განდობის გზა
რაღაც, დიდი ან მცირე დროის პერიოდის შემდეგ მოსწავლე დგება განდობის პორტალის პირისპირ. გახსოვდეთ, რომ, როდესაც ადამიანი უახლოვდება ამ პორტალს, ახლოს მიდის მასწავლებელთან, მაშინ, მისი ფეხები "გულის სისხლითაა ჩამორეცხილი". ზემოთ მიმავალი თითოეული ნაბიჯი ყოველთვის კავშირშია ყოველივე იმის მსხვერპლად გაღებასთან, რაც ძვირფასია გულისათვის ამა თუ იმ პლანზე, და ყოველთვის ეს მსხვეპლი უნდა იყოს საკუთარი ნებით გაღებული. ის ვინც მიდის გამოცდისა და სიწმინდის გზით, – ეს ის ადამიანია, ვინც კარგად დაითვალა საფასური, რისი გადახდაც მოუწევს, ვისი ფასეულობებიც კორექტირებულ იქნა და ამიტომ ისე არ აფასებს ყოველივეს, როგორც საერო ადამიანი. ეს ისაა, ვინც "ცდილობს ღვთის სასუფეველი ძალით" აიღოს და ამისათვის მზადაა შემდგომი ტანჯვისათვის. მისთვის არაფერს არა აქვს მნიშვნელობა, ოღონდ კი მიაღწიოს საბოლოო შედეგს. ამ ბრძოლაში, რომელსაც აწარმოებს უმაღლესი "მე" უმდაბლესი "მე" ს დასამორჩილებლად, იგი მზადაა მსხვერპლად გაიღოს ყველაფერი, საკუთარი სიცოცხლეც კი. პირველი ორი განდობა პირველი განდობისას მოსწავლემ უნდა მიაღწიოს ფიზიკური სხეულის(მეშვიდე ეთერი) და ზოგადად ყველა ეთერული სხეულის მაღალი ხარისხის კონტროლს. ქრისტიანული ფრაზეოლოგიის მიხედვით "სხეულის ცოდვები" უნდა იქნენ დათრგუნულნი. მუცელღორობას, ლოთობას და აღვირახსნილობას არავითარი ძალაუფლება აღარ უნდა გააჩნდეთ ადამიანზე. ფიზიკური ელემენტი მეტად აღარ უნდა აყენებდეს საკუთარ მოთხოვნებს; კონტროლი უნდა იყოს სრული და ადამიანი აღარ უნდა მიდიოდეს ამ საკითხებთან დაკავშირებით არავითარ დათმობაზე საკუთარ თავთან. არხი უმაღლესიდან უმდაბლესისაკენ ფართოვდება და სხეულის მორჩილება თითქმის ავტომატური ხდება. განდობილები შეიძლება დაეცნენ და ეცემიან კიდეც, რითად ხვდებიან დასჯის კანონის ქვეშ დასჯის სახით. საკუთარი დაცემით მათ შეიძლება ავნონ და ვნებენ კიდეც ჯგუფს, რითაც საკუთარ თავზე იწვევენ დარეგულირების კარმას, ანუ შემდეგში იძულებულნი იქნებიან გამოისყიდონ მიყენებული ზიანი უფრო ხანგრძლივი მსახურებით. ამასთანავე თვითონ ჯგუფის წევრები, მართალია ქვეცნობიერად, წარმოადგენენ კანონს. მათი წინსვლა მნიშვნელოვნად ფერხდება, რადგანაც დიდი დრო იკარგება დაცემულ ერთეულებთან ურთიერთობის კარმის დამუშავებაში. უკვე თვითონ იმას, რომ ადამიანი – განდობილია, მაშასადამე, კოლოსალური ძალის გამტარია, მივყავართ იქამდე, რომ მის გადახრას სწორი გზიდან მივყავართ უფრო ნეგატიურ შედეგებამდე, ვიდრე უფრო ნაკლებად წინწასული ადამიანის შემთხვევაში; უკუგებაც შესაბამისი სიძლიერის იქნება. ის აუცილებლად გადაიხდის ამ საფასურს მანამ, სანამ მას ნებას დართავენ გააგრძელოს გზა. არავინ არ ვითარდება ერთი და იგივე ან პარალელური მიმართულებებით, ამიტომ შეუძლებელია მკაცრი და მყარი წესების მოცემა თითოეული განდობის პროცედურის, ანდა იმის შესახებ, თუ რომელი ცენტრები უნდა იქნას გააქტიურებული, ან რა ხილვას უნდა ველოდოთ. ძალიან ბევრია დამოკიდებული მოსწავლის სხივზე, მის განვითარებაზე რომელიმე მიმართულებით (ადამიანები, როგორც წესი, არათანაბრად ვითარდებიან), მის ინდივიდუალურ კარმაზე, და აგრათვე ნებისმიერი პერიოდის გადაუდებელ აუცილებლობებზე. მხოლოდ ერთი შეიძლება ითქვას დანამდვილებით: პირველი განდობისას, ქრისტეს დაბადების განდობისას, ჩვეულებრივ, აქტიურდება გულის ცენტრი, ასტრალური გამტარის (სხეულის) უფრო ეფექტური კონტროლისა და კაცობრიობისათვის უკეთესი მსახურებისათვის. ამ განდობის შემდეგ, განდობილის მიერ ძირითადად შეისწავლება ასტრალური პლანის ფაქტები; ის ვალდებულია სტაბილურობა შესძინოს საკუთარ ემოციურ გამტარს (სხეულს) და ასტრალურ პლანზე მუშაობა ისევე მარტივად შეძლოს, როგორც ამას ფიზიკურ პლანზე ახერხებს; ის შედის კონტაქტში ასტრალურ დევებთან(ანგელოზები); ის სწავლობს ასტრალური ელემენტალების მართვას; მას უნდა უადვილდებოდეს ასტრალური პლანის ქვედა პლანებზე ფუნქციონირება; შედეგად ფიზიკურ პლანზე მისი სამუშაოს ხარისხი და ფასეულობა იზრდება. ამ განდობისას იგი გადადის სწავლის სასახლიდან (აშრამი) სიბრძნის სასახლეში. ამ დროს მუდმივად კეთდება აქცენტი მის ასტრალურ განვითარებაზე, თუმცაღა მისი მენტალური აღჭურვა გამუდმებით იზრდება. ბევრმა ცხოვრებამ შეიძლება განვლოს პირველსა და მეორე განდობას შორის. დიდმა დრომ და უამრავმა განსხეულებამ შეიძლება ჩაიაროს, მანამ, სანამ მოსწავლე სრულყოფილ კონტროლს დაამყარებს ასტრალურ სხეულზე და განდობილი მზად იქნება შემდეგი ნაბიჯისათვის. ამ მხრივ საიტერესო ანალოგიაა მოცემული ახალ აღთქმაში განდობილი იესოს ცხოვრებიდან. ბევრი წელი გავიდა დაბადებიდან მონათვლამდე (წყლით მონათვლამდე), მაგრამ დანარჩენი სამი ნაბიჯი სამ წელიწადში იქნა გადადგმული. როგორც კი მიღებულია მეორე განდობა, პროგრესი ჩქარდება. მესამე და მეოთხე განდობას ადგილი აქვს ან იმავე ან შემდეგ ცხოვრებაში. აი, მოკლედ, რისი თქმაც შეიძლება პირველ ორ განდობაზე! მე მესმის, რომ მრავალი თქვენგანისათვის ეს უცხო "ხილია" და გასაგებად არც თუ ისე ადვილი, მაგრამ თქვენმა ინტერესმა აქამდე მოგიყვანათ და ამიტომაც ცდილობთ ამ საკითხებში გარკვევას. D.K (ტიბეტელი მასწავლებლის მიერ გადმოცემული ინფორმაციის მიხედვით) ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარული გრძნობები ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარულ
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |