განთავისუფლებული გონი

(ამონარიდი ჩემი წიგნიდან "შეხვედრები წმინდანებთან")

       მაშ ასე,  გვაქვს  ტერმინი: თავისუფალი გონი. ჯერ განვიხილოთ რას აკეთებს გონი. ადამიანის პიროვნება იყენებს გონს რათა მოიგონოს გამოსავალი, გეგმა, სქემა, თავი დაიძვრინოს სირთულეებისაგან, გადარჩეს, გაანალიზოს მოსალოდნელი საფრთხეები, შეაფასოს რისკები, დასახოს გადარჩენის გზები. შექმნას მიზნის მისაღწევი ნაბიჯების თანმიმდევრობა, დაალაგოს სამაგიეროს გადახდის ვარიანტები და ა.შ. მოკლეთ რომ ვთქვათ გონს ძალზედ ბევრი სამუშაო აქვს, სამყარო ხომ ასეთი ამოუცნობია, საშიშია, მოულოდნელობებითაა სავსე, ამიტომ გამუდმებული ანალიზი და შეფასებაა საჭირო, მსჯელობა, განხილვა, შედარება, ამ ანალიზის საფუძველზე ხდება  გადაწყვეტილებების მიღება, რეაგირება, მოქმედება.  გონების გამუდმებული მუშაობა ქმნის შინაგან დიალოგს, შინაგან აზრობრივ საუბარს საკუთარ თავთან, განსჯას, მსჯელობას, რაც გამუდმებით მიმდინარეობს შეუჩერებლივ. გონებას უწევს ძალზედ დიდი რაოდენობის ინფორმაციის განხილვა დამუშავება, დალაგება, შეფასება, ანალიზი, შედარება,  შედეგად ის მუდამ გადატვირთულია. ეს პროცესი მოითხოვს უამრავ ენერგეტიკულ რესურსებს, მთელი არსებული ენერგიის ლომის წილს. ადამიანის ერთი ნაწილი, რომელსაც გონი ეწოდება მოიხმარს უდიდეს ენერგიას რათა დაეხმაროს პიროვნებას თავი დააღწიოს სირთულეებს, ჰქონდეს საჭირო რეაქციები და მიაღწიოს დასახულ მიზანს. გონი გადატვირთულ რეჟიმში მუშაობს მთელი დღე, მაგრამ შედეგები მეტად საეჭვო და არადამაკმაყოფილებელია, იმიტომ რომ მისი გათვლები, ანალიზი, დასახული გეგმები ხშირად არაადეკვატური და მცდარია, ისინი დიდად ვერაფერში გვადგება. მთელი დატვირთვა გონზე იმიტომ მოდის რომ ადამიანი საკუთარ თავს ანდობს მას და არა შინაგან ღვთაებას, ღმერთს!!!  სამწუხაროდ გონი ვერაფერში დაგეხმარებათ, ის ლოგიკას იყენებს, ანალიზსს, გათვლას, შეფასებას, მაგრამ სამყარო ადამინურ ლოგიკას არ ემორჩილება, სიტუაციები სხვაგვარად ვითარდება, დასახული გეგმები და მცდელობები იშლება - როგორც ამბობენ "კაცი ბჭობდა და .....!!!"

             მე გირჩევთ თითოეულ თქვენგანს - გაანთავისუფლოთ გონება ამ უმძიმესი ტვირთისაგან, ამ დაუსრულებელი სამუშაოსაგან, მითუმეტეს რომ მისი ეფექტურობა მინიმალურია. გონების განთავისუფლება ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ანდობს შინაგან ღვთაებას(სიყვარულს). შინაგანი ღვთაება საკუთარ თავზე იღებს ყოველგვარ საზრუნავს და მთლიანად ანთავისუფლებს გონებას. ღვთაება რაფერს არ აანალიზებს, არ აწარმოებს გათვლებს, არ გეგმავს მომავალს, არ განსჯის, არ განიკითხავს - არავის არ ადანაშაულებს. ის ყველაფერს ისე იღებს როგორც არის. მისი ერთადერთი ინტენსიურობა, აქტიურობა, მიმართულია სიყვარულის შინაგანი კვლავწარმოებისაკენ, სიყვარულის განცდისაკენ. ღვთაებამ იცის რომ სიყვარულის მდგომარეობას მოაქვს ყველაფერი რაც საჭიროა - სიუხვე, ბარაქა, დღეგრძლობა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, სწორი ურთიერთობები, ჰარმონია, ბედნიერება, უსაფრთხოება, ამიტომ არავითარი გეგმები და გათვლები საჭირო არ არის!!!  ის ზრუნავს მხოლოდ სიყვარულზე, მინდობილია მასზე, ხოლო ყველაფერი დანარჩენი თავისით ხდება.  ამის შემდეგ საჭირო აღარ არის გაფაციცებით ეძიო გამოსავალი, დაგეგმო ყოველი ნაბიჯი, გყავდეს გავლენიანი ნათესავები და მაღალჩინოსანი მეგობერები. გარემოს კონტროლი არ სჭირდება, სიტუაციის დაჭერა არ არის საჭირო, უბრალოდ გამუდმებით ზრუნავთ სიყვარულზე - ეს არის და ეს!

           გონი პირდაპირ კავშირშია იმ რეალობსთან რომელშიც ცხოვრობს ადამიანი. მისი მოქმედება, შინა არსი და აქტიურობა სარკის ანარეკლივით აისახება რელობაში მიმდინარე მოვლენებად. როდესაც თქვენ აანალიზებთ მოსალოდნელ სიტუაციას გონებრივად, როდესაც აფასებთ სართხეებს, შესაძლებელ, მოსალოდნელ პრობლემებზე ფიქრობთ, სწორედ ამ დროს ეს პრობლემები ვლინდება გარე რეალობაში, მათ მოვლინებას თქვენივე გონი "აკეთებს"! ანუ რასაც ფიქრობთ, ელოდებით, გრძნობთ და რაც წარმოგიდგენით ის ხდება გარე რეალობაში. აქ აუცილებელია დაისვას შემდეგი კითხვა, თუ ადამიანი იფიქრებს, იგრძნობს და წარმოიდგენს სიყვარულს, ნაცვლად იმისა რომ შეაფასოს საფრთხეები და პრობლემები - დადგება კი ეს პრობლემები გარე რეალობაში? 

            რა თქმა უნდა არა!!! პრობლემა თავისთავად არ ჩნდება, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გონის არასწორი აქტიურობით არის შესაძლებელი მათი გამოჩენა. სხვაგვარად რომ გითხრათ, ჩვენი გონოი მუდმივად აწაროებს აზრობრივ ნაკადებს, სწორედ ამ აზრების შინა არსი ვლინდება გარე სამყაროში სიტუაციების სახით. ანუ ჯერ ფიქრობთ, მერე ეს ვლინდება და მერე თქვენ ცდილობთ გაუმკლავდეთ იმას რაც მოავლინეთ! გადაურჩეთ საკუთარ შემოქმედებას!  თქვენი შემოქმედების "ორგანო" მუდამ მუშაობს, მაგრამ ადამიანებმა არ იციან რომ ის არსებობს და ავლენს, "ქმნის" რეალობას. შედეგად საკუთარი გონით ისინი "ქმნიან" რეალობას" სიტუაციებს რომელნიც ისეთი პრობლემატური, საშიში და მტანჯველია, რომ შემდეგ გადარჩენისათვის ბრძოლა უწევთ. აქედან გამოდინარე არ შეიძლება განცალკევებულად იქნეს განხილული რომელიმე კონკრეტული ადამიანის აზროვნება და მისი პრობლემები!  რაჯა იოგას საფუძვლები ეყრდნობა ერთიანობას, მთლიანობას. სამყარო იმიტომაა ილუზია რომ ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ, და ეს ხდება! რეალობას საკუთარი ბუნება არ გააჩნია! სწორედ ამიტომ აქტიური ინტელექტი არის სული წმინდას(დედა, გამოვლენილი მატერია) ასპექტი, ის ავლენს რეალობას. ის "ბადებს" რეალობას, მის შინა არსს და ფორმას.

            ვისაც ყურები აქვს გაიგოს!!!

G.K.

საწყისი გვერდი

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©