იერარქიის მეთოდიკა

 

   ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს დროში იერარქიის მთავარი მეთოდიკა მდგომარეობს იმაში, რომ გადასცეს შთაგონება. მასწავლებლები ღიად არ კითხულობენ ლექციებს და არ ასწავლიან დიდ ქალაქებში; ისინი მუშაობენ მხოლოდ საკუთარი მოსწავლეებისა და განდობილთა მეშვეობით. თუმცა მათთვის შესაძლებელი გახდება სულ უფრო ხშირად გამოჩნდნენ ადამიანთა შორის, თანაც მათ იცნობენ, როგორც კი მერწყულის გავლენა მყარად დამკვიდრდება. ჯერჯერობით კი მასწავლებლებს უწევთ სამუშაოს შესრულება " სამყაროს აშრამის მდუმარებაში", როგორც მას ეწოდება; იქიდან ისინი შთააგონებენ თავის თანამშრომლებს, ხოლო ეს უკანასნელნი  თავისებურად შთააგონებენ მსოფლიო მსახურთა(მსახურება) ახალ ჯგუფს. მაშასადამე, თქვენ შეამჩნევთ, რომ მერწყულის მოქმედება იერარქიაზე(რამდენადაც თქვენ საკუთარი ევოლუციის წერტილზე შეგიძლიათ შეაფასოთ) მდგომარეობს იმაში, რომ მიიზიდოს შამბალის ენერგია, რომელიც, არსით, წარმოადგენს თვით სიცოცხლის ენერგიას, რომელსაც ნება აღაგზნებს.... პრინციპული სახის ენერგია, რომელსაც იერარქია დღემდე იყენებს , ეს, როგორც კარგადაა ცნობილი, სიყვარულის ენერგიაა. ეხლა მას უნდა დაემატოს სიცოცხლისმომცემი ნების ენერგია. საჭირო იქნება ახალი მეთოდის გამოცდა, ახალი მიდგომა კაცობრიობის პრობლემებისადმი და მუშაობის ახალი საშუალებები....

    დაე მსოფლიო მსახურთა ახალმა ჯგუფმა შეიმეცნოს თავისი მისია და გაარჩიოს მისადმი კაცობრიობის მოთხოვნები. როგორია ეს მოთხოვნები? მე მათ ჩამოვთვლი, შემდეგ გთხოვთ მიიღოთ ისინი მათი მთელი უბრალოებით  და  იმოქმედოთ შესაბამისად.

1. მიიღოთ და გადასცეთ სხვებს გასხივოსნება სულთა სამყაროდან.

2. მიიღოთ შთაგონება იერარქიიდან და გადასცეთ ის.

3. დაიჭიროთ გეგმის(სულიერი შრე) ხედვა ადამიანთა თვალების წინ, რამეთუ " ზემოდან შთაგონების გარეშე ხალხი დაუოკებელია".

4. იმოქმედოთ როგორც იერარქიასა და კაცობრიობას შორის მდგომმა ჯგუფმა, მიიღოთ სინათლე და ძლევამოსილება და გამოიყენოთ ისინი სიყვარულის შთაგონების ქვეშ რათა ააშენოთ ახალი, ხვალინდელი დღე.

   ეს მარტო ინდივიდუალური ამოცანა არ გახლავს, არამეტ მთელი ჯგუფის მიზანია. ყველა, ვინც ეხმაურება მერწყულის სიცოცხლისმომცემ ენერგიასა და კუროს სინათლისმატარებელ ძალას,  შეუძლიათ და იმუშავებენ მსოფლიო მსახურთა ახალ ჯგუფში, მაშინაც კი თუ მათ არ გაჩნიათ ოკულტური ცოდნა და არასოდეს სმენიათ ამ სახელით მომუშავე თავის ძმებზე.

   სადღეისოდ განდობისათვის მოსწავლეთა მომზადების და მათი აშრამში შეყვანის მთელი მეთოდიკა შეიცვალა. მასწავლებელი უკვე აღარ არის დაკავებული ინდივიდით, რომელიც იქ ან აქ ცდილობს წაიწიოს წინ.. .. იერარქიისათვის უკვე ნათელია, რომ მერწყულის ეპოქის მოსვლასთან ერთად ჯგუფური ტრეინინგი, ჯგუფური განდობა და ჯგუფური მიღება უნდა მოვიდნენ და მოვლენ კიდეც ძველი მეთოდების ნაცვლად. ძველმა მეთოდებმა, რომლებიც ეფუძვნებოდა მასწავლებლისა და მოსწავლის პირდაპირ კავშირს, მიაღწიეს საკუთარი სარგებლიანობის უმაღლეს მწვერვალს თევზების ეპოქის დასაწყისში.....

     არამარტო იერარქიისადმი ინდივიდუალური მიდგომა შეიცვალა ჯგუფური მიდგომით, არამეტ ეხლა შესაძლებელია ჩატარებულ იქნას რაღაც დოზით ობიექტური, ეგზოტერული ტრეინინგი. აქედან გამომდინარე დაარსდა მსოფლიო მსახურთა ახალი ჯგუფი. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ძირითადად ჯგუფს, რომელიც, მუშაობს გარე პლანზე ყოფელდღიური ფიზიკური არსებობისა, ინარჩუნებს მჭიდრო აშრამულ მთლიანობას; ამით ის ქმნის მსახურების ველს მიღებულ მოსწავლეთათვის, რომლრბიც ცდილობენ გამოამჟღავნონ საკუთარი მსახურება, და უზრუნველყოფს შეხვედრის ადგილს ყველა მიზანმიმართული მაძიებელისათვის, სადაც შესაძლებელია მათი გამოცდა და მათი მოტივებისა და შეუპოვრობის შემოწმება, იქამდე სანამ მოხდება ნათი მიღება. ეს ახალი წამოწყებაა, რადგან პასუხიმგებლობა მაძიებელთა მომზადებაზე იმისათვის რათა ისინი გახდნენ მიღებული მოსწავლეები, გადადის ფიც დადებულ მოსწავლეზე, რაც ანთავისუფლებს მიმღები მასწავლებლის უშუალო ყურადღებას. ეს უკანასკნელი თავისუფლდება მსახურების სხვა განხრებისათვის. ეს თავის მხრივ  კაცობრიობის ევოლუციის პროცესის ერთერთი მთავარი მაჩვენებელია. ასეთი "პასიხმგებლობის გადაცემა" დაწყებულ იქნა თვით ქრისტეს მიერ; ის ძალიან ხშირად მუშაობდა ხალხთან სხვათა საშუალებით, ურთიერთობდა კაცობრიობასთან თავისი 12 მოციქულლის საშუალებით, პავლეს ამზადებდა რათა მას შეეცვალა იუდა ისკარიოტელი. ბუდა ამავე სისტემის პრაქტიკას იყენებდა, მაგრამ მისი ჯგუფი უპირატესად დაკავშირებული იყო მასთან, და არა ადამიანთა სამყაროსთან. ქრისტემ გააგზავნა საკუთარი მოციქულები ადამიანთა სამყაროში, რათა ემწყემსათ ადამიანები, ეძებნათ, მიემართად და გამხდარიყვნენ  "ადამიანთა მებადურები)". ქრისტეს მოსწავლეები დაკავშირებულნი იყვნენ პირველ რიგში "მწყურვალ" სამყაროსთან, და მხოლოდ შემდეგ უკვე - თავის მასწავლებელთან;  იერარქიაში დღემდე მეფობს ეს მიდგომა, თუმცა იერარქია არანაკლებ ერთგულია ქრისტესი.

     D.K

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული   რჩევები მაძიებელთათვის

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©