ყველა უფლება დაცულია

 

გაერთიანება

იოგა

 

 

          "გართიანება, ანუ იოგა, მიიღწევა ფსიქიური ბუნების დამორჩილებით და გონების აქტიურობის მოთვინიერებით."

          ადამიანის ფსიქიური ბუნება მრავალი ნაწილისაგან(ემოციური სხეული, გრძნობითი სხეული, გონის სხეულის მცირე წილი და ა.შ.) შედგება, ამიტომ როდესაც საუბარია სულის მიე მოწოდებული ენერგიის სუფთად მიღებასა და გატარებაზე, წინა პლანზე იწევს ჩაურევლობის პრინციპი, ანუ საკუთარ ფსიქიკას და მის შემადგენელ ნაწილებს ისე უნდა ვფლობდეთ რომ არცერთი მათგანი არ ჩაერიოს ამ წმინდა ენერგიის მახასიათებლებში და არ მიანიჭოს მას საკუთარი თვისებები და კონფიგურაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი "ჩუმად უნდა იყვნენ, როდესაც ღმერთი ლაპარაკობს(როდესაც ღვთიური ენერგია მოედინება(მოქმედებს))". მოსწავლემ უნდა იცოდეს რომ უკონტროლო სურვილები და არადისციპლინირებული გონი, უმართავი ემოციები ხელს უშლიან ღვთიური ენერგიის შემოდინებას და ამდაბლებენ მას ცხოველურ ხარისხამდე, ეს კი ხელს უშლის ადამიანის გაეთიანებას მის სულთან(ანუ როგორც ძველ წიგნებში წერია - "სულის მოპოვებას"). ანუ ამ შემთხვევაში იოგა(ერთიანობა საკუთარ სულთან) ვერ მიიღწევა.

        როდესაც ხდება ემოციური სხეულის დამორჩილება, მაშინ მოსწავლე ხედავს "ქრისტეს სინათლეს" და მას საიდუმლო ენაზე ეწოდება "წყვდიადში მანათობელი". წყვდიადი ნიშნავს ფიზიკურ სხეულს(ანუ განსხეულებულ მოსწავლეს) ხოლო მანათობელი აღნიშნავს ქრისტეს სინათლეს რომელიც სხეულში ანთია! ანუ ეს იმას ნიშნავს კიდევ, რომ სულის მიერ მიწოდებული ღვთიური ენერგიის რაღაც წილი, სუფთა სახით აღწევს სხეულში და ანათებს მას შიგნიდან.

       იოგას, გაერთიანებისაკენ, მიმავალ გზაზე, მოსწავლეს ეძლევა ორი სიტყვა - მოთვინიერება(დამორჩილება) და კონტროლი.

 

       "როდესაც მოსწავლე, ან იოგინი, აღწევს ამ გაერთიანებას, ის შეიცნობს საკუთარ თავს ისეთად, როგორიც არის რეალურად."

       როდესაც მოსწავლე აღწევს ერთიანობას საკუთარ სულთან(სინათლის სხეული), მაშინ ის შეიცნობს საკუთარ ძლევამოსილებას რომლის საფუძველიც ღმერთთან ერთანობაა. მან უკვე იცის ვინ არის, საიდან არის და როგორია. ის ხედავს რეალურ, უმაღლეს "მე" - ს.

 

       "არასწორი ცოდნა ეფუძნება ფორმის აღქმას და არა ყოფიერების მდგომარეობის აღქმას."

        მე უკვე მრავალგზის აგიხსენით, რომ გარე რეალობა, მისი ფორმები და შინა-არსი წარმოადგენს შიდა ყოფიერების მდგომარეობის პროექციას. გარე რეალობა განისაზღვრება და იცვლება შიდა მდგომარეობის მიხედვით. ესეიგი სწორ ცოდნას იძლევა შიდა მდგომარეობის აღქმა და არა გარე ფორმებზე დაკვირვება. გარე ფორმებზე რეაგირება არასწორია რადგან ისინი მხოლოდ პროექციაა შიდა მდგომარეობისა.  საუკეთესო მდგომარეობა სიყვარულის მდგომარეობაა და მას მოყვება შესაბამისი გარე რეალობაც.

       "ჩაუხედავი" ადამიანისათვის ძნელია ამის გაგება, მაგრამ საკუთარ განმარტებებში ამაზე დაბლა დაშვება არ შემიძლია.

 

       "კონტროლი გონებაზე, მიიღწევა დაუღალავი ძალისხმევითა და არამიჯაჭულობის განვითარებით."

         პირველი, რაც გვხდება ამ უძველეს ფრაზაში ეს არის "დაუღალავი ძალისხმევა", იგი იმაზე მიგვანიშნებს, რომ კონტროლი არ მიიღწევა ერთ ან ორ დღეში, არამეტ იგი ხანგრძლივი, დაუღალავი ძალისხმევის შედეგია. მაძიებელნი მიჩვეულნი არ არიან დაუღალავ ძალისხმევას და ამიტომ ხშირად მათ შეუძლებლად მიაჩნიათ გონების კონტროლი. რაც შეეხება არამიჯაჭყლობას, ესეც სწორად მიმართულ ძალისხმევას მოაქვს, ყურადღებას რომელიც სწორ პრიორიტეტებს სვავს და მუდმივ მონიტორინგს უწევს მათ. ასე მაგალითად რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს რაიმე საგანი არ სიტუაცია, მოსწავლე წვრთნის საკუთარ თავს იმაში, რომ არ მიეჯაჭვოს ამ საგნის მიღების მოლოდიანს, ან სიტუაციის გადაწყვეტის მოსალოდნელ შედეგს, არამეტ უბრალოდ ხშირად შეახსენოს საკუთარ თავს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ხდება, და მნიშვნელობა იმას კი არ აქვს რა მოხდება, არამეტ იმას თუ როგორ მდგომარეობაშია იგი მანამდე სანამ ეს მოხდება და მაშინ როდესაც ეს მოხდება. ანუ მისი შინაგანი სიმშვიდე თუ ირღვევა, ესეიგი სახეზეა მიჯაჭულობა და შედეგად უკონტროლო სხეული(მათ შრის ფაქიზი სხეულებიც). მოსწავლე კულტივირებას უწევს სტალკინგის შემდეგ ფორმულას "დღეს ერთი ხდება, ხვალ მეორე, ეს უბრალოდ ხდება".

 

 

        "დაუღალავი ძალისხმევა - ეს არის მუდმივი მისწრაფებაა შეაკავო გონების სახეცვლილებანი".

         როგორც უკვე ჩანს რაჯა იოგას ერთერთ ძირითად სავარჯიშოს სწორედ გონების შეკავება წარმოადგენს - გადამეტებული აქტიურობისაგან. გადამეტებული აქტიურობაა: - განკითხვა, განსჯა, მსჯელობა, ინტერპრეტირება. გონების ასეთი საქმიანობა ყოვლმხრივ და ყოვეგვარად უბნდა შეიზღუდოს მოსწავლის მიერ.

       

 

 

საწყისი გვერდი

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©