახევარსფერო არის ქალი ხოლო მარცხენა კაცი. მარცხენა ხელი და ფეხი ეკუთვნის ქალს, მარჯვენა კაცს. დიაფრაგმის ზემოთ კაცის სამეფოა ქვემოთ ქალის. ქალი და კაცი საწინააღმდეგო ხასიათის მატარებლები არიან, საწინააღმდეგო ბუნების, ამიტომ მათი ურთიერთობა ყოველთვის ტრაგედიით მთავრდება, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მათ შორის არის ჭეშმარიტი სიყვარული. სიყვარულის გარეშე ქალი და კაცი გამუდმებით ებრძვიან ერთმანეთს პირველობისა და გამარჯვებისათვის. თითოეული მათგანი ცდილობს დაჯაბნოს მეორე და თვითონ გამეფდეს. როდესაც ერთ ერთი მათგანი იმარჯვებს ადამიანი კვდება, ორგანიზმი იღუპება, ოჯახი იშლება.

აქ მე ოკულტურ ცოდნას გაძლევთ და ვისაც ყურები აქვს გაიგოს.

      ანუ ადამიანი განიცდის გაორებას მანამდე სანამ შინაგან კაცსა და ქალს არ გააერთიანებს ისე, რომ მათ აღარ იჩხუბონ და იკამათონ ერთმანეთში და არ დააუძლურონ ერთმანეთი. თუ ეს მოხერხდა(სიყვარულის საშუალებით აუცილებლად მოხერხდება), მაშინ მოსწავლე დღითი დღე ძლიერდება(რადგან შიდა ომი შეწყდა და ენერგია ფაქტიურად აღარ იხარჯება). ასეთი ადამიანის შიგნით სიმშვოდე, სიყვარული და სიხარულე მეფობს, ანუ ცათა სასუფეველი მკვიდრდება,  ღმერთის სამეფო! მესამე თვალი, მაშინ იწყებს ფუნქციონირებას როდესაც, მამაკაცური და ქალური თვალი ერთიანდება, როდესაც მარჯვენა და მარცხენა მხარე(ნახევარსფერო) ერთდროულად ფუნქციონირებს თანაბარი აქტიურობით.  ეს მხოლოდ სიყვარულით მიიღწევა!!! 

 

           იესომ თქვა: თუ თქვენ ხართ ჩემი მოსწავლეები და თუ ისმენთ ჩემ სიტყვებს, ეს ქვები დაიწყებენ თქვენ მსახურებას."

  ანუ ჩვეულებრივი ქვაც კი, რომელიც თავისთვის დევს, მოსწავლის მხარდამჭერი გახდება, თუ მოსწავლე სიყვარულშია. სამყარო(რეალობა) სიყვარულში მყოფი ადამიანის მხარდამჭერი ხდება და ის აღარ არის მარტო. იყო იესოს მოსწავლე ნიშნავს იყო სიყვარულის მოსწავლე. ამ გამონათქვამში უდიდესი სიბრძნე დევს.

        

        იესომ თქვა: "ნეტარია ის ლომი, რომელსაც შეჭამს ადამიანი, და ლომი გახდება ადამიანი. და დაწყევლილია ის ადამიანი, რომელსაც შეჭამს ლომი, და ლომი გახდება ადამიანი."

   ამ გამონათვამის სწორად გასაგებად საჭიროა გავითვალისწინოთ ის მომენტი რომ ლომი(ამ შემთხვევაში) არის ცხოველური ბუნების(აგრესიის) სიმბოლო. ანუ, თუ ცხოველური ბუნება შეჭამა ადამიანურმა, მაშინ ლომი ხდება ადამიანი(ლომი მაღლდება ადამიანამდე, ცხოველური ბუნება ხდება ადამიანური) და დალოცვილია ასეთი ლომი. მაგრამ თუ ცხოველურმა ბუნებამ(ლომმა) შეჭამა ადამიანური(უფრო ამაღლებული ვიდრე ცხოველურია), მაშინ ლომი ხდება ადამიანი და დაწყევლილია ასეთი ადამიანი(რადგან იგი ფაქტიურად ცხოველია ადამიანურ სხეულში).

 

        იესომ თქვა: " იყო მდიდარი ადამიანი, რომელსაც ქონდა ბევრი სიმდიდრე. მან(მდიდარმა ადამიანმა) თქვა: "მე გამოვიყენებ ჩემს სიმდიდრეს, რათა დავთესო, მოვიმკა, დავრგო, ავავსო ჩემი სათავსოები ნაყოფით, რათა არ მაკლდეს არაფერი". აი რაზე ფიქრობდა ის თავის გულში. და იმავე ღამით ის მოკვდა. ვისაც ყურები აქვს ისმინოს!"

        ყველამ უნდა იცოდეს რომ სიცოცხლე, სხეული, სიმდიდრე, ურთიერთობები, ჯანმრთელობა ეს მხოლოდ საშუალებებია, ინსტრუმენტებია იმისათვის, რათა გამოვხატოდ და გავავრცელოთ სიყვარული. მაგრამ, თუ ადამიანი იყენებს სხეულს, სიმდიდრეს, ურთიერთობებს, ჯანმრთელობას სიცოცხლეს - სხვა ნებისმიერი მიზნისათვის, ანუ "არადანიშნულებისამებრ"? მაშინ ასეთი ადამიანი დაუყოვნებლივ, ან ნელ ნელა დაკარგავს ყველაფერს. სული, ადამიანს ეტაპობრივად აძლევს ენერგიას რათა ადამიანმა მოიხმაროს ეს ენერგია, ჩადოს იგი სიყვარულის გამოხატვასა და გავრცელებაში, მაგრამ თუ ეს არ ხდება და ენერგიის ნაწილი მაინც ხმარდება უარყოფითი აზრების, ემოციებისა და გრძნობების წარმოებასა და გამოხატვას, მაშინ ენერგიის მიწოდება სულის მიე ადამიანის მიმართ სულ უფრო მცირდება, შედეგად ადამიანი ავადდება, ბერდება და კვდება. თუ სული მივიდა დასკვნამდე, რომ ადამიანი არ შეცვლის საკუატარ დამოკიდებულებას ღვთიური ენერგიის არამიზნობრივი ხარჯვისა და დისკრიმინაციის მიმართ, მაშინ ის დაუყოვნებლივ ტოვებს სხეულს, უბრალოდ გადაკეტავს ენერგიის წყაროს და ადამიანი კვდება მომენტალურად. კონკრეტულად ამ გამონათქვამში სიმდიდრეზეა საუბარი. სიმდიდრე ინსტუმენტი და საშუალებაა სიყვარულის გამოსახატავად და გასავრცელებლად და ამაზე ზრუნვაა საჭირო პირველ რიგში, რადსგან სწორედ ამ მიზნით ეძლევა ადამიანს ნებისმიერი რაოდენობის სიმდიდრე, სიუხვე, ფული და დოვლათი. პირველ რიგში ზრუნვა იმაზე, რომ ფულმა უფრო მეტი ფული შექმნას და კიდევ უფრო მეტი გარანტიები შეუქმნას მის მფლობელს, უგუნურებაა და ყოველთვის კრახით მთავრდება. თუ ფული და დოვლათი ემსახურება სიყვარულს - ის მატულობს, მაგრამ თუ ნებისმიერ სხვა მიზანს, მაშინ იკლებს და მეტად საშიშ მდგომარეობაში, სასიკვდილო მდგომარეობაში აყენებს მფლობელს! იესო რომ გვეუბნება, იმ კაცსაც ეს დაემართა, უბრალოდ ამ კაცის სული მიხვდა რომ იგი არასოდეს ჩააყენებდა სიმდიდრეს სიყვარულის სამსახურში, შესაბამისად არც საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ურთიერთობებს მოიხმარდა ამ მიზნით, ჰოდა დაუყოვნებლივ შეუწყვიტა ენერგიის მიწოდება,  რათა არ დაეშვა ღვთიური ენერგიის შემდგომი დისკრიმინირება და არამიზნობრივი ხარჯვა, შედეგად ადამიანი ადგილზე მოკვდა! ვისაც ყურები აქვს გაიგოს!!!

         G.K
 

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©