იესომ თქვა(5)(ის, ვინც აღიქვავს ამ სიტყვების არსს, აღარ დააგემოვნებს სიკვდილს)
იესომ თქვა: "ღვთის სამეუფო(სასუფეველი) ქალს ჰგავს, რომელმაც აიღო ცოტაოდენი საფუარი, ჩადო ის ცომში და გაანაწილა ის დიდ პურებში, ვისაც ყურები აქვს ისმინოს" საფუარც ცომში ძალიან მცირე რაოდენობით დებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა მთელი ცომი ფუვდება, იცვლება, მზადდება გამოსაცხობად. სწორედ ამდაგვარად ღვთის სასუფეველი ჩვენშია სიყვარულის წილით, და თუ მას მივცემთ მოქმედების საშუალებას, მაშინ ჩვენ ღვთის ჭშმარიტ შვილად "გამოვცხვებით". სიყვარული სრულყოფისაკენ ცვლის და გარდაქმნის ჩვენს სხეულს, სამშვინველს, ენერგეტიკას, ბედს, სიცოცხლის ხანგრძლივობას, მის ხარისხს, ურთიერთობებს და ა.შ. ვისაც სულიერი ყური აქვს - შეისმინოს!
იესომ თქვა: "უბედურია სხეული, რომელიც დამოკიდებულია სხეულზე, და უბედურია სამშვინველი რომრლიც ორივე მათგანზეა დამოკიდებული". სადღეისოდ, ისევე როგორ ორი ათასი წლის წინათ, ბევრი ადამიანი ეძახის სხეულებრივ ურთიერთობას - სიყვარულს. ასეთი ადამიანის სხეულის სურვილებს ემორჩილება, მისი სხეული მიჩვეულია საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას და ამიტომ იგი ძლიერაა დამოკიდებული სხვის სხეულთან ურთიერთობაზე. ეს პროცესი ხშირად იმდენად შორს მიდის, რომ დამოკიდებულება გადადის ემოციურ გრძნობით დონეზე(სამშვინველი). ასეთ ადამიანს გონია რომ სექსის გარეშე ცხოვრებას აზრი არა აქვს. როდესაც ფიზიკური, და გრძნობით-ემოციური სხეული, მიჯაჭულია სხვა ადამიანის სხულზე - ასეთი ადამიანი უბედურია! იგი ნელ ნელა კარგავს სიყვარულის უნარს და ეშვება ცხოველურ განცდებში. ასეთი ადამიანის გრძნობები და ემოციები მიჯაჭულია როგორც საკუთარი სხეულზე(როგორც სიამოვნების ობიექტზე) ასევე სხვის სხეულზე(როგორც სიამოვნების წყაროზე). ასეთი ადამიანი უბედურია.
იესომ თქვა: "ადამი წარმოიშვა დიდი ძალისა და დიდი სიმდიდრისაგან, და ის თქვენი ღირსი არაა, რამეთუ..... სიკვდილის". ადამიანი ღმერთის შვილია, ყველა ადამიანი ღმერთის შვილია, ანუ დიდი ძალისა და სიმდიდრისაგან არის წარმოქმნილი, ასეთი იყო პირველი ადამიანი, სიმბოლურად ადამი საწყისი ადამიანია, სიყვარულის ადამიანი. მაგრამ დღევანდელი ადამიანები სუსტები და ღარიბები არიან როგორც სულიერად ისევე ფიზიკურად. ეს იმიტომ ხდება, რომ უარს ამბობენ სიყვარულზე, არ ზრდიან მის რაოდენობასა და ხარისხს. ასეთი ადამიანები მოკვდავები არიან, აგრესიას(სიკვდილს) ეთაყვანებიან, მას აძლიერებენ! ამიტომ ადამი(საწყისი, სიყვარულის, სიცოცხლის ადამიანი) არ არის ჩვენი(მოკვდავნი, აგრესიის ადამიანები) ღირსი.
იესომ თქვა: "რატომ წახვედით მიდორში? რომ ნახოთ ლერწამი როგორ რხევა ნიავზე, და ნახოთ ადამიანი, რომელსაც ატარებს რბილ ტანსაცმელს? შეხედეთ, თქვენი მეფენი და შეძლებული ადამიანები - ისინი ატარებენ რბილ ტანსაცმელს და მათ არ შეუძლიათ შეიცნონ ჭეშმარიტება" ადამიანები ატარებენ რბილ, მოქნილ, ლამაზ სამოსს, მაგრამ ისინი ლერწამივით ირხევიან უარყიფით და დადებით ემოციებსა და გრძნობს შორის. გარემოებათა მუდმივად მქროლავი ნიავის ზეგავლენით ადამიანები მთელი დღის განმავლობაში მრავალჯერ უარყოფენ სიყვარულს(ღმერთს) და ამჟრავნებენ უარყოფით, აგრესიულ, ცხოველურ ბუნებას. ის ვინც უპირველსად ზრუნავს ლამაზ ტანსაცმელზე, გართობაზე, სხეულზე და არა სიყვარულზე, მათ არ შეუძლიათ შეიცნონ ჭეშმარიტება. G.K.
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული იერარქიის მეთოდიკა რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება მედიტაცია რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად იესომ თქვა(1) იესომ თქვა(2) სიზმრის იოგა(გაკვეთილი1) (გაკვეთილი 2) |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |