ატომი "ნუს" – ი გულის მარცხენა პარკუჭში იმყოფება მთავარი ატომი, ეს ის მინიატურული მოდელია, რომელსაც უნდა დაემსგავსოს ადამიანის ფიზიკური სხეული საკუთარი პროგრესის შედეგად. ეს მბრუნავი სხეული ცხოვრობს თავის საკუთარ ატმოსფეროში, მისი სახელია არქიტექტორი, რადგან იგი აკონტროლებს ფიზიკური სხეულის ყველა შემმოქმედ ძალას. არქიტექტორს გააჩნია ატომურ მშენებელთა მთელი არმია. მათ მისწრაფების ატომები ეწოდებათ, რომლებიც ეძიებენ საკრალურს, ისევე როგორც ჩვენ! პრაქტიკის პირველ ეტაპზე არქიტექტორის(ატომი "ნუს"–ი) ყურადღება უნდა მივიქციოთ, მისწრაფების ატომების მეშვეობით, რომლებიც ჩვენ საკუთარ გონზე გვმართავენ. ამ ატომებისათვის ფიზიკური სხეული უცხო ქვეყანას გავს. მათი მიზანია სხეულის მომზადება უფრო მაღალი სულიერი მიღწევებისათვის. ეს მილიონობით ატომი, რომლებსაც ჩვენ მხედველობაში არ ვიღებთ და რომელთაც არ ვეხმარებით, ხშირად დაბნეულობასა და დაუცველ მდგომარეობაში იმყოფებიან ჩვენი გადამეტებული სტიმულირებისა და დატვითვის გამო. თითოეულმა მოსწავლემ უნდა "გაამხნევოს" ისინი შემდეგი ვარჯიშით(ამ "პასს" უძველესი შამანები იყენებდნენ): ღრმად ჩავისუნთქოდ, ავიწიოთ ფეხის წვერებზე და გაშლილი მტევნით სწრაფად და ზომიერად განვახორციელოდ მსუბუქი დარტყმები იქ სადაც ღვიძლი მდებარეობს. ღვიძლი იოგის მეგობარია – და ვარჯიშის დროს მას უნდა გაუგზავნოთ სიყვარული. ნერვიული ცენტრი რომელიც მდებარეობს ამ ადგილას, ცოცხლდება(აქტიურდება) ჩვენი აზრებითა და სიყვარულით, რამეთუ იქ დევს წარმოსახვის ზონა, ჯანმრთელი წარმოდგენა ქმნის ჯამრთელ სხეულს. ეს ატომები პატივს სცემენ პატიოსან გონს – არაწესიერებას ჩვენს საქმეებში შეაქვს ქაოსი მათ ატმოსფეროში, და ისინიც ცდილობენ დაგვშორდნენ(დაშორდნენ ჩვენს ცნობიერებას). ასე რომ მხოლოდ სუფთა მისწრაფებას შეუძლია ჩართოს ისინი ჩვენ ცნობიერებაში. მათ შემოაქვთ, მირაჟებით შებოჭილ და ილუზიებით დამძიმებულ ჩვენს გონში - საკრალურის ზეგავლენა! ფიზიკური სხეული მხოლოდ ჩანს მყარად. თუ მას შიგნიდან დავათვალიერებთ, იგი გამოიყურება როგორც გაზისებრი გარსი და წარმოადგენს დამცავ ეკრანს საკრალურისათვის, იცავს რა უცხო, ზიანისმომტანი, ვირუსებისმსგავსი სუბსტანციებისაგან. ჩვენი აზრების შეჭრამ შეიძლება დიდი ზეგავლენა მოახდინოს შემმოქმედ ატომებზე, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ეს აზრები დამძიმებულია ზიზღით, შურით, აგრესიით, ასეთი აზრები გაცილებით უფრო დამანგრეველია ვიდრე ჩვენ ვაცნობიერებთ. განათლება გვასწავლის ვიფიქროთ გარეთ. ეს ეწინააღმდეგება იმას, რომ გონმა "იფიქროს შიგნით". ის რაც ჩვენ საკუთარი აზრები გვგონია, არ მომდინარეობს საკრალურისაგან და, შესაბამისად არ წარმოადგენს ჩვენს პირად ჭეშმარიტებას. ატომი ნუს–ი არასოდეს არ მოგვთხოვს ჩვენ რაიმე ბოროტს. პირიქით, ის შემოგვთავაზებს მხოლოდ იმას, რაც შეიძლება დაეხმაროს ჩვენს შინაგან განვითარებას. მისი სამუშაო მიმართულია ჩვენი განთავისუფლებისაკენ ილუზიის სამყაროს ბორკილებისაგან. როდესაც არქიტექტორი, ანუ ატომი ნუს–ი, ტოვებს სხეულს, სხეული იშლება. სადღეისოდ ადამიანი განვითარებულია მხოლოდ ოთხი მეშვიდედით, მაგრამ, როდესაც ატომი ნუსი და მისი დამხმარე ატომები გამოეხმაურებიან ჩვენს პრაქტიკას, ჩვენ ვისწავლით სხეულის ზოგიერთი ნაწილის სტიმულირებას, რომლებიც ატროფირებულად გამოიყურებიან გამოუყენებლობის გამო. ატომები გვაგონებენ საკუთარ პატრონებს: მათ, ვისი ატომებიც მყარი და "შეკრულია", გააჩნიათ ძლიერი სხეულები; ხოლო მათ ვისაც სუსტი ატომები აქვთ, სხეულიც სუსტი აქვთ. გულში ჩვენ გვაქვს პატარა სარქველი, რომრლიც იღება და აღკვეთს ნებისმიერ ჩარევას ცნობიერების ქვედა დონეებიდან. მთელი ისტორიის მანძილზე სამყაროს მხსნელი გვევლინება თითოეული ეპოქის დასაწყისში. და როდესაც ჩვენ შევძლებთ წავიკითხოდ მახსოვრობის საკუთარი შინაგანი წიგნები, ჩვენ შევიტყობთ, რა გასხივოსნება და ცოდნა მოჰქონდა თითოეულ მასწავლებელს ამ სამყაროში. კერძიდ, შევიტყობთ იმის შესახებაც, თუ რა სასწაულების მოხდენა შეეძლოთ მათ ხმოვან ბგერების მაგიური მანიპულაციებით. ჩვენთვის გასაგები გახდება, რომ მასწავლებელთა სამუშაო იმაში მდგომარეობდა, რომ მოემართა ადამიანი უმაღლესი ვიბრაციებისაკენ, რომელთაც გამოანთავისუფლებენ მისწრაფების ატომები. ჩვენი უთვალავი განსხეულებათა წერებრუნვის თითოეულ სიცოცხლეში ჩვენ თან გვდევს ერთი და იგივე ატომი ნუს–ი, ხოლო ზოგიერთ ცხოვრებაში ჩვენ მისი მითითებებით ვხელმძღვანელობთ. მისწრაფების ატომები გვეხმარებიან გავაღვიძოთ ჩვენში დაფარული ენერგია – მიძინებული ძალა, რომელიც ჭიპის ცენტრში მდებარეობს და მოწოდებულია გაგვანთავისუფლოს ბორკილებისაგან. ეს სტატიკური ელექტროობის მსგავსია ძალა, იღვიძებს, ხერხემალში მიემართრთება ზემოთ და ხსნის დიდებულ, შიგნით დაფარულ ცენტრებს, ანუ სკოლებს!.... შემდეგ ჩვენ ვექცევით ყველაზე ძლიერი გონის ნაკადის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გვეხმარება სხეულიდან გასვლაში და ინფორმაციის მოპოვებაში.... ჩვენს ცენტრალურ სისტემაში ჩვენ ვპოულობთ გარკვეულ ატომებს, რომლებიც წარმოადგენენ კაცობრიობის გამორჩეულ ბელადებს. არცერთი დიდებულ მმართველი არ იყენებდა საკუთარი ეპოქის სტანდარტებს, ამის ნაცვლად ის ქმნიდა იდეალებს და იყენებდა საკუთარ წარმოსახვას იმისათვის, რომ შეეტანა თავის ცივილიზაციაში პროგრესული იდეები. ამ სწავლებაში გამრავლების ორგანოებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ, რადგან მათი შემოქმედებითი ძალა საჭიროა არამარტო სექსისათვის, არამედ წარმოდგენის დახმარებით იდეალური სტანდარტების შესაქმნელად. საჭიროა ძალიან ყურადღებით ვიყოთ ნებისმიერი გზავნილის მიმართ, რომელსაც ატომი ნუს–ი გვიგზავნის. ამის შესახებ მიგვითითებს უძველესი მანუსკრიპტი რომელზეც დატანილია გერმესის სიტყვები "ყურადღებით იყავით თქვენი ბატონის ხმის მიმართ, ისევე, როგორი ყურადღებითაც ის არის თქვენი ხმის მიმართ". M.
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე მხადრაჭერა მ უ ტ ა ც ი ა ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარულის პრაქტიკა სიყვარული გრძნობები ![]() |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |