ყველა უფლება დაცულია
იერარქიის გაკვეთილებიიესოსაუბარი 5 "თუ თქვენ გწამთ ჩემი სიტყვების, რომელსაც მე ვამბობ, შეგიძლიათ ითხოვოთ, რასაც ისურვებთ და მოგეცემათ თქვენ" იესო ამონარიდი ჩემი დღიურიდან
კითხვა: - სიყვარულის ინტენსიური პრაქტიკის დროს თითქოს დრო და სივრცე იცვლება, ანუ ვატყობ ცვლილებებს სიტუაციურს, განწყობითს, სასიკეთო რაღააცები თავისით მზადდება და ხდება ჩემს თავს. მგრამ როგორ შეიძლება ჩემმა შინაგანმა გრძნობებმა ზეგავლენა იქონიონ დროსა და სივრცეზე თუ ისინი ჩემგან დამოუკიდებლად არსებობენ? პასუხი: - როგორც უკვე აგიხსენი, სიყვარული ახდენს სასწაულს. დრო და სივრცე ილუზიაა, მაგრამ რადგანაც სიყვარულის საწყისი ბუნება არასაკმარისად გაქვს გაცნობიერებული, და რადგან ხშირად ტოვებ ამ მდგომარეობას, უარს იძახი მასზე და უფლებას აძლევ მდაბალ და უხეშ გრძნობებს დაიმორჩილონ შენი პიროვნება, ამიტომ დრო და სივრცე რეალურად გეჩვენება. მათი რეალურობა იმდენად დიდია, რაც უფრო მცირე უფლება გაქვს მათზე. სივრცე და დრო შენი შინაგანი სამყაროს პარამეტრებით განისაზღვრება. მათ არ გააჩნიათ დამოუკიდებელი ბუნება და პარამეტრები. ჩვეულებრივ, ადამიანები ამას ვერ ხედავენ, რადგან დრო და სივრცე მათგან დამოუკიდებელ, რეალურ ჭეშმარიტებად მიაჩნიათ, შედეგად ისინი ქცევითა და აზროვნებით დამოკიდებულნი ხდებიან იმაზე, რაც მათზეა დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში ისინი ვერ ახერხებენ სასწაულის მოხდენას, იმიტომ რომ წარმოდგენა არა აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე, ჭეშმარიტება მათთვის დაფარულია, ხოლო ილუზია ხილული და მდგრადი. ლოგიკა მკაცრია, თანმიმდევრული და გათვლილი. ასეთი აზროვნების მიერ შექმნილი დროისა და სივრცის მახასიათებლებიც ასეთივეა. არც ქაოტურად მოაზროვნე ინდივიდების დრო და სივრცეა სასწაულმოქმედი, რადგან იქ სრული უწესრიგობაა, ქაოსია, დაულაგებელი აზრებისა და ცვალებადი გრძნობების კორიანტელი. როგორც ერთ ასევე მეორე შემთხვევაში საქმე გვაქვს მოვლენილი დროისა და სივრცის სრულ შეუთანხმებლობასთან. ესეიგი შენ ავლენ დროსა და სივრცეს, მაგრამ იძულებული ხარ დაემორჩილო მათ, რადგან ვერ ათანხმებ მათ ერთმანეთთან და ვერ ზემოქმედებ მათ მახასიათებლებზე, ანუ ვერ ფლობ. გამოდის რომ შენ ავლენ საკუთარ სასუფეველს, მაგრამ ის არ არის ღვთიური ნეტარების მომტანი და უბრალოდ იტანჯები დროისა და სივრცის მიერ. შენ ავლენ სივრცეს(საკუარ სხეულს, სამყაროს, მატერიას და ა.შ.), ავლენ დროს(თანმიმდევრული ცვალებადობის ლოგიკურობა), მაგრამ თავად ემორჩილები მათ ზეგავლენას, განიცდი სივრცის ცვალებადობას დროის ზეგავლებით, ნაცვლად იმისად რომ გააცნობიერო, რომ შენ ხარ შემმოქმედი და სივრცეცა და დროც შენს მიერ იმართება(გაუცნობიერებლად). ნებისმიერი სასწაული არის დროითა და სივრცით მანიპულირება, როგორც მძერწავი ძერწავს მშვენიერ ქანდაკებას, ასევე შემმოქმედი ოსტატურად ფლობს დროსა და სივრცეს რათა შექმნას საკუთარი ღვთიური მოვლინების შესაბამისი პირობები და დრო! დრო ისევე როგორც სივრცე - ემორჩილება სიყვარულს. რადგან ადამინი განუდგა სიყვარულს და აირჩია სხვა მდგომარეობები აზრები და გრძნობები, იგი ვეღარ იმორჩილებს გამოვლინების ვერტიკალსა და ჰორიზონტალს, იტანჯება სასუფეველში რომელიც თავად მოავლინა და თავად აახლებს ყოველდღიურად, მაგრამ რომელსაც ვერ ფლობს. ვისაც ყურები ავს უნდა გაიგოს, იმიტომ რომ სიყვარულშია მათი ხსა. ციხის კედლებს შენ თვითონ ქმნი, ციხის უფროსიცა და გუშაგნიც, კარის მცველნიცა და პირობებიც შენი მოვლენილია. რატომ არიან ისინი ასე დაუნდობელნი? რატომ გექცევიან ცუდად? რატომ მოხვდი აქ, ამ პირობებში? იმიტომ რომ თავად ხარ დაუნდობელი, ცუდად ექცევი სხვებს საკუთარ აზრებში, წარმოდგენებში შეპყრობილი გყავს და სჯი მათ, ცუდად ექცევი და არ გიყვარს. ასეთი მკაცრი შინაგანი ლოგიკა, აზომვა აწონვა, გათვლა, განსჯა, განკითხვა, პრინციიპები და ა.შ. ქმნიან შესაბამისი მახასიათებლების მქონე დროსა და სივრცეს. დრო და სივრცე დაუყოვნებლივ იცვლება როგორც კი იწყებ სიყვარულის კულტივირებას, გრძნობებში, აზრებში, წარმოდგენებში, შთაბეჭდილებებში ქცევაში და ა.შ. თავიდან ეს შეუმჩნეველია, მაგრამ თანდათან სულ უფრო შესამჩნევი ხდება. ყველა ვინც სიყვარულს მიყვება სასწაულით ცხოვრობს! კითხვა: ხანდახან პირად პასუხისმგებლობას ვგრძნობ, პირად შეცდომებს, ამის განცდა არასასიამოვნოა, რატომ შევდივარ ხანდახან ასეთ განცდებში? პასუხი: არსებობს აზროვნება, წარმოდგენები, ემოციები, გრძნობები, ქმედებანი რომლებიც ემსახურებიან, იღებენ ხელმძღვანელობას სიყვარულისაგან(სულისაგან, ქრისტეს ცნობიერებისაგან) და აზრები, წარმოდგენები, ემოციები, გრძნობები, ქმედებანი რომლებიც ემსახურებიან, იღებენ ხელმძღვანელობას პიროვნებისაგან. სიყვარულისაგან წამოსული ხელმძღვანელობა არასოდეს არ წარმოქმნის დანაშაულის გრძნობას იმიტომ რომ ადამიანი გამოხატავს ღმერთის ნებას, შესაბამისად მისი პიროვნება ვერ იქნება პასუხისმგებელი ვერაფერზე. მეორეს მხრივ თუ ადამინი მოქმედებს როგორც პიროვნება, მაშინ ის უშვებს უამრავ შეცდომას ემსახურება რა საკუთარ ინტერესებს, ნაცვლად იმისა რომ იზრუნოს ერთობლივ ინტერესებზე. შედეგად წარმოიშვება შინაგანი კონფლიქტი პიროვნებასა და სულს შორის, რადგან სული ზრუნავს ყველაზე, ხოლო პიროვნება მხოლოდ საკუთარ თავზე. ანუ პიროვნება მძიმდება პასუხისმგებლობით სიყვარულის წინაშე, რასაც ის განიცდის ამა თუ იმ დონეზე. პიროვნება რომელიც მოქმედებს მარტო(სულის გარეშე) აუცილებლად წარუმატებელია! შედეგად მას უკვე უჩნდება შიშები ყველა შემდგომი ნაბიჯის მიმართ. იზრდება დაძაბულობა, ნვროზი და ა.შ. სიყვარული არის გზა სიცოცხლე და ჭეშმარიტება! სიყვარულის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჭები, აზრები და გრძნობები ამცირებენ შესაბამისად სიცოცხლეს, გზას და ჭეშმარიტების აღქმის უნარს. G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |