ყველა უფლება დაცულია იერარქიის გაკვეთილებიიესოსაუბარი 2
"თუ თქვენ გწამთ ჩემი სიტყვების, რომელსაც მე ვამბობ, შეგიძლიათ ითხოვოთ, რასაც ისურვებთ და მოგეცემათ თქვენ" იესო
ამონარიდი ჩემი დღიურიდან
გიორგი: ყველაფერს ვცდილობ, ძალიან ბევრს, მაგრამ მაინც ვერ ვშოულობ სამსახურს, საერთოდ არ მაქვს ფული? რა უყო ამ საკითხს, ვიცი პირდაპირ კავშირში არაა სულიერებასთან, მაგრამ ვგრძობ რაღაც არ ვიცი? იესო: მითხარი რას აკეთებ იმისათვის რომ ფინანსები გქონდეს? გიორგი: ვეძებ, დავდივარ, ხალხს ურეკავ, გაზეთებს ვნახულობ, განცხადებებს, მაგრამ სულ ტყუილად უკვე ძალიან დიდი ხანია. იესო: შენ თვლი რომ ღმერთის შვილს შეიძლება უნდოდეს იყოს მდიდარი, მგრამ ეს არ გამოუვა? გიორგი: არა ისე კაცმა რომ თქვას ღმერთის შვილისათვის ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი და თუ რამე მოუნდა აუცილებლად გამოვა, ის ხომ ღმერთის შვილია. იესო: შენი მამა - ღმერთია, მისი საყვარელი შვილი ხარ და თვლი რომ მამა რომელიმე სურვილს არ აგისრულებს? გიორგი: ასე არასოდეს მიფიქრია, ამ კუთხით, მაგრამ ფაქტი ერთია მინდა მაგრამ არ მაქვს! იესო: მაშ რაშია საქმე? გიორგი: არ ვიცი, არ ვიცი, რაღაცა არ ვიცი, რაღაც მნიშვნელოვანს ვერ ვხვდები! იესო: ამ კითხვას, 2000 წლის წინათაც მისვამდნენ, ცოტა სხვაგვარად, მაგრამ არსი იგივე იყო. გიორგი: ბევრს აინტერესებდა? იესო: თითქმის ყველას! ეს ბუნებრივია, ცუდად არავინ არ უნდა ცხოვრობდეს, ღმერთი და სიდუხჭირე შეუფერებელი მცნებებია. გიორგი: მაშ რაშია საქმე? იესო: საქმე ყოველთვის შვილის არჩევანშია! იყოს მამასთან, დაემსგავსოს მას, თუ იყოს დამოუკიდებლად, საკუთარი თავის იმედად მხოლოდ! გიორგი: არ მესმის. იესო: კარგი, დავიწყოთ მარტივით, მაშ ასე - ერთ ადამიანს ყავდა ორი შვილი; და უთხრა უმცროსმა შვილმა მამას: "მამა, მომეცი შენი მამულის შემდეგი წილი, და მამამ გაუყო შვილებს მამული." ცოტა ხანში უმცროსი ვაჟმა ყველაფერი შეაგროვა და წავიდა შორ ქვეყანაში და იქ თავისი მამული და რაც ებადა სულ გაფლანგა, ცხოვრობდა რა უხამსად და აღვირახსნილად. როდესაც ყველაფერი გაფლანგა, დადგა დიდი შიმშილი იმ ქვეყანაში, და მას გაუჭირდა; და იპოვა მან თავშესაფარი ამ ქვეყნის ერთ ერთ მაცხოვრებელთან, ხოლო მან კი გააგზავნა იგი მინდვრებზე თავისი ღორების სამწყევსავად; და ის მზად იყო ამოევსო საკუთარი მუცელი ღორების საჭმელით, მაგრამ არ აძლევდნენ. რამოდენიმე ხანში, როდესაც მისი ყოფა გაუსაძლისი შეიქმნა, იგი დაფიქრდა სერიოზულად - რამდენი დაქირავებული ჰყავს ჩემს მამას და ისინი უხვად მიირთმევენ პურს, რომელიც თავზესაყრელი აქვთ, მე კი აქ შიმშილით ვკვდები; ავდგები წავალ მამა ჩემთამ და ვეტყვი - "მამა! მე ცოდვა ჩავიდინე ცისა და შენს წინაშე და უკვე ღირსი აღარ ვარ მერქვას შენი შვილი, მიმიღე მე შენს დაქირავებულ მსახურად, ერთ ერთ მათგანად." ადგა და წავიდა საკუთარ მამასთან. და როდესაც ის ჯერ კიდევ ძალზედ შორს იყო სახლიდან, დაინახა მამამ შვილი და თანაუგრძნო; თვითონ მიირბინა შვილთან, გულში ჩაიკრა იგი და ჩაიხუტა. შვილმა კი უთხრა მას: "მამა! მე შევცოდე შენსა და ზეცის წინაშე და უკვე ღირსი აღარ ვარ ვიწოდებოდე შენს შვილად." ხოლო მამამ უთხრა მსახურთ: "მოიტანეთ საუკეთესო ტანსაცმელი და ჩააცვით მას, და გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხსაცმელი ჩააცვით ფეხზე; საუკეთესო ნადიმი გავმართოთ, ვიმხიარულოთ! რადგან ეს ჩემი შვილი იყო მკვდარი და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და მოიძებნა." და დაიწყო მხიარულება. გიორგი: კარგი ისტორიაა, მემგონი უძღები შვილი ჰქვია? იესო: არავის გაგონებს? გიორგი: რავიცი ბოლომდე ვერ ჩავწვდი. იესო: შენ ეხლა "ღორებს მწყევსავ" და მზადა ხარ ძალზედ მცირედსაც დათანმხდე, მაგრამ ეს მცირედიც გაგირბის. ცოტა ხნის წინ სერიოზულად ჩაფიქრდი, მამაზე(ღმერთზე) ფიქრობდი, იფიქრე შეუძლებელია მარტო ჩემი თავის ამარა ვიყო ამ ქვეყანაზე მოვლენილიო. სახლში მოგინდა დაბრუნება, მამასთან რომელიც უზომოდ მდიდარი და ყოვლისშემძლეა. იფიქრე: - რატომ უნდა გამოქცეულიყავი საკუთარი ნებით იქედან სადაც ყველაფერია, სადაც უყვარხარ მზრუნველ მამას(ღმერთს), რომელიც თავს გევლება და ნებისმიერ სურვილს გისრულებს? როგორ მოხდა რომ სახლიდან წამოხვედი, რატომ დატოვე სიყვარულის სივრცე და მამული? იქ ხომ ყველაფერია რაზეც ოდესმე გიოცნებია, იქ ხომ თავისუფლებაა? ეხლა კი მიხვდი, რომ ეს ყველაზე უგუნურუ ნაბიჯი იყო რომელიც ოდესმე გადაგიდგავს. გიორგი: კი მარა როგორ დავტოვე მამის სახლი, რატომ? იესო: ამპარტავნულად იფიქრე რომ მარტო გაუძღვებოდი ყველაფერს, რომ საყვარელი და მზრუნველი მამა ზედმეტი იყო და არ გჭირდებოდა, რომ სიყვარული სისუსტე იყო და განრისხება კი სიძლიერე, უარი თქვი ყოვლისშემძლე მამას დამსგავსებოდი და სიყვარულის ნაცვლად სხვა თვისებებით აღიჭურვე. უარი თქვი მამის სახელით გემოქმედა და მისი გამომხატველი ყოფილიყავი ყველგან სადაც კი მიდიხარ მის მამულებში. უარი თქვი იმაზე რომ შენში მამა დაენახათ, მისი თვისებები და ბუნება. გინდოდა შენი პიროვნება ეღიარებინათ და არა მამისადმი უბადლო მსგავსება და მისი არსი. შენ უარი თქვი მამაზე! გიორგი: როგორია მამის ბუნება? იესო: სიყვარული! უპირობო, ყოვლისმომცველი, ყოვლისმპატიებელი სიყვარული! მითხარი გიორგი ყველას ყველაფერს პატიობ? გიორგი: არ ვიცი? მე მგონი კი! იესო: თუ ასეა მაშინ ყველაფერი და ყველა უნდა გიყვადეს, არ უნდა ღიზიანდებოდე, არ უნდა ბრაზობდე, არ უნდა ღელავდე. ღიზიანდები? ბრაზობ? ღელავ? გიორგი: კი ვღიზიანდები, ვღელავ, ხშირად ვბრაზობ. უფრო მეტად შინაგანად. იესო: უნდა იცოდე რომ ყოველთვის როდესაც ისე არ ფიქრობ და ისე არ იქცევი როგორც მამას შეეფერება, როგორც ღირსეული მამის შვილს შეეფერება - შენ მამას უარყოფ! შენი სახით მამა ვლინდება, შენ მას უნდა წარმოადგენდე! ხოლო თუ ეს არ გინდა, თუ მამას გაურბიხარ, თუ უხამსი აზრები, საქციელი და განცდები გირჩევნია, თუ მარტოობა გინდა, მაშინ მამა არაფერს დაგაძალებს, ის ამ სურვილსაც შეგისრულებს და შენ მარტო დარჩები! ესეთი ცხოვრება ისევ ღორებთან მიგიყვანს ველზე. ასეთი რამ არავის უნდა ჩვენს შორის, ეს მხოლოდ შენ შეიძლება გინდოდეს და ისიც მხოლოდ უგუნურების გამო. უნდა იცოდე რომ მამა - შენი მხარდამჭერი ძალაა, და ის მუდამ მზადაა აასრულოს საკუთარი შვილის ყველა სურვილი. მას არ უნდა რომ მისი შვილი სიღარიბით იტანჯებოდეს, მაგრამ იმდენად უყვარხარ რომ პატივს სცემს შენს სურვილს მარტო გაუმკლავდე პრობლემებს. როდესაც ვინმე გიყვარს, მას არასოდეს არაფერს არ აძალებ! თუ ეცდები ისეთივე ადამიანებს შეუერთდე, რომლებიც არ აღიარებენ მამას და მათ სთხოვო დახმარება, ანუ საკუთარი თავის გარეთ ეძებო პრობლემის მოგვარების გზა, მაშინ ეს ისეთ არასწორ ურთიერთობებამდე მიგიყვანს როგორიც დაქირავებული მეღორეა, რომელსაც სალაფავის ჭამის უფლებასაც არ აძლევენ! სადღეისოდ უამრავი ადამიანია ჩართული არასწორ ურთიერთობებში და ეზებს გამოსავალს არა საკუთარ თავში. ისინი ეწინააღმდეგებიან სიყვარულს, ტანჯავენ საკუთარ თავს სიდუხჭირეში მანამდე სანამ ეს იმდენად არ მობეზრდებათ რომ ერთხელად დაფიქრდებიან - საყვარელ მამას, ღმერთს(სიყვარულს) ხომ არ დაუბრუნდნენ? სიბნელე არის სინათლის უქონლობა, ისევე როგორც ცოდვა არის სიყვარულის უქონლობა. სიბნელე არის "უქონლობის" რწმენის მაგალითი, რომელიც მხოლოდ შეცდომას ბადებს. ხოლო ჭეშმარიტება ყოველთვის უხვია. ის, რომ სიყვარული არის შენი მამა ღმერთი - ეს არის ჭეშმარიტება. ის, რომ შენ მისი ბუნება გაქვს რადგან მისი შვილი ხარ - ეს არის ჭეშმარიტება. ის, რომ საკუთარ ღვთიურ ბუნებას არ უნდა გაექცე და თავი არ უნდა დაიკნინო, დაიმონო, გაწირო ტანჯვისა, სიდუხჭირისა და წამებისათვის - ეს არის ჭეშმარიტება. გიორგი: მამამ მე მომცა ჩემი წილი მამული? რას ნიშნავს ეს? იესო: ეს იმას ნიშნავს რომ მამამ თავიდან სრულყოფილი შეგქმნა. ამ სრულყოფილებაში ყველაფერი გქონდა, ყველაფერს იღებდი რასაც მოისურვები, ყოველგვარი ტანჯვა წამებისა და წელებზე ფეხის დადგმის გარეშე. შენ კი გაფლანგე საწყისი სრულყოფილება და დარჩი არასრულყოფილების ამარა, უმწეო მდგომარეობაში. ველზე დგახარ, ღმერთის შვილი და ღორებს მწყემსავ. მაგრამ მე აქ საყვედურების სათქმელად არ მოვსულვარ, მე მოვედი რათა აგიხსნა, რომ შენი სრულყოფილება სიყვარულია. გიყვარდეს! სიყვარულიდან გამომდინარე აპატიე, სიყვარულიდან გამომდინარე გულმოწყალე იყავი, იქეცი სრულყოფილ სიყვარულად და საწყისი მდგომარეობა დაგიბრუნდება! შენ თვითონ გამოხვედი საწყისი მდგომარეობიდან და შენვე უნდა დაიბრუნო იგი. ყველაფერს რაც გგონია რომ არ გაქვს, სიყვარული მოგიტანს! მამა შვილში გამოიხატება და მეორდება, ღირსეული შვილი მამის ფეხდაფეხ მიდის! ნუ დაელოდები ხელსაყრელ დროს, შესაძლებლობას, გარემოს, ადამიანებს, ფინანსებს, ჯანმრთელობას, სიცოცხლეს - ეს ყოველივე სიყვარულით იცვლება და თუ ეხლა არ დაიწყებ - მაშინ ყველაფერი ძველებურად დარჩება! და თუ ეხლავე დაიწყებ, მაშინ ფინანსები სიყვარულის პროპორციულად მოვა! ჯანმრთელობა, გარემო, ადამიანები შეიცვლება და საშინელებაც მშვენიერებით შეიცვლება. ეს ალეგორია არ არის - მხოლოდ არასრულყოფილებამ შეიძლება გაფიქრებინოს ასე. შენ სრულყოფილი ხარ როდესაც გიყვარს, და როდესაც სრულყოფილი ხარ ყველაფერი თვისით ხდება შენს სასიკეთოდ! სიუხვე, ბარაქა, ფული და დოვლათი მზადდება და მოემართება შენკენ თავისით! საბოლო ჯამში ღმერთის ყველა შვილი უნდა დაბრუნდეს მამასთან. მამა უხმობს მათ! ღმერთის შვილობა - არის სისავსისა და სიუხვის მდგომარეობა. გონებას არ შეუძლია ერთდროულად ორ ბატონს ემსახუროს. თუ გონება ცდილობს პირადი ლოგიკის მანიპულირებით იპოვოს გამოსავალი, გადაჭრას პრობლემები, მაშინ ის სხეულს, მატერიას ემსახუება და ღორებით სავსე ველისაკენ მიაქანებს პატრონს. ხოლო თუ გონება ემსახურება სულს და მაშასადამე დაკავებულია სიყვარულის წარმოებით, სიყვარულის განცდის პროცესით, სიყვარულში ყოფნის ნეტარებით, მაშინ ის ამაღლებს პატრონს - უძღები შვილიდან ღმერთის შვილამდე და აბრუნებს მას მამასთან, მისი ყოვისშემძლე ზრუნვისა და მფარველობის ქვეშ. ვის ანდობ მზრუნველობას საკუთარ თავზე - პიროვნებას? ლოგიკას? თუ მაღალ ღმერთს რომლის ძლევამოსილებაც უსასრულოა! გიორგი: რა თქმა უნდა ღმერთს! იესო: მაშინ ყოველი აზრი, გრძნობა, წარმოდფენა, წარმოსახვა, გახსენება, ოცნება, მიზანი, განზრახვა, სიტყვა, ქმედება - სიყვარულად აქციე! იყავი სიყვარულში რაც შეიძლება დიდხანს ყოველდღიურად და სიუხვე უწყვეტ ნაკადად წამოვა შენსკენ. G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |