განდობილის  პასუხები

 

   კითხვა: – რას ფიქრობთ ეჭვიანობაზე, როგორ ადამიანს ქვია არაეჭვიანი?

    პასუხი: – ეჭვიანობას აქვს ორი დონე. – პირველი დონე – ეს როდესაც ეჭვიანობის მიზეზი არ არსებობს, მეორე – როცა მიზეზი არსებობს. მხოლოდ ის, ვინც ინარჩუნებს სიმშვიდეს, როცა არსებობს ეჭვიანობის მიზეზი, არის ნამდვილად არაეჭვიანი ადამიანი. ეჭვიანობა და სიყვარული(ღვთიურობა) ორი ურთიერთგამომრიცხავი მდგომარეობაა.

    კითხვა: – ჩემთვის არასასიამოვნო იქნებოდა იმ ადამიანზე გათხოვება, რომელიც ოდნავ მაინც არ იქნებოდა ეჭვიანი, რას ფოქრობთ ამაზე?

  პასუხი: – ხო, ბევრი ქალი ფიქრობს ასე. ისინი ფიქრობენ, რომ ეჭვიანობა ცოლის დაფასების და სიყვარულის ნიშანია, მაგრამ ეს ილუზიაა. სინამდვილეში, დაფასებას გამოხატავ ქალისადმი, მხოლოდ მაშინ, როდესაც გიყვარს ის იმდენად, რომ მის ბედნიერებას საკუთარზე ზემოთ აყენებ. კეთილშობილი ქალი არასოდეს მოინდომებს, რომ მისი ქმარი იტანჯებოდეს ამ საშინელი გრძნობით, მხოლოდ იმის გამო, რომ თავი დაფასებულად იგრძნოს. სხვა ადამიანის ფლობის მცდელობა ისეთივე უშედეგოა, როგორც მთვარის ფლობა. თითოეული ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნის.

   კითხვა: რა არის ცოდვა?

   პასუხი: სიყვარულის არ არსებობა. ცოდვა – ეს ბავშურობის სახესხვაობაა. ეს ეკლიანი გზაა სულიერი ბედნიერებისაკენ ნაცვლად პირდაპირი გზისა. მაგრამ ვინ გადაწყვეტს ბავშვის განკითხვას იმისათვის, რომ ის – ბავშვია. არაგონიერი ბავშვი ყოფს თითებს ცეცხლში და იწვავს მათ.  ბავშვი შეცდომას უშვებს და ითვისებს გაკვეთილს ტანჯვის მეშვეობით. რატომ შეყო ბავშვმა თითები ცეცხლში? იმიტომ რომ ის ეძებდა სიამოვნებას, მაგრამ  ეძებდა ცრუ გზაზე (მიმართულებით). ზდრდასრული ადამიანი უფრო მეტად ჭკვიანია, ის არ ყოფს თითებს ცეცხლში, მაგრამ ჩადის ამის მსგავს სხვა რაიმეს. ისიც მიილტვის სიამოვნებისაკენ, მაგრამ ბავშვის მსგავსად მიდის ცრუ გზით და, მხილების შემდეგ, ასევე იტანჯება. მაშასადამე ყველა ცოდვა სხვა არაფერია თუ არა ბედნიერების ძიება ცრუ მიმართულებით, ხოლო ყველა ცოდვილნი – ეს მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებია, რომლებიც ბოლოს და ბოლოს გაიზრდებიან. მოთმინება არის ამ ფაქტის აღიარება.

    კითხვა: დასჯის შესახებ რას აზრის ხართ?

    პასუხი: – დასჯა ეს არის შურისძიების სახესხვაობა. ამიტომ ერთი ადამიანის მიერ  მეორის დასჯა – ნიშნავს ერთ ბოროტებას მეორე დაამატო. ხოლო რაც შეეხება იურიდიულ დასჯას, კანონდამრღვევებს თავისუფლება უნდა შეუზღუდო და ამავე დროს აღზარდო სიკეთითა და დადებითი მაგალითით .

   კითხვა: რას იტყვით გაღიზიანების შესახებ?

   პასუხი: – მიზეზი შედეგობრიობის კანონს ემორჩილება ყველა,  – ამოტომ არავისთვის არ არსებობს აუცილებლობა დასაჯოს სხვა ადამიანი, სიბრაზის გამოხატვითა თუ სხვა რაიმე მეთოდით.

   კითხვა: მაგრამ მე მართლა ვთვლი, რომ ადამიანს არ უნდა მისცე უფლება ეშმაკურად მოექცეს მეგობარს ან სხვა ადამიანს. რას ფიქრობთ ამაზე? განა ასეთ სიტუციაში არ უნდა ჩაერიო?

   პასუხი: – ხანდახან მიზანშეწონილია ჩაერიო, მაგრამ რა საჭიროა გაღიზიანება ამ საკითხის გამო? თუ ოთახში თქვენ გაწუხებთ კატა თავისი კნავილით – გაიტანეთ კატა ოთახიდან, მაგრამ არ ეჩხუბოთ ცხოველს. კატებისათვის ისევე დამახასიეთებელია კნავილი, როგორც ზოგიერთი ადამიანისათვის – იყოს დაუნახავი და უკმაყოფილო. არაფერი არ არის გამაღიზიანებელი თავისთავად. დიდი ადამიანი არ გაღიზიანდება იმის გამო, რასაც მდგომარეობიდან გამოყავს ბავშვი...  საკმარისია საკუთარი ცნობიერება გააიგივო იმ სიყვარულთან, რომელიც შენს შიგნითაა, – და ვერაფერი ვერ შეძლებს შენს გაღიზიანებას. 

   კითხვა: მაგრამ ეს ხომ ძალიან ძნელია?

   პასუხი: დრო და საჭირო მიდრეკილება, გვეხმარება მივაღწიოთ ნებისმიერ რამეს.

   კითხვა: რას იტყვით თვალთმაქცობაზე?

  პასუხი: სინამდვილეში არის ორი სახის თვალთმაქცობა: – თვალთმაქცობა "დიდი" ადამიანისა რომელსაც თავი მოაქვს ჩვეულებრივ ადამიანად, და თვალთმაქცობა ჩვეულებრივი ადამიანისა, რომელსაც თავი მოაქვს დიად ადამიანად. ისინი ორივე იტყუება, მაგრამ პირველ შემთხვევაში ტყუილი გამოწვეულია მაღალი ეთიკური შეხედულებებითა და მორიდება მოწიწებით(აგრეთვე სტალკინგის ხელოვნებით), ხოლო მეორე შემთხვევაში – პატივმოყვარეობით.

   კითხვა: საჭიროა თუ არა სულიერ გზაზე მდგომი ადამიანისათვის მტკიცე სხეული?

   კითხვა: ძალიან ძნელია იქონიო ღვთიური ცნობიერება, როდესაც სუსტი სხეულის პატრონი ხარ. აბსოლიტური ჯანმრთელობა – ღმერთის ატრიბუტია, უმაღლესი ნეტარების თანამდევი ხარისხი. აბა წარმოიდგინე ღვთიური ადამიანი რომელიც ავადაა, უბედურია, მოსთქვამს, უჭირს და ა.შ  – ეს ხომ ნონსენსია. თუ ასეთ ადამიანს ნახავ იგი საკუთარ თავს იტყუებს, რადგან გონია რომ დღითი დღე სულ უფრო და უფრო ღვთიურობას იძენს და ამავე დროს ავადაა, უჭირს, უბედურია. ეს მდგომარეობები ერთად არასოდეს არსებობს!!!  სული წმინდას ჯანმრთელობა მოაქვს, როგორ შეიძლება წმინდა სულის ადამიანი ავად იყოს? ის სხეული რომელშიც წმინდა სული ბინადრობს ყოველთვის ჯანმრთელია, ძლიერია და შეუვალია დაავადებებისათვის. ასევე შეუძლებელია ღვთიური ადამიანი გაჭირვებაში ცხოვრობდეს! ღვთიურობა ნიშნავს ღმერთთან ერთიანობას, მის ყოველწამიერ თანდასწრებას. განა შეიძლება ადამიანი ერთიანი იყოს ღმერთთან, მუდამ მისი თანდასწრებით მოქმედებდეს და ამავე დროს გაჭირვებული იყოს? ვინც იძახის რომ იგი ძალიან ღვთიური ადამიანია, მაგრამ ამავე დროს უჭირს – ის უბრალოდ თავს იტყუებს.  ცუდი ადამიანი არ არსებობს – არსებობენ ადამიანები რომლებმაც არაფერი იციან ღვთიურ მდგომარეობაზე, ღმერთთან ერთიანობის ბუნებრივ შესაძლებლობაზე, ადამიანები რომლებიც ჯიუტობენ საკუთარ უმეცრებაში და იქმნიან ილუზიებს უსიყვარულო მოქმედებებისა და ურთიერთობების ეფექტურობის შესახებ.

    კითხვა: როგორ წარმოგიდგენიათ ძლიერი ადამიანი?

    პასუხი: სიძლიერის ატრიბუტი ერთია – სიყვარული!!!  არსებობს სისუსტის ატრიბუტებიც: – სიძულვილი, სიამაყე, აგრესიულობა, აუტანლობა, მოუთმენლობა, გაღიზიანება, გაბოროტება და ა.შ. ეს მდგომარეობები სულს არაწმინდა მდგომარეობებში ითრევს რაც დაუყოვნებლივ იწვევს სხეულის სისუსტესა და დაავადებების სიმრავლეს, აგრეთვე არასწორ ურთიერთობებსა და მოვლენათა შეუთანხმებლობას – რაც გაჭირვებაში აგდებს ადამიანს!

    კითხვა: და მაინც ჩემამდე არ დადის – როგორ შეიძლება ყველაფერი იყოს სხვანაირად ვიდრე არის?

    პასუხი: ადამიანებს უკვე დიდი ხანია ასწავლიან, რომ ბუნებას თავისი კანონები აქვს, რომ არსებობს მატერიალური სამყარო და სულიერი სამყარო, რომ ეს ყოველივე დამოკიდებული არაა ერთმანეთზე, ნუ ისე ირიბად! ამიტომ როცა ლაპარაკია იმაზე რომ ადამიანს შეუძლია შეცვალოს საკუთარი ცხოვრება და მის თავს მომხდარი მოვლენები მხოლოდ იმით, რომ სიყვარულის მდგომარეობას დაუბრუნდეს რაც შეიძლება ხშირად  – ამას არავინ აღითქვამს პირდაპირი გაგებით – მხოლოდ ალეგორიულად. ჩვენ უკვე რამოდენიმე ათეული ათასი წელია შევეჩვით ავადმყოფობებს, სისუსტეს, უმეცრებას, ინერტულ ცხოვრებას. ასეთ გარემოში დაბადებული ბავშვიც თავიდანვე ეჩვევა და ეგუება სუსტი არსების კლიშეს. სინამდვილეში ყველა ბავში იზრდება იმ რწმენით, რომ მხოლოდ მის პირად მარიფათზეა დამოკიდებული მისი ცხოვრებისა და სიცოცხლის ხარისხი, რომ როგორც იტყვიან – "მგელი უნდა იყო, მგელი და მგელზე უფრო მგელი".  ასეთი მიდგომა და შეხედულება მთლიანად უარყოფს ღმერთის თანდასწრებასა და მისი უდიდესი ძლევამოსილების არსებობას. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბავშვები იზრდებოდნენ და იზრდებიან საკუთარი თავის აგრესიული სიძლიერის რწმენით და არა სიყვარულის(ღმერთის) ყოვლისშემძლე შესაძლებლობების რეალიზებით. როდესაც ადამიანს არასოდეს უცდია რამე მიზნისათვის მიეღწია სიყვარულით და არა პირადი "გარე" ძალისხმევით, იგი ვერასოდეს გაიგებს თუ რა საჭიროა და როგორ მოქმედებს სიყვარული. თუ ადამიანმა არ იცის როგორ დაეხმაროს საკუთარ თავს სიყვარულის მეშვეობით – ის განწირულია საცოდავი და მტანჯველი, აგრესიული ცხოვრებისათვის. 

    სადღეისოდ ადამიანები აღწევენ საწადელს ძალისა და სიცრუის მეშვეობით. მათ არასოდეს და არავინ არ ეუბნება, რომ არსებობას მესამე გზაც – სიყვარული!!! 

    დღეისათვის საცოდავ და გაჭირვებულ  მდგომარეობაში ის ადამიანი იმყოფება ვინც უარს ამბობს ძალით წართმევაზე და ტყუილით მოპოვებაზე. ეს ადამიანები ინტუიტიურად ხვდებიან რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ მათ არ იციან – აბა როგორ მიიღონ საწადელი? ასეთ ადამიანებზე იძახიან რომ ისინი ამ ცხოვრების ხალხი არაა. რომ მათგან არაფერი გამოვა. არა ბატონო! ასე არაა! ამ აამიანებმა კიდევ ერთი, შემდეგი ნაბიჯი უნდა გადადგან – უნდა ისწავლონ სიყვარულის მდგომარეობაში გადასვლა! მაგრამ ეს ნაბიჯი რომ გადაიდგას ჯერ უნდა დაიჯერონ რომ სიყვარულს უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ყველა ადამიანურ ძალისხმევას, რომ სიყვარული განსაზღვრავს სიცოცხლისა და ცხოვრების ხარისხს!!!  

    სიყვარული მაინც მოქმედებს მიუხედავად იმისა გჯერათ თუ არა მისი, მხოლოდ საქმე იმაშია რომ ურწმუნო ადამიანი არასოდეს იმოქმედებს ამ მიმართულებით, არასოდეს დაიწყებს სიყვარულის პრაქტიკას!!!  თავისუფლება აქვეა ჩვენთან ძალზედ ახლოს, ხელის გაწვდენაც კი არაა საჭირო, მაგრამ ადამიანები ჯიუტად ამბობენ უარს მის არსებობაზე!  ისინი არამარტო უარს აცხადებენ, არამეტ გააფთრებით იცავენ საკუთარ უმეცრებას, რომ ვინმემ არ მოატყუოს და "მცდარ გზაზე არ დააყენოს".   არამარტო საკუთარ თავს არამეტ ახლობლებს და მეგობრებსაც იცავენ  "მცდარი გზისაგან".  ასეთი ადამიანებს მინდა უთხრა, რომ დასაცავი აღარაფერია, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია ისინი იქ არიან რისიც ასე ძალიან ეშინიათ, რომ ისინი დიდი ხნის წინ მოატყუეს და დღეს ასწავლიან როგორ დაიცვან ტყუილი რომელიც თითონ არც კი მოუგონიათ! სამწუხარო სანახავია, როდესაც გატანჯული ადამიანი საკუთარ გაჭირვებასა და სისუსტეებს იცავს!!!  ადრე თუ გვიან ყველა ადამიანი სვავს კითვას – იქნებ ჩემი შეხედულებები არასწორია? იქნებ რაღაცა არ ვიცი? იქნებ არსებობს და ვიპოვო ის რაც მთავარია?  სწორედ ამ დღიდან ხდება ადამიანი  მაძიებელი და  იწყებს მოძრაობას ევოლუციის შემდეგ საფეხურზე ასასვლელად. 

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე     სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული  გრძნობები   ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©