ა ღ დ გ ო მ ა (ნაწყვეტი ჩემი წიგნიდან "შეხვედრები წმინდანებთან")
სიყვარული ყოვლისშემძლეა მე ამაში თავად დავრწმუნდი უამრავი ექსპერიმენტის საშუალებით. ჩვენი ერთ ერთი შეხვედრისას მე ვკითხე იესოს იმის შესახებ თუ ყველაზე მეტად რითი შემეძლო დახმარება, ანუ რა არის ის რაც ყველაზე მეტად აუცილებელია და საჭიროა დღეს კაცობრიობის დასახმარებლად. იესომ მითხრა რომ საჭიროა ადამიანებამდე მივიდეს ინფორმაცია სიყარულის პრაქტიკულობის შესახებ! ადამიანები, ისინიც კი ვინც იცის სიყვარულის საიდუმლო, ერიდებიან სიყვარულზე ლაპარაკს საჯაროდ და ერთმანეთთან, არადა ყველაზე დიდი საჭიროება ამ ინფორმაციის გავრცელებაშია. საერთოდ ქრისტიანობა ეფუძვნება სიყვარულის საიდუმლოს და მის გარეშე იგი მხოლოდ ერთერთი რელიგიაა სხვა უამრავს შორის. სიყვარულის საიდუმლოს წარმოადგენს მისი უნარი აღადგინოს ნებისმიერი რამ – საწყის(ღვთიურ) ფორმამდე და ხარისხამდე. და მაინც რისი აღდგენა შეიძლება? ყველაფრის: სხეულის, ორგანოს, უჯრედის, ურთიერთობის, აზროვნების, გრძნობების, შესაძლებლობების, ნიჭის, უნარის, წინა ცხოვრების, კოსმიური მახსოვრობის, სიუხვის და ა.შ. ს ი უ ხ ვ ე ელკესიაში მისვლისას მე ყოველთვის ვათვალიერებ მრევლს და ვცდილობ გავიგო ვინ როგორ მივიდა ეკლესიამდე. აღმოჩნდა, რომ ამ ადამიანების უმრავლესობას ჰქონდა ან ფინანსური, ან ჯანმრთელობის პრობლემა. მაგრამ ყველაზე სამწუხარო მაინც ის გარემოებაა რომ მათი დიდი უმრავლესობა უკვე მრავალი წელია დადის ეკლესიაში და მაინც იგივე პრობლემის წინაშე დგას. ადამიანებს რაც უფრო უჭირთ მით უფრო მიიწევენ ეკლესიისკენ, რადგან ქვეცნობიერად გრძნობენ რომ ქრისტიანობაში არის გასაღები და პასუხი, საშველი მათი პრობლმებისა. სამღვდელოება ცდილობს დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს, მაგრამ ეს ბოლომდე არ გამოსდის, რადგან პირადი გამოცდილება არ გააჩნია. ადამიანებს უკვე დიდი ხანია რაც ასწავლიან, რომ უნდა უყვარდეთ მტერი, მშობლები, ერთ ლოყაში რომ გაარტყავენ მეორე მიუშვირონ და ა.შ. მაგრამ ხშირად ქადაგება ვერ სცდება ამ ფრაზებს და მთავარს ვერ ეუბნება გაჭირვებულთ. მ თ ა ვ ა რ ი ერთი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ სიყვარულს მოაქვს სიუხვე ჯანმრთელობა და სწორი ურთიერთობები. ამჯერად ჩვენ ფულზე(სიუხვე) ვილაპარაკებთ, რადგან ეს საკითხი აქტუალურია საქართველოში და მთელს მსოფლიოში. 1 – სიყვარული ზემოქმედებს "ბედზე" ! 2 – სიყვარულს დაუყოვნებლივ მოაქვს სიუხვე(ფული)! 3 – ფული, სამსახური, სიუხვე თვითონ მიდის ადამიანთან როდესაც მას აქვს სიყვარული. (ხოლო როდესაც სიყვარულის ნაკლებობაა ადამიანი ცდილობს(წელებზე ფეხს იდგამს) იშოვოს ფული საკუთარი "მცდელობით", მაგრამ მაინც არაფერი გამოსდის. 4 – თითოეულ ადამიანს ზუსტად იმდენი ფული აქვს რამდენი სიყვარულიცაა მის ცნობიერებაში. (თუ რა თქმა უნდა არ იპარავს ფულს). 5 – ფული არის საშუალება რათა გამოხატო და გაავრცელო სიყვარული. 6 – ჯანმრთელი სხეული არის ინსტრუმენტი რათა გამოხატო და გაავრცელო სიყვარული. 7 – სწორი ურთიერთობები სიყვარულის გამოხატვისა და გავრცელების საშუალებაა. 8 – სიყვარულის შეტანა ცნობიერებაში დაუყოვნებლივ იწვევს ფინანსების(სიყვარულის გამოხატვის საშუალების) მომატებას და პირიქით. 9 – ვალები, გაჭირვება და უიღბლობა სიყვარულის სიმცირეზე მიუთითებს. 10 – სიყვარულის რაოდენობა სიყვარულის განცდის რაოდენობითა და აზროვნებაში განსჯის შემცირებით განისაზღვრება. 11 – იმ ადამიანებისათვის ვისაც დიდი სიყვარული აქვს არსებობს მხოლოდ ერთი დრო – აწმყო. თითოეულმა ისე უნდა იცხოვროს თითქოს ეს სიცოცხლის ბოლო დღეა მისთვის. 12 – ადამიანს რომელიც გაჟღენთილია სიყვარულით ეწოდება – ღმერთის შვილი. 13 – ადამიანს რომელიც ღმერთის შვილია არ შეიძლება რაიმე უჭირდეს, მისი მამა ღმერთია, ღმერთისთვის არაფერია შეუძლებელი. მამას შვილისთვის არაფერი ენანება. G.K
ზეადამიანები სულიერი იერარქია განდობის საფეხურები აშრამები შვიდი სხივი განდობის გზა სასიცოცხლო ინფორმაცია გასამხელი საიდუმლოებანი მეორედ მოსვლა სულიერი იერარქიის ექსტერიალიზაცია სამყაროს მეუფე და პლანეტარული იერარქია მელქიორი ეზოთერული კოსმოლოგია განდობა თავის უფალი მონები კოსმიური მოვლენები "ძველი" წინასწარმეტყველებანი დავით ლოპეზის წინასწარმეტყველება ა ნ ტ ი ქ რ ი ს ტ ე სიყვარულის გავრცელება ა ღ დ გ ო მ ა სიდჰების სწავლება ღვთის სასუფეველი რ ე ა ქ ც ი ა ღმერთით შემოსილი სექსუალური ენერგია სიყვარულის განცდა სიყვარული პლუტონი შემდეგი ნაბიჯი კანონი კანონის შესახებ სტალკერი მამოძრავებელი ძალა კანონის ატრიბუტები სიყვარული არის კანონი თვითკონტროლი და კანონი კანონი და ამაღლებული მეუფეები ძლევამოსილი თანდასწრება ცნობიერება სხეული და სიყვარული მოქმედების პრაქტიკა ცნობიერება სხეული და სიყვარული
![]() ![]() |
სიყვარულის
შესახებ ცოდნა უნდა მივიდეს თითოეულ ადამიანამდე.
სიყვარულის მდგომარეობაში ყოფნისას ყველაფერი სასიკეთო თავისით მზადდება და ხდება. ჩვენ სიყვარულზე ვზრუნავთ, სიყვარული კი ჩენზე!
სტალკერი იმორჩილებს ემოციურ სხეულს მშვიდი ემოციური სხეული სულთან კავშირის გარანტია!!!
ფორუმი უძველესი ცოდნა
|
2010 © |