გ ა რ დ ა მ ა ვ ა ლ ი ე ტ ა პ ი
ეხლა გარდამავალი პერიოდია, თევზების ეპოქის თავისი აქცენტით ავტოტიტეტობასა და რწმენაზე, და მერწყულის ეპოქას შორის მისი აქცენტით ინდივიდუალურ შემეცნებასა და პირდაპირ ცოდნაზე. ორივე ეპოქისათვის მახასიათებელი ამ ძალების მოქმედება, იწვევს ადამიანის სხულის ატომებში საპასუხო მოქმედებას. ჩვენ ახალი ცოდნის მიჯნაზე ვიმყოფებით, და სხეულის ატომები მათ მისაღებად ეწყობიან. ატომები რომლებიც ეკუთვნოდნენ თევზების ეპოქას, იწყებენ საკუთარი აქტიურობის შემცირებას, და როგორც იტყვიან, "ოკულტურად ტოვებენ სხეულს", მაშინ როცა ატომები, რომლებიც ეხმაურებიან ახალი ეპოქის ტენდენციებს, სტიმულირდებიან და მათი ვიბრაციული აქტივობა იზრდება. მსოფლიოს ყველა რელიგიის მისტიკოსებმა და ეზოთერიის შემსწავლელებმა ყველგან დიდი ხანია იციან, რომ პლანეტარული იერარქიის ზოგიერთი წევრები, სულ უფრო უახლოვდებიან დედამიწას ჩვენს დროში. ეს იმას ნიშნავს, რომ აზროვნება, ანუ ქრისტეს მენტალური ყურადღება და ზოგიერთი მისი დიადი მოსწავლისა, სიბრძნის მასწავლებლისა, მიმართულია, ანუ ფოკუსირებულია დღევანდელ დღეს კაცობრიობის საქმეებზე და ზოგიერთნი მათგანი ემზადებიან რომ დაარღვიონ საკუთარი ხანგრძლივი მდუმარება რათა მოგვიანებით გამოჩნდნენ ადამიანთა შორის. ეს აუცილებლად ახდენს ძლიერ ზემოქმედებას უპირველეს ყოვლისა მათ მოსწავლეებსა და იმათზე, ვინც განწყობილია და სინქრონულია მათ გონებაზე; ჯერ ერთი, უნდა გვახსოვდეს, რომ ენერგიას, რომელის მოედინება ღვთიური ნების ამ ფოკუსურ წერტილებში, აქვს ორგვარი ეფექტი, იგი ერთდროულად გამანადგურებელიცაა და კონსტ-რუქტიულიც იმ სხეულთა ხარისხიდან გამომდინარე, რომლებიც მასზე რეაგირებენ. ადამიანთა განსხვავებული ტიპები სხვადასხვაგვარად ეხმაურებიან ენერგიის ნაკადებს. ჩვენს დროში ხორციელდება გიგანტური ფსიქიური სტიმულირება, რომელსაც მივყავართ როგორც ღვთიურ კეთილმოქმედ, ასევე სამწუხარო გამანადგურებელ შედეგებამდე. უნდა დავამატო, რომ გარკვეული ასტროლოგიური ურთიერთობები თანავარსკვლავედებს შორის ანთავისუფლებენ ძალის ახალ ტიპებს, როლების ზემოქმედებენ ჩვენს მზის სისტემასა და პლანეტაზე, ქმნიან რა შესაძლებელს დამუშავებამიღწევადობებს, რომლებიც აქამდე არ გამოდიოდა, და დემონსტირებას უწევენ მიძინებულ უნარებსა და ახალ ცოდნას.... თანამედროვე დროში ყველა სულიერად მოაზროვნე და მომუშავე ადამიანი უკიდურესად შეწუხებულია დამნაშაულობათა ზრდით, მდაბალი ფსიქიური ძალების გამოვლინებით, ფიზიკური სხეულის მკვეთრად დასუსტებით, რომელიც დაავადებათა გავრცელებით გამოიხატება, სიგიჟის განსაკუთრებული გავრცელებით, ნევროტული მდგომარეობითა და მენტალური დისბალანსით. ეს ყოველივე შედეგია პლანეტარული მატერიის გარღვევისა და ამავე დროს წარმოადგენს ევოლუციური გეგმის ნაწილსა და კარგ შესაძლებლობას, რომლის მეშვეობითაც კაცობრიობა შეძლებს შემდეგი ნაბიჯი გადადგას წინ.... ენერგია რომელიც ასტრალური პლანიდან მოედინება და (ნაკლები ხარისხით) დაბალი მენტალური პლანიდან, შედის კონტაქტში სხეულებთან, რომლებიც პირველად არ ეხმაურებიან, ხოლო მოგვიანებით ზედმეტად ეხმაურებიან; ის იღვრება ტვინის უჯრედებში, რომლებიც საკუთარი გამოუყენებლობის გამო არ არიან ჩვეულნი მათზე დადებულ მძლავრ რიტმს, ხოლო ადამიანის აღჭურვა ცოდნით იმდენად მწირია, რომ უმრავლესობას არ ყოფნის სიბრძნე რათა იაროს ნელა და პროგრესირებდეს ფრთხილად. შედეგად ადამიანები მალევე ვარდებიან საშიშროებაში და განიცდიან სიძნელეებს; მათი ბუნება ხშირად ისე არა-სუფთაა და ეგოისტურია, რომ ახალი უნარები, რომელთა ყოფნა უკვე იგრძნობა და რომლებიც აღებენ გათვითცნობიერების და კონტაქტის ახალ არხებს, ემორჩილებიან წმინდა ეგოისტურ გათვლებს.... დღევანდელ დღეს კაცობრიობის მდაბალი ფსიქიზმის და ამაღლებული მგრძნობელობის ზრდის მიზეზი მდგომარეობს გარღვეული საფარიდან, რომელიც აქამდე ბევრს იცავდა, უეცრად შემოდინებულ ახალ ასტრალურ ენერგიაში. ... ეხლა ჩვენ განვიცდით კოლოსალური სულიერი სიმძლავრის და კარგი შესაძლებლობის პერიოდს, ყველასათვის, ვინც მორჩილებისა და მოწაფეობის გზაზე დგას.
ეზოთერული დისციპლინა
მაძიებელს ეზოთერულ სკოლაში უფრო სხვა პრობლემა აქვს ვიდრე პრობლემა, რომელიც უკავშირდება ჩვეულებრივ ფსიქიზმს, მედიუმიზმს; ისინი საკუთარ თავს სთავაზობენ ინტელექტუალური ტრენინგისათვის და ემორჩილებიან ფოკუსირებად პროცესს იმით, რომ მიაღწიონ სულის ყვავილის მთლიან ადრეულ გაშლას, რათა სწრაფად და ეფექტურად ემსახურონ რასას და ითანამშრომლონ იერარქიის პლანთან. ამით მოსწავლეები თავს საშიშ და ძნელ მდგომარეობაში იგდებენ, რომლის თავიდან აცილებაც შესაძლებელი იქნებოდა, თუ ისინი აირჩევდნენ ევლოთ უფრო ნელი, მაგრამ ასევე სწორი გზით. არ უნდა დავრთოდ ნება საკუთარ თავს, გვეშინოდეს ან უარი ვთქვათ ფორსირებად პროცესის დამორჩილებაზე, მაგრამ მასში შესვლა საჭიროა ფართოდ გახელილი თვალებით, თანაც უნდა ვისწავლოთ გამოვიყენოთ უსაფრთხოების შემოთავაზებული ზომები და უფროსი მოსწავლეების გამოცდილება. აქცენტი ყველა ეზოთერულ სკოლაში აუცილებლად და სწორედაც კეთდება მედიტაციაზე. ტექნიკურად რომ ვთქვად, მედიტაცია - ეს პროცესია, რომლის დროსაც იღვიძებს, კონტროლს ექვემდებარება და მოიხმარება ყელის ცენტრი. როდესაც ეს მიღწეულია, სამშვინველი და პიროვნება კოორდინირებულია და ერთმანეთში იღვრება და ადგილი აქვს გაერთიანებას, რომელიც იწვევს სულიერი ენერგიის კოლოსალურ მოდინებას, რომელიც უბიძგებს მთელ არსებას აქტიურობისაკენ და გამოყავს ზედაპირზე მიძინებული სიკეთე, და ასევე ბოროტება. აი რაშია პრობლემა და ძირითადი საშიშროება. აქედან ის აქცენტი, რომელიც ყველა ჭეშმარიტ სკოლაში კეთდება სისუფთავესა და მართლგონიერებაზე. ზედმეტი აქცენტი კეთდება ფიზიკურ სისუფთავეზე და არასაკმარისი - ყოველგვარი ფანატიზმისა და მოუთმენლობის უკუგდებაზე. ეს უკანასკნელი ორი თვისება ხელს უშლიან მოსწავლეს უფრო ძლიერად, ვიდრე არასწორი დიეტა, და კვებავენ განცალკევება-გამორჩეულობის ცეცხლებს უფრო მძლავრად, ვიდრე ყველა სხვა ფაქტორი. მედიტაცია გულისხმობს ზედმიწევნით მიზანმიმართულ - მუდმივად, ყოველდღიურ - სიცოცხლეს. ის ნებით თუ უნებლიეთ თავის ტვინის უჯრედებს დიდი დატვირთვის ქვეშ აყენებს, რამეთუ ააქტიურებს უძრავ უჯრედებს და აღვიძებს ტვინის ცნობიერებას სულის სინათლისათვის. მოწესრიგებული მედიტაციის პროცესი, წარმატებულად ალაგებს მთელ სისტემას და მდაბალ ადამიანს აქცევს სულიერი ადამიანის კონტროლისა და ზეგავლენის ქვეშ; ის აგრეთვე აღვიძებს ეთერული სხეულის ძალის ცენტრებს და ააქტიურებს ენერგიის საიდუმლო ნაკადს, რომელსაც სძინავს ხერხემლის ფუძეში. თუ ეს პროცესი მიმდინარეობს ზედმიწევნით და საჭირო სიფრთხილის დაცვით, ვინმეს მეთვალყურეობის ქვეშ, და თუ ის გაწელილია დიდ პერიოდზე, მაშინ საშიშროების რისკი მინიმალურია და გაღვიძება ხდება ნორმალურად, თვით ყოფიერების კანონიდან გამომდინარე. მაგრამ თუ მომართვა და გაღვიძება ფორსირებულია და მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ვარჯიშებით, მანამდე ვიდრე მოსწავლე მზად იქნება და მისი სხეულები კორდინირებულნი და განვითარებულნი იქნებიან, მას ელოდება უბედურება. სუნტქვითი ვარჯიშების ტრენინგი ანუ პრანაიამა არასოდეს არ უნდა განხორციელდეს გამოცდილი ხელმძღვანელის გარეშე, და ისიც მხოლოდ რამოდენიმე წლიანი სულიერი ორიენტაციის ერთგულებისა და მსახურების შემდეგ; არასოდეს არ უნდა მოხდეს კონცენტრაცია ძ სხეულის ცენტრებზე (მათი გაღვიძების მიზნით); ეს იწვევს ჰიპერაგზნებულობასა და ასტრალურ პლანზე კარის გახსნას, რომლის დახურვაც მოსწავლეს ძალიან გაუჭირდება. მე განუწყვეტლივ შთავაგონებ ყველა სკოლის მაძიებელთ: რომ იოგა ეხლანდელ გარდამავალ პერიოდში - ეს არის უკიდურესად მიზანმიმართული განზრახვის იოგა, ღმერთის მუდმივი თანდასწრების და მოწესრიგებული, რეგულარული მედიტაციის, რომელიც ტარდება სისტემატიურად წლების მანზილზე. თუ ის ხორციელდება განყენებულონით და თან სდევს სიყვარულით მსახურება, ცენტრების გაღვიძება და მიძინებული ცეცხლის აწევა ხდება უსაფრთხოდ და კეთილგონიერად, და მთელი სისტემა მოდის საჭირო "გამოცოცხლების" მდგომარეობაში. დაჟინებით არ ვურჩევ მოსწავლეებს საათობით იყვნენ ინტენსიურ მედიტაციებში ან ის პრაქტიკები აითვისონ, რომელთა მიზანია - გააღვივონ სხეულის ცეცხლები, გააღვიძონ კონკრეტული ცენტრი და გამოუშვან გველის ცეცხლი. ამჟამად მსოფლიოში საერთო დაძაბულობა იმდენად დიდია, და საშუალო მაძიებელი იმდენად მგრძნობიარე და ფაქიზად ორგანიზირებულია, რომ გადამეტებული მედიტაცია, ფანატური დიეტა, ძილის დროის მოკლება ან არაჯანსაღი ინტერესი და აქცენტი სულიერი განცდების მიმართ არღვევენ მენტალურ წონასწორობას და ხშირად მოაქვთ გამოუსწორებელი შედეგები... მოსწავლეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მხოლოდ გზისადმი ერთგულება ანდა მასწავლებლისა არასაკმარისია. მასწავლებლები უფრო დაინტერესებულნი არიან შემმეცნებადი თანამშრომლებითა და მომუშავეებით, ვიდრე საკუთარი პიროვნებებისადმი ერთგულებით, და მოსწავლე, რომელიც მოძრაობს დამოუკიდებლად, საკუთარი სულის სინათლეში, ითვლება უფრო საიმედო ინსტრუმენტად, ვიდრე ერთგული ფანატიკოსი. .. თუ აქცენტი კეთდება საკუთარი თანამოძმეების მსახურებაზე და სასიცოცხლო ძალა მიმართულია გარეთ, სამყაროში, მაშინ მაძიებელი თავისუფალია საშიშროებებისაგან და შეუძლია უსაფრთხოდ იმედიტიროს, მიისწრაფოდეს და იმუშაოს. მისი მოტივი სუფთაა, ის მიილტვის არ კონცენტრირდეს პიროვნებაზე და გადაიტანოს ყურადღება საკუთარი თავიდან ჯგუფზე. სულის ცხოვრებას შეუძლია მოედინებოდეს მისაგან, გამოხატავს რა საკუთარ თავს ყველა არსებისადმი სიყვარულში.
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული იერარქიის მეთოდიკა რჩევები მაძიებელთათვის
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |