ანტიქრისტე -2

 

  ცენტური III, კატრენი 34

               "და შემდეგ, როდესაც დღისით მზისით მოხდება მზის დაბნელება, შესაძლებელი იქნება მონსტრის დანახვა. მას ინტერპრეტირებენ სხვადასხვაგვარად; მათ არ დააიტერესებთ ხარჯი, არავინ გაითვალისწინებს ამას."

               ბევრი წლის მანძილზე ანტიქრისტე ჩუმად იმუშავებს და მოემზადება გამოსაჩენად. მისი შექმნილი სტრუქტურა ბოლო დრომდე საიდუმლოდ დარჩება. ეს დრო მაშინ დადგება როდესაც წამყვანი ქვეყნების იმიჯი უცებ დაეცემა გარკვეულ მოვლენათა გამო და სწორედ ამ ფონზე წინ წარსდგება ანტიქრისტე საკუთარი ორგანიზაციის წყალობით რომელიც უთვალავ თანხებს და სხვა რესურსებს დახარჯავს რათა საკუთარი თავი საუკეთესოდ წარადგინოს მსოფლიო არენაზე ამ ხელსაყრელ დროს. ისინი დიდ სახსრებს დახარჯავენ საკუთარი პოლიტიკური ზრდისა და ძალაუფლების ხელშისაგდებად. ისინი ვინც მის წინააღმდეგ გამოვა მზად არ იქნებიან ასეთი მომზადებული გეგმის წინააღმდეგ ფასალაშქრებლად. ამ დროს იქნება მზის დაბნელება პირდაპირი და გადატანიტი მნიშვნელობით.

 

ცენტური III, კატრენი 34

"ფრანგები გაიქცევიან მთავარი მფარველის ნეპტუნის და მისი სამკაპა მეომრების დახმარებით; პროვანსი იპარავდა, რათა მხარი დაეჭირა ამ დიდი ჯგუფისათვის, უფრო მეტიც -     ნარბონთან ბრძოლისას ისრებისა და სხვა იარაღის დახმარებით."

 ეს კატრენი ანტიქრისტეს ევროპაში შეჭრას ეძღვნება. გემი მიადგება სანაპიროს და ჯარები შეესევიან იქაურობას, შევლემ რა სიღრმეში,  კალიებივით მოედებიან იქაურობას. საჭმლის შოვნაში დააცარიელებენ მოსახლეობას. გამოიყენებენ იარაღს რომელიც საიდუმლოდ ინახებოდა.

       

       ცენტური  II , კატრენი  47

      "მტერი სიმწარით უმზერს მოხუც ადამინს, რომელიც საწამლავისგან კვდება; მეფეები მარცხდებიან უთვალავი რაოდენობით. ასხავს ქვების წვიმა, საწმისის ქვეშ; სულ ტყუილად დამოწმდა შეთანხმებები მკვდრთა მიერ."

      ეს კატრენი ჩინეთის არმიის ზოგიერთ გამარჯვებებს ეძღვნება არეულობების ეპოქაში. ჩინელი ჯარისკაცები სპეციალურ ქურთუკებს ატარებენ(ოფიციალური უნიფორმაა), ამიტომ იგი საწმისად მოიხსენიება. ქვების წვიმა ის უთვალავი ტყვიაა რომლსაც ისინი მოწინააღმდეგეს ესვრიან. მათ ხანში შესულ მხედართმთავარს მოწალავენ, ისინი მის გარშემო შეიკრიბებიან სინანულით, მაგრამ ვერ უშველიან.

 

      ცენტური I , კრენი 90

      "ბორდო და პუატიე ბრძოლის ხმის თანხლებით,  დიდი ფლოტის თანხლებით მივა ანგონამდე. რისხვის დიდი ტალღა აღიმართება ფრანგების წინააღმდეგ, როდესაც საზიზღარი მონსტრი დაიბადება ორგონთან ახლოს."

      ამ კატრენში აღწერილი მოვლენები ანტიქრისტეს დროს მოხდება, აქ იგულისხმება ფრანგი პაპი, რომელიც ანტიქრისტეს იარაღი იქნება.

 

       ცენტური IV, კატრენი 64

       "დამრღვევი, ჩაცმული როგორც მოქალაქე, მოვა მეფის საწამებლად, მიაყენებს რა შეურაწყოფებს; თხუთმეტი უკანონო ჯარისკაცი, მისი სიცოცხლის ახსასრული და მისი მამულის უმეტესობის."

 

        ეს კატრენი სხავადასხვა ფულადი სისტემის კოლაფსს ეძღვნება, როგორც საერთო მსოფლიო პრობლემათაგან ერთერთს. ქვეყნები შეაჩერებენ თავიანთი ვალდებულებების შესრულებას "კოლონიების" მიმართ, ხოლო ინდივიდები აღარ იზრუნებენ საკუთარ საკუთრებაზე. ამავე დროს სხადასხვა მსოფლიო ლიდერი კომპრომიტირებულ იქნება და დატოვებს პოსტს. ერთერთი განდევნილი გენერალო შეძლებს 15 სხვადასხვა სახის ჯარის შეკრებას რათა ჩაერიოს მოვლენებში.

 

ცენტური IV, კატრენი 36

      "ახალი თამაშები დამკვიდრდა გალლიაში, ინსაბრიას კომპანიის გამარჯვების შემდეგ. გესპარიის მთები შემუსრილია დიადთა მიერ, რუმინეთი და ესპანეთი შიშით იცახცახებენ."

      კატრენი უკავშირდება ანტიქრისტეს სამხრეთევროპულ შეტევას. ის დაემუქრება ესპანეთს დასავლეთით და რუმინეთს აღმოსავლეთით. გალლია ეს საფრანგეთია. ამ დროს ანტიქრისტეს უკვე დაკავებული ექნება საფრანგეთის დიდი ნაწილი და მოემზადება ესპანეთის დასაპყრობათ. ანტიქრისტე შეისწავლის რომის იმპერიის გაფართოების მიღწევებსა და შეცდომებს, გამოიტანს დასკვნებს და ისე იმოქმედებს რომ ცენტრალური ევროპის  დაპყრობაში ხელი არ შეეშალოს. გესპანიის მთები ეხება მთებს აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი ალპებს და კავკასიონს. ამ მთებში რთულია მანევრირება.

 

     ცენტური IV, კატრენი 43

      იქნება დიდი  გრუხუნი ცაში მიმდინარე ბრძოლისაგან: იმავე წელს ღვთისმიერნი აღმოჩნდებიან მტრებად: ისინი მოინდომებენ არასამართლიანად იკამათონ წმინდა კანონებზე, ელვა და ომი ბევრ მორწმუნეს შეიწირავს.

      ეს კატრენი ეხება არეულობის პერიოდს. ვატიკანის ბილიოთეკის მიტაცების ფაქტებს. ანტიქრისტე გამოაცხადებს რომ ამ ბიბლიოთეკაში დაცული საიდუმლო წიგნები და ნაშრომები უნდა განადგურდნენ. მორწმუნენი წინ აღუდგებიან ამას, იქნება დიდი ბრძოლა და ბევრი დაიხოცება.  შემდეგ ანტიქრისტე გადაწყვიტავს, რომ მისთვის უფრო ხელსაყრელი იქნება თუ ამ ჩანაწერების ნაწილი სააშკარაოზე იქნება გამოტანილი და გახმაურდება. შედეგად ბევრი მორწმუნე გაეცნობა რა ამ წიგნებს და ჩანაწერებს - დაკარგავს რწმენას ან კარდინალურად შეეცვლებათ ის. ბოლო პაპი ანტიქრისტეს მხარეს იქნება და მისი დახმარებით ანტიქრისტე დაანგრევს ბევრ ძეგლსა და კულტურულ რელიქტებს რომში და სხვა ქალაქებში. სწორედ პაპის დახმარებით ის ხელთ იგდებს ვატიკანის  ბიბლიოთელის საიდუმლო არქივებს. ნაცლად იმისა რომ გაანადგუროს ეს არქივი, ის გახსნის მას გარე სამყაროსათვის, ჩათვლის რა, რომ ეს უფრო დიდ ზიანს მიაყენებს ეკლესიას ვიდრე ამ ტექსტების უბრალოდ განადგურება.

საწყისი გვერდი

 

Анализ сайта онлайн

 

სიყვარულის გავრცელება


რსებობს ჭეშმარიტება

არსებობს იერარქია

არსებობს პირობები რომელთა დაკმაყოფილება აუცილებელია
.

 სიყვარულის შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.

ამ მიზნებს ემსახურება სიყვარულის გავრცელება

 

სიყვარულის პრაქტიკა

სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება.

ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!

 

სიყვარულის ღრმა პრაქტიკა

სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს

მშვიდი ემოციური სხეული

სულთან კავშირის გარანტია!!!

 

ფორუმი

უძველესი ცოდნა

http://olmek.info

 

  2010     ©