გადავარჩინოთ სამყარო

 

       უამრავი ადამიანი ცხოვრობს თავისი ყოველდღიური რუტინული ცხოვრებით. საღამოს იძინებენ, დილით იღვიძებენ, მერე საჭმელს მიირთმევენ, სამსახურში დადიან ან მეგობრებთან ერთობიან, ზოგი ქეიფობს, ზოგიც სახლში ზის და ტელევიზორს უყურებს. ადამიანებს ასწავლეს რომ ცხოვრებაში მხოლოდ სექსი, საჭმელი და სიამოვნებაა მთავარი, რომ გამრავლება და ოჯახი ეს უმაღლესი ბედნიერებაა.  ეს რომ მართალი იყოს, მაშინ ჩვენ ყველანი ბედნიერები უნდა ვიყოთ, მაგრამ არის კი ვინმე ბედნიერეი? 

              გარშემო ყველა წუწუნებს! უკმაყოფილოა, ავადაა, აღარ შეუძლია ფიზიკურად, გადაღლილია ემოციურად. ზოგი იმდენს მუშაობს რომ საღამოს ფეხზე ძლივს დგას, ზოგიც ფუფუნებაში ცხოვრობს, მაგრამ შინაგანად იტანჯება. არიან ისეთებიც ვინც არც იტანჯება მაგრამ არც ნეტარებას არ განიცდის. ადამიანთა დიდი მასა ნარკოტიკებით, ალკოგოლითა და კოფეინ ნიკოტინით იბრუებს თავს, ზოგიც უზომოდ ჭამს და არ იცის რომ დიდი რაოდენობით საჭმელიც ნარკოტიკია!

             ეს ყოველივე იმაზე მიგვანიშნებს რომ ადამიანები სიცრუეში ცხოვრობენ, მათ ცრუ პრიორიტეტები აქვთ! ის რისიც სჯერათ და საითაც ყველა მიიწევს ინერციით - სიკვდილია!  

             სადღეისოდ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა(გარდა ჩინეთისა და ინდოეთისა) ლაპარაკობს იმაზე რომ მათ დემოგრაფიული პრობლემები აქვთ და საჭიროა ერი გამრავლდეს, შობადობა გაიზარდოს, მაგრამ ჭეშმარიტება იმაშია რომ დედამიწა გადავსებულია, ის გადაჭედილია ადამიანებით! ასეთი სიტუაციის გამო იზრდება კონკურენცია ადამიანებს შორის, ისინი ერთმანეთს ეცილებიან საკვებს, სამუშაოს, სახლებს, მიწას, წიაღირსეულს და ა.შ.  ამ ყველაფერს კი მივყავართ მგლური კანონების აღიარებისაკენ რაც არასწორია და დამღუპველი.  რატომ შეიქმნა ასეთი სიტუაციაა?  - იმიტომ რომ ადამიანები უაზროდ მრავლებიან!  ერთადერთ სოციალურ შეკვეთას ოჯახის შექმნა წარმოადგენს და ყველა მისწრაფის შექმნას იგი, მიუხედავად იმისა არის თუ არა მოწოდებული იგი ამისათვის და გააჩნია თუ არა იმდენი სიყვარული რომ ოჯახის წევრები აიტანოს და უყვარდეს!  ოჯახის შესაქმნელად უდიდესი სიყვარულია საჭირო რომელიც მხოლოდ ერთეულებს გააჩნიათ. ამიტომ შექმნილ ოჯახთა უმრავლესობა ინგრევა.

            ოჯახის შექმნას გამრავლება მოჰყვება და გამოდის ისე რომ ადამიანები რომლებმაც თითონ არ იციან სიყვარული ცდილობენ აღზარდონ შვილები და ეს არ გამოსდით. იმიტომ არ გამოსდით რომ შვილს ვერაფერს ასწავლი თუ თვითონ არ ისწავლე. შვილები ვერ იქნებიან ბედნიერნი თუ მშობლები არ ცხოვრობენ ბედნიერად!

           ყველა ერთმანეთს ბაძავს, უყურებს ცდილობს დაემგვანოს, არ იყოს გამორჩეული. "ცხოვრება ესეთია, რას იზამ" ხშირად იმეორებენ ისინი.

             არა მეგობრობო ცხოვრება ესეთი არააა! ჩვენ თვითონ ვქმით ასეთ ცხოვრებას ჩვენი უაზრო საქციელით!

             სამყარო ადამიანებისაგან შედგება. ადამიანები კი უგუნურებაში ცხოვრობენ!  განა შეიძლება სამყაროს გადარჩენა თუ ჩვენ საკუთარი თავი ვერ გადაგვირჩენია?  

             ხშირად მეკითხებიან, - " განა მე რამე შემიძლია? ერთი ადამინი რისი გამკეთებელია!"

             ერთ ადამინს შეუძლია იხსნას სამყარო, - "მინდორზე ერთი ადამიანიც მეომარია"!  მაგრამ განა თქვენ გაქვთ სურვილი, მონდომება, მოტივი და მიზანი იხსნათ სამყარო?

             არა, ასეთი სურვილი უმეტესობას არ გააჩნია! რომც გააჩნდეს კიდეც ვერ გადაარჩენს, იმიტომ, რომ საკუთარი თავის შესაცნობად და "ჭაობიდან" ამოსაყვანად არ გაუკეთებია არაფერი დღემდე და არც ამის იქეთ აპირებს.

            მე მესმის როგორი გულმოსულები ყვირიან ზოგიერთები, - "აბა რა ვქნათ საიდან დავიწყოთ არავინ არაფერს გვეუბნება!" 

            ყველაფერი ძიებით იწყება, მზადყოფნით დაუშვა, რომ ყველაფერი ისე არაა როგორც აქამდე გეგონა, რომ შეიძლება არსებობს კიდებ ბევრი რამ რაც არ იცი, და არც იმათ იციან ვინც ამდენი ხანი თავს გახვევდნენ ცრუ მსოფლმხედველობას! ეს ძიებაა, სურვილი იპოვო პასუხები კითვებზე რომელსაც არავინ სვავს: - ვინ ხარ? აქ რას აკეთებ? საიდან მოხვედი? რისთვის მოხვედი?

           ძიება დიდხანს გრძელდება, მაგრამ თანდათან ისახება მოქმედებათა გეგმა! ანუ ხდება პრაქტიკის შერჩევა და მცდელობა მისი ყოველდღიური შესრულებისა! პრაქტიკის შედეგად მაძიებელს ამჩნევს და გამოყოფს მასწავლებელი და აძლევს მას მოკლე მითითებებს ხილვებსა და სიზმრებში.  აგრეთვე საჭირო წიგნებისა და ლიტერატურის სახით რომლებიც მიდის მოსწავლესთან ძიების შედეგად. მოსწავლე "ბედნიერი დამთხვევითობის გამო"(მასწავლებლის დახმარება) ეკონტაქტება საჭირო ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს რომლებიც საჭირო ინფორმაციას აწვდიან მოსწავლეს ან ხელმძღვანელობენ მის ტრენინგს! აი ასე დგება მოსწავლე უმაღლესი ევოლუციის სულიერ გზაზე - სწორედ ესაა საკუთარი თავის შეცნობის და შესაბამისად გადარჩენის(ამაღლების) გზა! ამ გზაზე სიარულისას მოსწავლე ეკონტაქტება უამრავ სხვა ადამიანს, თავისდა უნებურად აძლევს მათ მაგალითს, ცვლის მათ მსოფლმხედველობას, წერს წიგნებს, ნელნელა ხედავს სამყაროს პრობლემებსა და მისი გადარჩენის გზებს. 

         ასე და ამგვარად იწყება სამყაროს გადარჩენისათვის ბრძოლა, ეს ბრძოლა სინამდვილეში ჭეშმარიტებაში ცხოვრებაა და მისი დამკვიდრების მცდელობაა მთელი სამყაროს მასშტაბით, პირადი მაგალითისა და კეთილი ნების პრინციპებზე დაყრდნობით!  ეს არის სიყვარული, თავისუფლება და სისოცხლე, რომელიც მოსწავლეს მოაქვს, როგორც საკუთარი თავისათვის, ასევე სამყაროსათვის!

G.K.

საწყისი გვერდი

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©