ღვთის სასუფეველი
ალბათ თითოეულ ადამიანს უჩნდება კითხვა: – როგორ უნდა მივაღწიოთ ღვთის სასუფეველს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა ფარდა აეხადოს კიდევ ერთ საიდუმლოს! ადამიანი ღმერთის შვილია, მისი მემკვიდრე! მას არაფერი არ უნდა უჭირდეს, არ უნდა ბერდებოდეს და კვდებოდეს, არ უნდა ავადდებოდეს და განიცდიდეს სიდუხჭირეს. განა არსებობს უფრო ძლევამოსილი მამა ვიდრე ღმერთია! მაშინ რატომ ხდება ეს ყოველივე? საიდუმლო იმაშია რომ ღმერთის შვილი ორადაა გაყოფილი და მას ადამიანი ეწოდება. ზოგიერთმა ღმერთის შვილმა თვითონ აირჩია ასეთი ყოფა, როცა დაეთანხმა ორად გაყოფას, რათა მის ერთ ნაწილს მიეღო სიამოვნება ხოლო მეორე დატანჯულიყო. გაყოფამდე ღმერთის შვილი ერთიანი იყო, იგი მთლიანობაში ერთიანად აღითქვავდა მთელ სამყაროსა და ინფორმაციას და მუდმივ ნეტარებას განიცდიდა ამ სრულყოფილების განჭვრეტით. საბედნიეროდ გაყოფა პირობითია და ადამიანი ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამთლიანდეს და გახდეს ღვთის შვილი. ეს პროცესი მასობრივად იმიტომ არ მიმდინარეობს რომ კაცობრიობას ცრუ ცოდნას ახვევენ თავს მისი შემბოჭავი არსებები. ნებისმიერი დაყოფა იწვევს ურთიერთდაპირისპირებას და რა თქმა უნდა ორად გაყოფილი ადამიანის ნაწილებიც ერთმანეთს დაუღალავად ებრძვიან! და როგორც კი იმარჯვებს რომელიმე მათგანი – ადამიანი კვდება. მაგრამ გამოვტოვოდ ეს ოკულტური ფაქტები და გადავიდეთ მთავარზე – ანუ რითი ხდება გამთლიანება და ღმრთის შვილის სტატუსისა და მდგომარეობის დაბრუნება? პასუხი იმდენად მარტივია რომ ადამიანებს მისი არ სჯერათ და შესაბამისად არც ცდილობენ სწორ მდგომარეობაში ყოფნას. როგორც კი ადამიანი გადადის სიყვარულის მდგომარეობაში(ყურადღება გადატანილი აქვს სიყვარულზე, გრძნობს და განიცდის მას) იგი მთლიანდება და ამ მდგომარეობით აღიარებს მამას! ანუ იგი ღმერთის შვილი და მემკვიდრე ხდება. მაგრამ როგორც კი ღმერთის შვილი გამოდის, ტოვებს სიყვარულის დგომარეობას, იგი ისევ მარტო რჩება და იძულებულია თვითონ იზრუნოს საკუთარ თავზე, რაც მეტად მტკივნეული და მტანჯველია. ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანია რომელიც იტანჯება ათასი საზრუნავით, გაჭირვებით, ტკივილითა და სიბერით. ისინი ეძებენ გამოსავალს ამ ყოფიდან, მაგრამ მარტონი არიან და არაფრის შეცვლა არ ძალუძთ! იმისათვის რომ ცვლილებები დაიწყოს საჭიროა სიყვარულის მდგომარეობაში რაც შეიძლება ხშირად გადასვლა(დაბრუნება). ამ მდგომარეობაში ყოფნისას იწყება საქმეების დალაგება, ჯანმრთელობის აღდგენა, სიბერის შეჩერება და ახალგაზრდობისაკენ შემობრუნება, სიუხვე და დოვლათი შეუწყვეტლივ მოედინება იმ ადამიანისაკენ – რომელიც ღმერთის შვილობას იბრუნებს! ამ მდგომარეობაში ადამიანზე მამა(ღმერთი) ზრუნავს. ქრება მარტოობა, შიშები, სასოწარკვეთა, მოწყენილობა, დარდი. ორად გაყოფილ ადამიანში მუდმივად მიმდინარეობს შინაგანი დიალოგი მის ორ ურთიერთსაპირისპირო ნაწილს შორის. ერთი ნაწილი გამბედავია, ცვლილებების მოყვარული, მკვლევარი, საიდუმლო იზიდავს, მეორე კი მშიშარა, კომფორტის მოყვარული, წუთიერ გრძნობებს აყოლილი მედროვეა. ერთი ცისკენ იყურება, მეორე მიწისაკენ. ისინი ებრძვიან ერთმანეთს და შინაგანი დიალოგი ამ ბრძოლის გამოძახილია. როდესაც მედროვე და სიამოვნებებს აყოლილი ნაწილი იწყებს გამარჯვებას ადამიანი ბერდება და კვდება. ვისაც თვალები აქვს დაინახოს – რადგან მე აქ მარტივი სიტყვებით უდიდესი საიდუმლოს განმარტებას ვცდილობ! ეხლა კი მოვეშვათ ოკულტურ შეხედულებებს და პრაქტიკაზე გადავიდეთ მაშ ასე: – იმისათვის რომ ღვთის სასუფეველი დაიმკვიდროს ადამიანის სულმა, სამშვინველმა და სხეულის თითოეულმა უჯრედმა საჭიროა რაც შეიძლება ხშირად დაუბრუნდეთ სიყვარულის მდგომარეობას, მანამ სანამ მთლიანად ამ სიყვარულად არ გადავიქცევით. არიული რასა მენტალურადაა ორიენტირებული ამიტომ საჭიროა გონება ჩავრთოთ დაბრუნების პროცესში ძალზედ აქტიურად და თუ აქამდე შინაგანი დიალოგი ხელს გვიშლიდა ღმერთთან კავშირში, ეხლა ის ჩვენს სამსახურში უნდა ჩავაყენოთ. ტექნიკა მეტად მარტივია: უნდა გავაკეთოდ ან შევიძინოთ პატარა კრიალოსანი, რომელიც არ იქნება შავი ან მუქი ფერის თვლებისაგან ასხმული. უნდა იყოს ნათელი ფერის. დღის და ღამის ნებისმიერ დროს როდესაც კი გცალიათ(ტრანსპოტში მგზავრობისას, სეირნობისას, ადამიანებთან დიალოგის დროსაც კი, ტელევიზრის ყურებისას და ასე შემდეგ) აზრობრივად გაიმეორეთ სიტყვა სიყვარული და შესაბამისად კრიალოსანის ერთი თვალი გადაადგილეთ. თვითონ სიტყვა სიყვარულს ძალიან მაღალი ვიბრაციები აქვს, ამიტომ მისი გამეორება იწვევს წამიერად სიყვარულის მდგომარეობაში გადასვლას. მართალია მომდევნო წამს ადამიანი ისევ ამოვარდება ამ მდგომარეობიდან მაგრამ ამ სიტყვის შემდეგი გამეორებისას ისევ უბრუნდება მას. მაშასადამე მრავალჯერადი გამეორებისას მთელი დღის მანძილზე, ადამიანი სულ უფრო და უფრო დიდი ხნით რჩება სიყვარულის მდგომარეობაში, მიუხედავად იმისა თუ რა ხდება გარე სამყაროში. რა თქმა უნდა საჭიროა ყურადღება მივაქციოთ სიტვა სიყვარულის შინა–არსს. ადამიანს ვისაც კრიალოსანი უჭირავს და ამ სიტყვას იმეორებს აზრობრივად, ხშირად სახეზე ოდნავ შესამჩნევი უნებლიე ღიმილი დასთამაშებს, ეს ღიმილი მისი სწორი მდგომარეობის მანიშნებელია. ეს პრაქტიკა იმდენად მარტივია რომ მისი არ სჯერად და შესაბამისად არც აკეთებენ. ხოლო ის უმცირესნი რომელთაც მე ის ვასწავლე(მთელი მსოფლიოს მასშტაბით) და ვინც მიჰყვება ამ პრაქტიკას ყოველდღიურად – უდიდესი შედეგებს მიაღწიეს როგორც პირად ცხოვრებაში ასევე სულიერი და ოკულტური განხრით. ღმერთის შვილობა სულაც არაა ძნელი – იგი მხოლოდ სიყვარულის მდგომარეობას ითხოვს!
G.K. ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარული პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |