ყველა უფლება დაცულია

აქტიური ღმერთი

(ამონარიდი ჩემი წიგნიდან "შეხვედრები წმინდანებთან")

        ღმერთი ვლინდება როგორც სამება -  1 - ნება(ძლევამოსილება),   2 - სიყვარული, 3 -აქტივობა, ! 1 - მამა, 2 - ძე, 3 - სულიწმინდა!  1 - მამა, 2 - შვილი, 3 - დედა! 

                აქტივობა - არის სული წმინდა, დედა  -  როდესაც საქმე ეხება აქტივობას აქ იგულისხმება ყოველგვარი აქტივობა, მაგრამ განსაკუთრებით ინტელექტუალური! დედის ასპექტი მატერიაზე მიანიშნებს, ანუ მატერიაში  მოქმედ ინტელექტზე. თუ ინტელექტი სწორადაა ორიენტირებული, მაშინ მისი აქტიურობა სხვა არაფერია თუ არა ღმერთის ნებისა და მისი სიყვარულის აქტიური გამოხატვა და გავრცელება მატერიალურ პლანზე! ინტელექტი მართავს ასტრალს, ეთერს და ფიზიკურ სხეულს. მისი სწორი ორიენტაცია გადამწყვეტია ამ სხეულების მორჩილებისათვის.

                ხშირად ადამინის ინტელექტი, მისი მენტალი დეზორინტირებულია, არ იცის რა მიმართულებით იაქტიუროს, არ გააჩნია პრიორიტეტები, ის უბრალოდ დინებას მიყვება და ხან ასტრალურ სხეულს ეთანხმება, ხან ეთერულს, ხან კი ფიზიკურს. ეს ქაოსია!  ასეთ  მდგომარეობაში ჩავარდნილი მენტალი ცდილობს იპოვოს საკუთარი ადგილი და როლი, იყენებს ლოგიკას, ანალიზს, შედარებებს, აწონ დაწონას, გათვლებს, მსჯელობას, ცდილობს თავი დააღწიოს ასტრალიდან და ფიზიკური სხეულიდან მომავალ უამრავ ქაოტურ იმპულსს, უნდა მათი მოწესრიგება, დალაგება, დახარისხება. როგორც წესი ეს არ გამოსდის, რადგან ეს არასწორი აქტიურობაა! გარკვეული ხანგრძლივი და ინტენსიური ძიების შემდეგ ბოლოსდაბოლოს ის ნელნელა ხვდება რომ მოწესრიგება, დახარისხება, დალაგება, ანალიზი, ლოგიკა, შედარება და ა.ს. არ არის საჭირო. ეს უბრალოდ შეუძლებელია. მთავარია სწორი ორიენთაცია, მიმართვა, მუდმივად სწორება უფრო მაღლა მდგომ სხეულზე. ინტელექტის ზემოთ, იერარქიულად იმყოფება ბუდჰის სხეული და პრინციპი. ბუდჰი სუფთა, დამოუკიდებელი სიყვარულია, იგი არაფერს არ აანალიზებს, არაფერს გეგმავს, არ ადარებს ერთმანეთს, ანლიზს არ აწარმოებს, ლოგიკა არ ჭირდება. მას მხოლოდ უყვარს ყოველთვის, ყველა, მიუხედავად ყველაფრისა. ამის "დამნახავი" მენტალი წორედ ამ დროს ხვდება რომ ჭშნარიტი ინტელექტი წარმოადგენს სხვა არაფერს თუ არა - უპირობო სიყვარულის გეომეტრიით დალაგებულ აზრებსა, შეხედულებებს, მსოფლმხედველობას, აქტივობას, მიმართვას. ამის შემდეგ მენტალი თავს აღწევს ქაოსს, გაურკვევლობას, უამრავ უსარგებლო სამუშაოს. მისი ამოცანა და ფუნქციონირება გაცილებით მარტივდება, თუ აქამდე ის ათას რამეს ედებოდა, ალაგებდა, ახარისხებდა, ერკვეოდა რომელია ესეთი და რომელი ისეთი, ახლა უკვე მხოლოდ იმაზე ზრუნავს რომ მუდმივად სწორად მომართოს საკუთარი თავი, ასტრალი და ფიზიკური სხეული. ამ დღიდან ის აღარ ზრუნავს იმაზე თუ როგორ გახსნას მენტალური კვანძები, ამოიცნოს გარემოს ხიფათები, ჩასაფრებები, მოსალოდნელი მოულოდნელობები, სხვა დამიანების ფარული ზრახვები, მათი გეგმები, არამეტ ცდილობს ძველი ინერციით დაწყებული ყველა ეს მცდელობა უბრალოდ შეაჩეროს და გადაიტანოს უპირობო სიყვარულში გარემოს მიმართ(თუნდაც გარემო იყოს სახიფათო და აგრესიული), მას უკვე აღარ აინტერესებს ადამინების ფარული გეგმები და ზრახვები, მათი ტყუილი და სიმართლე, მიზნები და მცდელობანი, იგი ახლა მხოლოდ იმაზე ზრუნავს რომ საკუთარი აზრები გადაიტანოს ადამიანების მიმართ სიყვარულზე(მაშინაც კი თუ ისინი მას შეგნენულად ატყუებენ, ცუდს უკეთებენ და ა.შ.). უკვე აღარ არის საჭირო მუდმივად ფიქრი - თუ რა იქნებოდა ამა თუ იმ სიტუაციაში სწორი რეაქცია მისი მხრიდან, აღარ არის საჭირო სიტუაციის ანალზი, განსჯა და ა.შ. ყველაფერი გაცილებით გამარტივდა - საჭიროა მხოლოს საკუთარი თავის მუდმივი ორიენტაცია სიყვარულზე - მიუხედავად ყველაფრისა, გარემოებისა, მომხდარის, მოსახდენის და ა.შ.  მესამე ასპექტი - აქტიური ინტელექტი სწავლობს და ხელმძღვანელობს საკუთარ აქტივობაში მეორე ასპექტით, ანუ სიყვარულით! ანუ მენტალური აქტივობა წესრიგდება და იღებს სიყვარულზე ორიენტაციას!

     სწორად ორინტირებული მენტალი მუშაობს ასტრალის ჭეშმარიტ ორიენტაციაზე, მის მართვაზე და კონტროლზე. აქაც უკვე მარტივი ალგორითმი მოქმედებს - საჭიროა ყოველგვარი ზედმეტი ქაოტური აქტიურობის მინიმუმზე დაყვანა და საკუთარი ემოციების სიყვარულით გაჯერება. ფაქტიურად ამ ეტაპზე ხდება ასტრალური სხეულის რეაქციების გადაორიენტირება სიყვარულზე აზროვნების დახმარებით და ხელმძღვანელობით. რაც შეეხება ფიზიკურ სხეულს აქაც ყველაფერი მარტივდება, ინტელექტი აკონტროლებს და მინიმუმამდე ამცირებს ფიზიკური სხეულის ზედმეტ ქაოტურ აქტივობას, უაზრო საუბრები იზღუდება სიყვარულის გამომხატველ, მხარდამჭერ დიალოგებამდე, გართობა და დროსტარება, სექსი და მუცელღორობა არ ემსახურება სიყვარულს ამიტომ ეს ყოველივე ძალზედ იზღუდება საწყის ეტაპზე - შემდეგ კი მთლიანად უქმდება.   ეს მთელი მეცნიერებაა და სიყვარულით ორიენტირებული ინტელექტი სულ სხვა გეომეტრიით მართავს, კვებავს და ავარჯიშებს ფიზიკურს სხეულს ვიდრე აქამდე აკეთებდა ამას. ამ დროიდან მოყოლებული, ფიზიკური სხეული ხდება სიყვარულის მსახური, ანუ ის აქტიურობს, მოქმედებს და ებმება საქმეებში რომლებიც ინტელექტის მიერ ინიცირებულია როგორც სიყვარულის გამოვლენის, გავრცელების მსქემა. სხეული ემორჩილება ინტელექტს, რომელიც თავის მხრივ არის სიყვარულის მორჩილი და აძლევს მას საშუალებას გამოხატოს ღთიური სიყვარული ფიზიკურ პლანზე  საკუთარ ოჯახში, ქალაქში თუ ქვეყანაში, პლანეტაზე და ა.შ. იყოს ღმერთის ქმედების ფიზიკური ინსტრუმენტი.  ასეთ ადამინზე შეიძლება ითქვას რომ მასში და მისით - მოქმედებს სულიწმინდა!!! 

G.K.

საწყისი გვერდი

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

 

  2010     ©