ექსტერიალიზაციის ეტაპები

(ცათა სასუფეველის მიწაზე გამოვლენის ეტაპები)

 

      გარკვეული  განმავლობაში, კონრეტულად კი 1425 წლიდან, იერარქია აცნობიერებდა, რომ მოვა დრო შესრულებულ იქნას ეს დაგეგმილი ნაბიჯი. მუდმივად მიდიოდა მზადება........

      თქვენ შეიძლება იკითხოთ, როგორი იყო ამ მოსამზადებელი სამუშაოების ნაბიჯები და მიმართულება. პირველი ნაბიჯი ეხებოდა შინაგან  სამზადისს. თუმცა ყველა სიბრძნის მასწავლებელმა გაიარა ადამიანური გამოცდილება და არიან უბრალოდ ადამიანები, რომელთაც მიაღწიეს სრულყოფის გარკვეულ ხარისხს, არსებობს ფიზიკური კონტაქტის ზოგიერთი ასპექტები, რომლებზეც ისინი ამაღლდნენ და უარყვეს. არ არის არაფერი სამ სამყაროში, რასთანაც მათ შერჩათ რაღაც საერთო, გამონაკლისია სიცოცხლის ერთობა და სიყვარულის იმპულსი ყველა არსების მიმართ.  მიჩნეულ იქნა საჭიროდ აღდგენილიყო  გარკვეული საშუალებები მოქმედებისათვის. მაგალითად, მასწავლებელს ხუთი გრძნობა ენახება და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება, მიუხედავად ამისა, მოსწავლეებთან და უფროს მაძიებლებთან კონტაქტი(რომელთა მეშვეობითაც ისინი ძირითადად მუშაობენ) ხორციელდება უმეტესად ტელეპატიურად, ამ დროს არ გამოიყენება სმენა და მზერა თქვენი გაგებითა და მოხმარებით. შთაბეჭდილებათა მეცნიერება, გაცილებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ინდივიდუალური კონტაქტები გრძნობათა ორგანოების საშუალებით, და მან(შთაბეჭდილებათა მეცნიერებამ) მთლიანად ჩაანაცვლა ურთიერთობის ადამიანური მეთოდები. იმ მასწავლებელთა გამოკლებით, რომლებიც ფიზიკურ პლანზე მუშაობენ ფიზიკურ სხეულში, მათი ფიზიკური გრძნობები იმყოფებიან ლეტანტურ მდგომარეობაში. მასწავლებელთა უმეტესობისათვის, ვინც ჯერ კიდევ იყენებენ ამ გრძნობებს, მათი გამოყენება მკაცრად შეზღუდული;  მათი სამუშაო თითქმის მთლიანად სუბიექტურია, და ტელეპატიური ურთიერთობა და აღბეჭდვა წარმოადგენს თითქმის ერთადერთ საშუალებას, რომელსაც ისინი მიმართავენ კონტაქტისათვის საკუთარ "აგენტებს". ამიტომ ერთერთი პირველი მოსამზადებელი ზომა იყო აღდგენა წარსული მეთოდებისა, რომლებიც უფრო ფიზიკური ხასიათისაა.

      შემდეგი ნაბიჯი იყო თანამედროვე ცივილიზაციის მაღალი დონის კულტურისა და რაობის შემეცნება, რომელიც გამომმჟღავნდება, როდესაც ჩაფიქრებული გეგმა აღსრულდება. თქვენ გეუბნებოდნენ, და გეუბნებოდნენ სრულიად სწორად, რომ მასწავლებლები არ თანგავენ საკუთარ თავს ყველა სასწავლო დისციპლინინაში სრულყოფის მიღწევით, მაგალითად, უახლეს ისტორიასი,  უახლეს სამეცნიერო მეთოდებში ანდა უცხო ენებში. ყველა მათ აშრამში არიან ისინი, რომელთაც შეუძლიათ აღჭურვონ ისინი ყველა საჭირო ცოდნით, რომელიც შეიძლება მათ დაჭირდეთ ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი კონკრეტული მიზნისათვის. ეს ეხება ყველას ვინც მიაღწია მასწავლებლის რანგს, მაგრამ არა ყველა უფროსს განდობილს, რომელთა უმეტესობაც, გადადის რა უფრო მაღალ საფეხურზე მასწავლებლის სწავლებით, შეინარჩუნეს საკუთარი მიწიერი ცოდნა, სპეციალიზიდნენ რა გარკვეული უმეტესად მიწიერი კუთხით მსოფლიო პრობლემებისადმი მიდგომაში. არიან, მაგალითად ადეპტები სპეციალისტები თანამედროვე ფინანსურ საკითხებში; ეს მეოთხე ხარისხის განდობილები მოხერხებულად ამზადებენ მოხმარებისათვის იმ ახალ მეთოდებსა და ილეთებს ფინანსური ურთიერთობების, რომლებიც შეცვლიან თანამედროვე კატასტროფულ მეთოდებს. ისინი შემოიტანენ ბარტერისა და გაცვლის სისტემას,  რომლის კარიკატურულ სიმბოლოსაც წარმოადგენენ თანამედროვე ფულადი ნიშნები. ეს ახალი მეთოდი ფინანსური ურთიერთობისა იქნება გამოკვეთილად ადამიანური და შეცვლის დიდ ბიზნესს...... სხვა განდობილები სპეციალიზირდებოდნენ ენებში ... და ა.შ.

      დაინტერესებულმა მოსწავლემ, რომელიც იკვლევს იერარქიის ექსტერიალიზაციის გამოვლენას, საჭიროა იცოდეს ორი რამ:

1. დასაწყისში იერარქიის უფროსი წევრები არ წამოვლენ დაგეგმილ დაახლოებაზე. მათი ხელმძღვანელობითა და უშუალო ზედამხედველობით ეს დაახლოვება განხორციელდება საწყის ეაპზე მესამე ხარისხის განდობილთა მიერ და უფრო ქვემოთ, აგრეთვე იმ მოსწავლეების მიერ, რომლებიც იქნებიან რჩეულნი და მოწოდებული განახორციელონ ცხოვრებაში მათი ძალისხმევა, იმუშავებენ რა მათი ხელმძღვანელობით.  იერარქიის ზოგიერთი უფროსი წევრები გამოვლინდებიან და აიღებენ საკუთარ თავზე მსოფლიო საქმეებზე  ფიზიკურ კონტროლს მხოლოდ უფრო მოგვიანებით სტადიებზე, როცა მოვა დრო ქრისტეს დაბრუნებისა ცნობად ფიზიკურ გამოვლინებაში, რაც მიგვიყვანს მისტერიების აღდგენამდე. ამ მოვლენების დრო, რა თქმა უნდა დამოკიდებულია იქნება უფრო ნაკლები ხარისხის მქონე მოსწავლეთა საქმიანობის წარმატებაზე.

2. როდესაც დაიწყება ჭეშმარიტი ექსტერიალიზაცია, ადრეულ და გვიან სტადიებზე, ამ საქმით დაკავებული, იერარქიის წევრები, იმოქმედებენ როგორც ადამიანური ოჯახის წევრები, და არა როგორც ღვთიური საძმოს განცხადებული წევრები(ზოგიერთი გამონაკლისის გარდა), ანდა სულები რომელთაც ვიცნობთ როგორც იერარქია. ისინი იქნებიან პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, ფინანსისტები, რელიგიური მასწავლებლები და ეკლესიური ლიდერები, მეცნიერები, ფილოსოფოსები, უნივერსიტეტის პროფესორები და განათლების მუშაკნი....

       მზადების თანამედროვე ეტაპზე მართლაც რომ მძიმეა მოსწავლის ამოცანა, რომელსაც ავალია ახალი საუკუნის ფუნდამენტის ჩაყრა და მომზადება აშრამის პირველი ჯგუფის გამოვლენისადმი. ის მრავალ ისეთ რამეს იცავს, რაც ჩანს როგორც გამჭვირვალე და შეუძლებელი; სიძნელეები რომლებთან შეჯახებაც მას უწევს ჩანან როგორც გადაულახავი; ის ასწავლის ჭეშმარიტებას, რომელთა პირველი ზემოქმედება უეჭველად იქნება დამანგრეველი, რადგანაც ის მიილტვის იქიტკენ რომ გაანთავისუფლოს კაცობრიობა ძველი რელიგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური დომებისაგან; მისი არაპიროვნულობა, რომელიც აღიარებს როგორც უღირსობას ასევე ღირსეულობას, ბევრს აღაშფოთებს - და არც თუ იშვიათად იმათ, ვისგანაც ის ელოდა გაგებას და ჭეშმარიტ მიუკერძოებლობას. მისი უუნარობა, დაემორჩილოს ძველი დოგმების? ცერემონიებისა და ჩვეულებების ზეგავლენას, რომლებმაც დრო მოჭამეს, მაგრამ ინერციით დღემდე არსებობენ და უარი მიაქციოს მათ ყურადღება, ასევე მისი განუწყვეთელი ბრძოლა აკვიატებებისა და ილუზიების წინააღმდეგ, ადრეულ პერიოდში, არ მიიღება ხალხის მიერ. ის ხშირად მოქმედებს მარტო, და იღებს ცოტა აღიარებას; მას არ ყოფნის დრო პირად იერარქიულ კონტაქტებზე; აუცილებელი არაა რომ ის დაკავშირებული იყოს ეგრეთწოდებულ ეზოთერულ ჯგუფებთან, ზოგჯერ კი მართლაც არის კავშირში, ამით მისი სამუშაო კიდევ უფრო რთულდება; მხოლოდ წინწასული მოსწავლეები, რომლებსაც აქვთ მთლიანი ცნობიერი კონტაქტი თავის აშრამთან,  შესწევთ უნარი შეასრულონ ეს სამუშაო. ჩვენს დროში ოკულტური ორგანიზაციები და ეზოთერული ჯგუფები ყველაზე მეტად, ემორჩილებიან აკვიათებულობებს; საწყის ეტაპზე ნებისმიერი მოსწავლის სამუშაო ასეთ ჯგუფებში აუცილებლად განწირულია გახდეს დამანგრეველი. ბოლოსდაბოლოს ყველა თანამედროვე ოკულტური ჯგუფები, რომლებიც შეიქმნა 1919 წლამდე, გაქრებიან; მათი ის წევრები, რომლებიც ინარჩუნებენ ერთგულებასა და ჯანსაღ გონიერებას, ვინც სწორადაა ორიენტირებული, ერთგულია და გააჩნია ფართო მსოფლმხედველობა, იპოვიან გზებს ეზოთერულ ჯგუფებში, თავისუფლები დოგმათაგან და დოქტრიანობისაგან შესწევთ უნარი ჩაიტიონ იერარქიული ცხოვრება.

        ამიტომ ეხსტერიალიზაციის მოსამზადებელი სამუშაო, ადამიანებთან მიმართებაში, იყოფა სამ სტადიად, ანუ ფაზად:

      პირველი. ახლანდელი სტადია, როდესაც მთელ მსოფლიოში გაფანტული რამოდენიმე მოსწავლე  და განდობილი ასრულებენ დანგრევის მნიშვნელოვან სამუშაოს, ასევე ეწევიან პრინციპების წარდგენას. ისინი ამზადებენ გზას მოსწავლეთა და განდობილთა პირველი საორგანიზაციო ჯგუფისათვის, რომლებიც მოვლენ რა გარკვეული აშრამებიდან, გააგრძელებენ სამუშაოს შემდეგ სტადიას.

      მეორე. სტადია პირველი და რეალური ფართომასშტაბიანი  და ორგანიზებული გამოვლენისა იქნება ზემოთაღნიშნული სამუშოს ფეხდაფეხ.  ეს მოსწავლეები და განდობილები იქნებიან ნამდვილი მშენებლები ახალი სამყაროსა და ახალი ცივილიზაციისა; ისინი ჩაიბარებენ ხელმძღვანელობას უმეტეს ქვეყნებში და დაიკავებენ მმართველ მდგომარეობებს  ადამიანური ყოფის ყველა სფეროში. ისინი ამას გააკეთებენ ხახის თავისუფალი ნებით და საკუთარი მაღალი და აღიარებული კეთიშობილებიდან გამომდინარე. ასეთი სახით, იერარქია თანდათან აიღებს საკუთარ თავზე ფიზიკურ პლანზე ადამიანთა საქმეებზე, როგორც სუბიექტურად ასევე ობიექტურად. მათი მმართველი მდგომარეობის საფუძველი იქნება მათი აღიარება და მოწონებული შესაძლებლობები,  და არა თავსმოხვეული იერარქიული კონტროლი და ავტორიტეტი; ეს უბრალოდ აღნიშვნა და აღიარება იქნება თავისუფალი ადამიანების მიერ გარკვეული სულიერი თვისებებისა და მოქმედების ეფექტური საშუალებებისა, რომელსაც ისინი მოსალოდნელი ადეკვატურობის დასტურად ჩათვლიან და ამიტომ ისინი აირჩევენ მათ საკუთარ მმართველებად ახალ მომავალ სამყაროში. თავისუფალი არჩევანი, დამყარებული სულიერი სასიცოცხლო ძალის ავტორიტეტზე, გახსნილი განნსხვავების უნარი, იქნება ფართო საზოგადოების გამოკვეთლი თვისება. ადამიანებს დანიშნავენ მაღალ საპასუხისმგებლო მმართველ თანამდებობებზე  არა იმიტომ, რომ რომ ისინი მოსწავლეები და განდობილები არიან, არამეტ იმიტომ, რომ ისინი არიან ხალხის ბძენი მსახურნი, რომელთავ გააჩნიათ შინაგანი გათვითცნობიერება, ღრმა რელიგიური დამტევი ცნობიერება, მაღალგანვითარებული გონი და ამთვისებელი ტვინი.

      იერარქიის მოვლინების ეს სტადია დამოკიდებულია პირველი ჯგუფის ინტენსიურად მომუშავე იზოლირებულ მოსწავლეების ეფექტურ მსახურებაზე, მსოფლიო მსახურრთა ახალი ჯგუფის უფროს წევრებზე, რომლებიც ეხლა მუშაობენ ადამიანთა შორის. მეორე ჯგუფი მათი მემკვიდრე იქნება,  და მისი დანიშნულება იქნება უფრო შეთანხმებული  მომზადება ქრისტეს დასაბრუნებლად. პირველი ჯგუფი ამზადებს კაცობრიობას ამ ხელსაყრელი შესაძლებლობისადმი; მეორე ჯგუფი ამზადებს თვითონ დაბრუნებას. ის ააშენებს მომავალს  წარსულის ნანგრევებზე; ის დაამკვიდრებს ადამიანებში გარკვეულ ფუნდამენტურ პრინციპებს სწორი ადამიანური ურთიერთობების შესახებ. ....

     მეორე ჯგუფი განასხეულებს ახალ რელიგიას; იმ დროისათვის როდესაც ის დაამყარებს თავის კონტროლს, ძველი თეოლოგიური აქტიურობა იქნება მთლიანად გატეხილი; იუდაიზმი დაიწყებს სწრაფ გაქრობას, ბუდიზმი დაიწყებს გავრცელებას და სულ უფრო დოგმატიზირებას; ქრისტიანობა იქნება ქაოსური დაქუცმაცების და ცვლილებების მდგომარეობაში. როდესაც ეს ყოველივე მოხდება და როდესაც სიტუაცია გახდება საკმარისად დაძაბული, მასწავლებელი იესო მოიმოქმედებს გარკვეულ საწყის ნაბიჯებს, რათა განმეორებით აიღის საკუთარ თავზე კონტროლი საკუთარ ეკლესიაზე; ბუდა გააგზავნის ორ განსწავლულ მოსწავლეს  ბუდიზმის რეფორმირებისათვის; რელიგიისა და განათლების განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს ქრისტე, გაატარებს მთელ რიგ მყარ ზომებს იმ ყოველივეს გასაუქმებლად, რაც უმნისვნელოა, რეორგანიზებას გაუწევს მთელ რელიგიურ სფეროს მისტერიების აღდგენის ფარგლებში. როდესაც მისტერიები აღდგენილ იქნება,  ისინი გააერთიანებენ ყველა სარწმუნოებას.

     სულიერად ორიენტირებული ფინანსისტთა ჯგუფები, აშრამის ცნობიერი წევრები, დაეუფლებიან მსოფლიო ეკონომიკურ სიტუაციას და მოახდენენ მასში გრანდიოზულ და საჭირო ცვლილებებს.  ყველა ეს მოქმედება, რომელიც ეფუძვნება პირველი ჯგუფის მოსამზადებელ სამუშაოს, ასევე იქნება მოსამზადებელი ხასიათის.

     მესამე. სტადია, რომელზეც ქრისტე და სიბრძნის მასწავლებლები გამოავლენენ საკუთარ თავს  სახალხოდ და დაიწყებენ ღიად მუშაობას გარე პლანზე ადამიანთა შორის. მათი გამოვლენის დრო დამოკიდებულია პირველი ორი ჯგუფის წარმატებაზე; მე არ შემიძლია ამ თემაზე წინასწარმეტყველება. აქ ჩართულია ფაქტორთა აუარებელი რაოდენობა: პირველი ორი ჯგუფის გულწრფელი მუშაობა, მზაობა და სურვილი ადამიანებისა ისწავლონ, სისწრაფე, რომლითაც აღდგენისა და აღორძინების ძალებს შეძლებენ აღადგინონ მსოფლიო, მოწინავე ინტელიგენციისა და ჰუმანიტართა გამოხმაურება კარგ შესაძლებლობაზე გარდაქმნან, აღადგინონ და რეორგანიზება მოახდინონ ფაქტორებისა, რომელსაც მოითხოვს ახალი კულტურა  და ახალი ცივილიზაცია.  თვითონ იერარქიამაც კი, თავისი ინფორმაციის წყაროებით, არ იცის, რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს ამ ყოველივეს; თუმცაღა ის მზადაა შემოაბიჯოს ნებისმიერ მომენტში.

     ამასობაში პირველი ჯგუფი ეჭიდავება უშუალო პრობლემებს გარე პლანზე, ხოლო მეორე - ჯერჯერობით თვით იერარქიის საზღვრებს შიგნითაა - ატარებს შესაბამის შინაგან სამზადისს და რჩეულ წევრთა ორიენტირებას; ქრისტე და მასწავლებლები დაკავებულნი არიან სამზადისით - მისტერიების აღსადგენად. ეს აღდგენა  დაიყოფა სამ ფაზად და დაიტევს ადამიანური გახსნის ყველა სტადიის სიმბოლიზმს. ...

     ეს სამი ფაზა შემდეგია:

     1. სინათლის მთლიანი გაცნობიერება ადამიანური ცხოვრების ყველა სფეროში....

     2. მთლიანი ეკონომიკური გადაორიებტირების სტადია, როდესაც კაცობრიობა მთლიანად განთავისუფლდება ეკონომიკური პრობლემებისაგან  და შეძლებს მიიღოს კანონიერი "ჰონონარი" და ადეკვატური ჯილდო ღვთის ტაძრის მშენებლობაში შეტალილი ყველა წვლილისათვის; ეს მშენებლობა სწრაფად მიიწევს წინ.

     3. სტადია როდესაც ჯილდო მიიღება სინათლით და გაიცემა  მსახურებით; სულიერი სტატუსი ცნობიერდება იმით, რასაც ქვია მთავარი განდობა... ეს პირველი მთავარი განდობა მოხდება ობიექტურად, და ფართო საზოგადოება აღიარებს მას მთავარ ცერემონიად და რიტუალად ამ პერიოდის ახალი რელიგიისა. ეს ის სტადიაა როდესაც აქტიურია აღდგენის(აღდგომის) ძალები, როდესაც უფალი იმყოფება თავის ხალხთან და როდესაც ქრისტე დაბრუნდება მიწაზე.  მაშინ რელიგია გაცნობიერებულ იქნება როგორც ორიენტაცია, რომელიც მართავს ადამიანური სიცოცხლის ყველა ფაზას.

D.K

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად

 

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©