ყველა უფლება დაცულია
ღვთიური ნაკადი
(ამონარიდი ჩემი წიგნიდან "საუბრები წმინდანებთან") ენერგია ზედა ფაქიზი სამყაროდან მოედინება ფიზიკური სამყაოსაკენ. თითოეული ადამიანი ყოველდღურად და ყოველწამიერად იღებს ღვთიური ენერგიის ნაკადს, წილს. ამ ენერგიის რაოდენობა განისაზღვრება სულის მიერ. ღვთიური ენერგია ჩამოედინება ფიზიკურ პლანზე და ვრცელდება. მისი მიზანია ღმერთის სიყვარული(სრულყოფილი, არაორიენტირებული, დამოუკიდებელი სიყვარულის ენერგია) მიიტანოს ყველგან და ყოველ წამს. თუ ადამიანის გონება, ემოციები გრძნობები და სხეული იმტოფება სიყვარულის მდგომარეობა განცდაში, მაშინ ასეთი ადამინი სიყვარულის "ინსტრუმენტია", რომელიც არამარტო ხელს არ უშლის სიყვარულის გავრცელებას არამეტ მისი გამოხატვის სრულფასოვანი იარღია. ეს საუბარი გაუგებარი რომ არ დარჩეს მოვიყვან სიყვარულის ნაკადის მოქმედების კონკრეტულ მაგალითებს. ჩვენ ყოველწამიერად გავცემთ ენერგიას, ვასხივებთ. ადამიანის თვალები სულის სარკეა, ანუ ისინი ასხივებენ ენერგიას. თუ თვალები ასხივებენ სიყვარულს, მაშინ ეს ნაკადი გადის თვით ფიზიკურ თვალში და გასვლისას აღადგენს მას საწყის სრულყოფილებამდე. სიყვარულის ენერგია არის შეთანხმებულობის, ჰარმონიის, სრულყოფის ხარისხი, შესაბამისად ის ამავე თვისებებამდე არადგენს ფიზიკური თვალის მატერიას, ანუ ამ თვისებებს აღვიძებს და აძლიერებს მასში, რადგან ეს თვისებებია სწორედ ნებისმიერი მატერიის პირველსაწყისი. შედეგად ფიზიკური თვალი იდეალურად ფუნქციონირებს. სულ სხვა სურათია როდესაც ადამინი არ იმყოფება სიყვარულის მდგომარეობაში და შესაბამისად მისი თვალიდანაც გამოსხივდება უფრო მდაბალი ხარისხის და ორიენტაციის, ნაკლებ ჰარმონიული, დისკვალიფიცირებული ენერგია, ამ შემთხვევაში ფიზიკური თვალი ატარებს რა ამ სახის ენერგიას თვითონაც იძენს მის თვისებებს, განიცდის მის ზეგავლენას, გადაეწყობა მასზე, შედეგად თვალის ფუნქციონირების, შეთანხმებული მუშაობის, ჰარმონიის, სრულყოფის ხარისხი ეცემა. თვალი კარგად ვეღარ ასრულებს საკუთარ დანიშნულებას, საჭირო ხდება სათვალე და ა.შ. მხედველი ხედავს რომ ღვთიური ნაკადი აღადგენს პირველსაწყის ჰარმონიამდე ყველაფერს რასაც ეხება, რაშიც მოძრაობს. ოკულტური ცოდნის მქონე, ხედვით აღჭურვილმა მკურნალმა იცის ეს და ამიტომ მისი მთავარი მიზანია ადამიანი გადაიყვანოს სიყვარულის მდგომარეობაში, დაუბრუნოს მას სიყვარული აზრებში, ემოციებში, გრძნობებში, მოქმედებებში საუბარში. მისი მთავარი სტრატეგიული ნაბიჯია(ისევე როგორც ყველა ჭეშმარიტი მასწავლებლის) აწარმოოს მოლაპარაკება(მკურნალმა პაციენტთან, მასწავლებელმა კი მაძიებელთან ან მოსწავლესთან) რათა ისინი დაარწმუნოს სიყვარულის პრიოპიტეტულ არჩევანში. თუ პაციენტი ირჩევს სიყვარულს საკუთარ აზრებში, წარმოდგენებში, გრძნობებში, საუბარში, მოქმედებებში, მაშინ მისი ჯანი მთლიანდება, აღსდგება. თუ მასწავლებლის მოლაპარაკება მოსწავლესთან წარმატებით სრულდება - მაძიებელი აღდგომის გზაზე დგება, სიყვარულის გამტარი ხდება, მისი "ინსტრუმენტი", გავრცელებისა და გამოხატვის საშუალება. ეს არის ნაბიჯი მუდმივ სიცოცხლეში, სიკვდილისა და დაავადებების გარეშე..... დაუსვით საკუთარ თავს ყოველწამიერად ერთი მარტივი კითხვა: რა ხარისხის ენერგია მოძრაობს პირდაპირ ეხლა თქვენს ემოციებში, გრძნობებში, აზრებში, სიტყვებში?......ქმედებაში?... რას ემსახურებით? საკუთარი დროის დიდ ნაწილს რას უთმობთ? ღვთიური, სიყვარულის ენერგია მოძრაობს რა თქვებს სხეულში - აღადგენს მას, რადგან ეს მისი ბუნება, მისი არსია. მაგრამ თუ ეს ენერგია დისკრედიტირებულ იქნა, თუ მისი ვიბრაციები ჩამოყვანილ იქნა უკმაყოფილებამდე, გაღიზიანებამდე, გაბრაზება გაცხარებამდე, მაშინ მისი მოძრაობა არღვევს სხეულის მთლიანობასა და შეთანხმებული ფუნქციონირების ჰარმონიას. როდესაც ჩვენს "საკუთარ" აზრებში" ვფიქრობთ რომელიმე ადამინზე, ჩვენ მას უგზავნით ენერგიის ნაკადს, ენერგია ყურადღებას მიყვება. თუ ეს ენერგია ღვთიურია, სიყვარულით ორიენტირებული, მაშინ ჩვენი ყურადღება აღადგენს ამ ადამიანის შიდა და გარე ფორმებს(სხეულს და ა.შ.) სძენს მას ოპტიმიზმსა და სიცოცხლის ხალისს. მაგრამ თუ ჩვენს ყურადღებას მიყვება უკმაყოფილება, გაღიზიანება, განკითხვა, განსჯა, სიბრაზე.... მაშინ ყურადღების მიერ გადაადგილებული ენერგია შლის ადრესატის ორგანიზმს, ემოციებს. გრძნობებს, ... კლავს სიცოცხლის სურვილს, აძლიერებს შიშებს და ფობიებს. ... ცნობიერ დონეზე ჩვეულებრივი ადამიანი ვერ აღიქვავს აზრობრივ შეხებას, კონტაქტებს, ურთიერთობას, მაგრამ ქვეცნობიერად მან ზუსტად იცის რომ მას თავს ესხმიან ........ ადამიანი თვითონ იმ ენერგიის გამტარია, რასაც სხვას უგზავნის, ანუ რასაც სხვაზე ფიქრობს! "მართალი ადამიანი" ხშირად ცუდად ფიქრობს სხვა ადამიანებზე, იმათზე ვინც მასსავით "წესიერი" და "მოწესრიგებული" არაა. შედეგად ის ცდილობს დაშალოს როგორც საკუთარი თავი ასევე "მტრების სხეულები"! სული განუწყვეტლივ აკვირდება პიროვნებას. ამ დაკვირვების შედეგად პიროვნებას გადაეცემა გარკვეული ოდენობის ენერგია განკარგვისათვის. სულის მიზანია სიყვარული, საწყისი ენერგია, - გაავრცელოს ფიზიკურ პლანზე, ღვთის ენერგია, "სასუფეველი" უცვლელი საცით და ხარისხით დაამკვიდროს(რადგან ეს ენერგიის სრულყოფილი, საწყისი ფორმაა). როდესაც პიროვნება რომელიც საკუთარი უგუნურობის გამო ერთპიროვნულად მართავს ფიზიკურ სხეულს, ემოციებს გრძნობებს, და ამავე დროს იყენებს ყველა ამ "ინსტრუმენტს" სულის მიერ მოწოდებული საწყისი ენერგიების ხარისხის დასაგდებად, დისკრედიტირებისათვის, სიცოცხლის საზიანოდ - ასეთ შემთხვევაში სული ამცირებს ადამიანისათვის გამოყოფილი ენერგიის ოდენოობას. როდესაც სული დარწმუნდება რომ პიროვნება ეწინააღმდეგება ღვთიურ ნაკადს, სიყვარულს, - სახეს უცვლის მას და იყენებს საკუთარი თავისა და სხვების საზიანოდ, და რომ ეს არ შეიცვლება. მაშინ სული წყვეტს ამ ნაკადს, ბოლომდე კეტავს - რასაც მოჰყვება ადამიანის დაუყოვნებელი სიკვდილი. ამ "მედალს" მეორე მხარეც აქვს: - თუ პიროვნება გადაწყვიტავს გაატაროს სიყვარულის ნაკადი უცვლელად, აღადგინოს უკვე დისკრედიტირებული ენერგიები, იყოს სიყვარულის, საწყისი ენერგიის გავრცელებისა და გამოხატვის "ინსტრუმენტი"(რისთვისაც სინამდვილეში შეიქმნა მისი სხეული), მაშინ სული შეუზღუდავი რაოდენობის ენერგის მიაწვდის მას და შედეგად ის შეიძენს ღვთიურ თვისებებს, მარადიულობას, ძლევამოსილებას, თავისუფლებას............ უნდა გაააცნობიეროთ ერთი რამ: დაცემა იწყება სრულყოფილების წინააღმდეგ ბრძოლით!!! ყველაზე სრული და სრულყოფილი არის სიყვარული!!! სიყვარული არის ღმერთი და ღმერთი არის სიყვარული!!! თუ თქვენ ებრძვით საკუთარ შემქმნელსა და შემმოქმედს, მამას რომელიც ზრუნავს თქვენზე და გაწვდით ყველაზე სრულყოფილ "საზრდოს" - უკვდავებას, მარადიულობას, სიუხვეს, თავისუფლებას.... მაშინ თქვენ თვითონ ირჩევთ და შეგყავთ საკუთარი თავი მონურ, მოკვდავ, სასრულ, სიდუხჭირის მდგომარეობაში....... უნდა გახსოვდეთ რომ თქვენ ღმერთის შვილები ხართ!!! ამიტომ უნდა შეძლოთ შემობრუნება და საწყისი "პოზიციის" დაკავება!!! უნდა შეძლოთ დაბრუნება სიყვარულში, იქ სადაც თქვენი ადგილია - სრულ ყოფაში. G.K. საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს თეორიული მონახაზი, ხოლო პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, მსურველებმა მომწერეთ ფეისბუკზე პირადში. https://www.facebook.com/giorgi.olmek
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |