არასწორი განწყობისა და მედიტაციის საშიშროებანი

მედიტაცია ანგელოზები მანტრა შეპყრობილობა სიგიჟე ასტრალი ეთერი სიამაყე აგრესია მორჩილი

 

   სანამ უშუალოდ ამ თემას შევეხები,  მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა სიამაყის შესახებ.  მე მრავალ ქვეყანაში მაქვს კონსულტაციები მათთან, ვისაც ოკულტურად მაძიებელებს ანუ მორჩილებს ეძახიან.  მაგრამ უნდა ვთქვა, რომ საქართველოში ამ კუთხით ყველაზე ძნელად მიდის საქმე და ამის მიზეზია სიამაყე! მცნება მორჩილი და სიამაყე ურთიერთგამომრიცხავია, ხოლო ქართველები არამარტო არ ფიქრობენ ამ სენისაგან განთავისუფლებაზე, არამედ კიდევ უფრო ღრმად შედიან საკუთარი განსაკუთრებულობის ეიფორიაში. 

   გონების განვითარებას თან სზდევს ეგოიზმის, სიამაყის, უმაღლესის უარყოფის საშიშროება. გარდა ამისა, ასეთი მსოფლმხედველობის და ფსოქოლოგიური მდგომარეობის შედეგად ადამიანისათვის განსაკუთრებით საშიშია ოკულტური(ტექნიკური) მედიტაციები. საშიშროება ვრცელდება ორი მიმართულებით: ფიზიკური დაავადებებისა და სამი ჯგუფის არსებებისაგან.

არსებათა სამი ჯგუფი, რომელთაც შესაძლებელია გამოიყენონ ადამიანის არასწორი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, შემდეგია:

1 – სიკვდილის შედეგად სხეულს ჩამოცილებული არსებათა  ჯგუფები, ან ემოციურ, ან მენტალურ პლანზე.

2 – დევები(ანგელოზები), ცალკეულნი ან ჯგუფი.

3 – შავი საძმო.

  უნდა ითქვას, რომ ნეგატიური მდგომარეობები, როდესაც პიროვნების სამივე (ეთერული, ასტრალური, მენტალური) სხეული მგრძნობიარეა, პასიურია, ხელს უწყობენ ფაქიზი სამყაროს ზემოთ ჩამოთვლილ ზოგიერთ წარმომადგენელთა ჯგუფებს, რათა განახორციელონ შემოტევები.

  ზოგიერთი პიროვნება, რომელიც იმყოფება უცოდინრობისა და სიამაყის მდგომარეობაში, ცდილობს მანტრამების (მანტრა) გარკვეული ფორმების გამოყენებას მასწავლებლის გარეშე. შედეგად ის პირისპირ ეჯახება ასრალური ან მენტალური დევების გარკვეულ ჯგუფს, რადგან ეს მანტრამი ზუსტად მათი "გამოძახებისთვისაა" შექმნილი. საკუთარი უცოდინრობის გამო ისინი სამიზნეები ხდებიან ამ დევების გამანადგურებელი ინსტინქტებისათვის.

შეპყრობილობის საშიშროება

   არსებები, რომლებიც არ იმყოფებიან განსხეულებაში, ქმნიან შეპყრობილობის საშიშროებას, რომელიც ან დროებითია და რამოდენიმე წამი გრძელდება, ან უფრო ხანგრძლივია და შეიძლება მთელი ცხოვრებაც გაგრძელდეს. უნდა აღინიშნოს, რომ შეპყრობილობის მთავარ მიზეზს წარმოადგენს ნეგატიური, აგრესიული მდგომარეობა და არასწორი მედიტაცია.

 თვითონ შეპყრობილობა ვლინდება როგორც სიგიჟე, ნეგატიურობა, აგრესიულობა, უმაღლესის აგრესიული უარყოფა, ბილწსიტყვაობა, ცილისწამება, სხეულის გრეხვითი მოძრაობები და ასე შემდეგ. ანუ ერთი მხრივ, ეს მდგომარეობები გამოწვეულია  დიდი თუ მცირე შეპყრობილობით და თვითონ შემპყრობლებსაც იზიდავს. ერთი შეხედვით ჩაკეტილი წრეა. თუმცაღა უნდა გვახსოვდეს ოკულტური კანონი, რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ მსგავსი იზიდავს მსგავსს. ნებიმიერი რელიგიის მოძღვრება სავსეა ეთიკური შეგონებებით, რათა დაიცვან ადამიანები საკუთარი უგუნურობით მოზიდული არსებებისაგან. ათ მცნებას და ქრისტეს უამრავ შეგონებას, გარდა ტექნიკური ოკულტური მნიშვნელობისა, შეპყრობილობისაგან დამცავი ფუნქციებიც გააჩნია. დღეისათვის განსაკუთრებული ინტენსიურობით ხდება ძალადობის, უმართაობის, სექსის, ეგოისტურ თვითგადარჩენაზე ორიენტირებული მოქნილი არსებობისა და ცხოვრების მიერ შემოთავაზებული სიამოვნებების ძალით აღებისა და მოხმარების პროპაგანდა. 

   რაც უფრო ხშირად ბრაზდება ადამიანი, მით უფრო უჭირს კონტროლი; რაც უფრო მეტი სექსი აქვს, მით უფრო ხშირად უჩნდება მოთხოვნილება; რაც უფრო მეტი რაოდენობით აგროვებს უარყოფით აზრებს, მით უფრო სწრაფად ღიზიანდება და "მოსდის გული". ასეთი მდგომარეობები იგივეა, რაც ფართოდ გახსნილი კარები. გაანდო ასეთ ადამიანს ოკულტური საიდუმლო, ეს იგივეა, რომ ძლევამოსილება გადაულოცო ქაოტურ და დამანგრეველ, ბნელ ძალებს. სწორედ ამიტომ იქნა შემოღებული განდობის სისტემა, რათა ძლევამოსილების ცოდნა და ხელოვნება გადაეცეთ მხოლოდ ღირსეულთ. ბევრია მოწოდებული და ცოტა რჩეული! უამრავი ადამიანი დაეძებს ცოდნას, ზოგი მოგზაურობს სხვადასხვა ეგზოტიკურ ქვენებში, ზოგი თვითონ ცდილობს გაერკვეს და დაეუფლოს გარკვეულ ცოდნას, სხვები ინტერნეტითა და შეხვედრებით ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ და რაიმე ისეთი გაიგონ, რაც მათ განსაკუთრებულ ძალებსა და თავისუფლებას მოუტანს.  მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ ხვდება, რომ სერიოზული ცოდნა მათ არასოდეს გაემხილებათ მანამ, სანამ ფაქიზ პლანზე მყოფი მათი მასწავლებელი 100% – ით არ დარწმუნდება იმაში, რომ ადამიანმა იმდენად დახვეწა და გაასუფთავა საკუთარი თავი "შავი ძმებისაგან" და სხვა მდაბალი, დაცემული არსებებისაგან, რომ იგი სიკვდილის მუქარის ქვეშ ყოფნის დროსაც კი არ გამოამჟავნებს ცხოველურ ბუნებასა და სულმდაბლობას, და არ გამოიყენებს გადაცემულ ძალებსა და ცოდნას სხვების საზიანოდ, არც ცნობიერად და არც ქვეცნობიერად!   99% – იანი დარწმუნება არ არის საკმარისი მასწავლებლისათვის, მხოლოდ 100% მიდის სათვალავში.

შეპყრობილობას ქვს ოთხი ტექნიკური მიზეზი:

1 – სუსტი ფიზიკური და ეთერული სახეული. ინტელექტუალურად სუსტი, მაგრამ  ემოციების ძლიერი სხეულით, რომელიც ეწინააღმდეგება თავდასხმებს და ამის გამო იტანჯება. ეს უფრო ხშირად ქალებს ემართებათ ვიდრე კაცებს.

2 –  კორდინაციის არარსებობა ფიზიკურსა და ემოციების სხეულს შორის, რის გამოც, ღამით ემოციურ პლაზე ფუქციონირების შემდეგ პიროვნებას უჭირს ფიზიკურ სხეულში დაბრუნება და მასში შეუძლიათ შევიდნენ სხვა არსებები, რომლებიც ხელს უშლიან რეალური პიროვნების დაბრუნებას. ეს შეპყრობილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. იგი ემართებათ ისეთ ადამიანებს რომელთავ გააჩნიათ ძლიერი ფიზიკური სხეული, ძლიერი ასტრალური ვიბრაცია, მაგრამ სუსტი მენტალური სხეული. გააფრთრებული ბრძოლაზე მიუთითებს გიჟის ისტერიული წამოყვირებანი ან ეპილეფსიის დროს კრუნჩხვითი მოზრაობები. ეს კაცებს უფრო ხშირად ემართებად, რადგან ქალები უფრო ძლიერად არიან პოლარიზებულნი ემოციების სხეულში.

3 – მთლიანად მენტალზე ორიეტირებული, უარყოფითი და არასწორი პრიორიტეტები. შედარებით იშვიათია.

4 – შავი ძმების მიერ გამოწვეული შეპყრობილობა. კიდევ უფრო იშვიათია.

   შეპყრობილობის შედეგად ადამიანს შეიძლება დაემართოს ფიზიკური, ასტრალური და მენტალური სხეულის სიგიჟე. აქედან ყველაზე უწყინარი – ფიზიკური სხეულის სიგიჟეა, ყველაზე საშიში – მენტალურის. ყველაზე დიდხანს გრძელდება მენტალური სიგიჟე და იგი ძალიან რთულად ინკურნება. ასეთი სახის შეპყრობილობა ემართებათ იმათ, ვინც მრავალი სიცოცხლის(ინკარნაციის) მანძილზე მიდიოდა ეგოიზმისა და სისასტიკის გზით,  იყენებდა საკუთარ გონებას ეგოისტური მიზნების მისაღწევად, თანაც გამიზნულად, იცოდა რა, რომ ეს ცუდია. ამ შემთხვევაში სიგიჟე არის სულის მიერ მოვლენილი თავისებური დაცვა, რათა ადამიანი კიდევ უფრო შორს არ წავიდეს მარცხენა (შავი ძმების) გზაზე.

  მენტალური შეპყრობილობა ემუქრებათ მთლიანად მენტალზე ორიეტირებულ, უარყოფითი და არასწორი პრიორიტეტების მქონე ადამიანებს. მენტალური შეპყრობილობა – ეს არის პიროვნების მთლიანად მენტალურ დონეზე გადანაცვლება, მისი ფიზიკური და ემოციული სხეულები "გვერდზძე" რჩებიან. მოაზროვნე იმყოფება საკუთარ მენტალურ სხეულში, მაშინ, როცა შემპყრობელი არსება (შემოსილი მენტალური მატერიით) შედის პიროვნების  დანარჩენ ორ (ფიზიკური და ასტრალური) სხეულში.

  არსებობს შეპყრობილობის კიდევ უფრო იშიათი ფორმები, რომლის მიზეზიც შავი ძმები არიან. ეს აიხსნება იმ მაგნეტიკური კავშირის გაწყვეტით, რომელიც სამშვინველს აკავშირებს სხეულთან. ჩვეულებრიბ ამან ფიზიკური სხეულის სიკვდილი უნდა გამოიწვიოს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, შავი ძმა შედის ფიზიკურ სხეულში და საკუთარ მაგნეტიკურ ძაფს უერთებს მას. ასეთი შემთხვევები იშვიათია და ეს ემართებათ ორი ტიპის ადამიანებს:

იმათ ვინც იდგას განდობის გზაზე (თეთრი ძმები), მაგრამ დაეცა და საწინააღმდეგო (შავი ძმების) გზას დაადგა.

 იმათ ვინც დაბალგანვითარებულია, ცუდადაა ორგანიზებული და არ შეუძლია წინააღმდეგობია გაწევა.

  

ზეადამიანები  სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები  შვიდი სხივი    განდობის გზა    სასიცოცხლო ინფორმაცია        გასამხელი საიდუმლოებანი  მეორედ მოსვლა     სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია  სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია      მელქიორი  ეზოთერული კოსმოლოგია   განდობა    თავის უფალი მონები    კოსმიური მოვლენები   "ძველი"  წინასწარმეტყველებანი    დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება    ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე     სიყვარულის გავრცელება   ა ღ დ გ ო მ ა     სიდჰების სწავლება    ღვთის სასუფეველი   რ ე ა ქ ც ი ა   ღმერთით შემოსილი     სექსუალური ენერგია      სიყვარულის განცდა        სიყვარული  გრძნობები   ცეცხლის ადამიანი    ატომი "ნუს"– ი  პლუტონი  შემდეგი ნაბიჯი  კანონი  კანონის შესახებ  სტალკერი  მამოძრავებელი ძალა    კანონის ატრიბუტები      სიყვარული არის კანონი      თვითკონტროლი და კანონი      კანონი და ამაღლებული მეუფეები      ძლევამოსილი თანდასწრება   ცნობიერება სხეული და სიყვარული       მოქმედების პრაქტიკა      ცნობიერება სხეული და სიყვარული

 

  

  

 

Get your Ge Online System

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©