დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება

      გადავწყვიტე გამოვაქვეყნო აქამდე უცნობი კიდევ რამოდენიმე წინასწარმეტყველება, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ  თეთრი იერარქია და კოსმიური ფედერაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება შორს გადაწიოს ან საერთოდ ააცილოს კაცობრიობას სამდღიანი სიბნელის ჟამი, თუმცა რამდენად გამოუვათ ეს – ჩვენ პირველები გავიგებთ, რადგან მოვლენებბის ეპიცენტრში ვიმყოფებით.

  მაშ ასე: – ამჯერად წარმოგიდგენთ ფრანცისკანელ ბერს მექსიკიდან – დავით ლოპეზს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანს ძალიან სუსტი ჯანმრთელობა გააჩნია და  მისთვის სულიერი ჭრილობის მიყენება ძალზედ ადვილია, ღვთიმშობელმა სწორედ ის აირჩია, რათა გადაეცა მისთვის წინასწარმეტყველება სიბნელის სამ დღეზე. ეს გზავნილი შეიცავდა ინფორმაციას საშინელ მოვლენებზე რომლებიც ძალიან მალე მოხდება დედამიწაზე, დავითს არ უნდოდა ქალის  ხმის მოსმენა, რომელიც მას პირდაპირ თავში ესმოდა  როდესაც ის  ღვთიმშობლის ლოცვას კითხულობდა ეკლესიაში, ამის მიზეზი ამ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შედეგად დაკისრებული პასუხისმგებლობა იყო.

   მოგვიანებით ბერმა დავითმა ეს ყოველივე რამოდენიმე მეგობარს მოუყვა, მაგრამ მაიც თავს იკავება ჩაეწერა ხილვა. იგი ისეთ ვინმეს ეძება ვინც მას გაანთავისუფლებდა ამ მძიმე ვალდებულებისაგან. მაგრამ მისმა ზემდგომმა, ისევე როგორც ეპისკოპოსმა, სცნეს, რომ ყოველივე ის რაც დავითმა შეიტყო ღმერთისაგან მოდის და იგი საჭიროა ჩაწერილ იქნას.

  1987 წლის 11 სექტემბერს დავითი ჩავიდა ქალაქ სან–ანტონიოში, რათა მოემზადებინა რომის პაპის ვიზიტი. იქ მან განიცადა ღვთისმშობლის ხელახალი გამოცხადება, რომლის დროსაც ღვთისმშობელმა მას მოუწოდა გამოაქვეყნებინა მიღებული გზავნილი.

  " პირველ რიგში ღვთისმშობელმა მოუწოდა არ იდარდოს ყველა იმათზე, ვინც ცხოვრობს ღვთისმშობლის მოწოდებების შესაბამისად. ამ მომავალი მოვლენების შესახებ ეს ადამიანები გაფრთხილებულ იქნებიან საკუთარი გულის შიგნიდან, 3 – 7 დღით ადრე მოსალოდნელ მოვლენებამდე. ღვთისმშობელმა გაამხნევა და შეაქო ყველა ისინი, ვინც ებრძვის მძიმე ცოდვებს, ღმერთი ყურად იღებს მათ ტანჯვას.

  სამდღიან სიბნელეს გადაურჩებიან ნებისმიერი კონფესიის მიმდევარნი, თუ მათი სინდისი სუფთა იქნება და თუ მათ ღმერთი მიიღეს საკუთარი გულის სიწმიდეში.

   ამ მოვლენების მიახლოებისას ცაზე გამოჩნდება წითელი ფერის ჯვარი. ამას ყველა ადამიანი დაინახავს. კიდევ იქნება ღმერთის მიერ პირდაპირ არჩეული რამოდენიმე წამებული, რომელთაც მოკლავენ, მაგრამ მათი სულები დაუყოვნებლივ იქნება ამაღლებული ცაზე ანგელოზთა მიერ.

  სამდღიანი სიბნელის დროს, რომელიც 72 საათი გაგრძელდება, დროის ათვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მექანიკური საათით და ისეთი სიბნელე იქნება ადამიანები საკუთარ ხელებს ვერ დაინახავენ ცხვირწინაც რომ მიიტანონ.  ამ დღეებში არ იქნება არცერთი დემონი, რომელიც ჯოჯოხეთში დარჩება, იმიტომ რომ ყველა მათგანი დედამიწაზე იქნება.

  ის ადამიანები რიმელთაც არ ექნებად ნათელი გულიში და გულმოწყალება – დაინახავენ დემონებს და საშინელებისაგან დაიღუპებიან.

   სამდღიანი სიბნელის გადალახვა ყველაზე ძალიან მარტოხელებს გაუჭირდებათ, რამეთუ დემონები მათ მათთვის საყვარელი და ახლობელი ადამიანების ხმებით დაუძახებენ. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ ესენი თქვენი ახლობლები არ იქნებიან, არამედ ეშმაკები, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კარის გაღება და საკუთარი სახლის მიტოვება, რადგან დიდი ალბათობაა ეშმაკის ბრჭყალებში ჩავარდნისა. სახლის ფანჯრები და კარებები მჭიდროდ უნდა იყოს დახურული და შეძლებისდაგვარად ყველა ახლობელი ერთად უნდა იყვნენ.

   უკვე ეხლავე უნდა ისწავლოთ გულწრფელი ლოცვა და ასწავლოთ ეს თქვენს ბავშვებს, რადგან ამ დღეებში ბავშვების ლოცვას სასწაულებრივი ძალა ექნება. მთავრი რაც უნდა გაკეთდეს, უარი ვთქვათ საკუთარ ცოდვებზე და ვიცხოვროთ ღმერთის მოწყალების იმედად.

   ილოცეთ, წაიკითხეთ ბიბლია და მიიღეთ ზიარება.

  წმინდა წყლით განწმინდეთ საკუთარი სახლები და იესოს ხატთან მუდმივად ენთოს სანთელი ან კანდელი – ეს და თქვენი სხვა საქმენი დაგეხმარებათ იყოთ ნათელი გულის მდგომარეობაში.

   ვინც არ იცის უნდა მოუყვეთ ამ მეტად მნიშვნელოვანი ამბების შესახებ: ცოდვაზე, სასიკვდილო ცოდვაზე, მონანიებაზე და პატიებაზე.

    ადამიანებმა უნდა ისწავლონ მიიღონ სიკვდილი ისეთად, როგორიც ის არის: მათ უნდა იცოდნენ რომ სიკვდილის შემდეგ არის სასამართლო, შემდეგ ჯოჯოხეთი, სამოთხე ან განსაწმენდელი, იმისდამიხედვით თუ როგორი ცხოვრება განვლო ადამიანმა.

   მღვდლებმა, სულიერმა მამებმა და ბერებმა უნდა მოამზადონ არა მარტო საკუთარი თავი, არამედ მთელი მრევლი. საჭიროა ისინი გახდნენ მოსალოდნელი მოვლენების შესახებ მთავარი დამრიგებელნი. მათ უდა აუხსნან ხალხს მოსალოდნელის შინაარსი. ისინი უნდა დაეხმარნონ ხალხს ღმერთთან დაბრუნებაში და  სისუფთავით აღსავსე ცხოვრების დაწყებაში. მათი ამოცანაა სამდღიანი სიბნელის შესახებ ინფორმაცია გადასცენ რაც შეიძლება მეტ სულიერ ადამიანს, მოსალოდნელი ამბების შესახებ უამრავმა წმინდა ადამიანმა უკვე იცის და ამიტომ დაუშვებელია დროის დაკარგვა. მოძღვრებმა უნდა ასწავლონ, რომ ფული, სახელი და სამსახური ის ფასეულობები არაა, რომელზეც უნდა ვინერვიულოთ და დავაყენოთ ისინი პირველ ადგილზე. მათ უნდა ასწავლონ ადამიანებს მიმართომ სულიწმინდას და ილოცონ მასზე.

 

    ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია   გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე   სიყვარულის გავრცელება    ა ღ დ გ ო მ ა      სიდჰების სწავლება    ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი    სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა სიყვარული  გრძნობები  ატომი "ნუს"– ი  პლუტონი შემდეგი  ნაბიჯი კანონი  კანონის შესახებ    სტალკერი  მამოძრავებელი ძალა  კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული   მოქმედების პრაქტიკა      ცნობიერება სხეული და სიყვარული

 

Get your Ge Online System

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©