ყველა უფლება დაცულია იერარქიის გაკვეთილებიიესოსაუბარი 3
"თუ თქვენ გწამთ ჩემი სიტყვების, რომელსაც მე ვამბობ, შეგიძლიათ ითხოვოთ, რასაც ისურვებთ და მოგეცემათ თქვენ" იესო
ამონარიდი ჩემი დღიურიდან
ჩვეულ რეჟიმში და ცნობიერების მდგომარეობაში ადამიანი დროს ემორჩილება, ლოგიკას, გეგმებს, სწორხაზობრივ ცვლილებებს. არსებობს თეორია რომ ყველაფერს დაგეგმვა სჭირდება, ლოგიკური გათვლა, ნაბიჯნაბიჯ მიყოლა და დრო. მაგრამ რა არის დრო თუ არა ცვლილებათა სისწრაფე და მიმართული თანმიმდევრულობა. მე სხვა რამეს გთავაზობ! დრო არ არსებობს! ყველაფერი შეიძლება სხვაგვარად იყოს. ლოგიკის, გათვლის თანმიმდევრული ერთმიმართულებიანი ცვლილებების სამყაროში ყველაფერი შავთეთრია და მკვდარი. ლოგიკა, გათვლა ქმნის ცვლილებათა ცალმხრივ მიმართულებას და ეს დროში ცხოვრების მაგალითია. ყველაფერი იცვლება და მიდის ერთი მიმართულებით, სიკვდილიდან სიბერისა და სიკვდილისაკენ. მე სხვა რამეს გთავაზობ, ცხოვრებას დროის გარეშე, დროის და მაშასადამე ლოგიკის, გათვლებისა და გეგმების მიღმა. თქვენ ყველანი მიეჩვიეთ მიაღწიოთ საწადელს, მიზანს, ლოგიკური ნაბიჯებით, გათვლებით, დასახული გეგმებით, ძალით, ეშმაკობით, ტყუილით, ტანჯვით, დაყვავებით ან დაშინებით, მოსყიდვით და ა.შ. ეს ყველაფერი დროში ცხოვრების მეტად გამრუდებული მკვდარი სახეა. მაშ როგორ აღწევს სასურველს, მიზანს, ადამიანი რომელიც დროის მიღმა ცხოვრობს? სასწაულით!!! დიახ სასწაულით!!!! დაფიქრდით იმის შესახებ თუ რა არის სასწაული? სასწაული არის შედეგი რომლისთვისაც სწორხაზოვანი მოქმედებანი არ განგიხორციელებულა, ლოგიკური გათვლებითა და განსჯა, გაანგარიშებით არ მიგიღწევია, ეს არის ის - რაც უბრალოდ მოხდა!!! ყველა ადეპტი სასწაულით ცხოვრობს და აღწევს მიზანს და ყველაფერს რაც სჭირდება. ყველა მოსწავლე სწავლობს სასწაულებრივ ცხოვრებასა და დროის მიღმა ფუნქციონირებას, მიზნების მიღწევას სასწაულით და არა ლოგიკური გათვლებით. სასწაული ხდება ყოველთვის სიყვარულის გამო და შედეგად, სიყვარული მჟღავნდება როგორც სასწაული. როდესაც რაიმე თავისით ხდება და მოდის ადამიანის ცხოვრებაში - ეს სასწაულია! ანუ იცხოვრო სასწაულით ნიშნავს იცხოვრო სიყვარულით! სიყვარული აერთებს წარსულსა და მომავალს, ქმნის აწმყო წერტილს სადაც ყველა მოვლენა და საშუალება პირდაპირ ეხლაა შესაძლებელი. რაც მეტია სიყვარულის გრძნობა, მით მეტია სასწაულის მოლოდინი და გამოვლენა. სიყვარული ამზადებს და ქმნის დიდ და პატარა სასწაულებს. თანამედროვე ადამიანს სასწაული ჰგონია მაინცდამაინც მატერიალიზაცია ან სხვა ასეთი, მე გაჩვენეთ თქვენ საწაულებრივი ცხოვრების მაგალითი 2000 წლის წინ, თუმცაღა ეს აღქმული იქნა არასწორად, თითქოს მე განსაკუთრებული ვიყავი და ამიტომ შევძელი სასწაულები! ყველა თქვენგანს შეუძლია იგივე, თუ სიყვარულს გამოიწვევთ საკუთარ თავში. სიყვარული არის ღმერთი და შესაბამისად რაც მეტია თქვენში ღმერთი(სიყვარული), მით მეტი სასწაულის მოხდენა შეგიძლიათ. ეს არის სასწაულებრივი ცხოვრება დროის მიღმა. კაცობრიობა მატერიაში
ჩაიძირა, მათ არ სწამთ ღმერთის(სიყვარულის), შედეგად ყველაფერი მათ ცხოვრებაში
ლოგოკური, გათვლილი და დაგეგმილია, მოსაწყენია. სასწაულები თითქმის არ ხდება. რაც
ნაკლები სიყვარული აქვთ მით ნაკლები სასწაული ხდება მათ ცხოვრებაში და მით ნაკლებათ
სწამთ მათ სიყვარულის. სასწაული ერთდროულად საწყისიცაა და დასასრულიც, ალფაცა და ომეგაც, ამიტომ იქ არ არსებობს ფიზიკური კანონები, არ არსებობს დრო. მუდმივობა გამოიხატება და არა დრო. სასწაული ამოძირკვავს წარსულს აწმყოში და ამით ანთავისუფლებს მომავალს. ხშირად წარსული მოიცავს ბევრ უარყოფითს, აგრესიულს, წყენას, ტანჯვას, რაც ხელს უშლის სიყვარულის წარმოებას, გამოხტვასა და გამოვლენა გავრცელებას. სიყვარულის გრძნობა, მისი განცდა შესაძლებელია თუ ადამიანი ივიწყებს წარსულს რათა აწარმოოს სიყვარული საკუთარ თავში, გამოიწვიოს იგი. წყენა, ნეგატივი, უარყოფითი გრძნობები - არის წარსული აწყმყოში. ვინც სიყვარულს იწვევს ის ძირკვავს წარსულს აწმყოში და შედეგად განიცდის სიყვარულს. განიცდის რა სიყვარულს ის დროებით ივიწყებს წარსულს. წარსულის ხშირი დავიწყება ძირფესვიანად ამოძირკვავს მას როგორც არარსებულს. ხდება წარსულის, კარმის წაშლა, ამოძირკვა გასუფთავება. წარსულის ნეგატივი, აგრესია და უარყოფითობა, უსიყვარულო რეაქციებისა და ქმედებათა შედეგია. ისინი დღემდე მოგყვებიან იმიტომ, რომ ვერ გიპატიებია! პატიების გარეშე ვერ დაივიწყებ წარსულს. აპატიე და გაპატიებენ! აპატიე და განთავისუფლდი! აპატიე და შეიყვარე! სასწაული ჭეშმარიტების(სიყვარულის) გამოხატულებაა. ისინი დამარწმუნებელია, რადგან დარწმუნებულობისაგან მოდიან. დაწწმუნებულობის გარეშე სასწაულები გადაგვარდებიან მაგიად, უაზრობად, გონების დამანგრეველ არაშემოქმედებით გამოყენებად. ყოველი დღე უნდა მიუძღვნა სასწაულს. დროის დანიშნულებაა გასწავლოს მიზნის მიღწევა ეტაპობრივად, მაშასადამე დრო, ადამიანისათვის(რომელსაც არ გააჩნია სიყვარულის წარმოების ნება) არის სწავლის საშუალებაცა და მიზნის მიღწევის საშუალებაც. ასეთი ადამიანი დროში სწავლობს მიზნის მიღწევას სხვადასხვა საშუალებებით. ასეთი ადამინი ყველაფერს აღწევს სწორხაზოვნად, დროში, პირადი მცდელობების შედეგად დალაგებული გეგმებით, ლოგიკური გათვლებით, სხვა ადამიანების შეწუხება ექსპლუატაციით, ტყუილით, მოთხოვნით ან თხოვნით, უმძიმესი მუშაობით, წელებზე ფეხის დადგმით, პირფერობით, სიმართლის დამალვით, ტყუილით, მლიქვნელობით, დაშინებით, დამონებით, აგრესიული რიტორიკით, ქმედებით, შეტევით, ეშმაკობით, ძალით და ა.შ. დრო ჩერდება როდესაც ადამიანი იწყებს სიყვარულის გამოწვევას საკუთარ თავში. სიყვარულის გამოჩენა გამოწვევით, დროის სასწავლო ფუნქცია უსარგებლო ხდება, დრო ჩერდება. სასწაული მოულოდნელი წანაცვლებაა სხეულებრივი დონოდან უხილავ დონეზე. ამიტომ ის კურნავს და ამთლიანებს. სასწაული გვასწავლის ერთდროულად გაცემასაც და მიღებასაც. ის აძლიერებს გამცემსაც და მიმღებსაც. ადამინებს ძალიან უჭირთ გაცემა და ამით ზღუდავენ მიღებას. სასწაული მსახურებაა!!! G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |