აშრამების ექსტერიალიზაცია

 

 

    ატლანტიდის დროიდან მრავალი ათასი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მაშინ  ბოროტებამ გაიმარჯვა, იერეაქია ჩუმად იდგა მსოფლიო მოვლენათა კულისებს მიღმა და დაკავებული იყო შემდეგი სამუშაოებით, რომელიც ბოლოსდაბოლოს იქნება გაგრძელებული ეგზოტიკურ, და არა ეზოთერულ პლანზე:

1.  იერარქია დამცავი კედელივითაა აღმართული კაცობრიობასა და დიდძალ ბოროტებას შორის. არ დაივიწყოთ, რომ ასეთი სახით კაცობრიობა დაცულია ისეთი სახით, რომ მისი დაცულობა ვრცელდება ყველა ადამიანამდელ სამეფოზე, რომელთათვისაც მეოთხე სამეფო, ადამიანური, წარმოადგენს მაკროკოსმს. გადამეტებული ბოროტების კატასტროფული გავრცელების აღკვეთა, რომელიც ვრცელდება კოსმიური წყაროებიდან, ითხივს იერარქიის ოსტატობასა და შამბალის ბრძანებას.

2.  იერარქია მუდმივად იბრძვის იმისათვის რათა გაააქტიუროს ცნობიერების ასპექტი ყველა ფორმაში, იმისათვის რათა მან გამოიღვიძოს, გაფართოვდეს და გონიერად გამოიყენებოდეს.

3.  იერარქია მართავს მსოფლიო მოვლენებს იმ ზომით, რაოდენ უფლებასაც აძლევს კაცობრიობა(რამეთუ არ შეიძლება ადამიანური თავისუფალი ნებისა და გადაყვეტილებათა მიღების თავისუფლების იგნორირება), რათა გახსნილმა ცნობიერებამ შეძლოს საკუთარი თავის გამოხატვა მსოფლიოში შესაბამისი სოციალური, პოლიტიკური, რელიგიური და ეკონომიკური ფორმით. ის გვაჩვენებს მიმართულებას, ანათებს გზას, უგზავნის შთაბეჭდილებებს მათ, ვინც კონტაქტშია მასთან, და გავლენას ახდენს მსოფლიო მოვლენებზე იდეათა და აღმოჩენათა შედეგად.

4.  იერარქია მიმართავს და აკონტროლებს(უფრო დიდი ხარისხით, ვიდრე ადამიანები ამას აცნობიერებენ) კულტურათა და ცივილიზაციათა ციკლურ გახსნას, რომლებიც შემდგომ ანვითარებენ დროებით საჭირო ადეკვატურ ფორმებს, კაცობრიობის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი  სულისათვის. ცივილიზაციის ხასიათს ეხცევა განსაკუთრებული ყურადღება.

5.  იერარქია იღებს და გადასცემს ენერგიებსა და ძალებს შამბალიდან შესაბამისი შედეგებით როგორც თვითონ იერარქიისათვის, ასევე კაცობრიობისათვის, ასევე ყველა სულისათვის, რაც იმყოფება ბუნების ყველა სამყაროში.

6.  იერარქია იღებს ამ ეზოთერულ "ღმერთის ცეცხლს", რომელიც ბოლოს უღებს ციკლებს, იდეოლოგიებს, ორგანიზაციებსა და ცივილიზაციებს, როცა მოდის ამის დრო. ეს კეთდება იმისათვის, რათა განთავისუფლდეს ადგილი უფრო უკეთესი და უფრო აქტიური ფორმებისათვის, რომებიც არ ზღუდავენ გაღვიცების სტადიაში მყოფ ცნობიერებასა და გახსნილ სიცოცხლეს.

7.  იერარქია ამზადებს ადამიანებს განდობისათვის შემდეგი მეთოდებით:

ა) მასწავლებელთა აშრამში მიღებით.

ბ) შეთავაზებით იმსახურონ  გეგმასთან დაკავშირებით.

გ) გადმოსცემს თანამედროვე მოსწავლეების საშუალებით მომზადების ახალ მეთოდებს, რომლებიც აუცილებელია განდობისათვის. თითოეული ძირითადი ციკლი იღებს ახალ ფორმას იმავე ძველი ფუნდამენტური  სწავლებისა. ახლანდელი ციკლი ზუსტად ასეთია.

     ზოგიერთი თქვენგანისათვის იერარქიის მოქმედების ეს სახეობები თეორიულად კარგადაა ცნობილი, ხოლო ზოგიერთისათვის პირველი ხელიდანაც კი, რისი გაცნობიერებაც ძალიან სასარგებლოა. ყველა ეს სამუშაოები სრულდებოდა "ფარდის მიღმა" და, განპირობებულად, წარმოადგენენ იერარქიის სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილს.....

     სხვა მრავალის გარდა, მასწავლებელთა ყურადღება კონცენტრირებულია, საკუთარი აშრამების ფიზიკურ პლანზე გამოვლენისაკენ , რაც თავისთავად იქნება მოსამზადებელი ეტაპი მომდევნო გათვალისწინებული საქმიანობისათვის. თუ მომზადება მოხერხდება, შესაძლებელი გახდება სხვა სამუშაოებიც. აშრამის გაფართოვება ძალზედ სასურველია...

    იერარქიის ექსტერიალიზაციის გეგმა ასე გამოიყურება:

იერარქიული კორექცია და სწორება იერარქიის შიგნით,. სანატ კუმარის სათათბორო პალატასთან. კაცობრიობასთან...

    იერარქიასთან მიახლოების მეთოდი მოიცავს:

ნაბიჯები ექსტერიალიზაციის პროცესში.

მიახლოება ზოგიერთი აშრამის საშუალებით.

ფიზიკურ განსხეულებაში მოსწავლეთა ცნობიერებაში.

მოსამზადებელი  ხასიათის ინფორმაციის გავრცელებით.

     თვითონ ექსტერიალიზაცია მოიცავს:

ქრისტეს დაბრუნებას.

აშრამები, რომლებიც კავშირშია მოსვლასთან.

შესაბამისი აშრამების მიწიერი ფორმის საჭირო ორგანიზებას.

აშრამების ექსტერიალიზაციას.

აშრამებისა და მასწავლებლების ადაპტირებას ცხოვრების ეგზოტიკურ წესთან.

    ეს აგრეთვე მოითხოვს მოსწავლეთა და მაძიებელთა ადაპტირებას ამაღლებული სტიმულაციის მიმართ და ზოგიერთი ძირითადი მტკიცებულების მიმართ.

    და მაინც რას წარმოადგენს იერარქია? ეს გადარჩენის დიადი მსახურებაა, განთავისუფლებულ სიცოცხლის ერთეულთა ერთგული კორპუსი, რომლებიც მუშაობენ ჯგუფური ერთობაში ყველა სამეფოს ყველა სიცოცხლესა და ფორმასთან, და განსაკუთრებით ყველა სულთან. 

    ... ეხლა ხორციელდება ადაპტაცია იერარქიულ ჯგუფებსა და კაცებსა და ქალებს შორის დედამიწაზე; ... ეს ხდება იმისათვის, რომ თვითონ კაცობრიობა გახდეს მსოფლიო მხსნელი, რომელიც მოქმედებს იერარქიის დახმარებით. როდესაც დასრულდება ეს გადარჩენის სამუშაო იერარქია თავს გამოავლენს... ეხლა დაძაბული პერიოდია მოსწავლეთათვის, .. მომავალი სამუშაოს შესარულებისათვის, იერარქიამ უნდა დაამყაროს უფრო მჭიდრო კონტაქტი შინაგან აშრამებსა და გარე ჯგუფებს შორის, საკუთარ თავსა და თავის უფროსს მოსწავლეებს შორის, რომლებიც გარე მუშაობის ჯვარს ატარებენ.

  ...   მსოფლიო დაგეგმარება; ეს არის იერარქიის ზირითადი სამუშაო. ეს დაგეგმვა, ქრისტეს მოვალეობაა და ნაწილდება შემდეგ ორ კატეგორიად:

1.  ეზოთერული მომზადება იერარქიის ფიზიკური გამოვლენისათვის, ანუ მატერიალური გამოვლენისათვის; რა თქმა უნდა ბუდდა კავშირშია ამ სამუშაოსთან  როგორც საკუთარ უკანასკნელ მსახურებასთან კაცობრიობის მიმართ.

2.   ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზებით სწორი ადამიანური ურთიერთობების დამკვიდრება; როდესაც ეს მიზანი მიღწეული იქნება, ის თანდათან ჩაითრევს აშრამებს  გარე აქტიურობაში იმ ზომით, რა ზომითაც იქნებ მოთხოვნილება მასზე და გაჩნდენა მოთხოვნა მასწავლებელთა მუდმივ თანამშრომლობაზე.

  .. ეხლა არ არის საკმარისი სულიერი ენთუზიაზმი, მათ შორისაც კი, ვინც აღითქვამს ქრისტეს გონს და იერარქიის გეგმებს როგორც რეალურად სასარგებლოს.

....უნდა აღინიშნოს, რომ, ის რაც უნდა მოხდეს და რაც უკვე ხდება ეხსპერიმენტის სახით, წარმოდგენს აშრამების ექსტერიალიზაციას. სადღეისოდ არ გამოვლინდებიან ისეთი ძირითადი გრანდიოზული განყოფილებანი, როგორიცაა სწავლის განყოფილება და ახალ ცივილიზაციათა განყოფილება.  მათი მოქმედება ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება იერარქიის ჩარჩოში მის საკუთარ პლანზე. პირველი ნაბიჯი იქნება ზოგიერთი აშრამის ფიზიკურ პლანზე გამოვლენა, რომელსაც მართავენ განსაზღვრული მასწავლებლები, ეს გამოიწვევს საყოველთაო აღიარებას და დაუმტკიცებს საზოგადოებას იერარქიის არსებობის ფაქტს და აღადგენს მისტერიებს. მოგვიანებით, თუ ეს ზომები წარმატებული იქნება, ხელმისაწვდომი იქნება სხვა ზომებიც, უფრო მნიშვნელოვანი გამოვლინებები, ქრისტეს დაბრუნებიდან დაწყებული.

D.K

 

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია         გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია   სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე      სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება       ღვთის სასუფეველი    რ ე ა ქ ც ი ა    ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია    სიყვარულის განცდა    სიყვარულის პრაქტიკა       სიყვარული    გრძნობები  ატომი "ნუს"– ი   პლუტონი   შემდეგი ნაბიჯი   კანონი კანონის შესახებ   სტალკერი    მამოძრავებელი ძალა   კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა   ცნობიერება სხეული და სიყვარული    იერარქიის მეთოდიკა  რჩევები მაძიებელთათვის გარდამავალი ეტაპი კეთილი ნების არსი   ურთიერთობათა ხელოვნება მსახურება  ღვთიური სიყვარულის ექვსსაფეხუროვანი ჩამოდინება  მედიტაცია   რეფლექტური მედიტაცია ქრისტეს მეორედ მოსვლის მოსამზადებლად

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©