ეზოთერული კოსმოლოგია
კოსმიურ ფიზიკურ პლანზე ადამიანური ევოლუციის ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას – პიროვნება (ანუ სამშვინველის გაფართოება), რომელიც საკუთარ თავს მთლიანად აიგივებს მატერიასთან, მოწყვეტილია რა სამშვინველის ცნობიერებას. ცნობიერების ასეთი მდგომარეობა შეიძლება შენარჩუნებული იქნას მრავალი ინკარნაციის განმავლობაში, სანამ პიროვნება არ დაიწყებს გამოღვიძებას, არ შედგება გამოცდის გზაზე და არ გახდება მაძიებელი. გამოცდის გზა გრძელდება მანამ, სანამ პიროვნება არ დაიწყებს საკუთარი ფიზიკური სხეულის ფლობას, როგორც სულის მიზნების განხორციელების საშუალებას და არ გაივლის პირველ განდობას. ასეთ პიროვნებას მოსწავლე ეწოდება. მოსწავლე იწყებს საკუთარი გრძნობების, ემოციებისა და სურვილების კონტროლს რათა ისინი ემსახურონ სულს და იღებს მეორე განდობას. თანდათან სული ხდება მენტალური სხეულის ბატონი და შესაბამიდას სამსახოვანი პიროვნების ბატონიც და იღებს მესამე განდობას. პიროვნება აღწყებს სულთან შერწყმას და მას განდობილი ეწოდება. ის წინ მიიწევს ევოლუცუციის გზაზე და დროთა განმავლობაში იღებს მეოთხე განდობას, რომლითაც ასრულებს კაუზალური სხეულის მშენებლობას და აღწევს განთავისუფლებას გარდასხეულებათა ინკარნაციული წრებრუნვიდან. კაუზალური სხეული (ანუ სამშვინველის სხეული) იწვის და სამშვინველი უერთდება მონადას. მონადა, სული ხდება მასწავლებელი. ასეთი პიროვნება ითვლება სიბრძნის მასწავლებლად და მოწყალების მეუფედ – არხატად. არხატი აგრძელებს ევოლუციას და იღებს მეხუთე განდობას და იგი უკვე იწოდება – ადეპტად. ადეპტი იღებს მეექვსე განდობას, რომელსაც მიჰყავს იგი აღდგომამდე და ამაღლებამდე. მისი სხეულები მთლიანად ტრანსფორმირდნენ სინათლედ. ამაღლებული მასწავლებელი აკეთებს არჩევანს დარჩეს ფიზიკურ პლანზე და გააგრძელოს თავისი მსახურება თუ დაბრუნდეს სულიერ სამყაროში. ზუსტად ამ განდობისას უნდა გადაწყვიტოს ამაღლებულმა მასწავლებელმა, თუ რომელ გზას აირჩევს უმაღლესი ევოლუციის შვიდი გზიდან საკუთარ კოსმიურ მოწოდებად. ამაღლებული მასწავლებელი აგრძელებს ევოლუციას და იღებს მეშვიდე განდობას, რომელიც მდგომარეობს პლანეტარულ ლოგოსსა და ლოგოიდურ პლანთან შერწყმაში. ეს განდობა უმაღლესია იმ განდობათაგან რომელთა მიღებაც შესაძლებელია მიწიერ პლანზე. სულიერ მთავრობაში ამაღლებული მასწავლებლების ზემოთ არის კიდევ სამი თანამდებობა, რომელთაც აქვთ კავშირი შვიდ ძირითად სხივთან – შემქმნელის ემანაციასთან. მიწიერ პლანეტარულ იერარქიაში პირველ სხივს მეთაურობს თანამდებობა რომელსაც მანუ ეწოდება. მანუ – თანამდებობა არ არის, ეს ტიტულია. არსება, რომელსაც სადღეისოდ ეს თანამდებობა უკავია არის დიდებული მასწავლებელი სახელად ალაჰი გობი. მას ემორჩილება ჩოჰანი, ანუ პირველი სხივის მეუფე – სადღეისოდ ესა არის – ელ მორია. მიწიერ პლანეტარულ იერარქიაში მეორე სხივს მეთაურობს თანამდებობა რომელსაც ქრისტე ეწოდება. არსება, რომელსაც ეს მდგომარეობა უკავია მთავრობაში, ეწოდება უფალი მაიტრეა. მას ემორჩილება ჩოხანი, ანუ მეორე სხივის მეუფე – სადღეისოდ ეს არის მასწავლებელი კუტჰუმი. თანამდებობა რომელიც სათავეში უდგას მესამე განყოფილებასა და სხივს – მაჰაჩოჰანი ეწოდება. სახელი იმ არსებისა, რომელსაც დღეს ეს თანამდებობა სადღეისოდ უკავია არ ხმაურდება, მაგრამ მალე მას დაიკავებს სენ–ჟერმენი. მესამე სხივის ჩოჰანს და მეუფეს, რომელიც მაჰაჩოჰანის დაქვემდებარებაში მუშაობს ეწოდება მასწავლებელი სერაპის – ბეი. თავის მხრივ მესამე განყოფილება ემორჩილება კიდევ სამი თანამდებობა და სხივი. მეოთხე სხივს ხელმძღვანელობს მასწავლებელი პავლე ვენეციელი. მეხუთე სხივს ხელმძღანელობს მასწავლებელი – ილარიონი. მეექვსე სხივს ხელმძღვანელობს მასწავლებელი იესო, ხოლო მეშვიდეს – მასწავლებელი სენ–ჟერმენი. პლანეტარულ იერარქიაში ამ განყოფილებების ზემოთ, მდებარეობს, პლანეტარული ლოგოსის თანამდებობა, რომელსაც იკავებს სანატ კუმარა. დედამიწის მთელ პლანეტარულ სისტემაში იგი უმაღლესი არსება და სამყაროს უფალია. იგი პასუხისმგებელია ამ პლანეტის ყველა სამყაროს (მინერალური, მცენარეული და ა.შ.) ევოლუციის თითოეულ ასპექტზე. უფრო დაბლა იმყოფებიან ისინი ვისაც სამ კუმარას ანუ მოქმედების ბუდებს უწოდებენ, რომლებიც ეხმარებიან სანატ კუმარას. არის კიდევ სამი ეზოთერული კუმარა. ამ არსებათა ქვემოთ განლაგებული არიან ოთხი არსება, რომელთაც ეზოთერულ სწავლებაში კარმის მეუფეები ეწოდებათ. ისინი პასუხისმგებელნი არიან ადამიანურ რასაში კარმის განაწილებაზე. (ეს კოსმოლოგია ძალიან გამარტივებულია იმისათვის, რომ მკითხველს არ გაუჭირდეს გარკვევა). სქემა – იხ გვერდი – სულიერი იერარქია. D.K ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარული გრძნობები ცეცხლის ადამიანი ატომი "ნუს"– ი პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |