ღმერთით შემოსილი (ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "სტალკინგი")
ადამიანის ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის თითოელი უმცირესი ნაწილაკი არის მზის სისტემის ანალოგი. მზის სიტემის ცენტრში არის მზე(ცეცხლი), ხოლო მის გარშემო ბრუნავენ პლანეტები(მატერია). თითოეული პლანეტაც მზის სისტემის ანალოგია რადგან ყოველი პლანეტის გულში(ცენტრში) არის ცეცხლი(მცირე მზე), ხოლო ცეცხლის გარშემო უამრავი მატერია. უხეშად რომ შევადაროთ ადამიანის ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულებიც შედგებიან უამრავი დიდი და მცირე ცეცხლის(მზის) კერებისაგან რომელთა გარშემოც თავმოყრილია მატერია. პლანეტებს(მატერია) გარკვეული მანძილი აშორებს მზიდან და ეს მანძილი პროპორციულია მზის მცხუნვარებისა. იმისდამიხედვით თუ რა რაოდენობის ცეცხლს გამოტყორცნის მზე შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე თუ რა მანძილით შეძლებს იგი დააკაოს პლანეტა რათა ეს უკანასკნელი არ შთაინთქას მის ცენტრში. მზის სისტემა აღარ იარსებებს თუ პლანეტა მის ცენტრში შთაინქა ან თუ იგი მთლიანად მოშორდა მზის ორბიტას. ადამიანის ორგანიზმიც სისტემაა, რომელიც აღარ იარსებებს, თუ დაირღვა წონასწორობა მატერიასა და მის შემაკავებელ ცეცხლს შორის. ძალას რომელიც არეგულირებს წონსწორობას ცეცხლსა და მატერიას შორის ძველი მაგები შეწებების ძალას უწოდებდნენ. ატლანტების ქურუმებმა შეძლეს და აღმოაჩინეს ის ფაქტი, რომ სიცოცხლე არის წონასწორობა ცეცხლსა და მატერიას შორის. ამის შემდეგ მათ დაიწყეს ფიქრი შემაწებებელი ძალის გაძლიერებაზე, მისი ბუნების განჭვრეტაზე. ბოლოს ერთერთმა ქურუმმა განჭვრიტა რომ შემაწებებელი ძალის ადამიანური შესატყვისია – სიყვარული(ეს ქურუმი დღემდე ცოცხალია). რამოდენიმე ათეულმა ქურუმმა შექმნა "ამაღლების სკოლა" რომელმაც მხოლოდ ერთი ნაკადი(1600 ატლანტი) გამოუშვა, მეტი ვეღარ მოასწრო რადგან ატლანტიდა წყალმა შთანთქა. 1600 უკვდავი დღემდე ცოცხალია და იერარქიის გარკვეულ ნაწილს შეადგენს. მათი უკვდავების საიდუმლო სიყვარულში იმალება. ხშირად მათ ღმერთით შემოსილებს ეძახიან, ისინი არ ბერდებიან და არ კვდებიან. იერარქიის წევრებს ღმერთით შემოსილებს ეძახიან იმიტომ რომ მათი სხეული სიყვარულის საკრალური გეომეტრიითაა ორგანიზებული. ღმერთი ძირითადი ატრიბუტი სიყვარულია. ჩვენი ფიზიკური სხეულის გეომეტრიას განაგებს დნმ –ი. მაგრამ დნმ–ი იმდენად სრულყოფილ გეომეტრიას იყენებს რამდენი სიყვარულიცაა(შემაწებებელი ძალა) ადამიანის სულსა და ცნობიერებაში. ადამიანის ცნობიერებაში იმატებს რა სიყვარული, შესაბამისად აქტიურდება საკრალური გეომეტრიის უფრო სრულყოფილი შაბლონი და სწოედ მისი ანალოგიით ხდება გაცვეთილი უჯრედებისა და ორგანოების აღდგენა! ასეთი ადამიანი პირდაპირი გაგებით ღმერთით –სიყვარულით იმოსება! ასეთი სხეული შეუვალი სიმაგრეა ნებისმიერი დავადებისა და ბოროტებისათვის. დაშლის შემთხვევაშიც კი ღმერთით შემოსილი სამ დღეში აღადგენს საკუთარ სხეულს(სამოსს, სიმაგრეს). რა თქმა უნდა ამას დიდი სიყვარული სჭირდება, მაგრამ სიყვარული ისევე გროვდება დღითი დღე როგორც სხვა ყველაფერი, საჭიროა მხოლოდ მისი წარმოება! აქამდე ამას არავინ გასწავლიდათ, აქამდე პრიორიტეტი ოჯახის შექმნა, გამრავლება, კარგი კვება და კომფორტი იყო. დღემდე ათასგვარი უარყოფა, ჩარჩო და დოგმა თან სდევდა ადამიანს. ეს დრო იწურება......... მაშ ასე: მზადა ხართ ღმერთით შეიმოსოთ? მზადა ხართ მოშალოთ თქვენი კომფორტის ზონის შაბლონი?, მზადა ხართ დაამთავროთ უარყოფა და შიშები? ეს შაბლონები იმისთვის შთაინერგა თქვენში, რომ კი არ იმოქმედოთ, არამეტ იფიქროთ მოქმედების შესახებ. საკუთარ საზღვრებს თუ არ გაცდებით ვერაფერს მიაღწევთ! საკუთარ თავში უნდა აღმოაჩინოთ აუთვისებელი ტერიტორია – ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი. G.K
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა რ ე ა ქ ც ი ა სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარული კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
![]() |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |