ყველა უფლება დაცულია

აზრობრივი საუბრების ხელოვნება

(ამონარიდი ჩემი წიგნიდან "სტალკინგი")

 

 

     აზრი არის შინაგანი სიტყვა, რომელიც "ისმისს" ეთერულ პლანზე. ნუ გგონია რომ აზრები მხოლოდ თქვენს შიგნითაა! როდესაც შინაგანად ესაუბრებით რომელიმე ადამიანს, საკუთარ აზრებში, აქებთ მას, ან განიკითხავთ, ეს ჩვეულებრივი ურთიერთობაა ეთერულ პლანზე, ანუ იმ ადამიანს ესმის თქვენი და მართლაც საუბრობთ......

          აზროვნება შემოქმედებაა....
          ხშირად, ის ადამიანი ვინც მიყვება სიყვარულის პრაქტიკას ვერ აცნობიერებს, რომ მისი აზროვნება წარმოადგენს მუდმივ შინაგან დიალოგს სხვა ადამიანებთან, საგნებთან, ბუნებასთან, მომხდარ თუ მოსახდენ მოვლენებთან.....  ანუ სახეზეა მუდმივი ურთიერთობა რომლის დროსაც ან სრულდება კანონი, ან ირღვევა. დასაწყისში მაძიებელი ვერ აფიქსირებს შინაგან კანონდარღვევებს, შინაგანად ცუდი განწყობა და დიალოგები აქვს,  გარეგნულად კი შეიძლება იცინის და კარგად იქცევა. ვინც ვერ აფიქსირებს საკუთარ შინიგან დიალოგებს, ვერ აცნობიერებს მათ, ასეთ მაძიებელთ ძალიან უჭირთ სიცოხლეშიც და გაედაცვალების შემდეგაც. რადგან ეთერულ პლანზე გადასვლისას აღმოაჩენენ რომ სრულად უუნარონი არიან, რადგან მიჩვეულნი არიან სიტყვიერ დიალოგებს და შედეგად მკვეთრად ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრებს, თანაც რასაც აყალიბებენ ისიც უკმაყოფილებითაა გაჟღენთილი რაც თავისთავად მყისიერ ნეგატიურ მოვლენებს იწვევს(ეთერულ პლანი ხომ დაუყოვნებლივ რეაგირებს აზრებზე).     ანუ ნელ ნელა მაძიებელი აფიქსირებს რომ მისი გარე კეთილდღეობა(მნიშვნელობა არა აქვს ეს იქნება ფიზიკური, ეთერული თუ სხვა პლანი) დამოკიდებულია მხოლოდ სიყვარულის გრძნობაზე, ოდენობაზე და სიყვარულით გაჯერებაზე საკუთარი აზრების და წარმოდგენების. სწორედ ეთერულ პლანზე მაძიებელი ხვდება რომ მისი მასწავლებელი ყოველთვის ესაუბრებოდა მას აზრობრივად, ასწავლიდა...

          მაძიებელი სწავლობს აზროვნების ხელოვნებას, აზრობრივი საუბრების ხელოვნებას - რაც სიყვარულის ხელოვნების საფძველია!!! აზრი სინათლეზე უფრო სწრაფია, ამიტომ აზრობრივი საუბრები მყისიერად განსაზღვრავენ სიტუაციას ფიზიკურ სამყაროში. სიყვარული პრაქტიკისაკენ პირველი სიღრმისეული ნაბიჯი არის მისი შეტანა საკუთარ აზრობრივ დიალოგებში. ნებისმიერი სიყვარულით გაჯერებული აზრი ეხმარება იმ ადამიანს ვიზეც ფიქრობთ და შესაბამისად იწვევს მის კეთილგანწყობას თქვენს მიმართ ფიზიკურ სამყაროში. ამას ეწოდება ოკულტურად - "კეთილი ნება", ხოლო ასეთ ადამიანს "კეთილი ნების ადამიანი".  ასეთი აზროვნება არის სიკეთის ქმნა, დახმარება სხვა ადამიანების მიმართ.

         რასაც არ უნდა ფიქრობდეს და რაზეც არ უნდა ფიქრობდეს ადამიანი - ის ესაუბრება სამყაროს!!!  სამყარო კი იცვლება მის მიმართ ამ საუბრის შინაარსიდან გამომდინარე!!! ესმის თუ არა რომელიმე თქვენგანს სინამდვილეში რა არის სამყაროს ილუზიურობა?

         სამყარო იცვლება, ჭეშმარიტი კი უცვლელია!!!  ის რაც ჭშმარიტია და ნამდვილია - უცვლელია!!!

         ღმერთი უცვლელია, ის არის ჭშმარიტება, ის არის სიყვარული - ვისაც ყურები აქვს გაიგოს!!! 

         ყველაფერი ფიზიკური "დეჟავუა"!!! ვისაც ეს ესმის ის ხედავს ჭეშმარიტებას!!!

         თქვენ ხართ ან პროფესიონალი, ხელოვანი, შემმოქმედი ჭეშმარიტი შიანგანი საუბრებისა სამყაროსთან, ან დილეტანტი, ამაყი, უვიცი შეგირდი რომელსაც მხოლოდ ჰგონია რომ შინაგანი შრე არ არსებობს და საკუთარი უმეცრებით ანადგურებს საკუთარ თავს, ბედს და ცხოვრებას, - უქმნის რა საფრთხეს მთელ სამყაროს. აზროვნება არ არის თქვენი პირადი საქმე, დამალულ, დაფარული მხარე, ბნელი კუთხე, სადაც რასაც გინდა გააკეთებ და ვერავინ დაგინახავს!!!  ასეთი კუთხე საერთოდ არ არსებობს!!! აზროვნება ურთიერთობაა და ეს უნდა შეიგნოს თითოეულმა მაძიებელმა. ოდესღაც აღმოაჩენთ რომ თითოეული თქვენგანი ყველა სხვა ადამიანის შემადგენლობაში შედის(ეს ერთერთი ოკულტური საიდუმლოა), ვინც ოკულტურ სქემებთან მუშაობს მან ეს იცის.   არ შეიძლება რაიმე გაიფიქროთ ისე რომ ყველა სხვა ადამინმა - ვერ გაიგოს!!!  ნოსტრადამუსს 1000 ხმა ესმოდა ერთდროულად. ის აცნობიერებდა ამას რადგან საკმარისი ენერგია ჰქონდა საამისოდ, მაგრამ მიუხედავად იმისა აცნობიერებთ ამ ხმებს თუ არა, ქვეცნობიერად თქვენ იცით სიმართლე, ჭეშმარიტება. ადამინები რეაგირებენ არა იმაზე თუ რას ეუბნებით გარედან, სიტყვებით, არამეტ იმაზე თუ რას ესაუბრებით შინაგანად. აზრი არა აქვს გაუღიმო - თუ შინაგაბნად გაბრაზებული ხარ, ამაზე არავინ წამოეგება. ხშირად გაგიგიათ ფრაზა - " მე ასეთი კარგი ვარ, სულ სიკეთეს ვაკეთებ და მაინც ასე ვიჩაგრები?",  აი სწორედ ამიტომ "იჩაგრება" ის ვინც გარედან სიკეთეს აკეთებს მაგრამ აზრობრივ საუბრებში სამაგიეროს უხდის, უსწორდება, განიკითხავს ადამიანებს რომლებიც არ მოსწონს!!!  

         სიყვარულის სწავლება ფუნდამენტური მოძღვრებაა - ბედნიერების შესახებ!!!   უკმაყოფილი საუბრებით წარმატება არ მოდის, რადგან ყველამ მყისიერად იცის თქვენი ჭეშმარიტი დამოკიდებულების შესახებ!!! კეთილი ნება არის პირველი რეალური ნაბიჯი სიყვარულისაკენ!!!

G.K.

 

 საიტი მოწოდებულია გააცნოს ადამიანებს თეორიული მონახაზი, ხოლო პრაქტიკული შესაწავლის მსურველებისათვის ტარდება პრაქტიკა კვირაში სამჯერ დარბაზში, მსურველებმა მომწერეთ ფეისბუკზე პირადში.

https://www.facebook.com/giorgi.olmek

 

საწყისი გვერდი

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©