აწმყო

(სტალკერის წვრთნა)

 

 

        აწმყო იკარგება როდესაც ადამიანი ცდილობს შექმნას მომავლის გარანტია. ადამიანის აზროვნების, განსჯის, მსჯელობის ლომის წილი უკავია მომავლის მოდელირებას, ანუ ადამიანი ცდილობს წინასწარ დასახოს გეგმები, მზად იყოს მომავლის შესახვედრად, გათვალოს შესაძლო მომავალი და საკუთარი საქციელი დადეგმოს ამ მომავალში. აზრების დიდი ნაწილი მიმოიხილავს შესაძლო მომავალს, ცდილობს შეინარჩუნოს მომავალში საკუთარი ფინანსური სტაბილურობა, ჯანმრთელობა, სიცოცხლე, იმიჯი, სოციალური სტატუსი. ამისათვის (როგორც ადაიანს მიაჩნია) მუდმივად საჭიროა იმოქმედო წინმსწრებად, ანუ წინასწარ გადადგა რაღაც ნაბიჯები რათა "გაინაღდო", შეიმზადო სასურველი მომავალი, მზად იყო მოსალოდნელის დასახვედრად. ასეთო ანალიზის დროს ადამიანი ხშირად უბრუნდება აზრობრივად საკუთარ წარსულს, მიმოიხილავს მას, ცდილობს მასზე დაყრდნობით შეემზადოს მომავლისათვის(როგორც მას მიაჩნია წარსულის ანალიზი მას უპირატესობას აძლევს გარანტირებული, სტაბილური მომავლის აზრობრივ მოდელირებაში).

          შინაგანი დიალოგი სხვა არაფერია, თუ არა, შიშით გამოწვეული ანალიზი, მსჯელობა, განსჯა! მომავლის, წარსულის, აწმყოს ანალიზი! ანალიზს მიაქვს ენერგიის 90%.  ამიტომ ყოველი ჩვენგანი განიცდის ენერგიის ტოტალურ დანაკლისს.

           თითოეული სტალკერი გადის წვრთნას, რათა დაძლიოს შიში, შეეშვას ანალიზს, არ მიეჯაჭვოს სტაბილურობას. რაც უფრო მეტს ფიქრობს ადამიანი წარსულსა და მომავალზე, რაც უფრო ცდილობს შეინარჩუნოს სტაბილურობა, გაანალიზოს მოსალოდნელი მომავალი, წარსული და აქედან გამომდინარე იმოქმედოს აწმყოში, მით უფრო აძლიერებს იგი საკუთარ შიშს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ასეთი ანალიზის(შინაგანი დიალოგის) ერთადერთ მიზეზს! 

          სტალკინგის ამ გაკვეთილში ჩვენ განვიხილავთ მოსწავლის ქცევას, მოქმედებას აწმყოში,  (მომავლის, აწმყოს და წარსულის)ანალიზისაგან დამოუკიდებლად. მოსწავლე ცდილობს არ კვებოს საკუთარი შიში წინასწარი მოქმედებებით. მაგალითად ყოველი თქვენთაგანი ხშირად უყურებს მობილურ ტელეფონს და ამოწმებს რამდენად დაიცალა მისი ბატარეა, როდესაც შეამჩნევთ რომ ის ერთ ხაზზეა მაშინ დაუყოვნებლივ იწყებთ მის დატენვას. ამას იმიტომ აკეთებთ, რომ მობილური მოულოდნელად არ გაითიშოს, დღის განმავლობაში, ანუ ქმნით საჭირო მომავლის გარანტიას. თავს იცავთ მოულოდნელობებისაგან. ვაი და ვინმემ დაგირეკოთ მნიშვნელოვანი საქმეზე და ამ დროს გაითიშოს მობილური იმიტომ რომ ის დასატენია, ეს ხო "კატასტროფაა", ეს მიუღებელია! წინმსწრები საქციელით ადამიანი თავს იცავს მოულოდნელობებისაგან და სწორედ ამიტომ იგი სულ უფრო ღელავს როცა რაიმე მოულოდნელი ხდება მის თავს! 

          სტალკერის ტრენინგი მიმართულია იქითკენ რომ მოსწავლე მიეჩვიოს მოულოდნელობებს, და აუღელვებლად შეხვდეს მათ. ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ როდესაც მოსწავლე წყვეტს გარანტირებულ მომავალზე ზრუნვას და სწავლობს იყოს აწმყოში.  იყო აწმყოში ნიშნავს იმოქმედო მხოლოდ აწმყოდან გამომდინარე, ანუ დატენო მობილური მხოლოდ მაშინ როდესაც ის ბოლომდე დაჯდება(გაითიშება), მანქანაში ბენზინი ჩაასხა მხოლოდ მაშინ როდესაც მანქანა გაჩერდება(ბაკის სიცარიელის გამო), პური იყიდო მხოლოდ მას შემდეგ როდესაც ბოლო ნაჭერი შეიჭმევა, საჭმელი მიირთვა მაშინ როდესაც მოგშივდება(და არა წინასწარ). მოკლეთ რომ ვთქვა მოსწავლე ეჩვევა წინასწარ არ დააზღვიოს მომავალი, უბრალოდ მიყვეს აწმყოს! ასეთი ადამიანის ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ნამდვილი სტალკერი მოულოდნელობებისაგან იღებს ისეთ სიამოვნებას, როგორსაც განიცდის ჩვეულებრივი ადამიანი პროგნოზირებადი სტაბილურობისაგან. მათ შორის სხვაობა ისაა რომ სტალკერი მხიარული და აუღელვებელია, იგი მუდმივად ამაღლებულ ცნობიერებაში იმყოფება და უდიდეს ენერგიას ზოგავს, ხოლო ჩვეულებრივი ადამიანი კი, მუდმივად აღელვებული და დაძაბულია, ქრონიკულად განიცდის ენერგიის უკმარისობას, მისი ცნობიერება ნახევრად ლეტარულ მდგომარეობაშია და ნელ ნელა შიშით გამოწვეულ ქრონიკულ ნერვიულ შფოთვაში გადადის.  სამყარო თვითონ წვრთნის სტალკერს და აძლიერებს მას მოულოდნელობებით, ჩვეულებრივი ადამიანი კი სულ უფრო სუსტდება. მოულოდნელობა სიკვდილის ექვივალენტია ადამიანის ცნობიერებისათვის,  და როდესაც იგი ეჩვევა მუდმივად ჰქონეს საქმე მოულოდნელობებთან, ადამიანი - სიკვდილის შიშს ამარცხებს!

          ამ ეტაპზე მოსწავლე ცდილობს ჩაწვდეს სტალკინგის ერთერთი ძირითადი ფორმულის არსს, იგი შემდეგნაირად ჟღერს: - "ყოველი დღე ისე უნდა გაატარო თითქოს ის სიცოცხლის უკანასკნელი დღეა!".   როდესაც მხოლოდ დღევანდელი დღე გაქვს, ყველაფერი იცვლება აზროვნება, გრძნობები, მოქმედება. ადამიანი თავისუფლდება, ცდილობს ყველას მოეფეროს, დაუთმოს, გასცეს ყველაფერი, სიკეთით იმოქმედოს და პატიება თხოვოს ყველას ვისაც რაიმე დაუშავა. ყველაფერი ზედმეტი თავისით ტოვებს მის გონებასა და გულს. იგი აღარ მოქმედებს მომავლიდან გამომდინარე, მომავალი ხომ აღარ არსებობს მისთვის. ყველაფერი დმთავრდა, მან მხოლოდ ჭეშმარითი თავისუფლების უკანასკნელი დღე უნდა დაასრულოს. არარაფერია სადაო, საჩხუბარი, დასამტკიცებელი, მოსახვეჭი. სამაგიეროს გადახდას აზრი ეკარგება, ძველი წყენა ქრება და მის ადგილს სიყვარული იკავებს. ადამიანი მთლიანად აწმყოშია, რადგან წარსულის თვალიერებას და ანალიზს აზრი აღარ აქვს, ისევე როგორც მომავალზე ფოქრს. თითოეული წამი ძვირფასი ხდება, და ყველა ცდილობს სრულყოფილად განვლოს ეს წამები. 

           სინამდვილეში რომელმა თქვენგანმა იცის როდის დასრულდება თქვენი სიცოცხლე? ნებისმიერი წუთი შეიძლება ბოლო იყოს! იქნებ დაგრჩათ რაიმე სათქმელი ახლობელი, საყვარელი ადამიანისათვის? იქნებ არ გინდათ თან წაიღოთ ძველი წყენა?  იქნებ ბოლო დღეს მაინც მოავლოთ თვალი გარშემომყოფთ და დააფასოთ მათთან ყოფნის თითოეული წამი?

          მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებიდამ უამრავი წერილი მომდის, და ყველაზე ხშირად მეკითხებიან როგორ მოიქცნენ ამა და იმ სიტუაციაში, როგორია სწორი საქციელი და რეაქცია? მე კი ყოველთვის ვპასუხობ, რომ სწორი საქციელი ისაა, როგორც მოიქცეოდნენ, ეს რომ მათი სიცოცხლის ბოლო დღე იყოს!  სწორი რეაქცია ისაა? როგორიც მათ ექნებოდათ ეს რომ სიცოცხლის ბოლო წუთი იყოს!

           სინამდვილეში არსებობს მარტო აწმყო, ის რაც ხდება ახლა!  რაც ზემოთ დავწერე ტრენინგის ტექნიკური, მოქმედებითი მხარეა, მისი შინაარსი კი სიყვარულშია. ადამიანი სიყვარულს განიცდის ან არ განიცდის. თუ სიყვარულის მდგომარეობა განიცდება აწმყოში, ადამიანი ცოცხალია, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვა, თუ ადამიანი სიყვარულის მდგომარეობაშია - ის აწმყოშია. აწმყო და სიყვარული განუყრელია.  ამ სიტყვების არსი შეიძლება გაუგებარი დარჩეს - მაგრამ ეს მხოლოდ დროებით! მაშასადამე იმოქმედეთ იმიტომ კი არა რომ გეშინიათ, ან მომავალზე ზრუნავთ, ან წარსულის გამოცდილება გკარნახობთ ამას, არა! იმოქმედეთ, თუ სიყვარული ითხოვს ამას! 

          მოვა დრო და მე მოვიყვან ადამიანის ენერგეტიკული სხეულის სქემებს, მაშინ უფრო გასაგები გახდება, რომ მხოლოდ ახლანდელი დრო არსებობს!

          მე საკმარისზე მეტი დავწერე და ვისაც ყურები აქვს ისმინოს!

G.K.

 

 

 

 ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად  იესომ თქვა(1)  იესომ თქვა(2)   იესომ თქვა(3)  იესომ თქვა  (4)სიზმრის იოგა(გაკვეთილი1)   (გაკვეთილი 2)

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©