ყველა უფლება დაცულია უამრავი შეხვედრები მქონდა იესო ქრისტესთან. სწორედ ამ შეხვედრების შედეგგია შემდეგი სტატიები. ეს არ არის მისი სიტყვების ზუსტი გადმოცემა, არამეტ მიღებული ცოდნის თავისუფალი ინტერპრეტირებაა მხოლოდ.
ეგო
თუ დააკვირდებით აღმოაჩენთ რომ რაც უფრო დიდი დრო გადის, რაც უფრო მეტი წლისაა ადამიანი მით უფრო უმართავი ხდება მისი ეგო. ბევრი ადამიანი კითხულობს ბიბლიას, სხვა რელიგიურ და სულიერ ლიოტერატურას, მაგრამ ცოტამ თუ იცის რომ როდესაც იქ საუბარია ეშმაკზე, ბნელ ძალებზე და ა.შ. ეს პირველ რიგში აღნიშნავს - ეგოს!!! სწორედ ეგო ვერ იტანს ღვთიურ იდეებს, აზრებს, მათ წარმომავლობას, ღვთაებრივი ფიქრები მიუღებელია ეგოსათვის. ეგო ბლოკავს ყველაფერ ღვთიურს ან ამახინჯებს მათ. ის მალავს ღვთიურ აზრებს. ეგოს მუდამ ეშინია, იმიტომ რომ ის არაბუნებრივი, ხელოვნური, უსარგებლო წარმონაქმნია, მაგრამ თავს ისე წარმოაჩენს თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო ფიგურაა მთელს სამყაროში. ეს მისი უდიდესი საიდუმლოა და თვითგადარჩენის პროგრამა. ეგო ცდილობს შექმნას სიცრუის კორიანტელი და შიგ დაიმალოს რათა ვერავინ მიხვდეს მის ნამდვილ არსს. ეგო უსუსურია და ასეთივე უსუსურია ჩვეულებრივი ადამიანი სამყაროს წინაშე, რადგან ის სწორედ ეგოს მიერ იმართება. ეგო არ იღებს სამყაროს ისეთად როგორიც ის არის, მუდამ ცდილობს საკუთარი ინტეპრეტირება მისცეს ყველას და ყველაფერს. ის განიხილავს ყოველ წვრილმანს, ნიუანსს, დეტალს, განსჯის, განიკიტხავს, აწონ დაწონის, გამოთვლის ყველა შესაძლო დასაშვებ ვარინტს, მუდამ ცდილობს აირჩიოს საუკეთესო, ცდილობს დაასწროს, აღმოაჩინოს დამნაშავე, დასაჯოს. ამიტომ ის სულ აზროვნებს. მისი ყურადღება მუდამ გარეთაა მიპყრობილი. ის ან იმალება, ან თავს ესხმის, დანარჩენ დროს კი გასამართლებას უთმობს! ეგო მუდამ უპირისპირებს ღვთაებრივ ბუნებას - სხეულს! მუდამ სხეულზე აქვს აქცენტი, რათა დაფაროს ღმერთი და ჭეშმარიტი პატრონი. მისი მთავარი მიზანია დავიწყებას მიეცეს ღმერთი, მისი არსბობა, ჭეშმარიტი ცოდნა და გამოცდილება. მისი მიზანია მონობაში ჰყავდეს შინაგანი ღვთიური ადამიანი, ღმერთის შვილი, და წინა პლანზე წამოსწიოს ფიზიკური ადამიანი. ადრე თუ გვიან ყველა შეამჩნევს რომ მიუხედავად იმიოსა რომ ცდილობს საკუთარ თავში გამოიწვიოს სიყვარული და გამოსდის კიდევაც ეს, მაინც რაღაც მთლად კარგად ვერაა, რადგან ძალიან მალე და ხშირად ავიწყდება ამის კეთება, თითქოს მის შიგნით ვიღაც ეწინააღმდეგება სიყვარულის გამოწვევას, ცდილობს მიჩქმალოს ეს მისწრაფება - ცდილობს დაავიწყოს ადამიანს სიყვარული. ეგო ოსტატია როდესაც საქმე ეხება რაიმეს მიჩქმალვას, დამალვას, ყურადღების გადატანას. ეგო გამუდმებით მუშაობს რათა ადამიანი გამოიყვანოს სიყვარულის მდგომარეობიდან და დავიწყებას მისცეს სამუდამოდ ეს ღვთიური საწყისი. ის თითქმის ყოველთვის ახერხებს ამას. სიყვარულის მდგომარეობაშა ჩვენი ხსნა და სწორედ მის დავიწყებაზე მუშაობს ეგო ოცდაოთხი საათის მანძილზე. ის მუდმის მოლაპარაკებას აწარმოებს და გაორებაში ამყოფებს ადამინს. ის სარეკლამო აგენტია რომელიც მუდამ ცდილობს ჩვენი ყურადრების გადატანას სიყვარულიდან სხვა საკითხებზე, საგნებზე, მდგომარეობებზე, ვირტუალურ საჭიროებებზე და იმ საშიშროებებზე, რომლებიც მხოლოდ უსიყვარულობის გამო შეიძლება წარმოიქმნას. ეგო მუდამ გვახსენებს ათას სისულელეს და ამით გვავიწყებს სიყვარულს. ის აქცენტს აკეთებს დამნაშავეების ძებნაზე, განკითხვაზე, განსჯაზე, შეფასებაზე და ამით გვავიწყებს სიყვარულს. ეგო სიცრუის ნამდვილი ოსტატია. მიმოიხედეთ გარშემო, ადამინები ეგოს ანდობენ საკუთარ თავს და ამიტომ ჩვენ აბსურდის სურიალისტურ გარემოში და ცრუ ურთიერთობებში ვცხოვრობთ. ასეთია ეგოს მართვადი ადამიანების მიერ შექმნილი მსოფლიო, რომელიც მხოლოს სამაგიეროს პრინციპს ემორჩილება და აღიარებს. ალბათ ბევრ თქვენთაგას გაუჩნდება კითხვა: მაინც რა არის ეგო? სამი სხეულის(ეთერული, ასტრალური და მენტალური) ერთობლიობა ქმნის კაუზალურ(კარმიულ) სხეულს. თუ ადამიანის კარმიული დავალიანებები დიდია, თუ ის არ ზრუნავს ამ სხეულების სისუფთავეზე, მათ დაქვემდებარებაზე ღვთური საწყისის მიმართ, მაშინ ამ სხეულებში თავს იყრიან არასწორი, ბნელი, აზროფორმები, გრძნობები, ემოციები, ისინი ქმნიან, მდაბალ "მე" -ს, სწორედ ამ მდაბალ "მე" -ს ეწოდება ეგო. ეგო აბსოლიტურად პიროვნული წარმონაქმნია, ის არ აღიარებს არაფერს და არავის საკუთარი თავის გარდა. ის ხელს უშლის ადამიანს ნებისმიერ ხანგრძლივ პრაქტიკაში, ძიებაში, რადგან იცის რომ ადრე თუ გვიან მისი ნამდვილი ზრახვები აღმოჩენილი იქნება, მისი სამალავი აშკარა გახდება, მისი საჭიროების და არსებობის უსაფუძვლობას ფარდა აეხდება. ეგო მუდამ არწმუნებს შიგნიდან ადამიანს, თავის გამუდმებულ შინაგან დიალოგებში, რომ მუდმივ ძალისხმევად არავინ და არაფერი არ ღირს, მათ შორის არც საკუთარი თავი. ამიტომ მაძიებელთ ხშირად არაფერი გამოსდით, ისინი იწყებენ და იქვე ატოვებენ პრაქტიკას, შემდეგ ისევ იწყებენ და იგივე მეორდება.... ეგო მუდამ ცდილობს წყობილებიდან გამოიყვანოს ადამიანი რადგან არ დაუშვას მისი სიმშვიდე, სულის მოთქმა, ძიება, საკუთარ თავში ჩაღრმავება. მას ეშინია რომ აღმოაჩენენ, იპოვიან, გააუქმებენ! მაშასადამე ეგო სიბნელეა, რომელიც ასეთი ფორმით ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი თვიდმყოფადობა, რომელიც ჩვენ თვითონვე დავლექეთ საკუთარ თავში უამრავი ინკარნაციისას ჩადენილი არასწორი ქმედბებით, აზროვნებითა და ემოცია გრძნობებით. ნებისმიერ ჭეშმარიტ მოსწავლეს კარგად ესმის ეს ოკულტური გარემოება და გამუდმებით შრომობს რათა დაასუფთაოს საკუთარი კარმიული სხეული. როდესაც ლაგდება და სუფთავდება ეთერული სხეული, როდესაც ადამიანის ფიზიკურ სხეულს უკვე აღარ შეუძლია წამოაყენის და დაუმორჩილიოს ადამიანის ქცევა, ემოცია და გრძნობები საკუთარ მოთხოვნებს, მაშინ ხდება პირველი განდობის მიღება, როდესაც სუფთავდება ასტრალური სხეული(რაც ყველაზე ხანგრძლივი და ძნელი სამუშაოა) ხდება მეორე განდობის მიღება, ხოლო მენტალის დასუფთავების შედეგად მიიღება მესამე განდობა. მეოთხე განდობა არის უკვე შემდგარი ფაქტი იმისა, რომ მოსწავლემ არამარტო დაალაგა და გაასუთავა საკუთარი კარმიული სხეული არამეტ მთლიანად აღმოფხვრა ცოდვა ამ სხეულებიდან და დაწვა ის, შედეგად კარმიული სხეული იწვება, იშლება, ეთერული ასტრალური და მენტალური სხეულები რჩებიან, მაგრამ მათ აღარ აქვთ ავტონომია, ისინი წარმოადგენენ ღვთიური ენერგიის კამკამა ამრეკლ სუბსტანციებს და არა პიროვნული გადაწყვეტილებების მიმღებ "ფეოდალურ" წარმონაქმს რომელიც არ ემორჩილება ჭეშმარიტ მმართველს. ამ საფეხურს მიღწეული ადამიანი უკვე აღარ არის მოსწავლე, მას მასწავლებლის სტატუსი ენიჭება. ასეთია გზა ღმერთისაკენ და ის ყველამ უნდა განვლოს ადრე თუ გვიან რათა დაუბრუნდეს თავის ჭეშმარიტ, საწყის, ძლევამოსილ ბუნებას!!! G.K.
|
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
|
2010 © |