ანტიქრისტე -1

 

     ნოსტრადამუსის ზოგიერთი კატრენის ჭეშმარიტი არსი

ცენტური IV, კატრენი 41

Gymnique sexe captive par hostage,

 Viendra de nuit custodes decevoir:

Le chef du camp deceu par son lan- gage:

Lairra a la gente, sera piteux a voir.

 

"ქალი(სექსი) შეპყრობილი როგორც მძევალი, მოვა ღამით და მოატყუებს მცველებს. ბანაკის ლიდერი, მისი ენით მოტყუებული, დატოვებს მას ადამიანებთან, ძალიან  სამწუხარო იქნება ამის ყურება."

 

  მაშ ასე: - ამ კატრენში საუბარია ქალზე რომელიც დატყვევებულია როგორც მძევალი, ანუ რაღაც ჩანაფიქნის მძევალია, ვიღაცის მიზნებს ემსახურება საკუთარი ნების წინააღმდეგ. ქალში იგულისმება "სექსი".  აქ ლაპარაკია იმაზე რომ ანტიქრისტე საკუთარი გეგმების აღსრულებას შორიდან დაიწყებს, ანუ პირველი რასაც ის იზავს ეს არის ფილოსოფიის(მსოფლმხედველობის) დამახინჯება და მისი პროპაგანდა მსოფლიო მასშტაბით. ანუ მძევალ ქალში იგულისხმება ფილოსოფიის - მსოფლმხედველობის სპეციალური დამახინჯება სექსზე გადამეტებული აქცენტით. ანუ ის ვინც ეძებს სამყაროს აღქმის ფილოსოფიურ ასპექტებს, ვინც მოწოდებულია გაარკვიოს სწორი ფილოსოფიის საფუძვლები და შესაბამისად დაიმკვიდროს ჭეშმარიტი მსოფლმხედველობა რათა ანტიქრისტეს დროს - წინ აღუდგეს "მრუდე სარკეებს" - სწორედ ჭეშმარიტების ეს მცველები მოტყუვდებიან მისი შორსგამიზნული ცრუ ფილოსოფიით. ეს ცრუ ფილოსოფია ღამით მოვა - ანუ მაშინ როდესაც მზე(ჭშმარითი ფილოსოფია ცოდნა) არ ანათებს.  როდესაც მცველები(ისინი ვინც წყვიტავენ რა არის კარგი და ცუდი ხალხისთვის) მოტყუვდებიან, მაშინ მათი ლიდერიც მოტყუვდება.  შედეგად ამ ცრუ ფილოსოფიაზე დაფუძვნებულ მსოფლმხედველობას გაეხსნება მსოფლიო პროპაგანდის  მასშტაბური არხები და ხალხის გონება ჩაეფლობა სექსზე ოცნებაში, მის ნატვრაში და მისიც სიცოცხლეში. ადამიანებს მოეჩვენებათ რომ სექსის გარეშე ცხოვრებას აზრი არა აქვს. არარავინ ჩაუღრმავდება საკუთარ ბუნებას, ღვთიურ საწყისებს, ჭეშმარიტ წარმომავლობასა და მიზნებს.

  ასეთი სახით ანტიქრისტე დაასუსტებს ადამიანებს, დააუძლურებს მათ გონსა და სინდისის ხმას. მიაძინებს ჭეშმარიტების მაძიებელ ღვთიურ ბუნებას. ეს ფილოსოფია დაამახინჯებს იმას რაც არის კარგი, ნათელი, ჭეშმარიტი და ჯანმრთელი. ანტიქრისტე დიდი ხნის განმავლობაში დააკვირდება მასობრივი პროპაგანდის ყველაზე ეფექტურ და დახვეწილ მეთოდებს და სწორედ მათ გამოიყენებს ცრუ ფილოსოფიის გასავრცელებლად. ადამიანები დაუძლურდებიან ერთმანეთის სხეულების დევნით, ამის მეტი აღარაფერი დაანტერესბთ.

   თუ კარგად დააკვირდებით ზემოთ მოყვანილ ახსნა განმარტებებს, მიხვდებით, რომ ადამიანები უკვე საკმარისზე მეტად დასუსტდნენ. მათ ძვალრბილში გაუჯდათ სექსის პროპაგანდა, ისინი სექსს სიყვარულში ურევენ! მსოფლიო მასშტაბით ცოცხალი მონებით ვაჭრობის უდიდესი სინდიკატები არსებიობს(დღეს მათ ტრეფიკინგი ეწოდებათ) და ეს ყოველივე ფულის შოვნის საშუალეაა. მაგრამ სინდიკატებს თავი რომც დავანებოთ თითოეულ ადამიანში იმდენად ზის ეს ცრუ ფილოსოფია, რომ ისინი საკუთარი ცხოვრების არსად მიიჩნევენ ოჯახის შექმნას, ფულის შოვნასა და გამრავლებას(თანდართულ სიამოვნებათა მთელი კასკადით). უკვე აღარაფერს ვამბობს ოჯახის ინსტიტუტის უკვე ნორმად ქცეულ იმ მახინჯ ფორმებზე - როდესაც ოჯახი იმიტომ იქმნება რომ "ყველას ყავს, აუცილებელია, საჭიროა", რომ ყოველდღიური ან დღეგამოშვებითი სექსი ოჯახში - ეს ნორმალური ფორმაა და რომ ერთი ორი საყვარელიც ამავე მსოფლმხედველობაში ჯდება, ცხადად თუ მალულად.

   საქართველოში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ფარულ კოდებსა და ექვსიანებს დასდევენ, ჩიპებზე და ბეჭდებზე გიჟდებიან და ეს მაშინ როდესაც ისინი უკვე დიდი ხანია ანტიქრისტეს მიერ შექმნილი ცრუ  ფილოსოფიითა და მსოფლმხედველობით ცხოვრობენ! ანტიქრისტეს ცრუ ფილოსოფიაში, ღმერთის ძიება, იდუმალი ცოდნა, სულიერი ხილვები, მიღმა სამყარო და ა.შ. - ეს ყოველივე სისულელეა, არარსებულია, სასაცილოა, ბავშურია, ლაპარაკადაც არ ღირს, ამაზე დროც კი არ უნდა დაიკარგოს, ეს არასერიოზულია. ხოლო სექსი, გართობა, ფულის შოვნა ნებისმიერი გზით, მოლხენა, დროსტარება, სმა ჭამა, კაიფი და სულ უფრო ნაკლები თვითკონტროლი - ეს კარგია და უხვად რეკლამირდება ტელევიზიით, წიგნებით, ჟურნალ გაზეთებითა და ინტერნეტით. ყოველი მასიური რეკლამა ნახევრად შიშველი ლამაზი ქალის გარეშე წარმოუდგენელია.

   ხალხო გამოფხიზლდით: თუ ფულს მარტო სიამოვნებბებში, სექსში, ალკოგოლში, სიგარეტში, ჭამა სმაში, ახალ ახალ მოდურ ტანსაცმელში, გართობასა და დროსტარებისაში ხარჯავთ, მაშინ თქვენ უკვე დიდი ხანია ემორჩილებით ანტიქრისტეს გეგმას და იზიარებთ მის ცრუ ფილოსოფიას, თქვენ უკვე დაასუსტეთ საკუთარი თავი ისე, რომ არც კი გაინტერესებთ რა არის ჭშმარიტი და ჭეშმარიტება.  თქვენ მოტყუებული მცველები ხართ - რომელთაც საკუთარი თავის დაცვაც კი არ შეუძლიათ.

   ეს ყოველივე მეტად სამწუხარო სანახავია!!!

G.K.

საწყისი გვერდი

 

 

 

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©