იესომ თქვა(3)(ის, ვინც აღიქვავს ამ სიტყვების განმარტებას, არ დააგემოვნებს სიკვდილს)
"ის, ვინც ჩემს სიახლოვესაა, ცეცხლის სიახლოვესაა, და ის, ვინც შორსაა ჩემგან, შორსაა სასუფევლისაგან(ღვთის სამეფოსაგან, სამეუფოსაგან, მეუფებისაგან)" ადამიანებმა არ იციან რომ ის რაც სხეულს აცოცხლებს, ამოძრავებს, იცავს და ინახავს - არის ცეცხლი! რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით უფრო მეტი ცეცხლი მოძრაობს მის სხეულში. ცეცხლი სამსახოვანია: 1. - მამა, ელექტრული ცეცხლი(ნების ცეცხლი), 2. - ძე, მზის ცეცხლი(სიყვარულის ცეცხლი), 3 - დედა, სულიწმინდა, ხახუნის ცეცხლი(სხეულის ცეცხლი). იესო სულიერი ადამიანია, ამიტომ მასში სამივე ცეცხლი მაქსიმალურად გიზგიზებს და იესო მოსიარულე ცეცხლია. სამება ნიშნავს სამი ცეცხლის ერთობლიობას, გაეთიანებას, პლაზმის სხეულს! თუ ადამიანმა სიცოცხლის მანძილზე მოახერხა სამიცეცხლის შერწყმა, მაშინ ის შექმნის პლაზმის(სინერგიული ცეცხლის მუდმივ სხეულს), რომელიც არასოდეს დაიშლება. ასეთი სხეული თვით ფიზიკურ სხეულსაც კი ინახავს უდიდესი დროის მანძილზე. ის, ვინც შეიცნო სამება, სასუფეველშია, მეუფეა, მან აღმოაჩინა ღმერთის სამეფო, აღმოაჩინა, რომ ღმერთის შვილია და მისი თვისებები, შესაძლებლობები და უნარები გააჩნია მემკვიდრეობით! მამა ზრუნავს საკუთარ შვილზე, თავს ევლება და ცივ ნიავს არ აკარებს მას! დაკარგული შვილი დაუბრუნდა მას და ამიერიდან მუდმივი ნადიმია! შვილი ხარობს ძლევამოსილი მამისა და საკუთარი წარმომავლობის არმოჩენით, სახლში დაბრუნებით, ჭეშმარიტი თავისუფლებით, ხოლო მამა შვილის დაბრუნებით.
"მე - სინათლე ვარ, რომელიც ყველაზეა. მე - ყველაფერი ვარ: ყოველივე ჩემგან გამოვიდა და ჩემთან დაბრუნდება. გაჭერი ხე, მე იქ ვარ; აწიე ქვა, და შენ მიპოვი იქ მე" როდესაც იესო გვეუბნება "მე" - ის გულისხმობს სიყვარულს. ადამიანებს რატომღაც მიაჩნიათ, რომ ღმერთი ზეცაშია, ქვისაგან აგებულ შენობებშია, ხისგან აგებულ შენობაში და ა.შ. ისინი ვერ ხედავენ, რომ ნებისმიერი სიცოცხლე სიყვარულის გამოვლინებაა, ღმერთის თანდასწრების მანიფესტირება. ღმერთის გარეშე ვერცერთი სიცოცხლე ვერ იარსებებს, ვერცერთი ფორმა ვერ იმოძრავებს, არაფითარი პროცესები არ წარიმართება. ღმერთი ყველგანაა, რადგან სიცოცხლის გარემოცვაში ვართ მუდმივად. ღმერთი ხის მორშიცაა, ქვაშიც და ა.შ. ღმერთი ადამიანის თვალებით იყურება. თუ ცოცხალი ღმერთის რწმენა არა აქვს ადამიანს, ესეიგი ის ვერ ხედავს ღმერთს, მის მოძრაობებს, მის ფორმებს, მის მზადყოფნას თავს შემოევლოს საკუთარ შვილებს. რადგან ღმერთი ყველგანაა, შეუძლებელია ვინმეზე, ან რაიმეზე გაბრაზდე(ეს ღმერთზე გაბრაზების ტოლფასია), შეუძლებელია უკმაყოფილო იყო, პრეტენზუა გამოთქვა, განსაჯო ან განიკითხო(განა შეიძლება ღმერთი განსაჯო ან განიკითხო?).
"მეუფე ამზადებდა სადილს, და როდესაც მოამზადა, მან გაგზავნა მეორე ადამიანი რათა მოეწვია სტუმრები. ის მივიდა პირველ სტუმართან და უთხრა: "ჩემი მეუფე გპატიჟებს შენ". მან უპასუხა: " მე უარს ვამბობ სადილზე, რაგან საღამოს ვაჭრები მოვლენ ჩემთან და უნდა ვივაჭროთ". ადამიანი წავიდა მეორესთან და უთხრა: " ჩემმა მეუფემ მიგიწვია შენ". მან უთხრა პასუხად: " მე ვიყიდე სახლი, და მე არ მექნება დრო ამ სადილზე მოსასვლელად". ადამიანი წავიდა სხვასთან და უთხრა მას: " ჩემი მეუფე გეპატიშება შენ". მან უპასუხა: "ჩემი მეგობარს ქრწილი აქვს, და მე უნდა მოვამზადო ყველაფერი, ასე, რომ ვერ სევძლებ მოსვლას". ადამიანი კვლამ მივიდა შემდეგთან და უთხრა: " ჩემი მეუფე გეპატიჟება შენ". მან უპასუხა: " მე გადასახადი უნდა ავკრიფო, არ შემიზლია მოსვლა, უარს ვამბობ". ადამიანი დაბრუნდა მეუფესთან და უთხრა: ისინი, ვინც შენ მოიწვიე სადილზე, უარს ამბობენ:. მეუფემ მიუგო ადამიანს: " წადი გზებზე, ვისაც იპოვი, ისინი მოიყვანე, რათა მათ ისადილონ". მყიდველები და ვაჭრები ვერ შევლენ იმ ადგილას სადაც მამაა". ეს გამონათქვამი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრ ადამიანს ეხება. ღმერთი თითოეულ ჩვენთაგანს სათითაოდ ეპატიჟება სასუფეველში, საუფლოში. ადამიანი იღებს მოწვევას თანხმდება მას მაშინ, როდესაც გადაჰყავს საკუთარი თავი სიყვარულის მდგომარეობაში. ამ მდგომარეობაში ყოფნა არის გზა, რომელიც მას მეუფემდე მიიყვანს. მაგრამ სამწუხაროდ ყოველი ჩვენთაგანი მუდმივად დაკავებულია, და ამიტომ უარს იძახის სიყვარულის მდგომარეობაზე(მოწვევაზე), რადგან ჰგონია, რომ ამაზე მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე აქვს გასაკეთებელი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ის უარს ამბობს მამასთან მისვლაზე იმიტომ, რომ არ სცალია. ყოველი ჩვენთაგანი ეძებს და მიილტვის მამისაკენ, რომელიც მას მოუვლის, მიხედავს, დააპურებს, და სადილს, ნადიმს მოაწყობს მის დასახვედრად, მაგრამ როდესაც მას ეპატიჟებიან(სთავაზობენ სიყვარულის პრაქტიკას, კულტივირებას, მდგომარეობას), იგი ვერ იცლის ამისთვის! ღვთის სასუფეველი აქვეა, სულ ახლოსაა, ერთ ნაბიჯშია - მხოლოდ ხელი უნდა გაიწვდინო! ადამიანმა უნდა ისწავლოს სიყვარულის წარმოება, გამოხატვა და გავრცელება!
"როდესაც ის გახდება ცარიელი, ის აივსება სინათლით, მაგრამ, როდესაც ის გაიყოფა, ის აივსება სიბნელით". ამაყ ადამიანს მიაჩნია, რომ მან ბევრი იცის, ამიტომ მას არ ესმის ჭეშმარიტების ენა, იგი არ ეძებს ჭესმარიტებას, იგი მხოლოდ ძალაუფლებას, აღიარებას და სხვებზე ბატონობას ეძებს. იმისათვის რომ მიიღო სწავლება, სწორად უნდა აფასებდე საკუთარ თავს, უნდა დაუშვა, რომ სინამდვილეში არავითარი ცოდნა არ გაგაჩნია და რომ ჭშმარიტება სიყვარულშია. მხოლოდ დაცარიელების შემდეგ, მას შემდეგ რაც მიხვდება, რომ სინამდვილეში წიგნებში წაკითხულ ცოდნას არაფერი აქს საერთო ჭეშმარიტებასთან, მზადაა ადამიანი აღივსოს ჭეშმარიტი სწავლებით - რომელიც არის სინათლე. ადამიანი გაყოფილია, თუ ის სიყვარულის მდგომარეობაში არაა, რადგან ამ დროს ის მუდმივად მსჯელობს, განიხილავს რა უფრო უკეთესია, ორჭოფობს, ეჭვი ეპარება, განიკითხავს, ეძებს დამნაშავეს, ცდილობს აირჩიუს უფრო ხელსაყრელი პოზიცია რათა გაინაღდოს კარგი მომავალი. ასეთი ადამიანი მუდმივად ედავება საკუთარ თავში, თავის ერთ ნაწილს, რომელიც არ ეთანხმება მას. ანუ მუდმივად დგას საკითხი იმის შესახებ, რიმ ისე მოიქცეს როგორც გული კარნახობს, თუ ისე, როგორც უფრო ხელსაყრელი და მარტივია. ადამიანთა უმრავლესობა ორადაა გაყოფილი და მუდმივად ეკამათება საკუთარ თავს! ადამიანს არასწორად ჰგონია, რომ მისი მომავალი, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მარიფათიანად მოიქცევა იგი აწმყოში, რამდენად დაასწრებს სხვას, რამდენ კაცს შეაწუხებს თხოვნით, მოიმადლიერებს სამომავლოდ, რამდენს ეპირფერება, რამდენს მიუჩენს საკადრის ადგილსა და პასუხს, დასჯის, სამაგიეროს გადაუხდის, ხელს შეუშლის და ა.შ. ჭშმარიტება კი იმაშია, რომ მომავალი კეთილდღეობა პირდაპირპროპორციულია აწმყოში განცდილი სიყვარულისა! ამიტომ საკუთარ თავთან საკამათო არაფერია, ჩვენ ვზრუნავთ სიყვარულზე, ის კი აგვარებს ყველა პრობლემას. ასე, რომ არც არაფერის განსასჯელი, და არც განსაკითხია ვინმე, რადგან მათ რაც არ უნდა გააკეთონ, და როგორც არ უნდა გააკეთონ თქვენს მიმართ, მომავალი ამით არ განისაზღვრება. მომავალს მხოლოდ სიყვარული განსაზღვრავს. სიყვარული და განსჯა განკითხვა ერთად ვერ იქნება. სიყვარულში შეუძლებელია განკითხვა და განსჯა და პირიქით გასჯა განკითვის შეჩერების გარეშე შეუძლებელია სიყვარული. ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს განსჯა განკითხვა და დაუბრუნდეს სიყვარულს.
"ორნი დაისვენებენ ერთი და იმავე ადგილას, ერთი მოკვდება მეორე იცოცხლებს" ადამიანებმა არ იციან(რადგან ვერ ხედავენ), რომ სიყვარული დამრთავრდება თუ არა - ადამიანი კვდება! სიყვარული ნებისმიერ მომენტში შეიძლება დამთავრდეს, თუ ადამიანი შეგნებულად არ აწარმოებს მას. ხანდახან ხდება სიყვარულის შემცირება ხანგრძლივი დროის მანძილზე, მაგალითად როდესაც ადამიანი ნერვიულობს გაუთავებლად რამე საკითზე, განიკითხავს, განსჯის, ამ დროს სიყვარული მცირდება და შესაბამისად ადამიანი ავადდება და კვდება. მაგრამ სიყვარული შეიძლება მომენტალურად ამოიწუროს, თუ ადამიანი უცებ ძალიან გაბრაზდა, ანერვიულდა, აფეთქდა, ასეთ შემთხვევაში ხდება ინფაქტი, ინსულტი, ავარია, სასიკვდილო ტრამვა და ადამიანი დაუყოვნებლივ იღუპება. . იესოც ამაზე ლაპარაკობს როდესაც გვეუბნება, რომ ერთიდაიმავე სიტუაციაში ერთი მოკვდება და მეორე გადარჩებაო. პირველს უბრალოდ სიყვარული დაუმთავრდება(რადგან არასოდეს უწარმოებია იგი, არასოდეს გაუზრდია), ხოლო მეორეს ექნება გულში სიყვარულის მარაგი და ის გადარჩება. სიყვარულს ნებისმიერი მოძრაობა, აზროვნება, ქმედება მოითხოვს, თუ იგი ბოლომდე დამთავრდა ადამიანი უბრალოდ მოკვდება იქ სადაც დგას. ვისაც ყურები აქვს ისმინოს!
"თქვენ ეძებთ ადგილს სიმშვიდეში, რათა არ გახდეთ გვამი და თქვენ არ შეგჭამონ" როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, სიმშვიდე ინახავს სიყვარულს და პირიქით! თუ ადამიანი მშვიდად არაა ის კარგავს სიყვარულს, თუ ადამიანს არ უყვარს, ის ვერ იქნება სიმშვიდეში(წონასწორობაში). თუ ადამიანს სიყვარული(შესაბამისად სიმშვიდე) უმთავრდება, უთავდება, ის დაუყოვნებლივ მოკვდება, გვამი გახდება და მის სხეულს სხვა ცოცხალი არსებები შეჭამენ. სიყვარული განსაზღვრავს შეთანხმებულობის ხარიხსს, შეთანხმებულობის გარკვეული ხარისხის გარეშე, ვერც ერთი სხეული ვერ იცოცხლებს, რადგან მისი სიცოცხლისათვის აუცილებელია მილიარდობით უჯრედმა და ელემენტარულმა ნაწილაკმა შეთანხმებულად იმუშაოს. ვისაც ყურები აქვს ისმინოს!
მოსწავლეებმა კითხეს იესოს: " რომელ დღეს მოგვევლინები შენ ჩვენ, და რომელ დღეს გიხილავთ შენ?" იესომ თქვა: "როდესაც თქვენ გაშიშვლდებით და არ შეგრცხვებათ და აიღებთ თქვენს თანსაცმელს, დადებთ მას თქვენს ფეხებთან, პატარა ბავშვების მსგავსად, გათელავთ მას, მაშინ თქვენ დაინახავთ მის შვილს, ვინც ცოცხალია, და თქვენ არ შეგეშინდებათ". გაშიშვლებას აქ აქვს ორგვარი მნიშვნელობა, ერთი მხრივ ეს ნიშნავს ყოველგვარი ნიღბების მოხსნას, როდესაც ადამიანი გარეთ ერთია, სახლში მეორე, ხოლო საკუთარ თავთან მესამე. "შიშველი" ადამიანი ყველგან ისეთია, როგორც არის სინამდვილეში. ყოველგვარი ნიღამი(ტანსაცმელი) უნდა დაიდოს ფეხებთან და გათელილ იქნეს. მეორეს მხრივ აქ პირდაპირ საუბარია საკუთარი სხეულის დატოვებაზე, როდესაც სული ტოვებს სხეულს(ტანსაცმელს), ტრეინიგის შედეგად ითვისებს სხეულის დატოვების უნარს. ყველა ვინც ამ პრაქტიკას მისდევს, სხეულის დატოვების შემდეგ ხედავს, რომ თავზე ადგია საკუთარ ფიზიკურ სხეულს და აღმოაჩენს, რომ ის ისეთი ლამაზი არაა, როგორიც ეგონა. შემდეგი რასაც "გაშიშვლების" პერიოდული პრაქტიკისას აღმოაჩენს ადამიანი, ეს არის მისი კონტაქტები, ურთიერთობა რომელიც განპირობებულია იმით, რომ ის სხეულს გარეთაა და ადვილად ეკონტაქტება მასწავლებლებს. სხეულს გარეთ მყოფი ადამიანი აღმოაჩენს სხვა "ცოცხალ" ადამიანებს, ღმერთის შვილებს, და მიხვდება რომ თვითონაც ცოცხალია! კიდევ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ადამიანმა უნდა დათრგუნოს ფიზიკური,სხეულებრივი სურვილები და გათელოს ისინი(ასკეტიზმი). G.K ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული იერარქიის მეთოდიკა რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება მედიტაცია რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად იესომ თქვა(1) იესომ თქვა(2) სიზმრის იოგა(გაკვეთილი1) (გაკვეთილი 2)
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |