ყველა უფლება დაცულია

იერარქიის გაკვეთილები

იესო

საუბარი 4

 

"თუ თქვენ გწამთ ჩემი სიტყვების, რომელსაც მე ვამბობ, შეგიძლიათ ითხოვოთ, რასაც ისურვებთ და მოგეცემათ თქვენ"

                                                                                                                                                                                                         იესო

 

ამონარიდი ჩემი დღიურიდან

 

 

         კითხვა: ვხედავ რომ სიყვარულის მდგომარეობაში ხანგრძლივად ყოფნისას, ანუ ყოველდღიურად  ხშირად დაბრუნება სიყვარულის მდგომარეობაში რაღაცას უშვება დროს, თითქოს დროის მახასიათებლები იცვლება, თითქოს იქ სადაც აქამდე ყველაფერი გათვლილად, რუტინულად, ერთნაირ ტემპში მიდიოდა, ეხლა ახალი რაღაცეები მზადდება, ჩნდება, იცვლება, ჩემს აზროვნებაშიც კი ახალი იდეები ჩნდება და არამარტო ჩნდება არამეტ მჯერა კიდეც რომ გამოვა მათი ხორცშესხმა. კიდევ უფრო დიდი სასწაული ის არის რომ რამდენჯერაც არ გამომდის ამ იდეის ხორცშესხმა დაბრკოლებათა გამო, იმდენად უფრო ვცდილობ, თუმცა ადრე თავს ვანებებდი ხოლმე ასეთ დროს. ბოლოს ყველაფერი გამოდის და იდეალურადაც. ანუ მემგონი სასწაულები ხდება ჩემს გარშემო და მე მათ ვამჩნევ! ეს არ არის უსწრაფესი მატერიალიზაცია ან ამის მსგავსი რამე, მაგრამ ჩემი ცხოვრება სავსეა სასიკეთო ცვლილებებით რომლებიც თავისით ხდება. მე ვხედავ სასწაულებს ჩემს ცხოვრებაში. რას უშვება სიყვარული დროს?

        პასუხი: მართლაც რომ ხედავ! სიყვარულის დანახვა ყველაზე დიდი მადლია. შენ ფაქტიურად სასწაულს აკვირდები და აღწერ მას. სასწაული კი იმაში მდგომარეობს, რომ სიყვარული აუქმებს დროს! ყოველთვის როდესაც რაღაცას გინდა მიაღწიო - საჭიროა დრო, მაგრამ როდესაც სიყვარულის მდგომარეობაში ხარ, ამ მდგომარეობის ინტენსივობის პირდაპირ პროპორციულად მცირდება ის დრო, რაც უნდა გასულიყო, რომ მიგეღწია მიზნისათვის! ანუ დრო მცირდება! როდესაც მთლიანად ამ გრძნობაში ხარ, და უკვე აღარასოდეს ტოვებ მას, მაშინ დრო აღარ არსებობს შენთვის. ეს იმას ნიშნავს რომ შეგიძლია ყველაფრის პირდაპირი მატერიალიზაცია, რომ არ ბერდები, არ ავადდები და არასოდეს არაფერი გიჭირს.

       კითხვა:  კი მაგრამ რა მოსდის დროს?

       პასუხი:   დრო არ არსებობს! ეს ილუზიაა! რადგან სიყვარული ჭეშმარიტებაა, ის აუქმებს და ფანტავს ილუზიას!  ჭეშმარიტება და ილუზია ერთად ვერ იარსებებენ! იქ სადაც ჭეშმარიტებაა - ილუზია ბოლომდე იფანტება! როდესაც შენ სთავაზობ სასწაულს საკუთარ თავს(ირჩევ რა სიყვარულის მდგომარეობას), ამავე დროს შენ სთავაზობ მას სხვას და მეც. ანუ სასწაული ეხება ყველას და ყველაფერს საკუთარი არსებობით!  იცხოვრო სასწაულით(სიყვარულით) ნიშნავს გამოისყიდო საკუთარი შეცდომები და საშუალება მისცე სხვა ადამიანებს გამოისყიდონ თავიანთი შეცდომები(ცოდვები ანუ  უსიყვარულო ქმედებები, აზრები, გრძნობები, წარმოდგენები, საქმეები). სწორედ უსიყვარულოდ დარჩენილი გრძნობები, აზრები წარმოდგენები, შთაბეჭდილებები და ქმედებანი ქმნიან დროს და მისი არსებობის ილუზიას. ახდენ რა სასწაულს - შენ რწმუნდები საკუთარ შესაძლებლობაში იყო შემმოქმედი. სასწაული - ეს გზაა, რომელშიც თითოეული სული, რომელიც სულიწმინდას ემსახურება, ერთიანდება ჩემთან, რათა გავანთავისუფლოთ ღმერთის ყველა ქმნილება.

      კითხვა: ქუჩაში სიარულისას უყურებ ადამიანებს და ვამბობ, მიყვარს ეს ადამიანი, მიყვარს ეს..... მიყვარს ეს კაცი, ეს ქალი, ეს ბავშვი და ასე შემდეგ, წამიერად უყურბ მათ და ვამბობ რომ მიყვარს და მერე სხვაზე გადავდივარ. ეს ძალიან მომწონს, რადგან ასეთი პრაქტიკისას ნეტარების უფაქიზეს, ნაზ ტალღებს ვგრძობ საკუთარ ენერგეტიკაში. ეს მეხმარება შევცურო სიყვარულის მდგომარეობაში ნაზად, ფაქიზად და მონოტონურად. მინდა ყველას ვასწავლო ეს!  ეს აზრი და წინადადება ნელნელა იწვევს ჩემში სიყვარულს, მემგონი არ მეჩვენება?

      პასუხი: აზრი, გრძნობა და წარმოდგენა მუდმივად ერთმანეთს იწვევენ. ისინი მოძრაობენ გადადიან სხვადასხვა მდგომარეობებში, იკრიბებიან ერთად და ისევ იფანტებიან რათა ისევ შეიკრიბონ. რადგან შენი მიზანია სიყვარული გამოიწვიო, შეგიძლია ნებისმიერი მათგანის საშუალებით გამოიწვიო დანარჩენი ორიც. აზრს შეუძლია გამოიწვიოს შესაბამისი გრზნობა და წარმოდგენა, ისევე როგორც გრძნობა იწვევს შესაბამის აზრებზა და წარმოდგენებს, წარმოდგენას კი შეუძლია გამოიწვიოს შესაბამისი გრძნობა და აზრები. შენი მოქმედების ტაქტიკაც ამას ემყარება და როდესაც ორნი ან სამნი იკრიბებიან შენი გამოწვევით(სახელით), მაშინ შენც იქ ხარ, მათ შორს - სიყვარულის მდგომარეობაში.  რადგან დრო ილუზიაა და იგი მხოლოდ ნაკლები სიყვარულის შედეგია, გამოდის რომ შენ კრიბავ ამ სამეულს რათა გამოიწვიო სიყვარულის მდგომარეობა, ჭეშმარიტი საწყისი მდგომარეობა, ღვთიური მდგომარეობა, რომელიც აუქმებს დროის არსებობის ილუზიას - ანუ დროს. შესაბამისად მიმდინარე მოვლენები, სიტუაციები, რეალობაც სასწაულებრივად(დროის გვერდის ავლით) იცვლება!!!  უნდა გაიგო რომ მექანიკური, ტექნოკრატიული მიდგომა ჭეშმარიტებისადმი შეუძლებელია. დრო, სივრცე და რეალობა არ განისაზღვრება ტექნიკური მონაცემებით, რადგან ისინი არ არსებობენ, ხოლო ის რაც განისაზღვრება და იზომება - თვით ილუზიაა, და მისი საზომი ერთეულებიცა და ინსტრუმენტებიც ამ ილუზიის ნაწილია!

    მიყევი მაგ პრაქტიკას, შენ არ გეჩვენება, სიყვარული მართლაც იღვიძებს შენში, ამ პრაქტიკას ძალზედ შორს მიმავალი შედეგები ექნება. ის ყველაფერს შეცვლის დუკეთესობისაკენ, სასწაულისაკენ!!! 

    კითხვა: გამოდის რომ არსებობს მხოლოდ ორო მდგომარეობა, ერთი უსიყვარულო და მეორე სასწაულმოქმედი?

    პასუხი: სინამდვლეში არსებობს მხოლოდ ერთი მდგომარეობა - სასწაულმოქმედი! მეორე, უსიყვარულო მდგომარეობა - ილუზიის მოვლინების სასწაულია! ის, რომ რაღაცა, შეიძლება ვერ მიიღო დაუყოვნებლივ, არის ილუზია, შედეგი, იმისა, რომ სიყვარული მივიწყებულ იქნა, დროებით დამალული, დამტვერილი და ადრე თუ გვიან მტვერი გაიფანტება და სიყვარული გამოანათებს. დრო - არის გამონათებებს შორის პერიოდები. როდესაც ჭეშმარიტება(სიყვარული) დაიმკვიდრებს საკუთარ საწყის და ყოვლისმომცველ პოზიციებს, მაშინ დრო გაჩერდება, გაიფანტება, დასრულდება. იყო უსიყვარულო მდგომარეობაში ნიშნავს შეანელო საკუთარი თავი, შეუქმნა მას დაბრკოლება, წინააღმდეგობა, სიძნელე, მოავლინო დროის ილუზია! 

    კითხვა: დროზე ზემოქმედება შესაძლებელია?

     პასუხი:  დრო ილუზიაა, მაგრამ მას შეუძლია გამოგფიტოს ან თვითო გამოიფიტოს! თუ ილუზორულს იღებ როგორც რეალურს, მაშინ დრო გამოგფიტავს. მაგრამ თუ ჭეშმარიტების(სიყვარულის) კულტივირებას ეწევი, მაშინ ხედავ დროის ილუზიას, შესაბამისად გემატება რწმენა, ამჩნევ სასწაულებს და სიამოვნებით ბატონობ დროზე(ილუზიაზე). დროის(ილუზიის) გარეშე, მამა და შვილი ერთია, " მე და მამა ერთი ვართ".  დროზე ბატონობა სიყვარულით მიიღწევა! სიყვარული ჭეშმარითებაა, ჭეშმარიტება უცვლელია, ყველაფერი რაც იღებს ჭეშმარიტებას უცვლელია. ადამიანის სული სიყვარულის გამოვლინება ამიტომ ის უცვლელია და მუდმივი. ადამიანის პიროვნება ხშირად ეწინააღმდეგება სიყვარულს, რადგან უვიცია, ამაყი და აქედან გამომდინარე აგრესიული, შედეგად ის მეტად ცვალებადია, დროს ემორჩილება, იფიტება და იშლება.

    კითხვა: სიმშვიდის შენარჩუნება ხანგრძლივად ძნელი ყოფილა, ყველაზე ძნელი რამ, არ მეგონა ასეთი ძნელი თუ იყო, რას მივაქციო ყურადღება?

    პასუხი: სიმშვიდე მხოლოდ პატიებით მიიღწევა! თუ არ გსურს აპატიო მაშინ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებ. პიროვნება პრინციპებით ცხოვრობს, ის ამაყია, თავნება, ბუტია, სიმართლისათვის მებრძოლი. ასეთ პიროვნებას უჭირს პატიება. პატიების გარეშე სიმშვიდე არ მოვა, ხოლო თვით პატიება სყვარულს მოაქვს. ვინც გიყვარს მას ყველაფერს პატიობ!

G.K.

საწყისი გვერდი

 

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©