იერარქიის გაკვეთილები

იესო

საუბარი 1

 

         "თუ თქვენ გწამთ ჩემი და სიტყვების, რომელსაც მე ვამბობ, შეგიძლიათ ითხოვოთ, რასაც ისურვებთ, და მოგეცემათ თქვენ "

 

 

         " მე ვასწავლი ჩემს მოსწავლეებს, რომ მათ შეუძლიათ ყოველივე ის, რასაც მე ვაკეთებდი. ეგრეთწოდებული სასწაულები შესაძლებელია თითოეულისათვის. როდესაც თქვენ ისწავლით, გაიხსნებით სიყვარულისათვის, მაშინ სასწაული ყოველდღიური მოვლენა იქნება თქვენს ცხოვრებაში.

              მე გასწავლით რომ: - "გიყვარდეთ მტერი თქვენი, დალოცეთ მაწყევარი თქვენი, დალოცეთ ისინი ვინც ვერ გიტანენ და ილოცეთ მათზე ვინც გაწყენინათ და ვინც გდევნით".   ეს სწავლებაა, რომელიც პრაქტიკაში უნდა დაინერგოს. პრაქტიკა არის ყოველდღიური მუშაობა საკუთარ თავთან რათა სიძულვილი გადრდავქმნათ სიყვარულად! ამ სამუშაოს პარალელურად და პროპორციულად, თქვენში შემოდის უნივერსალური ღვთაებრივი ძალა, რმელიც შიძლება გამოყენებულ იქნეს თქვენს მიერ, საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

              სულიერ ადამიანსა და "მამრს" შორის დიდი სხვაობაა. "მამრი" ვერ იქნება დიდი სიყვარულის მატარებელი, რადგან ყოველთვის როდესაც ის უყურებს ქალბატონებს "მამრის" თვალებით, ის ცხოველს აღვიძებს საკუთარ თავში.  უარს ამბობს ღვთიურ ძალაზე და იგი მხოლოდ ცხოველური უნარების ამარა რჩება.

              სადღეისოდ რეკლამა, პროპაგანდა, ტელევიზია, რადიო და ხშირად პრესაც მხოლოდ "მამრის" თვალებით ყურებას ასწავლის ადამიანს. სკოლებში ყველა საგანი ისწავლება გარდა სიყვარულისა.  სიყვარულს სწავლა სჭირდება, ისეთივე ფუნდამენტური და დაწვრილებითი, როგორც სხვა ნებისმიერ საგანს. ნებისმიერი განხრით მიმდინარებს კვლევა ძიება გარდა ერთისა - გარდა სიყვარულისა.

              წმინდა სული მიიღწევა სიყვარულით. თუ თქვენ გააცნობიერებთ და გაიხსნებით სიყვარულისათვის, თქვენ აღმოაჩენთ გასაოცარ, ყველასათვის ხელმისაწვდომ, ყოვლისშემძლე ძალას, რომელიც დაგეხმარებათ ამოხვიდეთ იმ ჭაობიდან, რომელშიც შეგიყვანათ საკუთარმა უცოდინრობამ და უგუნურებამ.

              ვისაც უნდა ფლობდეს სულიწმინდას, ძალას რომელიც სასწაულებს ახდენს, მან უნდა იცხოვროს სიყვარულის კანონით, რომელიც პრაქტიკაში ასე გამოიყურება - " ისე მოექეცი სხვებს, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ".  

              ღვთის სასუფეველი, ზეციური სამეფო, ღმერთის მეუფება, სინამდვილეში იქ არის, სადაც მკვიდრობს სიყვარული და წმინდა სული. ეს უდიდესი ძალა ყველგანაა ჩვენს შიგნით და გარშემო, იგი "იხვეწება", რომ ადამიანებმა გამოიყენონ იგი, რათა შეიმსუბუქონ საკუთარი ყოფა და მიიღონ ყველაფერი რასაც საჭიროებენ. იგი მზადაა აუარებელი სიმდიდრე, სიცოცხლე და ჯანმრთელობა მოუვლინონ თითოეულ ადამიანს ვინც კი მიმაღთავს სიყვარულს და მისი საშუალებით შეუერთდება ღვთიურ ძალას.

             სადღეისოდ ბევრია უბრალოდ კარგი ადამიანი, ისინი კარგად ექცევიან მეგობრებს, უცნობ ადამიანებს, იჩენენ სიკეთეს ერთმანეთის მიმართ, ამით ისინი უახლოვდებიან ღვთიურ ძალას, მაგრამ ზედ თავისუფლების კარიბჭესთან ჩერდებიან, თავისუფლებისა, გამოვიდნენ ნებისმიერი სიტუაციიდან, რომელიც მათ არ მოსწონთ. სამწუხაროდ ამის იქით ისინი არასოდეს მიდიან, კარიბჭეში არ შედიან, უფრო დიდ სიყვარულს არ აღვიძებენ, ძალას კარიბჭედან შესცქერიან. მათ ვერ გააცნობიერეს, რომ საჭიროა შემდეგი ნაბიჯების გადადგმა, რომ შესაძლებელია გიყვარდეს შენი მტერი, მაწყევარი, მადევარი, რომ შესაძლებელია აანთო საკუთარი თავი სიყვარულით მაშინაც კი როდესაც ამის მიზეზი არ გაგაჩნია, რომ შესაძლებელია მუდმივად დაუბრუნდე სიყვარულს და სიყვარულით მომღიმარი თვალებით, აზრებით და გრძნობებით უყურო ყველას და ყოველთვის. რომ შესაძლებელია გაგაჩნდეს მაწყევართა, მტერთა და მადევართა სია და დალოცო ისინი, გაუგზავნო სიყვარული მრავალჯერადად ყოველდღე.  მუდმივად ატრიალო სიყვარული საკუთარ თავში,  გამოხატო იგი, აზრთა ბრუნვისას, თითოეული ადამიანის მიმათ ვინც კი გაგახსენდება, მოექეცე ადამიანებს ისე როგორც გინდა რომ შენ მოგექცნენ.

             ადამიანებმა არ იციან როგორ აღადგინონ საკუთარი დაუძლურებული სხეული, სიცოცხლე და სიუხვე, როგორ აღდგნენ, და ამაღლდნენ. მათ რომ იცოდნენ როგორ უნდა ეძებონ უპირველეს ყოვლისა ღვთის სასუფეველი, სიყვარულის სასუფეველი, მაშინ ისინი დაუყოვნებლივ დაეწაფებოდნენ მას და ყველა შემხვედრს ასწავლიდნენ ამ უდიდესი და ყოვლისსემძლე ძალის  მოზიდვასა და გამოყენებას. უკვე ორი ათასი წელია ეს სწავლება თქვენს წინაშეა, მაგრამ ადამიანები ვერ ხედავენ მას. მე ეხლაც მის შესახებ გესაუბრებით თქვენ და იმედია ამჯერად მაინც არ დაიწყებთ ჩემი სიტყვების უკუღმართ ინტერპრეტირებას, ეს ხომ ძალზედ ადვილია, უბრალოდ გაიგეთ და მიიღეთ ყველაფერი ისე როგორც გეუბნებით, ყოველგვარი დაფარული აზრისა და გადატანითი მნიშვნელობების გარეშე.

             როდესაც თქვენ მოიხმართ იმ გასაოცარ ძალას, რომელსაც ეძიებთ - როგორც ღვთის სასუფეველს, სიყვარულის სასუფეველს, მაშინ თქვენ ხდებით სრულიად თავისუფალნი ნებისმიერი წინაარმდეგობისაგან. იმის შემეცნება და ცოდნა თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ წმინდა სული, რომელიც არის სიყვარულის შედეგი, განავითარებს ადამიანებში იმ შესაძლებლობებსა და უნარებს, რომლებიც მე გამაჩნდა.

             სიყვარულის მდგომარეობა, რომელიც მუდმივად კვლავბრუნდება თქვენთან, საკუთარი ძალიხმევის შედეგად, იმდენად ამაღლებს თქვენს ვიბრაციებს, მთლიანობის, ერთიანობის განცდას, სული იმდენად იწმინდება, რომ თქვენი ერთი შეხებაც კი საკმარისია, რომ სხვა ადამიანი განიკურნოს. ზუსტად ამას მინდა გაუსვა ხაზი, მინდა გითხრათ რომ ყველას აქვს ამის შესაძლებლობა, ყველას შეუძლია გადაიყვანოს საკუთარი თავი ღვთიურ მდგომარეობაში სიყვარულის კვლავდაბრუნების პრაქტიკით.  თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სიყვარული ინახავს თქვენს ფიზიკურ სხეულს, და რომ მხოლოდ სიყვარულის ნაკლებობა იწვევს სხეულის დაბერებასა და სიკვდილს. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ჯანმრთელი და იცოცხლოთ იმდენ ხანს რამდენიც მოგესურვებათ. თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს აღადგინოთ საკუთარი დაუძლურებული სხეული და ჯანმრთელობა, საჭიროა მხოლოდ იზრუნოთ სიყვარულზე და უარი თქვათ დამანგრეველ სიძულვილზე.

             როდესაც თქვენ შეიმეცნებთ იმ უბრალო ფაქტს, რომ სიყვარულის განცდა შესაძლებელია მხოლოდ ეხლა, აწმყოში და დაიწყებთ მასზე ზრუნვას, მისი განცდის კვლავდაბრუნებას, სწორედ მაშინ დაიწყება თქვენი მოგზაურობა ღვთის სასუფეველში. აქედან მოყოლებული თქვენი სხეულის უჯრედები ნელა, მაგრამ მტკიცედ დაიწყებენ შეცვლას, გარდაქმნას მატერიალური ბუნებიდან სულიერი ბუნებისაკენ. მოვა დრო და თქვენ შეიგრძნობთ, რომ აღსავსე ხართ სულით(რამეთუ მატერიალურმა უჯრედებმა აღიდგინეს საკუთარი სულიერი ბუნება), წმინდა სულით, და მაშინ ჩემო დებო და ძმებო თქვენ მიაღწევთ ისეთ დონეს, რომ შეძლებთ "დაინახოთ, ისმინოთ და იგრძნოთ ფაქიზი, სულიერი სამყარო". შეძლებთ დამინახოთ, მომისმინოთ და მელაპარაკოთ მე და ამავე დროს იყოთ განსხეულებაში, ანუ მიუხედავად იმისა რომ გაგაჩნიათ ფიზიკური სხეული, ხედავდეთ და მონაწილეობდეთ სულიერ პლანზე მიმდინარე მოვლენებშიც.

            როდესაც თქვენ განიცდით სიყვარულს ეხლა, აწმყოში, თქვენი სული იწმინდება, სული წმინდა მოძრაობს თქვენს შიგნით, მას მოაქვს ყოველივე რაც თქვენ გჭირდებათ, აგვარებს თქვენს ჯანმრთელობას, გარე საქმეებს, ფინანსურ კეთილდღეობას და ამით ძალზედ ახარებს ზეციურ მამას, იმირტომ, რომ მამას უხარია როდესაც მისი შვილი კარგადაა და გახარებულია.

            ღვთის სასუფეველი აქვეა, ახლოსაა, ჩვენს შიგნითაა, მაშ რატომ არ უნდა მივიღოთ იგი?  და მხოლოდ საკვირველი, დამახინჯებული ინტერპრეტირების შესაძლებლობა აიძულებს ადამიანებს იფიქრონ, რომ მისი მიღწევა შეუძლებელია".

G.K.

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად  იესომ თქვა(1)  იესომ თქვა(2) სიზმრის იოგა(გაკვეთილი1)   (გაკვეთილი 2)

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©