იდეოლოგია

 

        სადღეისოდ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს იდეოლოგიური კატასტროფა რომელსაც უახლოვდებით. დედამიწის მოსახლეობა სრულიად დემორალიზებულია, იდეურად დაშლილი და დანაწევრებული. მაინც რა იდეას უჭერს მხარს დღევანდელი კაცობრიობის დიდი ნაწილი? რას ეზიარებიან ისინი ყოველდღიურად ერთმანეთთან ურთიერთობისას?  

                  პირველი რაც თვალში საცემია ეს არის ათეიზმი. მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს მრავალი რელიგია გაშლილია მთელს დედამიწაზე, კაცობრიობა ათეიზმში ეფლობა. ადამიანთა გარკვეული ნაწილი დადის ტაძრებში და სალოცავებში, მაგრამ მათი შინაგანი მსფლმხედველობა არ იცვლება. მხოლოდ კოსმეტიკურად ლამაზდება, ისიც ძალზედ იშვიათად. რატომ ხდება ასე?

                  პირველი ფაქტორია არაპირდაპირი კონტაქტი!  როდესაც ადამიანი ეხება შინაგან ღვთაებას ის იცვლება. ადამიანთა უმრავლესობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმიტომ მიდის სალოცავში, ტაძარში და ა.შ. რომ იპოვოს ღმერთი, ეზიაროს მას. მაგრამ სხვადასხვა რელიგიის ღვთისმსახურნი ხშირად თვითონ არ არიან პირდაპირ კონტაქტში საკუთარ შინაგან ღვთაებასთან, საკუთარ სულთან. ისინი ვერ ავლენელ ღმერთის დასწრებას აქ და ახლა. ესეიგი ღმერთთან მისული,  ხვდება მხოლოდ ადამიანს რომელიც ცდილობს დაარიგოს.

                კი ისინი ასრულებენ რელიგიურ რიტუალებს, ლოცულობენ და ა.შ. მაგრამ პირადი სულიერი გამოცდილება, საკუთარ სულთან შეგნებული, ცნობიერი ერთიანობისა არ გააჩნიათ. არადა სწორედ სულთან მისასვლელი გზები უნდა ასწავლონ ადამიანებს. ესეიგი რელიგიასთან ასოცირებული მასწავლებლობის ინსტიტუტი ვერ მუშაობს.  ანუ ეს იდეოლოგიური ინსტრუმენტი ვერ ამკვიდრებს სწორ იდეოლოგიას.  ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, მაგრამ როგორი იყო რელიგია მაშინ როდესაც ადამიანებს სწორი იდეოლოგია გააჩნდთ? როდესაც მათ მტკიცე რწმენა გააჩნდათ და სწორი მსოფლმხედველობა?

                იმ უძველეს დროში რელიგია მოიცავდა ყველაფერთან ერთად მისტერიებსაც, ანუ ღვთისმსახურება მარტო ლოცვა და რიტუალი არ იყო, არამეტ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მისტერია იყო.   არსებობდა შვიდი ძირითადი და უამრავი დამატებითი მისტერია. როდესაც ადამიანს თავის საკუთარ ცხოვრებაში ექმნებოდა იდეოლოგიური ან სხვა რაიმე სახის კრიზისი, მაშინ ის(როგორც დღეს) მიიწევდა მაშინდელი ტაძრებისაკენ რათა ღმერთთან ეპოვა შვება. ტაძარში მას მოამზადებდნენ ლოცვითა და რიტუალებით, ხოლო შემდეგ გაატარებდნენ რამოდენიმე მისტერიას, ან შიდივეს, ან კიდევ უფრო მეტს, რამდენიც საჭორო იქნებოდა რათა ადამიანი იდეურად, რწმენით აღმდგარიყო და გაეგრძელებინა ცხოვრება ახალი შემართებითა და სწორი მსოფლმხედველობით. მაინც რას წარმოადგენდნენ მაშინდელი მისტერიები?

                მისტერიების ძირითადი მიზანი იყო ადამიანის ცნობიერი დაკავშირება მისივე სულთან, უმაღლეს "მე" - თან, შინაგან ღვთაებასთან. სამისოდ არსებობდა ძალზედ დახვეწილი და გამოცდილი სულიერ მოქმედებათა ტექნოლოგიები. ერთერთი მისტერია ეხებოდა მაგალითად შიშის გადალახვას(ყველა შიში სიკვდილიდან მოდის). ტექნოლოგიურად ეს მისტერია სიცავდა სხვადასხვა მოდიფიკაციას მსოფლიოს განსხვავებულ კუთხეებში მაგრამ არსი ერთი იყო: - ადამინს უნდა დაენახა და შეეგრძნო საკუთარი თავი, ცნობიერად, ფიზიკური სხეულის გარეთ!!! ასეთი გამოცდილების შემდეგ(ეს მისტერია ერთმა ადამინმა შეიძლება მრავალჯერ გაიაროს, რამდენიც დაჭირდება მას) ადამინი უკვე საკუთარი გამოცდილების საფუძველზე მიდის დასკვნამდე რომ სხეულის გარეშე ყოფა და არსებობა დასაშვები და შესაძლებელია. ამავე მისტერიაში მოაზრებოდა რწმენა დაკარგული ადამიანის შეხვედრა საკუთარ გარდაცვლილ წინაპრებთან და მათთან გასაუბრება.

               მაგალითისათვის გეტყვით, რომ სხვა ძირითად მისტერიაში ადამიანი მოგზაურობდა დროსა და სივრცეში, საკუთარ კარმიულ კვანძებში რათა დაენახა მიზეზები მისი დღევანდელი ყოფისა, აგრეთვე დარწმუნებულიყო რომ ეს სიცოცხლე ერთადერთი არაა და არც უკანასკნელი.  ხშირად ასეთ ადამინს ათავსებდნენ სპეციალურ ბნელ ოთახში რომლის ყველა კედელი და ჭრიც კი გაპრიალებული, სპეციალური მეტალისაგან მზადდებოდა. ასეთ ოთახში ყოფნისას და მხოლოდ გაპრიალებული მეტალის მიერ არეკლილი მცირე შუქის აღქმისას ადამიანის გირჩისებრი ჯირკვალი აქტიურდებოდა და ის იწყებდა ხილვას, ხილულ მოგზაურობას დროსა და სივრცეში.   ეს განცდები და ხილვები სამუდამოდ ცვლიდნენ მის აქამდე "მოკვდავ" იდეოლოგიასა და მსოფლმხედველობას, აღადგენდნენ მის შემართებას, იმედს, სულიერ სიმტკიცეს, ღმერთის, საკუთარი სულის სინათლეს - რომლისკენაც ამიერიდან უნდა ეარა მას. ასეთი ადამიანი უკვე აღარ იდგა მარტო, სიბნელეში.

             ყველა მისტერიის ჩამოთვლა ეხლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ეს მისტერიები ძალზე ეფექტური იყო ადამიანისა და კაცობრიობის იდეოლოგიური კროზისის აღმოფხვრაში.

             იდეოლოგიური კრიზისის მეორე სხვა მიზეზს წარმოადგენს არსწორი პროპაგანდა(არის უამრავი განსხვავებული მიზეზებიც, მაგრამ მე მხოლოდ ორი მოვოყვანე სამაგალითოდ), რომელსაც თითოეული ჩვენგანი ეწევა, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის წყაროებიც. იდეოლოგიურ კრიზისში მყოფი ადამიანი ცოცხალი რეკლამაა ასეთი კრიზისისა. ასეთი ადამიანი ყველგან ავრცელებს არასწორ იდეებს, შეხედულებებს, მათზე დაფუძვნებულ ქცევას, ტრადიციებს და ა.შ. მიუხედავად იმისა რომ თვითონ კრიზისშია, იგი მუდმივად სხვას არიგებს. სიტყვები ადგენენ წინადადებებს, წინადადებები კი აყალიბებენ და მხარს უჭერენ გარკვეულ იდეებს. იდეები აყალიბებენ მსოფლმხედველობას და გვიბიძგებენ მოგმედებებისაკენ.

            სამყარო იღუპება! დრო აღარ არის. გარემო მოწამლულია, კაცობრიობა  უაზროდ მრავლდება. მიდის ბრძოლა საკვებისათვის(საკვები ძვირდება), მზის ქვეშ ადგილისათვის.  ლოდინის დრო იწურება ნელნელა! 

             მოსწავლეთა და განდობილთა გარკვეული ჯგუფის მიზანია აღადგინონ ძველი მისტერიები დედამიწაზე. იდეურ კრიზისს გააჩნია კრიტიკული წერტილი, რომლის იქეთაც, უკან დაბრუნება შეუძლებელია, ჯერ კიდევ არის დრო რომ შემოვაბრუნოთ, აღვადგინოთ სწორი იდეა, ღმერთისაკენ მიმავალი გზა და საშუალებები.

G.K.

საწყისი გვერდი

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©