ევოლუციის რეაქტორი (ნაწყეტი ჩემი წიგნიდან "სტალკინგი") გრძნობები ანახატა(გულის) ცენტრში წარმიოქმნება და ეს ცენტრი განაგებს მათ. ადამიანის ენერგეტიკული სხეულის(აურა, კვერცხის ფორმის ენერგეტიკული სფერო რომელშიც ცურავს ფიზიკური სხეული, ფიზიკური სხეულის დამცველი და მკვებავი) მთლიანობაზე და აღდგენაზე ზრუნავს ანახატა. სწორედ გულის ცენტრი განაგებს გენეტიკის ინფორმაციულ "ბიბლიოთეკებს" ბლოკებს და შესაბამისად ცნობიერების გაფართოების ფარგლებსა და მასშტაბებს. აქ მე გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს რომლის გაგებას და დაჯერებას ყველა ვერ შეძლებს, მაგრამ რისი ცოდნაც აუცილებელია რათა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯი სიყვარულის ათვისების საქმეში. (სწორედ ამიტომაც დაიშვა მისი გამხელა). მაშ ასე სიციცხლის ერთ ერთი ფუნდამენტური საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია საერთო ცნობიერება. ანუ ცნობიერება ერთია "მომხმარებელი" კი უამრავი! მაშასადამე ცნობიერება მორიგეობიოთ "მოიხმარება". აქ უკვე მაგალითი უნდა მოვიშველიო, რომ იმ მკითხველებმა ვისაც ეს ფენომენი საკუთარი თვალით არ უნახავს ცოტათი მაინც წარმოიდგინონ რაზე ვლაპარაკობ. ნებისმიერი ნათურა რომელიც თქვენს სახლს ანათებს წამში ორმოცდაათჯერ ინთება და ქრება რადგან ასეთია დენის სიხშირე, თუმცა ნებისმიერ თქვენთაგანს გონია რომ იგი მუდმივად ანათებს, რადგან ჩაქრობა და ანთება იმდენად სწრაფად ხდება რომ თვალი ამას ვე აღითქვამს. ზუსტად ასევე ნებისმიე ადამიანს გონია რომ მისი ცნობიერება – მისია – რადგან სულ აცნობიერებს სად არის და რას აკეთებს. ჭეშმარიტება კი იმაშია, რომ ცნობიერება იმდენად სწრაფად მიდის და უკან ბრუნდება რომ ადამიანი ამას ვერც კი ამჩნევს. ანუ ისევე როგორც ნათურის შემთხვევაში წყვეტას ვერ ამჩნევს. მაგრამ სად მიდის ჩვენი ცნობიერება როცა ის ჩვენ გვტოვებს? პასუხი მარტივია – იგი სხვა ცოცხალ არსებასთან გადადის, შემდეგ მომდევნოსთან ვიდრე არ შემოირბენს მთელს სამყაროში არსებულ ყველა ცოცხალ არსებას და უკან არ დაბრუნდება, და ამას ისე სწრაფად აკეთებს, რომ ადამიანი ვერც კი ამჩნევს და ჰგონია რომ ყველა ადამიანსა და ცოცხალ არსებას საკუთარი ცნობიერება გააჩნია. აქედან გამომდინარე ადამიანებს გააჩნიათ ინდივიდუალურობის ცრუ განცდა და შეგრძნება. ზეადამიანემა, შამანებმა, განდობილებმა და მიღებულმა მოსწავლეებმა კარგად იციან ამ ფენომენის შესახებ და შესაბამისად მათი წარმოდგენები სიცოცხლეზე და ერთობაზე განსხვავებულია. სიზმარხილვა სწავლობს ცნობიერების გადატანის ხელოვნებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ ადამიანი სწავლობს თუ როგორ გაჰყვეს "საკუთარ" ცნობიერებას, როდესაც იგი გადადის სხვა სხეულში, ადამიანში, ცხოველში, მცენარეში და ა.შ. და გადასვლის შემდეგ გააცნობიეროს საკუთარი თავი სხვა ადამიანად, მცენარედ, ცხოველად, ზეადამიანად და ა.შ. (ეს ერთერთი საიდუმლოა, მაგრამ არა ერთადერთი, რომელსაც მე აქ ვამხელ) (დრო აღარ ითმენს – საჭიროა არაორდინალური მოქმედება – ეს საიტი და ყველაფერი ის რაც აქ დაიწერება ამ გარემოებითაა დაშვებული და შესაძლებელი)! ანახატა ცენტრი განაგებს ცნობიერების გაფართოების მასშტაბებსა და სიჩქარეს, ხოლო ანახატა ცენტრს განაგებს სიყვარული, ანუ სიყვარულის საჭირო რაოდენობის დაგროვებისას ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს როგორც საკუთარი თავი – ერთდროულად ორი პიროვნება, ორი სხეული, ორი რეალობა, ორი დრო და ა.შ. ანუ იგი იმდენად სწრაფად გადავა ცნობიერებასთან ერთად სხვა სხეულში და დაბრუნდება უკან რომ ეგონება რომ ორივე სხეულსა და პიროვნებას ერთდროულად აღიქვამს და აცნობიერებს( ავსებს ცნობიერებით, შეიცნობს, ცნობს). რეალურად სხვა ადამიანში საკუთარი თავის ცნობასთან გვაქვს საქმე. არსებობენ ადამიანები რომლებიც ერთდროულად ათას ადამიანში ცნობენ საკუთარ თავს და შესაბამისად ათას ადგილას ერთდროულად შეუძლიათ ყოფნა, თუმცა ეს ზღვარი არ არის! ქვეცნობიერი ამ ყველაფერს აღიქვავს და არეგულირებს, მაშინ როცა ცნობიერი მხოლოდ ერთ სხეულსა და პიროვნებას ყოფნის(აფიქსირებს)! ესეიგი ჩვენ უკვე ვიცით ერთი ფუნდამენტური საიდუმლო, რომელიც იმაში მდგომარეობს რომ ყველა ცოცხალ არსებას გააჩნია ერთი – საერთო ცნობიერება და იგი მორიგეობით გამოიყენება(ოღონდ ეს რიგი იმდენად სწრაფად მიდის რომ ამას ზოგიერთი დაბალგანვითარებული ორგანიზმები ვერ ამჩნევენ). აქედან გამომდინარე ქვეცნობიერად ყველამ ყველაფერი იცის ერთმანეთის შესახებ და დამალული არაფერია. შესაბამისად ადამიანები ურთიერთობისას რეაგირებენ მათდამი შინაგან განწყობასა და აზრებზე და არა გარეგნულად ნათქვამ სიტყვებზე. ანუ ისეთი "შემთხვევითობებიც" კი როგორიცაა საჭირო დროს საჭირო ადგილას, საჭირო ადამიანთან შხვედრა – დამოკიდებულია ამ ადამიანის მიმართ ჩვენს განწყობაზე, გრძნობებზე და აზრებზე. ანუ როდესაც ჩვენ რაიმე გვინდა – იგი ჩვენამდე მოვა სხვა ადამიანების ქვეცნობიერი ერთობლივი მოქმედების შედეგად, თუ შედგა ასეთი ერთობლივი შეთანხმებული მოქმედება საჭირო დრისა და ადგილას. ამ დროს იძახიან რომ საქმე გამოვიდა, ხოლო ყველა სხვა შემთხვევაშ საქმე იშლება! ესეიგი რეალურად ის ადამიანები გვეხმარებიან ქვეცნობიერად, რომლებიც ჩვენ გვიყვარს შინაგანად, რადგან როდესაც ჩევენი ცნობიერება ყოველწამიერდ გადაეცემათ მათ, ისინი საკუთარი სურვილით აკეთებენ მოქმედებებს(საჭირო დროსა და ადგილას) რომლებიც სრულად სინქრონულია ჩვენი სურვილის(რომელიც ყველა დანარჩენის საკეთილდღეოდაა მიმართული) ასრულებასთან! ანუ როდესაც ქრისტე გვეუბნებოდა, რომ უნდა გვიყვარდეს მტრები, იგი გულისხმობდა რომ ადამიანი და მისი მტერი(მეორე ადამიანი) ერთ(საერთო) ცნობიერებას "მოიხმარენ". უბრალოდ სიხშირე არ ჰყოფნით, რომ ერთმანეთში საკუთარი თავი იცნონ. სიყვარული შესაძლებელს ხდის სიხშირის ისეთ ზრდას როცა ასეთი ცნობა შესაძლებელი ხდება! ასეთი გაზრდილი სიყვარულის მქონე ადამიანებს გააჩნიათ ჯგუფური ცნობიერება! ხოლო მცირე სიყვარულის მქონე ადამიანებს ინდივიდუალური ცნობიერება. ქვეცნობიერმა ყველაფერი იცის რადგან იგი ყველა ცოცხალი არსების ინფორმაციას ფლობს იმიტომ რომ ყოველწამს თითოეულ მათგანში იმყოფება. ახლა უფრო შორს წავიდეთ და სხვა კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს: ესეიგი არსებობს ღმერთი და მისი ცნობიერება, რომელიც მორიგეობით გადაეცემა ყველა ცოცხალ არსებას. ღმერთის სუფთა ცნობიერებას ყოველწამიერად შემოაქვს ჩვენში ენერგიის სუფთა იმპულსი, რომელსაც ადამიანის წარსულ ქმედებათა ინერცია დაუყოვნებლივ აძლევს საკუთარ(ინერციულ ელფერს). ანუ სურვილები, ემოციები, სხეულის მიდრეკილებანი, მენტალიტეტი საკუთარ კომფიგურაციას ანიჭებს ღვთიურ ცნობიერებას და ეს ყოველწამიერად ხდება. ანუ ყოველწამიერად ჩვენში შემოდის ღმერთი, მაგრამ ჩვენ სრულ დისკრედიტაციას უწევთ მის ცნობიერებასა და ენერგიებს. ღმერთის ცნობიერება იმდენადაა გაჯერებული სიყვარულით რომ მას ყველაფერი შეუძლია, ანუ ყველაფერი თვითონაა, ანუ მატერიისა და სულის თითოეულ ატომს, ადამიანს, პლანეტებს, გალაქტიკებს, მეგა და მიკრო სამყაროებს მისი ცნობიერება გადაეცემა და იგი თითოეულ მათგანში ცნობს საკუთარ თავს. "ფიზიკური"(მეშვიდე ეთერი) და საზოგადოდ მატერიის ნებისმიერი ატომი მისი ცნობიერების ნაწილია. ცნობის ეფექტი დამოკიდებულია სიყვარულის რაოდენობაზე! თითოეული ცოცხალი ორგანოზმი(მატერია) ღმერთის ნაწილია რადგან, თითოეული ატომი წარმოიქმნება მისი ცნობიერების (ნების, სიყვარულისა და ინტელექტის) კონდენსირებით(შედედება). ანუ ცნობიერება მოგზაურობისას დისკედიტაციის შედეგად მატიალიზდება, მაგრამ ამავე დროს იღებს და გადასცემს მისივე ცნობიერებას. ასე რომ ჩვენი სხეულები – მისი ცნობიერების შედედების შედეგად წარმოიქმნება და განვაგრძობთ რა მისი ენერგიებისა და ცნობიერების დისკრედიტირებას – ბერდება! არსებობენ ადამიანები(ზეადამიანები) რომლებიც არ ბერდებიან, რადგან არ დისკრედიტირებენ ღვთიურ ცნობიერებას, არამეტ უბრალოდ იღებენ და გადასცემენ! ღმერთის ცნობიერება არის სუფთა სიყვარული. ღვთიური მდგომარეობიდან დაცემა – ადამიანური ლოგიკით ხორციელდება. ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, გარდა სიყვარულისა იწვევს ფიზიკური სხეულის წინაღობის ზრდას და ცვეთას! ახლა ყურადღებით წაიკითხედ ის რასაც ქვემოთ დავწერ რადგან ეს ოკულტური ინფორმაცია ფასდაუდებელია მათთვის ვინც მას გამოიყენებს! 1 – სიყვარული არის ევოლუციის რეაქტორი. 2 – სიყვარული არის შეთანხმებულობის ხარისხი. 3 – სიყვარულზე კონცენტრირებისას ადამიანის სხეულები ღმერთის ცნობიერების სუფთა გამტარი ხდება. 4 – ადამიანის თითოეული სხეული იღებს გადასცემს და წარმოადგენს ღმერთის ცნობიერებას. 5 – სიყვარული აერთებს ელექტრონსა და პოზიტრონს რაც ქმნის სინათლეს, სინათლე სრულყოფილი გამტარია! 6 – ღმერთის ცნობიერების სრულყოფილ გამტარებს ღმერთის შვილები ეწოდებათ და ჩვენ მათ ზეადამიანებს ვეძახით. 7 – სიყვარული არის სიცოცხლე, გზა და ჭეშმარიტება. (ავტორი გიორგი)
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია ოკულტური სკოლა გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია რეაბილიტაციის ცენტრი სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე ოკულტური ცეცხლი მანტრა – სიტყვა – ბგერა – აზრი სიყვარულის ფონდი აზროვნების პრაქტიკა მედიტაცია ცოდნის ადამიანი ევოლუციის რეაქტორი კითხვა პასუხი ვ ი ბ რ ა ც ი ა ც ე ც ხ ლ ი მ უ ტ ა ც ი ა ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია ი ე ს ო სიყვარულის განცდა სიყვარული მაიტრეა გრძნობები ცეცხლის ადამიანი ატომი "ნუს"– ი
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |