გრძნობები
1.ყველაზე რთულია გრძნობების მიმართ აღმზრდელობითი სამუშაო და მათი ხარისხის განვითარება. ადამიანი ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ გრძნობებს. გრძნობები წარმოადგენენ ადამიანის კოსმიური "სიარულის" მამოძრავებელს.... 2.ადამიანი ერთხელ არ ცხოვრობს. სიკვდილის დროს, ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ფიზიკური სხეულისაგან განთავისუფლებისას, ადამიანი გადადის მყარი სამყაროდან ფაქის სამყაროში(ფლუიდურში). ამასთანავე, მაღალი სულიერი მდგომარეობის მქონე ადამიანი, რომელსაც განვითარებული აქვს გრძნობები, დისციპლინირებული და მათი ხარისხი ხმოვანია, ინარჩუნებს ცნობიერების უწყვეტობას ფაქიზ სამყაროში გადასვლისას და იქ აგრძელებს სრულყოფილ სიცოცხლეს. 3.რა თქმა უნდა, ფაქიზი სამყაროდან მყარ სამყაროში განსხეულებისას, ადამიან ყოველთვის არ ახსოვს ფაქიზ სამყაროში საკუთარი სიცოცხლე. ბავშვებს კიდევ ძალუძთ გაიხსენონ ფაქიზ სამყაროში ცხოვრების ყველაზე ნათელი მომენტები, მაგრამ ზრდასრულ ადამიანს ეს ძალიან უჭირს. თუ რატომ ხდება ასე, ეს ცალკე უნდა განვიხილოთ. 4.ადამიანი იძენს ახალ სხეულს, როდესაც ფაქიზი სამყაროდან მკვრივ სამყაროში გადმოდის. ეს უხეში სხეული შედარებით იმავე როლს თამაშობს, რომელსაც დიდ სიღრეებზე მყვინთავისათვის უხეში სკაფანდრი. და ეს ახალი სხეული ყველა თავისი პარამეტრით შეესაბამაბა იმ მომენტისათვის მყარი სამყაროს განვითარების დონეს. ასი წელიწადის სხვაობაც კი პრინციპში მნიშვნელოვანია, როდესაც ერთმანეთს ვადარებს ერთი და იმავე ადამიანის, წინა და მომდევნო ცხოვრების, სხეულის გრძნობების ხარისხობრივ დონეებს. 5. ახალი სხეული, ადამიანს , უკვე მზა გრძნობებით არ ეძლევა: სადაც გრძნობები უნდა იყოს, მხოლოდ მათი შეუვსებელი ადგილები გვაქვს. და თანდათან სხეულის განვითარებისას, მყარი სხეულის გრძნობები ავსებენ შესაბამის ადგილებს, მყარ სხეულში. ასე ბრუნდება განვითარება ფაქიზი სამყაროდან მყარ სამყაროში, მაგრამ იმ შესწორების გათვალისწინებით, რომელიც გამომდინარეობს ახალი პირობების გათვალისწინებით. ამ ადაპტაციას, მყარი სამყაროდან აღქმული ინფორმაციით შეაქვს კორექტივები ფაქიზი სხეულის გრძნობებში. იგივე ინფორმაცია ანვითარებს გრძნობების ადგილს ფაქიზ სხეულში ისე, რომ ფაქიზი სხეულის გრძნობებს შეუძლიათ დაიკავონ მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული მოცულობა ფიზიკურ გრძნობებთან ერთად. ფაქიზი სხეულის შეუსვლელი(დაუტეველი) ნაწილი რჩება ამ სხეულის განკარგულებაში. მყარი სხეულის გრძნობათა მეშვეობით ხდება ფაქიზი სხეულის ნიჭის, შესაძლებლობების და უნარის პოტენციის ინფორმაციული დაგროვება, და მის მფლობელობაში დარჩენილი გრძნობების განვითარება. როდესაც, ფაქიზი და მყარი სხეულების გრძნობების, პრაქტიკული და პოტენციური, ნიჭი, შესაძლებლობა და უნარი, გაერთიანებულია, მაშინ ერთი სამყაროდან მეორეში გადასვლისას ცნობიერების უწყვეტობა გარანტირებულია. გრძნობათა ერთიანობა მიიღწევა და ხორციელდება მყარ სხეულში, მათი ნიჭის, შესაძლებლობებისა და უნარის გაფაქიზებით(შეგნებული განვითრებით). 6. ფაქისი გრძნობების უმდიდრესს გამმას აქრობს მყარი სხეულის უხეში ნივთიერება და ის არ შედის მის ცნობიერებაში, მისი უხეში მატერიის გამო. ფაქიზი სხეული იმყოფება მყარში და საკუთარ თავს გრძნობს ბნელ და შეზღუდულ გარემოში. ..... მაგრამ ასეთი მდგომარეობა შეიძლება გამოსწორდეს, მყარი სხეულის გრძნობების განვითარებით, მათი გაწმენდითა და ხარისხის დახვეწით. 7.სხეულიდან გასვლისას ადამიანი ისე გრძნობს თავს, როგორც იგრძნობდა თავს უეცრად თვლახელილი და სმენაშეძენილი, ბრმა და ყრუ ინვალიდი, ამასთანავე იგი გადაადგილდება უდიდესი სისწრაფით, მიწიერ სტანდარტებთან შედარებით.f 8.მყარ სხეულში განსხეულებისას, ადამიანი ბევრს კარგავს, მაგრამ, ამასთანავე, იძენს დაკარგულზე უფრო ბევრს როდესაც კვლავ ბრუნდება ფაქიზ სამყაროში. რა თქმა უნდა როდესაც ადამიანი ცნობიერად მიისწრაფის თვითშემეცნებისაკენ, მაშინ შეძენილის რაოდენობა მისწრაფების პირდაპირპროპორციულია. და მყარი სხეულის როლი ამ ყოველივეში შეუცვლელია. და რაც უფრო უხეშია, მყარია, ენერგიის მართვის ასათვისებელი მექანიზმის ნივთიერება – ამ შემთხვევაში იგულისხმება ადამიანის ორგანიზმის მყარი სხეული – მით უფრო ფაქიზ და მძლავრ ენერგიებს იძენს ადამიანი. 9.როდესაც ადამიანი შეგნებულად ანვითარებს გრძნობებს, გემოს, სმენას, ხედვას, სივრცულ ორიენტაციას, წინა მომენტის გაცნობიერებასა და მათი სინთეზის საშუალებით მყარ სამყაროში ახალ გრძნობებს ქმნის – ის იძენს ფაქიზი და მყარი სხეულის ნიჭების, უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებას, და იძენს ფაქიზი სხეულის ხარისხს, ახალი მაღალი დონის შესაძლებლობებს ნიჭებსა და უნარს. ამ ქმეებით აყავს საკუთარი თავი ყოფიერების უფრო მაღალ საფეხურზე სადაც მისი ნიჭები უნარი და შესაძლებლობები სურვილისამებრ იქნებიან გამოყენებულნი. 10. ყველა გრძნობა ვითარდება შრომით, საყრდენ მამოძრავებელი აპარატის მსგავსად. იმისათვის, რომ მათ მუდმივი განვითარების ენერგია მიიღონ, საჭიროა მათი ყურადღება მიმართულ იქნეს აღქმაზე და თვითაღქმაზე. ძაბვა, ვიბრაცია და რიტმი აქ მთავარ როლს თამაშობენ, მაგრამ ისინი შეთანხმებულნი უნდა იქნენ გრძნობის ორგანოების მდგომარეობასთან. გრძნობათა სრულყოფის, რეგულარული ცნობიერი პრაქტიკის თითოეული სეანსი, შეავსებს გრძნობებს – ენერგიის ახალი წილით. 11. ფიზიოლოგიურის გარდა არის კიდევ ფსიქიური გრძნობები. ისინი შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური. პოზიტიური გრძნობების განვითარება საჭიროა, ნეგატიური უნდა – ამოიძირკვოს. ამით იქმნება ინდივიდუალურობის მოძრაობის განვითარების მკაცრად განსაზღვრული მიმართულება. პოზიტიური გრძნობები ნეგატიური გრძნობები სიყვარული აუტანლობა სილამაზე ზიზღი ამაღლებულობა სიმდაბლე მისწრაფება მოთენთილობა ექსტაზი ეგზალტაცია სიხარული გაბრაზება მხიარულება სკეპტიციზმი(მოწყენილობა) ამ გრძნობათა გამოვლინება და ნიუანსები შეიძლება სხვადასხვა იყოს, მათი გახმოვანების, ენერგოგაჯერებულობისა და მათი შეერთების მიხედვით. 12. როდესაც ფიზიოლოგიური და ფსიქიური გრძნობები ჰარმონირებული და შეერთებულია, მაშინ ადამიანი იძენს ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას, რომლის დროსაც კოსმოსისა და დედამიწის ყველა ენერგია მას ემორჩილება, რადგან შეესაბამებიან ამ მდგომარეობას. ასე ადამიანი ხდება მეუფე. 13. რა თქმა, უნდა ყველა ენერგიები შეიძლება მიმართულ იქნეს როგორც სინათლისაკენ ასევე სიბნელისაკენ. ამ უკანასკნელს უნდა ვერიდოთ. სამყაროს სული მოუწოდებს თავის ყველა ადეპტს, უსზღვრობის ყველა ოცდაოთხივე სხივს, სინათლისაკენ მისწრაფებისაკენ. ეს ერთადერთი გზაა სიკეთისაკენ. 14.იმისათვის რომ ფაქიზი სხეულის ცნობიერება მთლიანად გაიშალოს მყარში, რითაც ფაქიზი სხეულის მახსოვრობა მოყვანილ იქნება ხმოვანი მოძრაობის მდგომარეობაში მყარ სხეულში, საჭიროა, ფსიქიური გრძნობების ფიზიოლოგიურთან ჰარმონიული შერწყმის პირობით, მყარი სხეულის ყველა ენერგია შეიკრიბოს "მიწის კვადრატში", სადაც ყალიბდება კუნდალინის გველი. მაშინ ფაქიზი სხეულის ენერგიები დაიკავებენ მყარი სხეულის ენერგიების ადგილს. დანარჩენი მოქმედებანი ხორციელდება მზისა და მთვარის იოგასა და "სხეულის რიტუალის" მიწერილობის მიხედვით, რომელზეც ამ ბოლო დროს, უმეცრების მიერ, ბევრი ჭუჭყი იქნა გადასხმული...... მაიტრეა ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელაბა ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული ![]() |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |