გასამხელი საიდუმლოებანი
ამჯერად ჩვენ მიმოვიხილავთ იმ საიდუმლოებებს, რომლებიც გაემხილებათ განდობილებს განდობის ცერემონიის დროს. ალბათ გასაგებია, რომ მხოლოდ საიდუმლოს არსებობაზე და მის საგანზე შეიძლება ლაპარაკი და უკეთესი იქნებოდა მათზე არც გველაპარაკა, რომ არა ის მოსაზრება, რომ ამ თემის საერთო ცოდნამ შეიძლება ენთუზიაზმი შესძინოს კანდიდატს განდობისათვის, მისი უკეთესი შესწავლისათვის და მენტალური სხეულის ამ ინფორმაციით გაჯერებისათვის. მაშასადამე, (თავის დროზე, როდესაც კანდიდატი წარსდგება იეროფანტის წინაშე განდობის მისაღებად) იგი შეძლებს, დროის დაუკარგავად ისარგებლოს მიღებული ცოდნით. შვიდნაირი საიდუმლო ფიცის დადების შემდეგ, როდესაც ახლადგანდობილი იღებს ვალდებულებას უპირობოდ შეინახოს საიდუმლო, ის მარტო უახლოვდება იეროფანტს და თავისი ხელით ეხება განდობის კვერთხის ქვედა ნაწილს, რომელიც იეროფანტს შუაში უჭირავს. შემდეგ სამნი, რომლებიც დგანან გარშემო, საკუთარ ხელებს ადებენ მოელვარე ალმასს კვერთხის თავზე და როდესაც ეს ხუთი პიროვნება დაკავშირებულია კვერთხიდან გამომავალი ასეთი სახით ცირკულირებადი ენერგიით, განმდობი უმხელს განდობილს საიდუმლოს. საქმე იმაშია, რომ ხუთი განდობიდან თითოეული (სულ შვიდია, მაგრამ ორი არაა აუცილებელი) ზემოქმედებს ადამიანის ხუთი ცენტრიდან ერთერთზე: 1 – თავის, 2 – გულის, 3 – ყელის, 4 – მზის წნულის, 5 – ფუძის და უხსნის მას ცოდნას სხვადასხვა ტიპის ძალებზე და ენერგიებზე რომლებიც მზის სისტემას ასულიერებენ და შემოედინებიან მასში გარკვეული ეთერული ცენტრიდან. კვერთხის შეხებისას მისი ცენტრები ექცევიან განსაკუთრებული მოქმედების ქვეშ. საიდუმლოს განდობისას ამ მოქმედებას მას აჩვენებენ და უხსნიან რომ იგი იმის იდენტურია, რომელიც ქმნის რომელიმე პლანეტარულ გამოვლენას და რომელიც სახავს რომელიმე სპეციფიკურ დიდ ციკლს. უნდა აღინიშნოს, რომ: 1 – თითოეული საიდუმლო მიეკუთვნება მზის სისტემის შვიდი დიდი პლანიდან ერთერთს. 2 – თითოეულ საიდუმლოს საქმე აქვს ბუნების შვიდი კანონიდან ერთერთთან და ფორმულირებას უკეთებს მას. 3 – თითოეული საიდუმლო გვაძლევს რომელიმე პლანეტარული ლოგოსის ბუნების გასაღებს. 4 – თითოეული საიდუმლო ეხება რომელიმე სხივს ან ფერს და მიუთითებს შესაბამის რიცხვზე, ნოტაზე და ვიბრაციაზე. მზის სამი საიდუმლო მზის სისტემის სამი საიდუმლო შემდეგია: 1 – ელექტროობის საიდუმლო. ბრაჰმის საიდუმლო. მესამე ასპექტის საიდუმლო. ის იმალება ფიზიკურ მზეში. 2 – პოლარობის საიდუმლო, ანუ უნივერსალური სექსუალური იმპულსის. მეორე ასპექტის საიდუმლო. ის იმალება მზის გულში, ანუ სუბიექტურ მზეში. 3 – თვით ცეცხლის საიდუმლო ანუ დინამიური ცენტრალური სისტემური ძალის. პირველი ასპექტის საიდუმლო. ის იმალება ცენტრალურ სულიერ მზეში. საიდუმლო, რომელიც მიმდევრობით გაემხილება განდობილს, სულ სამია, თუმცაღა ისინი საკუთარ თავში მოიცავენ უფრო პატარა საიდუმლოებებს, რომლებიც მანამდე გადაეცემა მათ. მესამე განდობისას, ფიცის მიღების შემდეგ, განდობილს დაუყოვნებლივ გაემხილება მზის სისტემის პირველი ფუნდამენტალური საიდუმლო. მას "ელექტროობის საიდუმლოს" უწოდებენ. მეცნიერულად ითვლება, რომ ელექტროობის ბუნება ორგვარია, ხოლო მისი ბუნების სამგვარობა ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ელექტროობის სამგვარობა დემონსტრირდება განდობილისათვის პირველი განდობისას და ფიზიკურ პლანზე ბალანსის მიღწევის და ძალთა გაწონასწორების საიდუმლოც ამ დროს გაემხილება. ამ საიდუმლოს იგი კონტაქტში შეჰყავს ფიზიკურ პლანზე ზოგიერთ "მშენებლებთან", და მაშინ მას შეუძლია შექმნას მოვლენები ფიზიკურ პლანზე, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. ის იშვიათად აკეთებს ამას, რადგანაც ამ დროს მიღწეულ შედეგებს არა აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა და იგი არ ხარჯავს ენერგიას ამ მიმართულებით. მეორე განდობისას მას გაემხილება "ზღვის საიდუმლო" და მისი შინაგანი მზერის წინაშე იხსნება ორი უღრმესი მნიშვნელობის მქონე საგანი. 1 – ასტრალური სინათლის საიდუმლო. 2 – კარმის კანონი. ამის შემდგომ მას შეუძლია აკაშის ქრონიკების კითხვა და წარსულის დადგენა, რაც საშუალებას აძლევს შემეცნებით იმუშაოს აწმყოში და ის იწყებს საკუთარი კარმის გაწონასწორებას, ამუშავებს თავის მდგომარეობებს და განსჭვრიტავს, როგორ დაასრულოს კარმა სამი სამყაროს ფარგლებში. მას წარედგინება სულიერ არსებათა ის იერარქია, რომელიც დაკავშირებულია კარმის კანონთან ადამიანთან მიმართებაში და მან უკვე საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ კარმის მეუფეები – ეს არაა მითი, სიმბოლური ერთეული, არამედ დიდებული განმჭვრეტი არსებებია, რომლებიც ასრულებენ კანონს ადამიანის საკეთილდღეოდ და ამით საშუალებას აძლევენ ადამიანებს, გახდნენ ოკულტური მნიშვნელობით მთლიანად თვითშემეცნებადი და საკუთარ თავში დარწმუნებულნი, გახდნენ შემოქმედნი სრულყოფილი ცოდნის მეშვეობით. მესამე განდობისას ადამიანს გაემხილება "ფოხატის საიდუმლო". ახლა მას შეუძლია გარკვეულწილად განჭვრიტოს შემდეგი: 1 – აზროფორმების მშენებლობის შემოქმედებითი პროცესი. 2 – სამშვინველიდან ენერგიის გადაცემა ფიზიკურ სხეულში, ძალისმიერი ცენტრების გამოყენებით სხვადასვხვა პლანზე. 3 – კუნდალინის ცეცხლის აწევა, მისი გეომეტრიული აყვანა და ყველა ცენტრის გაღვიძება. D.K ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |